ქართველთა საპროტესტო აქციები კიევში.
მიხეილ ღანიშაშვილი.
„საქართველო“; №2 (5) 2008.



      2008 წლის 8 აგვისტოდან, ანუ რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დღიდან მოყოლებული, უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარეობდა ემიგრანტ ქართველთა საპროტესტო აქციები. აქციები პერმანენტული ხასიათის იყო და ზოგჯერ დედაქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდებოდა. ამ აქციების გამართვის უმთავრესი ადგილები იყო რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია სოლომენსკის რაიონში, თავისუფლების მოედანი კრეშატიკზე და შოთა რუსთაველის ძეგლი მისივე სახელობის ქუჩაზე.
      ქართველთა საპროტესტო აქციები ინტერნაციონალურობით გამოირჩეოდა და მასში ყოველთვის მონაწილეობდნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, პოლონელები, თურქები, აზერბაიჯანელები, უზბეკები და სხვანი. აქციებზე მოდიოდნენ კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები. ფრიალებდნენ ხუთჯვრიანი ქართული დროშები, ტრანსპარანტები. გმობდნენ რუსეთის აგრესიას საქართველოში და კატეგორიულად მოუწოდებდნენ მას ჯარების გაყვანისაკენ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიიდან. მანიფესტანტები ასევე დაჟინებით მოითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და ცალკეული გავლენიანი სახელმწიფოებისაგან საქართველოსთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენას, მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში.
      საპროტესტო აქციების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო კიევში მცხოვრები გოჩა დადივაძე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავის პატარა შვილთან ერთად ქართველებს აქციებისაკენ მოუწოდებდა. ამ აქციებს კოორდინაციას უწევდნენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევის ქართველთა სათვისტომო (ასოციაცია „იბერიელი“) და ცალკეული პირები.
      მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მიმართ, მთელ მსოფლიოში მძვინვარებდა და მას კიევის ქართველებმაც მხარი დაუჭირა. სასიამოვნო იყო, რომ თავად უკრაინელთა განწყობა ერთობ თანაგრძნობიანი იყო და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც უმთავრესად ობიექტურად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს.




საქართველოს მხარდასაჭერი აქციების
ქრონოლოგიური ნუსხა ქ. კიევში.
აგვისტო 2008 წ.


      8-9 აგვისტო – რუსეთის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უკრაინელი მოქალაქეები.
      10 აგვისტო – რუსეთის საელჩოსთან ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე მამა ნიკოლოზმა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა წაიკითხა, შემდეგ კი ლოცვა აღავლინეს აქციის მონაწილეებმა.
      11-12-13 აგვისტო – აქციებში, რომლებიც რუსეთის საელჩოს წინ ჩატარდა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციები, კერძოდ: „უნა-უნსო“, „პორა“, „ნაშა უკრაინა“ და „უკრაინის ნაციონალური კონგრესი“.
      14 აგვისტო – 10:00 საათზე წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარში, სრულიად უკრაინისა და კიევის კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ფილარეტმა სამგლოვიარო პარაკლისი გადაიხადა საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.
      15:00 საათზე – შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს ქართველებმა, უკრაინელებმა, პოლონელებმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა.
      16:00 საათზე – ამავე სკვერში, ჩერნიგოვის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა და წმინდა მიხეილის ტაძრის მოძღვარმა, მეუფე ლავრენტიმ სამგლოვიარო პარაკლისი გადაიხადეს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.
      15 აგვისტო – კვლავ მოეწყო აქცია რუსეთის საელჩოსთან.
      16 აგვისტო – 18:00 სთ-ზე რუსთაველის სახელობის სკვერიდან კრეშჩატიკის მიმართულებით გაიმართა კიევში მცხოვრები ქართველების მსვლელობა, სადაც მათ შეუერთდნენ უკრაინელები, აზერბაიჯანელები, თურქები, ლიტველები, ესტონელები, პოლონელები და სხვა ეროვნების მოქალაქეები.
      20:00 საათზე (თბილისის დროით) – კრეშჩატიკზე გაიბა ცოცხალი ჯაჭვი მოთხოვნით – შეწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.
      17-18-19 აგვისტო – კვლავ მოეწყო აქციები რუსეთის საელჩოსთან.
      19 აგვისტო – უკრაინის ნაციონალური კონგრესის ოფისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა მიძღვნილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი.
      20 აგვისტო – მოეწყო აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ლოზუნგით „როდემდე უნდა გაგრძელდეს რუსეთის მიერ საქართველოს ნგრევა და ძარცვა?“.
      11-17 აგვისტოს ჩათვლით დამოუკიდებლობის მოედანზე მოქმედებდა საინფორმაციო სტენდი, სადაც გროვდებოდა საქართველოს მხარდამჭერთა ხელმოწერები.





АКЦІЇ ПРОТЕСТУ ГРУЗИН У КИЄВІ.
Міхеіл ГАНІШАШВІЛІ.
“Сakartvelo”; #2 (5) 2008.


      Починаючи з 8 серпня 2008 року, тобто з дня нападу Росіі на Грузію, у столиці України – місті Києві проводилися акції протесту грузинских імігрантів. Акції мали перманентний характер і іноді проводилися одночасно у декількох районах столиці. Найголовнішими місцами була територія Посольства Росії у Печерському районі, Майдан Незалежності на Хрещатику та пам’ятник Шота Руставелі на вулиці його ж імені.
      Акції протесту грузин виділялися міжнародним характером і у них завжди приймали участь українці, прибалти, поляки, турки, азербайджанці, узбеки та інші. На акції приходили чоловіки та жінки, старі та молоді. Розвивалися священні п’ятихресні грузиські прапори, транспаранти. Учасники мітингів осуждували російську агресію проти Грузії і категорично закликали ії до виводу військ з території суверенноі держави. Маніфестанти також вимагали від міжнародних організацій та окремних впливових держав суттєвої допомоги Грузії, війскового втручання, направлення багатонаціональних миротворчих сил в конфліктну зону.
      Організатором акції протесту був мешкаючий у Києві Гоча Дадівадзе, який, стоячи зі своїм маленьким сином у центрі міста, закликав грузин до акцій. Потім координацію акції взяло на себе міністерство Грузії у справах діаспори, Посольство Грузії в Україні, Асоціація грузин України “Ібериелі” та окремі особи.
      Мирний протестуючий рух проти агресії Росії у Грузії тривали в усьому світі і його підтримувала уся грузинська діаспора Києва. Було приємно, що настрій самих киян був небайдужий, а засоби масової інформації об’єктивно висвітлювали поточні події.




ХРОНОЛОГІЧНИЙ СПИСОК АКЦІЙ У ПІДТРИМКУ
ГРУЗІЇ У М. КИЄВІ.
Серпня 2008 р.


      8-9 серпня – Біля Посольства Грузії пройшли акції протесту, у якій брали участь як громадяни Грузії, так і України.
      10 серпня – На акції біля Посольства Росії Отець Ніколоз прочитав молитву Святійшого та Блаженнійшого Католікоса-Патріарха Всія Грузії Іллі ІІ, після чого всі учасники акції молилися.
      11-12-13 серпня – В акціях біля Посольства Росії, взяли участь різноманітні українські політичні організації, а саме: “Уна-Унсо”, “Пора”, “Наша Україна”, “Національний Конгрес Украіни”.
      14 серпня – О 10 годині у Соборі свіатого Михайла Католікос-Патріарх Всія України та Києва, Його СвятійШество Філарет провів поминальну траурну службу за загиблими у результаті агресіі Росіі.
      О 15 годині – У сквері ім. Шота Руставелі був проведений траурний мітинг, у якому взяли участь грузини, українці, поляки та представники інших національностей.
      О 16 годині – Єпископ Чернігівський Владика Іларіон та священник Собору святого Михайла Владика Лаврентій провів поминальну траурну службу за загиблими.
      15 серпня – Знов відбулась акція біля Посольства Росії.
      16 серпня – о 18:30 год. – зі скверу ім. Шота Руставелі у напрямку Хрещатика розпочався хід грузин, що мешкають у Києві. До них приєдналися українці, азербайджанці, турки, литовці, естонці, поляки та інші.
      О 20 годині – (за тбіліським часом) на Хрещатику був створений живий ланцюг з вимогою припинити окупацію Грузії Росією.
      17-18-19 серпня – Знов відбулись акції біля Посольства Росії.
      19 серпня – в офісі Національного Конгресу України відбувся Круглий стіл присвячений подіям у Грузії.
      20 серпня – Акція біля представництва Євросоюзу під гаслом “Доки буде тривати руйнувания та пограбування Грузії Росією”?
      11-17 серпня включно – на Майдані Незалежності був виготовлений інформаційний стенд, на якому збиралися підписи у підтримку Грузії.




* * *


      უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 30 მაისს გაიმართება ქართული კულტურისა და ტრადიციების დღე, ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც შედგება „DK-მეტალისტში“ – პლეხანოვსკაიას ქუჩა №75-ში.
      ღონისძიების პროგრამა:
      1. ქართველ ბავშვთა ნახატების გამოფენა სახელწოდებით: – „გრუზია გლაზამი დეტეი“ – იქნება კონკურსები, თამაშები. ასევე იქნება ქართული ფილმებისა და სხვადასხვა ვიდეო რგოლების ჩვენება.
      2. 17:00 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ანსამბლები: „Georgia” და „მეტეხი“.
      ორგანიზატორები: საერთაშორისო ორგანიზაცია „ედინაია გრუზია“ – ორგანიზაციის პრეზიდენტი თამაზ თედორაძე.
      უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან გაბაიძეს ინფორმაციის მოწოდებისათვის.



* * *