ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში
ჯიმი დაბრუნდაშვილი


2013 წელი




ნახევარი წლის განმავლობაში ჩატარებული აქციების
მოკლე მიმოხილვა

      25 აპრილს სკოლის ბავშვებისათვის გაიმართა ლექციები საქართველოს შესახებ ქალაქ პრაღის მთავარ მუზეუმში. იმ დღეებში ჩატარდა "თბილისის დღეები", რომლის ორგანიზება დაევალა ქალაქ პრაღის მთავარ მუზეუმს. დაფინანსება და მასალა მიაწოდათ თბილისის მერიამ. მაშინ როცა კონცერტებზე დიდი ინტერესი იყო, მეორეს მხრივ საერთოდ ვერ მოხერხდა თბილისის შესახებ გამოფენის დროულად ორგანიზება (რატომღაც ყველაფერი ინგლისურ ენაზე). პრაღის ადმინისტრაციამ მოგვმართა, რომ დავხმარებოდით მუზეუმის შენობაში რაიმე ღონისძიების გაკეთებაზე, რომ დამთვალიერებლი მოეზიდათ. მოვილაპარაკეთ პრაღის სკოლის ბავშვებისათვის გაკვეთილების ჩატარება. ლექციების ძირითადი ნაწილი მოამზადა ქართველი სტუდენტების ორგანიზაციამ ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩეხი ბავშვები ქართულ ენაშიც ვამეცადინეთ. კერძოდ კი ყველა მათგანმა დაწერა ქართულად თავისი სახელი და გვარი. ყველაფერი ჩატარდა უსასყიდლოდ. იხილეთ ფოტოები.





      25 მაისს პრაღის ცენტრში, კარლოვი ხიდის ახლოს, გაიმართა ეთნო-ფესტივალი. ქართველებს ტრადიციულად გვქონდა კარგად მოწყობილი კუთხე. რა თქმა უნდა სიახლეც (ტრადიციულად): წელს ერთი სტენდი დავუთმეთ აფხაზეთის ოკუპაციას. დიდი ინტერესი გამოიწვია იმ საბუთების გაშუქებამ, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ მოქმედებაშია – საბჭოთა კავშირის პასპორტი. მის გვერდით არის ე.წ. ნეიტრალური პასპორტი, რომელიც აფხაზებს უფლებას აძლევს იმოგზაურონ ევროპაში. ჩეხეთის მთავრობამ ეს დოკუმენტი აღიარა (რუსების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად). მასალა მე მოვიპოვე და შევადგინე. გრაფიკულად გაფორმება – მადლობა გურამ კელაპტრიშვილს და სტუდენტებს გიორგი გოგიტიძეს და მიხაილ გუბელიძეს, რომლებიც ღიმილით იგერიებდნენ გაბრაზებულ რუსებს. ("რუსეთი არ არის ოკუპანტი", ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ რუსები ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ კუთხეს წარმოადგენდნენ). სულ ფესტივალზე მოვიდა 10 000-ზე მეტი უცხოელი. მივიღეთ უამრავი ინფორმაცია, მოწვევა, კონტაქტები. ლექციების ჩატარების ჩათვლით. დავარიგეთ საქართველოს და თბილისის რუქები, კულტურული ძეგლების ჩამონათვალის ნუსხა და ა.შ. ყველას დიდი მადლობა.



* * *
საზღვარგარეთ ქართველი კურსდამთავრებულები აქტიურდებიან
ავტორი კობა ლიკლიკაძე
http://www.radiotavisupleba.ge/content/georgian-students-abroad/24936510.html


* * *



2002 – 2005 წლები


2006 – 2007 წლები


2008 – 2009 წლები


2010 წელი


2011 წელი


2012 წელი