საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო

ASSOCIATION GEORGIENNE EN FRANCE




პარიზი, 2009 წლის 25 ნოემბერი.

კომუნიკე

      2008 წელს სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა, მიაღწია საქართველოში რუსის ჯარის შემოსევის შეჩერებას და შეთანხმების ხელმოწერას. აღებული ვალდებულების მიუხედავად რუსული საოკუპაციო ჯარები დღესაც ცდილობენ ქართული ტერიტორიების ანექსიას, არღვევს რა ხელმოწერილ შეთანხმებას; რუსეთი ევროპელ დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უკრძალავს. აგებს რა „სირცხვილის კედელს“, რუსეთი ამ ტერიტორიების იზოლირებას ახდენს და 300 000 ქართველს შინ დაბრუნებას უკრძალავს.
      ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ამ წუთასაც სამხედრო ბაზებს აშენებს. რუსეთმა დღეს განაახლა გუშინდელი სსრკ-ს იმპერიალისტური ქცევები.
      რუსეთის ხელისუფლების „მცდელობები“ მიმართულია პატარა საქართველოს მიმართ: პუტინი აიარაღებს კადიროვს, რათა საბოლოოდ გაწმინდოს ჩეჩნეთი და შიში გაამეფოს მეზობელ ინგუშეთში. თვით რუსეთშიც პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა ანა პოლიტკოვსკაიას, მრავალი სხვა ჟურნალისტის, თავისუფლად მოაზროვნის და დემოკრატიის მკვლელობებზე.
      რუსეთმა დღეს თავისი ანტიჰუმანური და ავტოკრატული ქცევებით გუშინდელი სსრკ განაახლა.
      პრეზიდენტ სარკოზის თავისი სტუმრისათვის არ უნდა გამორჩეს იმის შეხსენება, რომ: მან, როგორც მთავარმა აქტორმა და მოწმემ თვალყური უნდა ადევნოს რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში აღებული ვალდებულებების შესრულებას. იგი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ვერ შეძლკებს გუშინდელ დემონებს დამორჩილებული რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობას „მისტრალის“ გემების მიყიდვით, რომლებიც ხვალიდან ახალი pax sovietica-ს იარაღად იქცევა.
      როდესაც რუსეთს აჩუმებენ, საქართველოში ბეტონის კედელს აღმართავენ – ევროპას სამარეს უთხრიან.
      საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო მოგიწოდებთ მოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ, ვისაც რუსეთის ხელისუფლება საფრთხეს უქმნის.
      პარასკევს, 27 ნოემბერს, 17 საათზე (პარიზი 8, მეტრო San-zelize – klemanso).
      ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს თავმჯდომარე.


აქცია

      საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია, SOS რასიზმი, ევროპის და აღმოსავლეთის სახლი, ჩეჩნეთის კომიტეტი, ახალგაზრდა ევროპელები, 28 სექტემბრის კოლექტივი, უკრაინის ხელოვნება ისევე როგორც ყველა პოლიტიკური მრწამსის პიროვნებები: გიწვევთ საქართველოში სირცხვილის კედლის აღმართვის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. მაშინ როდესაც ევროპა და მთელი მსოფლიო აღნიშნავს ბერლინის კედლის ნგრევის მე-20 წლისთავს... რუსეთის ხელისუფლება შუაგულ საქართველოში აღმართავს კედელს, რითაც ერთგვარად ადასტურებს საქართველოს ნაწილობრივ ანექსიას, რაც საფრანგეთის და საერთოდ მთელი ევროპის აშკარა გამოწვევაა.
      მარტო საქართველო როდი იჩაგრება... ჩეჩნეთი სისხლისაგან დაიცალა... რუსეთში ადამიანის უფლებები გათელილია.
      კვირას, 8 ნოემბერს, 15 საათზე პარიზის მესამე კვარტალში, მერიის წინ კიდევ ერთხელ შემოვკრავთ განგაშის ზარს. ევროპელები სიმბოლურად გადალახავენ აღმოსავლეთის კედლებს და როგორც ეს კავკასიაში ჩვევიათ თავისუფლების სადღეგრძელოს წარმოსთქვამენ. პროგრამაშია: ფოტოსურათების გამოფენა, ფილმის ჩვენება და მრავალი სიურპრიზი.
      Préparez-vous à une prochaine action hautement symbolique le vendredi 27 novembre à 17h00 მოემზადეთ მომავალ სიმბოლური აქციისთვის 27 ნოემბერს 17:00 საათზე.
      Association Géorgienne en France - საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო.


ცნობა – INFO – AGF

      ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. ეს აგრესია სიცოცხლის ფასად დაუჯდა ასობით ქართველ მოქალაქეს, ხოლო ასი ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი გადამწვარი და განადგურებული სოფლები. რუსეთის ხელისუფლება დღესაც აგრძელებს ზეწოლას პატარა საქართველოზე, რომლის ტერიტორიის მეოთხედი (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჩათვლით) დე ფაქტო ანექსირებულია რუსეთის მიერ.
      • მიუხედავად ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტის სარკოზის ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, რუსეთის ჯარს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია.
      • იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას აფხაზეთში და შიდა ქართლში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ.
      • მცირერიცხოვანი ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრობენ, ყოველდღიურად განიცდიან სასტიკ დევნას.
      • რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რათა ახალი ომის საბაბი მიეცეს.
      ქართველები და ყველა ის, ვინც აცნობიერებს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის საფრთხეს ვალდებულებას იღებს ამხილოს ეს საშიში ქმედებები. სწორედ ამ მიზნით საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო შაბათს, 8 აგვისტოს, 16 საათზე პარიზში რუსეთის საელჩოსთან აწყობს მანიფესტაციას.

ოთარ ზურაბიშვილი

* * *

ლუკა მელუა ბარნოვი


* * *

გთხოვთ იხილოთ ჩვენი ახალი ბიულეტენი N1
Ci-joint le bulletin de l'association

ოთარ ზურაბიშვილი








P.S. თუ გნებავთ პირადად მიიღოთ წინამდებარე ბიულეტენის მომდევნო ნომრები,
შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ ოთარ ზურაბიშვილს შემდეგ მისამართზე:

E-Mail: o.zourabichvili@quanta-medical.com



ლუკა მელუა ბარნოვი. საფრანგეთი.

E-Mail: luc.meloua@wanadoo.fr


* * *

გთხოვთ იხილოთ ჩვენი ახალი ბიულეტენი N2

ოთარ ზურაბიშვილი