დავით სონღულაშვილი – „მოლაპარაკე ანბანი“


       ძვირფასო ქალბატონებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს! ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე საიტში ავტვირთო დავით სონღულაშვილის პროგრამა მასწავლებელი – «მოლაპარაკე ანბანი». ეს პროგრამა ფერეიდანში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს ერთ-ერთმა ქართველმა, მამუკა ონიკაშვილმა CD-ზე ჩაწერილი მაჩუქა, რომელსაც კომპიუტერული მომსახურეობის მაღაზია აქვს გახსნილი ფერეიდანში.
       «მოლაპარაკე ანბანი» ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს თქვენს პატარებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უცხოეთში ცხოვრობს.
       პროგრამის დასაყენებლად გადმოიწერეთ თქვენს კომპიუტერში "AnbanSetup", მაუსის მარჯვენა ღილაკით დააწკაპუნეთ მასზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთს, ფაილების განშლის შემდეგ კი შეასრულეთ პროგრამის დაყენების სტანდარტული მოთხოვნები. გისურვებთ წარმატებებს.

„მოლაპარაკე ანბანი“ - 118 MB

ფერეიდნელ ქალებს დედების დღის აღსანიშნავად ცისანა ზურგაშვილისაგან საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან.


 


ყველა ქართველ მანდილოსანს საიდ და მაჯიდ ფანიაშვილებისგან. ირანი. ფერეიდანი.





„კაქტუსები“ - 2,67 MB