ფარნა-ბექა ჩილაშვილი – Fahrettin Çiloğlu





ლიკა, ნუ დაივიწყებ, რომ ჩემი ხელნაწერი
მტირალ მთაზე ჩამობმული ძაფებია,
უცბად იკარგება მტკვარში.
ჩემი ხელნაწერი წვეთებია ცრემლებისა,
ქართლის დედაზე შეყვარებული გორგასალისა,
შრება მზიან ღამეებში.
ჩემი ხელნაწერი ნატვრის ხეზე ჩამობმული თმებია,
ქაშვეთში დაჩოქილი გოგონებისა.
ჩემი ხელნაწერი კაშკაშია ვარსკვლავებისა,
დღისით რომ იკარგება.
ნუ დაივიწყებ!


      ეს სტრიქონები თურქეთში მცხოვრებ მწერალს, პუბლიცისტს, მთარგმნელსა და პოეტს ფაჰრეთთინ ჩილოღლუს, იმავე ფარნა ჩილაშვილს ეკუთვნის. ბატონი ფარნა იმ ჩვენებურთაგანია, რომელთა წინაპრებიც ისტორიული რეალიებისდა გამო ქართულ მიწას მოსწყდნენ, თუმცა თავიანთი მოღვაწეობით უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებენ.
      ფარნა ჩილაშვილი რამდენიმე წელია სათავეში უდგას ორენოვან (ქართულ-თურქული) ჟურნალს "ფიროსმანი". ჟურნალი სტამბოლში გამოდის, რომლის ნაწილიც საქართველოში ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. "ფიროსმანი" უდიდეს როლს ასრულებს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების გაერთიანების საქმეში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის გაღრმავების მიმართულებით. ერთგვარი ხიდია ჩვენსა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის. თუმცა “ფიროსმანამდე” იყო სხვა გამოცემები. ბატონი ფარნა გარკვეული დროის განმავლობაში სათავეში ედგა ჟურნალს "ჩვენებური", რომელსაც 1977 წლიდან გამოსცემდა ასევე ჩვენებური, თურქეთში მცხოვრები აჰმედ ოზქან-მელაშვილი. აჰმედ მელაშვილის მკვლელობის შემდეგ ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. ბატონმა ფარნამ წლების შემდეგ აღადგინა ჟურნალი და ღირსეულად გააგრძელა აჰმედ მელაშვილის მიერ დაწყებული საქმე, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის სხვებს გადაულოცა და გამოსცა ახალი ჟურნალი “მამული”. ყველა ეს გამოცემა მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.



      ფარნა ჩილაშვილის საგამომცემლო საქმიანობა, რომელიც საქართველოსა და ქართველებს უკავშირდება, მრავალ საგაზეთო პუბლიკაციასა და სტატიასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა გამოცემებში დაიბეჭდა და იბეჭდება, ამით არ შემოიფარგლება, მის კალამს ეკუთვნის წიგნი "ქართველთა ისტორია" (1993 წ), რომელშიც იმ ქართველთა ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც მოსწყდნენ სამშობლოს, თუმცა შეინარჩუნეს ქართველობა და თვითმყოფადობა. ბატონმა ფარნამ მიაკვლია ასი წლის წინ სტამბოლში გამოცემულ ისმეთზადე მეჰმეთ არიფის წიგნს "ქართული სოფლები" (1893 წ). განუზომელია ამ წიგნის მეცნიერული ღირებულება – იგი შავი ზღვის სანაპიროზე ქართველ მუჰაჯირთა დამკვიდრებიდან 15 წლის შემდეგ არის დაწერილი. წიგნი ძველ თურქულ ენაზეა დაწერილი, ბატონმა ფარნამ იგი თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა და ამით უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადა მკითხველისთვის.



      ცალკე საუბრის თემაა ფარნა ჩილაშვილის მხატვრული შემოქმედება, რომელიც ქართველმა მკითხველმა წიგნ “სასაზღვრო ფიქრებით” გაიცნო. ეს წიგნი 2006 წელს ქართულად გამოიცა. კრებულში მწერლის ბავშვობის შთაბეჭდილებები, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება და მრავალფეროვანი სამყარო მოთხრობების სახითაა გადმოცემული. ბატონ ფარნას შემოქმედების შეფარული, ხშირად აშკარა სევდა გამოძახილია იმ მონატრებისა, რაც ბავშვობაში დარჩა, თუმცა ყოველთვის ჩვენთან არის. მწერლის რეალური და რეალობის მიღმა, ოცნება და ოცნების მიღმა, ზღაპარი და ზღაპრის მიღმა, სევდიანი და ირონიით აღსავსე ულამაზესი სამყარო სადა, მაგრამ დახვეწილი ენითაა გადმოცემული., სადაც ხშირად ლექსის რიტმი იგრძნობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის მის შემოქმედებას.
      მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარნა მხოლოდ მოთხრობებს წერს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მის მოთხრობებში სათქმელი ისეთი სრულყოფილებითაა გადმოცემული, რომ შეგვიძლია დასრულებულ რომანს შევადაროთ. ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწერლის შემოქმედებაში ძალუმად იგრძნობა ქართული საწყისი, ქართული გარემო. საოცარია, მწერალი, რომელმაც ქართული ენა საკმაოდ გვიან ისწავლა, როგორ ქმნის შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე. ეს თითქოს ბუნებრივად ხდება, მაგრამ სამყაროში ხომ არაფერი ხდება უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ. ეს ამოუხსნელი რამ ფესვების, გენის გამოძახილია. ეს არის სწორედ ის სულიერი ერთიანობა, რაც ასე უხილავია, თუმცა საოცრად ხილული და ხელშესახები ბატონი ფარნას შემოქმედებაში.
      დასაფასებელი და ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ფარნას ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობა. მწერალს თურქულ ენაზე ნათარგმნი აქვს გალაკტიონ ტაბიძე, ვაჟა ფშაველა, ანა კალანდაძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები, გურამ გეგეშიძე, ეკა ბაქრაძე, გიორგი ლეონიძე, შოთა ნიშნიანიძე. ეს თარგმანები ერთ წიგნად გამოიცა, რომელსაც მწერალმა "ცხელი სევდა" დაარქვა.



      ქართული საწყისის არსებობა იგრძნობა ფარნა ჩილაშვილის წიგნ "უჩინმაჩინშიც". უცნაური სახელის გამო, მწერალს ხშირად ეკითხებიან თურქეთში, თუ რა არის უჩინმაჩინი – მზე, ღრუბელი, ქალი, სიყვარული, არის კი რაიმე საერთოდ ან სად შეიძლება მისი პოვნა. ბატონი ფარნა კი მათ პასუხობს, რომ უჩინმაჩინი თითქოს არაფერია, მაგრამ ამავე დროს ყველაფერიცაა და მისი პოვნა მკითხველის ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. წარმოსახვასა და ფანტაზიას კი მართლაც აღძრავს მწერლის შემოქმედება. ეს მის მიერ საოცარი გულწრფელობით გადმოცემული შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების გარდა, შექმნილი, გამოგონილი თუ რეალობიდან აღებული პერსონაჟების დამსახურებაა, რომელიც მკითხველამდე დიდი სიყვარულითაა მოტანილი. საერთოდაც, ბატონი ფარნას შემოქმედება ერთი დიდი სიყვარულის დაუმთავრებელი ისტორიაა. სიყვარულისა დედის, მამის, მშობლიური ფესვების, მოყვასის, ბავშვობის მოგონებების, გარე სამყაროს და, რა თქმა უნდა, ქალის მიმართ.
      მშობლიური ფესვებისადმი ასეთი დიდი სიყვარული ფარნა ჩილაშვილის შემოქმედების მხოლოდ ლაიტმოტივი როდია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს. "ჩვენ ქართველები, ჩვენთან საქართველოში, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული, ჩვენი მომავალი…".. ეს ის სიტყვათა ლექსიკაა, რითაც ბატონი ფარნა საუბრობს, საუბრობს ბუნებრივად, ისე, თითქოს აქ ჩვენს გვერდით დაბადებულა და გაზრდილა. მას ისე სტკივა და ისე უხარია ჩვენი, და აწ უკვე მისი, ყველა სიხარული და ტკივილი, რომ შეუძლებელია არ მოიხიბლო მისი პიროვნებით.



      ბატონი ფარნა ამჟამადაც თბილისში იმყოფება. ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
      – ბატონო ფარნა, იქნებ კიდევ ერთხელ შეახსენოთ მკითხველს თქვენი წარმომავლობის შესახებ. ერთგან ამოვიკითხე, რომ თქვენი წინაპრები მესხეთიდან იყვნენ, თუმცა, როგორც ვიცი, თქვენი ფესვები აჭარას უკავშირდება.
      – ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობის შესახებ. ბათუმელი რამაზ სურმანიძე დაინტერესდა ჩვენი გვარის ფესვებით. XVII საუკუნის ქართული ქრონიკებში მივაკვლიეთ ჩვენს გვარს, სადაც ვკითხულობთ, რომ ვინმე მუსტაფა ჩილოღლუ, ბრჭყალებში წერია ჩილაშვილი, წასულა მესხეთში, ჩვენი გვარი ქუთაისის ტერიტორიაზეც ფიქსირდება. ასევე, მივაკვლიეთ, რომ ჩილაშვილები ზემო აჭარაში ცხოვრებულან – სოფელ მაჭახელაში, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ადასტურებენ. გარდა ამისა, ჩილაშვილები უდეშიც სახლობდნენ თურმე, რომელიც მესხეთის ნაწილი იყო. მოგვიანებით ჩვენი წინაპრები აჭარიდან გადასახლებულან თურქეთში, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მაშინდელი და დღევანდელი აჭარა ისტორიულად სხვადასხვა არეალს მოიცავს. ასე რომ, ჩემი ყველაზე ახლო წინაპრები სოფელ მაჭახელადან არიან წარმოშობით.
      – იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ მშობლების შესახებ. როგორც თქვენი შემოქმედებიდან ჩანს, მშობლები, მათთან დაკავშირებული ამბები თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მათ გამორჩეული სიყვარულით ახსენებთ. თქვენი არაერთი მოთხრობის გმირი სწორედ თქვენი მშობლებია. „უჩინმაჩინიც“ დედას მიუძღვენით.
      – სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. დავიბადე შავიზღვისპირა ქალაქ უნიას ერთ-ერთ სოფელში – აქბაბაში. ჩვენ თავს გურჯებს ანუ ჩვენებურებს ვუწოდებთ. სოფელშიც გურჯებს გვეძახდნენ. ბავშვობის დროს არ ფიქრობ შენს წარმომავლობაზე, იმაზე, თუ ვინ ხარ, საიდან ხარ, რატომ გეძახიან გურჯს. ჩემი მშობლები ბევრ რამეს არ ყვებოდნენ ან ბევრი რამე ჰქონდათ მოყოლილი, მაგრამ ჩემი ბავშვობისდა გამო არ ვუსმენდი, მეგონა, რომ არ ვუსმენდი, მაგრამ როცა წლები გავიდა, დავშორდი მშობლიურ სახლს და სტამბოლში დავიწყე ცხოვრება, სადაც უმაღლესი განათლება მივიღე, მაშინ უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი, თავისთავად მახსენდებოდა ბევრი რამ, რაც ჩემდაუნებურად მომესმინა ბავშვობაში მშობლებისგან, როცა წერა დავიწყე, თავისით მოდიოდა ის ამბები და მოგონებები, რომელიც ბავშვობაში მქონდა მოსმენილი. მე მყავს და, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს და როცა ვსაუბრობთ ხოლმე, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი რამ ერთნაირად გვახსოვს.
      – როგორ იხსენებდნენ მშობლები საქართველოს, თუ იხსენებდნენ საერთოდ, თუ ლაპარაკობდნენ ოჯახში ქართულად, თქვენ გასწავლიდნენ თუ არა წინაპრების ენას..
      – ასე არ ყოფილა, რომ მშობლები ენას განსაკუთრებულად გვასწავლიდნენ. ეს ბუნებრივად ხდებოდა, რადგან სახლში ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ. ბევრჯერ ყოფილა, რომ დედაჩემი, როცა მეზობლებთან საუბრობდა, ისე გადადიოდა ქართულზე, რომ ვერც კი ამჩნევდა, თუ ვინმე არ შეახსენებდა, რომ ის თურქულად არ ლაპარაკობდა. ასე რომ, ჩემი ქართულის საფუძველი ოჯახიდან მომდევს.



      მე საქართველოდან თურქეთში გადასული ჩემი წინაპრების მეოთხე თაობა ვარ. ამ ხნის განმავლობაში, ბუნებრივია, ბევრი რამ დაიკარგა. ჩემი ბებიების და ბაბუების დროს ვიცი, რომ ნადი იმართებოდა, იყო ქართული სიმღერები და ცეკვები, ჩემი ბავშვობის დროს კი ეს სიმღერები და ცეკვები უკვე აღარ იყო ანუ დაიკარგა. ჩემს დას კი, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უფროსია, ახსოვს, თუ როგორ მღეროდნენ სოფელში ქართულად და ცეკვავდნენ. სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ახლა საერთოდ დაიკარგა და დაკარგვის პროცესშია.
      – განათლებით ჟურნალისტი ბრძანდებით. თქვენი ჟურნალისტურ-პუბლიცისტური საქმიანობა მრავალ წელს ითვლის, რომელ გამომცემლობებში მუშაობდით და როდის დაიწყეთ სამწერლობო მოღვაწეობა?
      – მართალია, მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჟურნალისტად ძალიან ცოტა ხანი მაქვს ნამუშევარი. ძირითადად ენციკლოპედიურ საქმიანობას ვეწეოდი. რაც შეეხება წერას, მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ლიცეუმში სწავლის დროს ვწერდი რაღაცეებს. უნივერსიტეტში სწავლისას კი დავიწყე ლექსების წერა. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ საჭირო იყო ქართული ენის სათანადო შესწავლა, რათა მეთარგმნა და თურქული საზოგადოებისთვის გამეცნო ბევრი რამ, პირველ რიგში კი ქართული ლიტერატურა.
      – კონკრეტულად როდის დაიწყეთ მთარგმნელობითი საქმიანობა?
      – ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო – 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. ვთარგმნიდი სხვადასხვა მოთხრობებსა და ლექსებს, სხვადასხვა გამოცემებში ვგზავნიდი და იბეჭდებოდა.
      – როდის და როგორ მოხვდით პირველად საქართველოში?
      – პირველად საქართველოში 1988 წელს ჩამოვედი.
      – სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, ალბათ, გქონდათ გარკვეული წარმოდგენები, წარმოსახვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო წინაპართა მიწა, რამდენად დაემთხვა რეალური და წარმოსახვითი ერთმანეთს?
      – იცით, მაშინ უფრო სხვა რამ იყო ინტერესის საგანი. მე მაშინ საბჭოთა საქართველოში ჩამოვედი და მაინტერესებდა ამ სისტემაში მყოფი ქვეყანა, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობს ქვეყანა რკინის ფარდის უკან.
      მე მაშინ ათკაციან ჯგუფთან ერთად სომხეთისა და ყარსის გავლით ჩამოვედი საქართველოში. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე მას ერთიანი სოციალისტური სისტემის ნაწილად აღვიქვამდი. მანამდე წაკითხული მქონდა მარქსიც, ენგელსიც და სოციალიზმის მქადაგებელი სხვა მამებიც, რომელთა წიგნებშიც ყველაფერი იდეალურად იყო დახატული, მაგრამ რაც ვნახე, ის აბსოლიტურად შორს იდგა იმისგან, რაც წიგნებში მქონდა ამოკითხული ანუ რეალობა იყო მძიმე. მიმაჩნია, რომ საქართველო დამოუკიდებელ ქვეყანად რომ დარჩენილიყო, დღეს ის უფრო მეტად განვითარებული და დაწინაურებული ქვეყანა იქნებოდა.



      მახსოვს, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მეგონა ქართული კარგად ვიცოდი, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო და კიდევ ბევრი უნდა მემუშავა ენის სრულყოფისთვის. იმასაც მივხვდი თურქეთში დაბრუნების შემდეგ, რომ უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო.
      – საქართველოს ხშირად სტუმრობთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის ან ვინ არის ის თქვენთვის? ერთ-ერთ თურქულ გამოცემასთან საუბრისას, როცა იმ ადგილებისა და ქალაქების შესახებ საუბრობთ, სადაც გიცხოვრიათ და რომელთაც თქვენზე გარკვეული ზეგავლენა თუ შთაბეჭდილება მოუხდენია, თქვენ ამბობთ, რომ მწერლისთვის ასეთი ადგილები ან ქალია ან მამაკაცი. ამბობთ, რომ სტამბოლი, უფრო ზუსტად მისი რამდენიმე უბანი, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალბატონების მსგავსია, თუ ამ ჭრილში შევხედავთ თბილისს, გნებავთ საქართველოს, მაინც როგორი ქალბატონია ის თქვენთვის?
      – მართალია, ის ადგილები, სადაც მიცხოვრია, ჩემთვის მნიშვნელოვან ქალბატონებთან ასოცირდება. თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, თბილისი და საქართველო ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და შეუცნობელი ქალბატონია, რომელსაც იმედია, რომ შევიცნობ.



      – მოდით, თქვენს შემოქმედებას შევეხოთ, რომელიც უკვე შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. თქვენ მოთხრობებს წერთ, სათქმელი ასეთი ფორმით მიგაქვთ მკითხველამდე. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჟანრში მუშაობა, თუ ესეც თავისთავად მოხდა, გიცდიათ თუ არა რომანის დაწერა? ისევ თქვენს ერთ მოსაზრებას მოვიშველიებ, სადაც ამბობთ, რომ რომანის წერას ნებისყოფა სჭირდება და რომ მოთხრობა ერთი ამოსუნთქვითაც შეიძლება დაიწეროს..
      – ამის დაგეგმვა, ალბათ, შეუძლებელია, თუ რა ჟანრში უნდა იმუშაო. შეიძლება დაგეგმო კიდეც, მაგრამ ამას, უპირველეს ყოვლისა, შინაგანად უნდა გრძნობდე. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. საერთოდაც, მე არასოდეს ვგეგმავ რა, როგორ და როდის უნდა დავწერო, ეს ბუნებრივად ხდება. როცა სათქმელი მოდის, ვჯდები და ვწერ. ხშირად ხდება, რომ რაღაცა მიტრიალებს თავში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ქაღალდზე გადატანის დრო რომ მოდის, ეს უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხდება და მეც ვწერ. ერთი კია, მოთხრობების წერა იმიტომაა ახლობელი ჩემთვის, რომ სათქმელი თითქოს ერთი ამოსუნთქვით მინდა ვთქვა და გავთავისუფლდე. რაც შეეხება რომანს, მისი დაწერა ნამდვილად არ მიცდია და ახლა ასე მგონია, რომ მომავალშიც არ დავდგები მისი წერის განწყობაზე, თუმცა, ეს ახლა მგონია ასე. არ ვიცი, მომავალში რა იქნება..
      – ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი და მკითხველი მანამ, სანამ მოთხრობა, ასე ვთქვათ, დღის სინათლეს იხილავს?
      – როცა მოთხრობის წერას ვამთავრებ, მას ვტოვებ და ერთი ორი დღე აღარ ვეკარები. მერე ვიღებ და ვკითხულობ, ვკითხულობ უკვე მკითხველის თვალით ანუ სხვა თვალით, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ასე წავიკითხო. შემდეგ ჩემთვის ახლობელ ადამიანებს ვაკითხებ ხოლმე, რომელთა აზრიც ჩემთვის საინტერესოა. ერთი რომელიმე ადამიანი არ მყავს, რომ მხოლოდ მას ვაკითხებდე. ეს ასე რომ იყოს, უინტერესო იქნებოდა, რადგან მრავალფეროვნება მიყვარს. ასე რომ, ჩემი პირველი მკითხველი ხან ვინ არის და ხან ვინ..
      – თქვენ არაერთი ჩვენი შესანიშნავი კალმოსანი თარგმნეთ თურქულად და გააცანით თურქულ საზოგადოებას, რაზე მუშაობთ ამჟამად?
      – დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობას" ვთარგმნი ახლა..
      – ბატონო ფარნა, რას წარმოადგენს დღეს თურქეთის ქართველობა, დაახლოებით რამდენი იქნება ის რაოდენობრივად. თურქეთის ქართველობის რა ნაწილის იდენტობაა ქართული, რამდენი გეტყვით, მაგალითად, "მე ქართველი ვარ"..... აქვე გკითხავთ: ბევრია თუ არა ლაზები და რამდენად არიან ისინი გათვიცნობიერებული თავიანთ ისტორიულ ფესვებში?
      – რაოდენობრივად ზუსტად ვერ გეტყვით, დღეს თურქეთში ქართული წარმოშობის თურქეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს. სხვადასხვა ციფრი სახელდება. ვფიქრობ, მხოლოდ წერა-კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა ქართველობის იდენტობის ტოლფასი ვერ იქნება, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. თურქეთში ბევრი ამბობს, რომ ის ქართველია წარმოშობით, მაგრამ იმის იქით რა შეიძლება იყოს, შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდეს. იგივეს თქმა შეიძლება ლაზებთან მიმართებაშიც. მათ იციან, რომ ლაზები არიან ფესვებით, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ღრმა ცოდნა არ აქვთ.



      – დღეს თურქეთი ჩვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია. თურქეთი ჩვენი კეთილი მომავლის გარანტიაა. ჩვენ ძმები ვართ დღეს. რამდენად გჯერათ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ დღეს არ გვაქვს პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. ვფიქრობ, არც მომავალში გვექნება. ეთანხმებით თუა არა ჩემს ამ მოსაზრებას?
      – გეთანხმებით და მიმაჩნია, რომ ეს საჭირო და აუცილებელია როგორც საქართველოსთვის, ისე თურქეთისთვის და რაც მთავარია, რეგიონისთვის. ამ ურთიერთობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ვფიქრობ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ათწლეულების შემდეგ კი ეს ნამდვილად ძნელი განსაჭვრეტია, რადგანაც სამყარო ცვალებადია.
      – თურქეთის ეკონომიკა და შესაბამისად, ქვეყანა 80-ან წლებში არნახული სისწრაფითა და წარმატებით განვითარდა, თურგუთ ოზალის დროს, თქვენი აზრით, რამ ითამაშა ამაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი თურქი ხალხის შრომისმოყვარეობამ და ეროვნულმა ფსიქიკამ თუ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ?
      – ვფიქრობ, ეს იყო სწორი რეფორმების შედეგი. ერთიც არის, ამას ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამაც შეუწყო. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, შეიძლება თურქეთს დღეს ეს ეკონომიკური წინსვლა არ ჰქონოდა. საბაზრო ეკონომიკისა და ლიბერალური ეკონომიკის განვითარებამ, რამაც შექმნა კონკურენტული გარემო, ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. თურქი ხალხის რაღაც განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობას რომ მივაწეროთ ეს ყველაფერი, მართალი არ იქნება. სწორი ეკონომიკური სივრცის შექმნამ მოიტანა სწორი შედეგები..
      – რამდენად ბევრს ხარჯავს თურქეთის ხელისუფლება განათლებასა და კულტურაზე, რომ გადახედოთ გასულ წლებს, როდის იხარჯებოდა ამ სფეროებზე ყველაზე მეტი სახსრები – ადრე თუ ახლა, როდის ეთმობოდა განათლებასა და კულტურას მეტი ყურადღება?
      – იცით, როგორ არის? რომ ვთქვათ, ბიუჯეტი ძალიან ბევრს ხარჯავს ამ სფეროებზე, არ იქნება სწორი. ეს ყოველთვის ასე იყო. მაგრამ სახელმწიფოს როლი იმაშია, რომ ის ქმნის ისეთ კანონებსა და გარემოს, რომ ხელი შეუწყოს განათლებასა და კულტურაში სახსრების მოზიდვას. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ადრე თურქეთში მხოლოდ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებობდა, კერძო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები აკრძალული იყო. ახლა სხვა რეალობაა. კერძო და კარგი დონის სასწავლებლების დიდი არჩევანია.
      – თურქეთი ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, თუმცა ამ ბოლო დროს ეს პროცესი შეჩერებულია. როგორ გესახებათ თურქეთის ინტეგრაცია ევროკავშირში, დაახლოებით როდის გახდება თურქეთი ევროკავშირის წევრი. თქვენი აზრით, ამით რას დაკარგავს და რას შეიძენს თურქეთი?
      – ეს მართლა რთული საკითხია, იმიტომ რომ თურქეთი ძალიან დიდი ქვეყანაა ევროკავშირისთვის და მოსახლეობის რაღაც ნაწილიც პრობლემად მიიჩნევს ევროკავშირში შესვლას. არ არის დღეს თურქეთი იმ დონეზე განვითარებული, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს რამდენიმე წლის მერე. თან პატარა ქვეყანა არ არის, რომ ევროკავშირმა მოაგვაროს თურქეთის მრავალგვარი პრობლემა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ხელს უწყობს თურქეთის განვითარებას. შესაძლოა, რომ თურქეთი ვერასოდეს გახდეს ევროკავშირის წევრი, მხოლოდ კანდიტატობის სტატუსით ისარგებლოს და შეძლოს უფრო მეტად განვითარება.
      – რამდენი ხანი დარჩებით საქართველოში, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რით გაგვახარებთ.
      – საქართველოში მაისის პირველ რიცხვებამდე დავრჩები. რამდენიმე დღის წინ დავესწარი კონფერენციას. სხვა რომ გითხრათ, რომ რაიმე განსაკუთრებული გეგმები მაქვს, არ იქნება მართალი. მინდა რაც შეიძლება მეტი ვისეირნო, ვიმოგზაურო და უბრალოდ დავტკბე აქაურობით. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, ეს უკვე ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, როცა წერის სურვილი მომეძალება, დავწერ. ისე მინდა გითხრათ, რომ რაც საქართველოში ჩამოვდივარ, არასოდეს აქ მოთხრობა არ დამიწერია და ჩემდა გასაკვირად, ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა. დავწერე ერთი მოთხრობა, რომელსაც „ასიეს თეთრი ცხენები“ დავარქვი.

ციცო კაიკაციშვილი.


* * *

იალაღებზე მგლებიც რომ ჩამოვიდნენ..

      ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვი მეთქმოდა. ადამიანი წლების წინ მომხდარ ყველა მოვლენას რატომღაც ბავშვობას უკავშირებს. თუმცა მე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ამბავი თავს ბავშვობაში გადამხდა. ახლაც მიკვირს, რამ შემაგულიანა ისე, რომ იალაღებზე წასვლა მარტომ გავბედე. იმხანად ჩვენი ოჯახი მწყემსობას უკვე აღარ ეწეოდა. არ მახსოვს, ზუსტად როდის შევეშვით ამ საქმეს. ერთადერთი, რაც მაგონდება, ისაა, რომ ადრე, ზაფხულობით საძოვრებზე საქონელს ერეკებოდნენ. ჩემიანებს კი მიეტოვებინათ ეს საქმიანობა, მაგრამ ჩემი “ბიძაანთი” კვლავაც აგრძელებდა.
      იალაღებისკენ გზას უთენია გავუდექი. თავადაც მიკვირს და მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ გავბედე წასვლა გზაზე, რომელზედაც მანამდე არასოდეს მივლია. თუმცა, ალბათ, სოფელში ცხოვრება ადამიანს ინტუიციას უმახვილებს და გზა-კვალს ახსნითაც იოლად იგებს. მეც ამიხსნეს, საით უნდა მევლო. ვიცოდი, რომ ჯერ ქვედა საძოვარზე – კინტრაზე, შემდეგ ზედა საძოვარზე – ჩაღმანზე – უნდა ავსულიყავი. გზები ჩემამდე ჩემი ოჯახის ყველა წევრს გაევლო. ჩემს მოთხრობაში “მოხუცი კაცის სიკვდილი” სწორედ ამ ადგილებში წარმომედგინა მამა. ეს მოგონებები იალაღებზე ჩემი პირველი წასვლის შთაბეჭდილებისა და მამაჩემის რეალური ცხოვრების ნარევად აირეკლა მოთხრობაში. ჩაღმანისკენ მიმავალი გზა არცთუ ისე იოლად დასაძლევი გახლდათ. ჩემი ბავშვური ნაბიჯებით მის გავლას დაახლოებით ხუთ საათში ვანგარიშობდით. საჭმელიც თან მქონდა. ეს ახლა ფეხით სავალი გზაა, ადრე კი საურმე გზა უღრან ტყეზე გადიოდა, ალაგ-ალაგ ღია მინდორზე გაივაკებდა და თითქოს დასასრული არ უჩანდა. როცა კინტრას მივაღწიე, იქაურობა მთლიანად ნისლში იყო გახვეული. ამ ბურუსში თვალწინ მამაჩემის ბავშვობისდროინდელი მოგონებები დამიდგა: სოფლის ნახირი, წითელთვალება, პირსისხლიანი მგლები...
      ნისლმა სხვა მოგონებებიც წამომიშალა: ერთხელ, თურმე, ჩვენი თანასოფლელი კაცი უთენია იალაღისკენ გასდგომია გზას. წარმოიდგინეთ, რა ვაჟკაცი ყოფილა, რომ უკუნეთ წყვდიადში გზის გასანათებლად თან არაფერი წაუღია, მით უფრო, რომ სოფელში ყველა სახლში მოიპოვებოდა მეზღვაურის ფარანი. მაგრამ სოფლელები ხომ დაბადებიდანვე გულადები არიან. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. თანაც გზაზე წასვლისას ფარნის წაღება შიშის ნიშნად ითვლებოდა. ისე დაემთხვა, რომ ამ ჩვენს მამაც მგზავრთან ერთად მეორე კაციც იალაღისკენ იმავე გზას დასდგომოდა იმავე ღამით. გზად მიმავალთ სიბნელეში ერთმანეთის ნაბიჯების ხმა ესმოდათ. ყოველი მხრიდან წყვდიადი ჩამოწოლილიყო, ახლომახლო ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო. მხოლოდ ნაბიჯების ჩქამი... თითოეულს საკუთარი კი არა, მეორის ფეხის ხმა ესმოდა. ორივე ღრმა შიშს მოეცვა. წინ მყოფი უკან მავალსა და მას შორის მონაკვეთის გაზრდას ცდილობდა და უფრო სწრაფად მიაბიჯებდა, ხოლო უკან მყოფს წინას მთლად მოშორება არ სურდა. ვინ იცის, მისგან რა საფრთხე იყო მოსალოდნელი?! შესაძლოა, ეს სულაც არ იყო ნამდვილი ადამიანი. ხომ შესაძლებელია, მოჩვენება ყოფილიყო? სოფელში ხომ ყველამ იცის, მოჩვენებები მთვარის შუქზე ჩნდებიან. თეთრ სუდარაში გახვეულნი ფეხაკრეფით დააბიჯებენ... ღამის სიბნელეში კი თეთრ სუდარას შემოიცლიან და მხოლოდ ფეხის ხმაღა ისმის მათი... სად გაგონილა უსასრულო და გაუთენებელი ღამე? როგორც იქნა, ინათა. ჩვენმა მგზავრებმაც ერთმანეთში მეზობლები შეიცნეს. “ვაი, ბიჭო, შენ იყავი?” – ვითომც არაფერი, საუბარი გააბეს, თუმცა ორივე თავით ფეხამდე ოფლში იწურებოდა. სხვათა შორის, იალაღის გზაზე ასე ცხენებიც კი არ იოფლებოდნენ...
      ეს ამბავი გაგონილი მქონდა. ახლა, როცა კინტრაში ვიყავი, რატომღაც ამეკვიატა, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მგზავრებს თავზე დაათენდათ... ნისლებში ჩაფლული კინტრას საძოვარი მოჩვენებებისა და მგლების სამფლობელოდ წარმოვიდგინე. არავის ფეხის ხმა არ მესმოდა, მაგრამ მაინც სწრაფად მივაბიჯებდი. იმ სიბნელეში ყველა ბუჩქიდან წითელთვალება მგლის გამოჩენას ველოდი. ან სულაც ხომ შეიძლებოდა, ტანაყრილი ხეების ქვეშ გავლისას რომელიმე მოჩვენებას ტოტივით გრძელი ხელი ჩამოეწვდინა და ზემოთ ავეტაცე? ეს მგზავრობა ჩაღმანის იალაღის ნახვის სურვილმა გამაბედვინა. და უეცრად თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი... ეს ნისლით დაბურული კინტრას სამყარო არც სინამდვილე იყო და არც ფანტაზია. ეს შიშის ჯოჯოხეთი და გმირობის ასპარეზი გახლდათ. თუ ამას გადავლახავდი, ეს ცეროდენა ბიჭუნა ჩაღმანის საძოვარს ვიპოვიდი. ტყე-ღრეებში ჩქარ-ჩქარა მივაბიჯებდი, შიში თანდათან უფრო მიძლიერდებოდა, მაგრამ დადგა წამი, როცა ეს შიში სიმამაცეში გადამეზარდა. მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად მეშინოდა, არც წითელთვალება მგელი გამოჩენილა და არც მოჩვენების ხელს ავუტაცებივარ ხის კენწეროსკენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საშიში არაფერი ყოფილა... ბურუსი კინტრას კალთებზე შერჩენილიყო და ახლა ჩემ უკან ნისლის ტბა იდგა...
      უკვე აშოლტილ ხეებს შორის მივაბიჯებდი. მზის ათინათი ტყეში ნაირფერად იღვრებოდა, სხივები ტოტებს შორის ციმციმებდნენ და მიწაზე ბრჭყვიალა სამკაულებივით იბნეოდნენ. ჩამოცვენილ ფოთლებს მზის სხივები ელამუნებოდა... ეს ულამაზესი სანახაობა მხოლოდ ტყეში შეიძლება ნახოთ. ტყის იდუმალებაში, სიჩუმესა და ჯადოსნურ სამყაროში როცა მივაბიჯებდი, უკვე მეამაყებოდა, რომ მე ეს შევძელი – შიში დავძლიე. მგონი, ამას ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი კიდეც... ტყესა და გზას კი დასასრული არ უჩანდა. ბოლოს ერთ ღია მდელოზე გავედი. აქ ჩემს სავალს საავტომობილო გზა კვეთდა, თუმცა ირგვლივ კაციშვილი არ ჩანდა. უკვე საძოვრების მიდამოებიც დაწყებულიყო. ალაგ მდელოზე, ალაგ ტყე-ტყე მწვერვალისაკენ მივიწევდი. და ბოლოს მივაღწიე კიდეც. საძოვრებზე მგზავრობამ მოჩვენებებისა და მგლების შიში დამაძლევინა. მამაჩემისეული ბავშვობის მოგონებები ჩემს ამჟამინდელ განცდებს გადაეხლართა...
      ჩაღმანის იალაღიდან ყველაზე ცხადად გონებაში ჩამრჩა მწყემსების ორთვალიანი სახლი, მორებით შეკრული. იქვე გვერდით ფარეხი და ბოსელიც მიეშენებინათ. სახლის ირგვლივ მწვანე მდელო ხასხასებდა. ჩემს ბიძაშვილებთან ერთად მის ახლომახლო ხეტიალისას ყველაზე მეტად ჩემს ყურადღებას ერთი ციცაბო კლდე იპყრობდა. როცა მასზე ავცოცდებოდით, მეგონა, რომ მსოფლიოს უმაღლეს წერტილში ვიმყოფებოდი. საითაც არ უნდა გამეხედა, ყველა და ყველაფერი ჩემ ქვემოთ მოჩანდა. ასეთი ამაღლებული შეგრძნება მანამდე არასოდეს მქონია. ადრე ყველგან ყველაფერი ზემოდან გადმომყურებდა – ხეები, მწვერვალები, ღრუბლები... თუმცა იშვიათად, მაგრამ თვითმფრინავიც... ცის თაღი თითქოს ჩემ ფერხთით განფენილიყო და ერთი ხელის გაწვდენაღა მაშორებდა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ზეცასთან ასე ახლოს და დედამიწიდან ასე შორს თავი არასოდეს მიგრძნია. ახლა თუნდაც მგლის ხროვა ჩამოსულიყო იალაღებზე, აინუნშიც არ ჩავაგდებდი...

თურქულიდან თარგმნა თამარ თევდორაძემ.



* * *

გულ-ჯემალი

      ყველაზე მეტად გულ-ჯემალზე საუბრობდნენ. იმ პატარა დაბაში ისე არაფერი აინტერესებდათ, როგორც გულ-ჯემალი. ვინმე თუ გარდაიცვლებოდა, მის დაკრძალვაზე ცრემლს დაღვრიდნენ, შუადღის ნამაზის შემდეგ მიწას მიაბარებდნენ და შემდეგ საკუთარ სახლებში, ყავახანებსა და მაღაზიებში ბრუნდებოდნენ, სადაც ისევ გულ-ჯემალზე აგრძელებდნენ საუბარს. დაბაში გულჯემალისნაირი არავინ უნახავთ. ის ყველაზე ლამაზი და სიმპათიური იყო. დაბაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. გულ-ჯემალი დაბაში ერთი მხრიდან შედიოდა და ბოლომდე გასვლის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ის ქუჩაზე ორჯერ აივლ-ჩაივლიდა ხოლმე. ისე, აქ მხოლოდ ერთი ქუჩა იყო. ყველას ახსოვდა გულჯემალის ჩავლა, ქალები ფანჯრებს აწყდებოდნენ, მამაკაცები კი ყავახანაში თამაშს თავს ანებებდნენ და კარის წინ მწკრივდებოდნენ. ბავშვები გარეთ ისე გარბოდნენ, თითქოს სათამაშოდ მირბოდნენ. ის გულს არავის სტკენდა. ამაყად მოსეირნე გულ-ჯემალს ყველა ხელის აწევით ესალმებოდა.
      გულ-ჯემალის შემდეგ ყველაზე მეტად დაბის სახელზე ლაპარაკობდნენ. საუბრობდნენ, თუ რატომ ერქვა დაბას თექქირაზი. სხვადასხვა გადმოცემა არსებობდა, თუმცაღა ყველა მათგანი ბლის ხეს უკავშირდებოდა. სიმართლე თუ გინდათ, მათგან ყველაზე კარგი დელი მუსტაფას ვერსია იყო. ხომ ამბობენ, რომ ყველა სოფელს თავისი გიჟი ყავსო. ჩემს ბავშვობაში იმ პატარა დაბასაც თავისი გიჟი ჰყავდა. დელი მუსტაფას გულ-ჯემალი ძალიან უყვარდა. დელი მუსტაფას გარდა დაბის ერთადერთ ქუჩაზე თავიდან ბოლომდე ყოველდღე ორჯერ არავინ ჩაივლიდა. მაგრამ ის დასეირნობდა, მხოლოდ გულ-ჯემალის ჩავლის შემდეგ. დელი მუსტაფამ იცოდა, გულ-ჯემალი დაბას თავიდან ბოლომდე დილით ჩაივლიდა, თუ საღამოს. თითქოს გულ-ჯემალის უკან დელი მუსტაფა რომ არ ყოფილიყო, იგი ხალხთან ვეღარ გამოჩნდებოდა, ქუჩის ერთი თავიდან მეორე ბოლომდე ვერ ჩაივლიდა და ვერც ადამიანები მიესალმებოდნენ ხელის აწევით.
      გულ-ჯემალი მეც მიყვარდა. ის ჩემი ბავშვობის კერპი იყო. დაბაში, რომლის სახელზეც ათასნაირი ვერსია არსებობდა, ჩავედი თუ არა, პირველივე დღეს ვნახე გულ-ჯემალი. მასთან ისე ახლოს დავდექი, რომ დელი მუსტაფას ყურადღებაც კი მივიქციე. მოგვიანებით გავიგე, რომ გულ-ჯემალთან დისტანცია უნდა დამეცვა. ხალხი მას შორიდან ეთაყვანებოდა და ეფერებოდა. მასზე რბილი ტონით საუბრობდნენ. მაღალი ხმით გულ-ჯემალს არავინ იხსენიებდა.
      იმ დღეს გულ-ჯემალთან ახლოს რომ დავდექი, დელი მუსტაფა ჩემთან მოვიდა და მე გვერდით გამწია. იმ დღეს არ ვიცოდი, რომ მას მუსტაფა ერქვა, არც ის ვიცოდი, რომ გიჟი იყო.
      – შენ ახალი ხარ? – მკითხა დელი მუსტაფამ.
      – ისა... ახალი ვარ, დღეს ჩამოვედი, – ვუპასუხე.
      – კარგი, შენ იცი, რატომ ჰქვია დაბას თექქირაზი? არ ვიცოდი და ახსნა დამიწყო.
      – ადრე ორი ბლის ხე ყოფილა. აი აქ, ქაიაბაშიში. შემდეგ ერთი მოუჭრიათ და მეორე ცალად დარჩენილა.
      მე პატარა ვიყავი და ვუსმენდი. ჩემს წინ უცნობი ადამიანი იდგა და რაღაცას მიხსნიდა. თვალებში მიყურებდა, რომ არაფერი მეთქვა. მე რომ ხმა არ გავეცი, განაგრძო:
      – იცი, ვინ მოჭრა ის ბლის ხე?
      – ვინ?
      – მე მოვჭერი, მე... – და დელი მუსტაფას დორბლით სავსე პირმა გადაიხარხარა.
      დელი მუსტაფა ამ გადმოცემას ყოველთვის ასე არ ყვებოდა. უფრო სწორედ გადმოცემას კი ერთნაირად ყვებოდა, მაგრამ განსხვავებულად ხსნიდა და ზოგჯერ ვერც ამბობდა, თუ ვინ მოჭრა პირველი ხე და სად იდგა მეორე. მაგრამ მე მისი ვერსია დავიჯერე. მთელი იმ ზამთრის თავისუფალი დრო დაბის გარშემო ბლის ხეების თვალიერებაში გავატარე. ჯამში სულ ორმოცდაერთი ბლის ხე დავითვალე. აქედან მხოლოდ შვიდი იყო ძველი. მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც მე ვეძებდი, იყო მეორე, მოჭრილი ხის ნარჩენები. იმ ზამთარს ვერ ვიპოვე, ვერც შემდეგ სამ ზამთარს...
      დაბაში ჩამოსვლის პირველსავე დღეს სურათის გადასაღებად ქალაქში ჩავედი გულ-ჯემალთან ერთად. ისევ გულ-ჯემალთან ერთად უნდა დავბრუნებულიყავი. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი! საბუთისთვის სურათი უნდა გადამეღო. ქალაქის დიდი მეჩეთის გვერდით, ღია ცის ქვეშ სკამზე სურათის გადასაღებად რომ ჩამოვჯექი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩვენი სპილენძის ჭურჭლის მკალავის საბერველის წინ ვიყავი. ფოტოგრაფმა საბერველს თავსახური მოხადა და ისევ დაახურა. – ერთი საათის შემდეგ მოდი, – მითხრა.
      გარკვეული ხნის შემდეგ მივედი. ექვსი ვიყავი, სულ შავ-თეთრი. საოცრად მახინჯი ვჩანდი. მეგონა, რომ სურათები, საერთოდ, ასეთი მახინჯი და შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო... მეშვიდე კი გაურკვეველი იყო. თან მგავდა, თანაც არა. ისიც ზანგივით შავი იყო. თუ მინდოდა, მას წავიღებდი და ახალ სურათებს გამოვაცხობდი. გულ-ჯემალთან რომ დავბრუნდი, ეს ყველაფერი დამავიწყდა. დავბრუნდი უკან, დაბაში, სადაც ცხოვრობდა გულ-ჯემალი, რომელსაც ყველა ხელის აწევით ესალმებოდა და ახლადგახსნილი იყო ის სკოლა, რომელშიც უნდა შევსულიყავი.
      გულ-ჯემალზე კიდევ სამი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ის სამი წლის განმავლობაში ყოველ დღე, დილით, ზოგჯერ საღამოს, გაუცდენლად დასეირნობდა დაბაში. დელი მუსტაფაც დაუზარლად მის კვალს დაყვებოდა. გულ-ჯემალი რომ გაივლიდა, ქალები ფანჯრებს ეცემოდნენ, ბავშვები კი საჭმელს თავს ანებებდნენ და გარეთ გარბოდნენ. მამაკაცები ფიშთის თამაშს თავს ანებებდნენ და ყავახანის წინ მწკრივდებოდნენ. დელი მუსტაფას, სამი წლის განმავლობაში სადაც არ უნდა დავენახე, მეკითხებოდა, შენ ახალი არ ხარო და იმ ვერსიას ხელახლა მიყვებოდა. ამ მონათხრობში ის ორი ხე რატომღაც სულ ქაიაბაშიში იყო და ერთ-ერთ მათგანს ყოველთვის თვითონ ჭრიდა. სხვებს რომ უხსნიდა, არ იცოდა, თუ სად იყო ის ორი ბლის ხე და ვინ მოჭრა ერთ-ერთი მათგანი.
      მეოთხე წელს, დაბელებისთვის გულ-ჯემალის ადგილი ვარანმა დაიკავა. ვარანი გაივლიდა თუ არა, ქალები ფანჯრებს ეცემოდნენ, ბავშვები კი გარეთ გარბოდნენ. ყავახანებში ფიშთის მოთამაშე მამაკაცები თამაშს თავს ანებებდნენ და შენობის წინ მწკრივდებოდნენ. ვარანი დაბის ერთი თავიდან მეორე ბოლომდე ჩაივლიდა და უკან ბრუნდებოდა. დელი მუსტაფა უკვე ვარანის კვალს დაყვებოდა. გულ-ჯემალი საღამოობით, თითქოს მას ვერავინ დაინახავდაო, პატარა ქუჩაზე შედიოდა, დილაადრიანად კი ქალაქში მიდიოდა. საღამოს ისევ იმ ადგილას ბრუნდებოდა. დაბაში ახალი ქუჩაც გაჩნდა, რომელსაც გულ-ჯემალის სახელი დაერქვა.
      გასულ წელს ჩემი ბავშვობის დაბა მოვინახულე. პატარა ბავშვებმა არ იცოდნენ, თუ რატომ ერქვა იმ ქუჩას გულ-ჯემალის სახელი.



Gül Cemal

      En çok Gül Cemal konuşulurdu. O küçük kasaba insanları arasında hiçbir konu, Gül Cemal kadar ilgi çekmezdi. Biri ölse, onun cenazesini gözyaşları içinde öğle namazının ardından toprağa verirler, sonra evlerine, kahvehanelere, bakkal dükkânlarına döner, gene Gül Cemal’den söz etmeye başlarlardı. Gül Cemal gibisi kasabaya daha önce hiç gelmemişti. Gül Cemal, en güzeliydi, en alımlısı. Kuğu gibi süzülürdü kasabanın içinde. Sonra Gül Cemal, kasabaya ne zaman bir ucundan girse, mutlaka öbür ucuna kadar gidip döner, bütün caddeyi, iki kez baştanbaşa geçerdi. Zaten yalnızca bir caddesi vardı kasabanın. Gül Cemal’in geçmekte olduğunu o anda herkes anlardı, pencereye çıkardı kadınlar, erkekler kahvehanede oyun masalarından kalkar kapının önünde dizilirlerdi. Çocuklar kapı önlerine fırlardı, oyuna fırlar gibi. Gül Cemal, kendisine ilgi gösteren hiç kimseyi hayal kırıklığına uğratmazdı, kuğu gibi süzülürdü her seferinde, herkes el sallardı Gül Cemal’e.
      Sonra en çok kasabanın adı konuşulurdu, Gül Cemal’den sonra. Kasabanın adı neden Tekkiraz’dı da başka bir şey değildi. Çeşitli rivayetler ileri sürülürdü, ama hepsi de kiraz ağacı etrafında gelişirdi bu rivayetlerin. Doğrusu, Deli Mustafa’nınki en iyi rivayetti. Her köyün bir delisi olurmuş ya, işte benim çocukluğumun o küçük kasabasının da bir delisi vardı. Deli Mustafa, Gül Cemal’e çok düşkündü. Deli Mustafa’nın dışında hiç kimse kasabanın tek caddesini her gün baştanbaşa iki kez yürümezdi. Ama Deli Mustafa yürürdü, Gül Cemal’in arkasından. Deli Mustafa bilirdi, Gül Cemal’in sabah mı, yoksa akşam mı geçeceğini caddeyi boydan boya. Sanki Gül Cemal de arkasında Deli Mustafa olmayınca sevmezdi kasaba halkına görünmeyi, caddenin bir ucundan diğer ucuna gidip geri dönmeyi. İnsanların kendisine el sallamasını…
      Gül Cemal’i ben de severdim. Gül Cemal benim çocukluğumun aşkıydı. Adı üzerine bin bir çeşit rivayetin ağızdan ağza dolaştığı o kasabaya gittiğim ilk günü görmüştüm Gül Cemal’i. Ona o kadar yakın durmuştum ki, Deli Mustafa’nın bile dikkatini çekmişti bu. Sonradan anlamıştım, Gül Cemal’e biraz uzaktan bakmak gerektiğini. Kasabalı onu uzaktan seviyordu, uzaktan okşuyordu onu. Adından söz ederken de yumuşak bir tonla söz ediyordu. Hiç kimse yüksek sesle “Gül Cemal!” demiyordu.
      O gün, Gül Cemal’e çok yakın durduğum gün, Deli Mustafa yanıma gelip beni biraz Gül Cemal’in uzağına çekmişti. Deli Mustafa’nın adının Mustafa, Mustafa’nın da deli olduğunu bilmiyordum o gün.
      “Sen yeni misin?” diye sordu Deli Mustafa.
      “Hıı, yeniyim, bugün geldim,” dedim.
      “Peki,” dedi, “sen Tekkiraz’ın adının neden Tekkiraz olduğunu biliyor musun?”
      Bilmiyordum. Anlatmaya başladı.
      “Eskiden, iki kiraz varmış. Şurada, Kayabaşı’nda. Sonra birini kesmişler. Sonra da bir tane kiraz kalmış…”
      Ben dinliyordum. Çocuktum ve dinliyordum. Tanımadığım birini dinliyordum. O, anlatıyordu. Bir şeyler söylemem için gözlerini gözlerime dikmiş bakıyordu. Sonra, benden ses çıkmayınca devam etti.
      “O kirazı kimin kestiğini biliyor musun?”
      “Kim?”
      “Ben kestim, ben…” Sonra kahkahalar yükselmişti Deli Mustafa’nın tükürük dolu ağzından.
      Deli Mustafa bu rivayeti her zaman böyle anlatmıyordu. Daha doğrusu, rivayeti hep aynı biçimde rivayet ediyordu, ama kirazlardan birini kimin kestiğini, diğer kirazın nerede olduğunu bazen o da bilmiyordu. Ama ben inanmıştım onun rivayetine. O kış, bütün boş zamanlarımda, kasabanın çevresindeki kiraz ağaçlarını tespit etmekle geçirdim. Tam kırk bir kiraz ağacı vardı. Bunlardan yalnızca yedisi, kasabanın adına konu olabilecek kadar yaşlıydı. Ama benim asıl aradığım, yanında bir başka kirazın kesilmiş olduğunun belirtisini taşıyan, o tek kalmış kirazdı. İki kirazdan biri. O kış bulamamıştım. Daha sonraki üç kış da…
      Kasabaya ilk geldiğim gün, resim çektirmek için kente inmiştim. Gül Cemal ile. Gene Gül Cemal ile dönecektim. Tanrım ne şanstı! O acele vesikalıklardan çektirecektim. Kentin büyük camisinin yanında, açık havada, bizim bakır kaplarımızı kalaylayan kalaycının körüğünün karşısına oturmuştum sanki, bir iskemlenin üzerine. Körüğün bana bakan iri gözünün kapağını kaldırdı resimci, sonra yeniden kapattı.
      “Bir saat sonra gel,” dedi.
      Bir süre sonra gittim. Altı adet ben, siyah beyaz, yüzüm gözüm çarpılmış, çirkin mi çirkin. Demek böyle bir şeymiş resim dedim, çirkin, siyah beyaz… Yedincisi ise anlaşılmaz bir şey. Bana benziyordu da benzemiyordu. O da “arap”ım imiş, istersem onu götürüp resimleri yeniden tabettirebilirmişim. Gül Cemal’in yanına dönünce bütün bunları unuttum. Yeniden, Deli Mustafa’nın yaşadığı, benim kayıt yaptıracağım okulun yeni açıldığı, insanlarının Gül Cemal’e el salladığı o kasabaya, Gül Cemal’le döndüm.
      Gül Cemal, üç yıl daha konuşuldu. Üç yıl daha Gül Cemal kasabadaki o tek caddeyi her gün, ya sabah ya da akşam, hiç aksatmadan bir ucundan diğer ucuna gitti ve geri döndü. Deli Mustafa, hiç aksatmadan onun peşinden gidip geldi. Ne zaman Gül Cemal geçse, kasabanın kadınları pencereye koştu, çocuklar kapılarının önlerine fırladılar yemeklerini yarım bırakıp. Erkekler pişti oyunlarını yarıda keserek kahvehanenin kapısının önünde dizildiler. Deli Mustafa, üç yıl boyunca beni ne zaman gördüyse, sen yenisin değil mi, diyerek o rivayeti yeniden anlattı. Bana her anlatışında, nedense o iki kiraz hep Kayabaşı’nda oluyordu ve birini hep kendi kesiyordu. Başkalarına anlatırken, bilmiyordu o iki kirazın nerede olduğunu ve tekini kimin kestiğini.
      Dördüncü yılda, Gül Cemal’in yerini Varan aldı kasabalılar için. Ne zaman Varan geçse kadınlar pencereye koşuyor, çocuklar evlerinden dışarıya fırlıyorlardı. Kahvehanelerde pişti oynayan erkekler oyunlarını yarıda bırakıp kahvehanelerin önünde diziliyorlardı. Varan, kasabanın tek caddesini bir ucundan diğer ucuna gidiyor ve geri dönüyordu. Deli Mustafa da Varan’ın peşinden gidip geliyordu artık, caddeyi boydan boya. Gül Cemal, akşamları sanki kimseye görünmeden ara sokağa giriyor, sonra sabah erkenden oradan çıkıp kente gidiyor, akşam gene aynı yere dönüyordu. Kasabanın artık bir de sokağı olmuştu. Gül Cemal Sokağı.
      Geçen yıl çocukluğumun kasabasını ziyaret ettim. Çocukluğumun yaşındaki çocuklar, o sokağın adının neden Gül Cemal Sokağı olduğunu bilmiyorlardı.


Fahrettin Çiloğlu.


* * *

მეფე სოლომონი


      სულეიმანი ზღვისპირა დაბაში ყველაზე მისტიკური ადამიანი იყო. მას მხოლოდ მეთევზეთა ყავახანის მუდმივი კლიენტები იცნობდნენ, თუ ამას საერთოდ ცნობა ეთქმის. ათასში ერთხელ ერთად ჩაის დალევდნენ და კარტს ითამაშებდნენ. სულეიმანს არასოდეს უთქვამს, ვინ იყო, სად ცხოვრობდა, რას საქმიანობდა. ჩვენში დარჩეს და, არც არავინ იცოდა, მართლა სულეიმანი ერქვა თუ არა. ყავახანის მუდმივ მუშტრებს არც გაეგონათ, რომ სულეიმანობით ეხმოთ მისთვის სხვებსაც. არავინ იცოდა სულეიმანი ყავახანაში რომელი გზით მოდიოდა, ან აქიდან გასული საითკენ მიემართებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ სულეიმანის გარდაცვალებამდე და მეტიც – მისი საფლავის გათხრამდე, ამისთვის დიდი ყურადღება არც არავის მიუქცევია. არც თავად სულეიმანი იძლეოდა ყურადღების მიქცევის საბაბს. მხოლოდ მისი გარდაცვალებისას გააცნობიერეს, რომ სულეიმანს დამმარხველიც კი არავინ ჰყავდა. უკვე შემდეგ, როდესაც მეზობელი ქვეყნიდან ჟურნალისტებთან ერთად ჩამოსულმა ჯგუფმა სულეიმანის საფლავი გათხარა და გათხრების შესახებ ფილმი გადაიღეს, ბევრმა გაიხსენა სულეიმანი. ადამიანებმა, რომლებიც მ
      ას წლების წინათ იცნობდნენ, მხოლოდ ახლაღა გააცნობიერეს, თუ რა დიდ პიროვნებასთან ჰქონდათ საქმე. დაბაში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ სულეიმანი მეფე ყოფილა და მას სინამდვილეში სოლომონი რქმევია.
      არავის ახსოვდა, რა დრო გავიდა სულეიმანის გარდაცვალებიდან. მის სიკვდილთან დაკავშირებით ახსოვდათ, რომ ის ზამთარი მძიმე იყო, რომ სულეიმანის გარდაცვალების დღეს სანაპიროზეც კი მეტრამდე თოვლი იდო, ბორცვზე მდებარე დაბის სასაფლაოზე შეუძლებლი ჩანდა გვამის ატანა და ამიტომ იგი მეჩეთად გადაკეთებული ძველი ეკლესიის ეზოში სასწრაფოდ დაკრძალეს. ისიც გაიხსენეს, რომ არავის ეხალისებოდა საფლავის ქვის გამოთლა და ამიტომ მის სამარეს ძველი საფლავის ქვა დაადგეს, რომელზეც რაღაც უცნობი ასოები იყო ამოკვეთილი. ოფლში გაწუწული სოლომონი ზამთრის იმ თოვლიან დღეს კანკალით შევიდა ყავახანაში, ჩაის სმა ვერ დაასრულა, სკამზევე წაუვიდა გული და ასევე დარჩა. აი, მაშინ მიხვდნენ ყავახანის მუდმივი სტუმრები, რომ არ იცოდნენ, ვინ იყო სულეიმანი და არც მის რომელიმე ახლობელსა და ნათესავს იცნობდნენ, რათა მისი სიკვდილის ამბავი ეცნობებინათ. სულეიმანი მომკვდარიყო და მისი გვამი ყავახანაში ეგდო. ყავახანაში მყოფთაგან ოთხმა-ხუთმა კაცმა წესის შესაბამისი დაკრძალვის ცერემონია ჩაატარა და იგი მიწას მიაბარა. მეჩეთში შესული სულეიმანი არავის ენახა, მაგრამ მეჩეთად გადაკეთებული ეკლესიის იმამმა მუსლიმის სულის მოსახსენებელი ლოცვა ხალხს მაინც შეასრულებინა.
      ახლა სულეიმანის საფლავი სადღესასწაულო ადგილს დამსგავსებოდა და დაბის ცნობისმოყვარეთა მუდმივი ინტერესის საგნად ქცეულიყო. ისინი უცქერდნენ საფლავის გათხრას, შემდეგ კი თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდნენ, აინტერესებდათ, როგორ მიდიოდა საფლავის გათხრის საქმე. სულეიმანის საფლავის გათხრა და ჩონჩხის ამოღება ერთ დღეში არ დასრულებულა და მეორე დღისთვის გადაიდო. საფლავის გათხრა იმდენად ნელა მიმდინარეობდა, რომ მნახველს ეგონებოდა, საფლავში ცოცხალი წევს და ნიჩბებსაც ასე ფაქიზად იმიტომ ხმარობენ, რომ მისი დაუზიანებლად ამოყვანა სურთო.
      – ტელევიზორით მინახავს, – თქვა ერთმა ახალგაზრდამ, – ძველ საფლავებს ყოველთვის ასე თხრიან. ძვლები თითო-თითოდ ამოაქვთ და შემდეგ ფუნჯით ასუფთავებენ.
      – მაინც რატომ თხრიან?
      – ისტორიის გასაგებად. ამას არქეოლოგია ჰქვია, არქეოლოგია...
      – ახლა რა, სულეიმანის საფლავშიც ისტორიაა?
      – ჯერ ერთი, სულეიმანი მისი ზედმეტსახელია. ის სინამდვილეში მეფე ყოფილა, სახელად კი სოლომონი რქმევია. აქ თავის ჯარისკაცებთან ერთად მოსულა. ძალიან ახალგაზრდა ყოფილა. დამარცხებულა და ტახტიცა და ქვეყანაც დაუკარგავს, ამიტომაც მოსულა. საზღვარზე ბრძოლით გადმოსულა და ერთი პერიოდი აქ დამალულა. შემდეგ კი გამოჩენილა და რომ არ ეცნოთ, სახელი შეუცვლია.
      – მართალია, – თქვა მოხუცმა, – მგონი, მახსოვს. ზოგჯერ ყავახანაში შემოდიოდა. რაღაცნაირი სხვანაირი კაცი იყო, შემოვიდოდა თუ არა, ძალაუნებურად ყველა ფეხზე დგებოდა. არ ვიცოდით, რომ მეფე იყო, მაგრამ ვხვდებოდით, რომ რაღაცნაირი სხვა ადამიანი იყო. ჩაის არ სვამდა, ყოველთვის ყავას მიირთმევდა. სკამზე არაფრის დიდებით არ დაჯდებოდა, ერთ კუთხეში სავარძელი იდგა და მოსვლისას იქ დაბრძანდებოდა ხოლმე. ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ მეფე იყო. შემდეგ სხვა ჩაერთო და საუბარი განაგრძო:
      – თურმე, ჩვენი იმამის მამას საიდუმლოდ ხვდებოდა. მაშინ მეჩეთში იმამად ის იყო. თვითონ უთხოვია იმამისთვის, ამ ძველი ეკლესიის ეზოში დამმარხეთო. გუშინ საღამოს ლოცვაზე უთქვამს ეს იმამს. მამამისის ეს საიდუმლო დღემდე შეუნახავს. ახლა, როცა მისი ძვლები გააქვთ, უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკიო, უთქვამს.
      სოლომონ მეფის საფლავს ორი დღის განმავლობაში თხრიდნენ და ბოლოს დაასრულეს კიდეც. ძვლები სათითაოდ ამოალაგეს. წითელი ხის კუბოში ძვლების ნაწილები ისე ჩააწყვეს, რომ ჩონჩხის ფორმა მიიღო და ღვთისმსახურთა მიერ ჩატარებული მცირე ცერემონიის შემდეგ კუბო დახურეს. შემდეგ კონახს მეზობელი ქვეყნის დროშა შემოახვიეს. იმ დღეს, როდესაც სოლომონის ნეშტი მის ქვეყანაში გადაასვენეს, თითქმის მთელი დაბა იქ იყო და ცერემონიას უცქერდა. მეზობელი ქვეყნის მონარქისტული პარტიის თავმჯდომარემ სიტყვა წარმოთქვა:
      – ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, ძვირფასო დაბის მცხოვრებლებო, ძვირფასო თანაპარტიელებო! დღეს სოლომონ მეფის სული ჩვენს გვერდითაა. იგი უდიდესი პიროვნება გახლდათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სოლომონ მეფემ ქვეყანა გმირულად დაიცვა მტრებისგან, მაგრამ მრავალი ღალატის გამო დამარცხდა და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მიწა. ამდენი წლის განმავლობაში განისვენებდა აქ, ამ მეგობარ ქვეყანაში, მაგრამ შორს საკუთარი მიწიდან. მისმა სულმა სიმშვიდე ვერ მოიპოვა. ჩვენ ახლა მას მშობლიურ მიწას მივაბარებთ და მის სულს სიმშვიდეს დავუბრუნებთ. მეგობარი ქვეყნისა კი მუდმივად მადლიერი დავრჩებით, რადგან მან უკან დაგვიბრუნა ჩვენი დიდი მეფის ძვლები.
      პარტიის თავმჯდომარის სიტყვამ დიდი ოვაცია დაიმსახურა. ყველა ტაშს უკრავდა. მათ შორის დაბის მცხოვრებლებიც, რომელთათვისაც ეს ტაში გარკვეული სტუმართმოყვარეობის ნიშანი იყო, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ისე მასპინძლობდნენ მეფეს, რომ ამის შესახებ არც კი იცოდნენ, ახლა მეფეს საკადრის ტაშს უკრავდნენ და საკუთარ ქვეყანაში აცილებდნენ.
      როცა ბადრაგი, რომელშიც მეზობელი ქვეყნის ღვთისმსახურებიც შედიოდნენ, გზას გაუდგა, იმამი ძველი ეკლესიის სამრეკლოს ადგილას აღმართული მინარეთიდან ნაშუადღევის ეზანს კითხულობდა. სოლომონ მეფის ძვლებმა ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ საზღვარი გადაკვეთა და საკუთარი ქვეყნის მიწას მიაღწია. მეჩეთის ეზოში კი ძველი საფლავიდან აღებული ქვა დარჩა, რომელიც მოგვიანებით სულეიმანის საფლავზე დადეს. მასზე დაბის მცხოვრებელთათვის გაურკვეველი წარწერა იყო ამოკვეთილი, რომელიც გვამცნობდა: "მეფე სოლომონი".


* * *

“სიყვარულისა და სევდის თოლიები...”


      “ზღაპარი იყო, ორი თოლიას ზღაპარი, სიყვარულისა და სევდის... ერთს სიყვარული ერგო, მეორეს – სევდა, მაგრამ ორი ქალაქი ერთმანეთს ასე არასოდეს დაშორებია, არც ასე ახლოს ყოფილა არასდროს... არც მათ მდინარეებს უდენია ასე დარდიანად და მხიარულად. ორი ქალაქის ორ ნაპირს არასდროს უცქერია ერთმანეთისთვის ასე ნაღვლიანად. ორი ქალაქის თოლიებს ასე ნარნარად არასოდეს უფრენიათ წყალზე, ნაპირიდან ნაპირზე... არცერთ თოლიას შეჰყვარებია მეორე ქალაქის თოლია. მათი გულები არასოდეს ავსებულა ასე აპრილის წვიმებითა და ნოემბრის თოვლით.
      თოლიები სიყვარულს არასოდეს გაჰკიდებიან ქალაქიდან ქალაქში. ორი თოლია შუაღამით ზღვის ნაპირზე უდარდელად არასდროს გაწოლილა. ზღვის ტალღების შრიალის თანხლებით ცაზე ვარსკვლავები არასოდეს დაუთვლიათ. ერთმანეთის ბაგეებს არასდროს დასწაფებიან ისე, რომ ციდან ვარსკვლავთცვენა დაწყებულიყო.. ლურჯ ღამეში ციდან მთვარეს ასე არასდროს გაუნათებია ზღვის სანაპირო, რომ ორ თოლიას ერთმანეთის თვალების ელვარება შეემჩნია...
      არცერთ თოლიას თავი მიწა და თოვლი არ ჰგონებია და თეთრით არ შემოსილა. ერთს მეორის ფრთები თოვლის თეთრი ლენტებით არ მოურთავს. თავისი ხელის სურნელი მეორის ჯიბეში არ დაუყენებია. მარტო არ გაყინულა, გემებს არ გაჰყოლია და ხელი არ დაუქნევია. ერთი მეორეს შორეთში რომ ისტუმრებდა, თავისი თითები და თოვლის ლენტები თან არ გაუტანებია. არცერთ თოლიას, გულის სიღრმეში რომ ჩაუხედავს, სიყვარულისა არ შეშინებია. თავისი სიყვარულისთვის ნისლის ფარდა არ ჩამოუფარებია.
      ზღვის ქაფსა და წაშლილ ბილიკებს გაყოლილმა ვერცერთმა თოლიამ თავის ზღაპრულ სამშობლომდე ვერ მიაღწია... ერთი მეორეს ვერ ჩაეხუტა ისე, როგორც თავის საოცნებო სამშობლოს. გულის სითბო და სულის სიღრმე ბავშვობისდროინდელ იავნანას არ მიამსგავსა. ნაღვლიან თვალებში სითბო და სინათლე ვერ ნახა. არცერთი თოლია მეორეს ასე არ მინდობია და იგი ზეცასავით არ დაუფარავს. სატრფოს თმები – წვიმა, ცრემლები კი ყვავილები არ ჰგონებია.
      ორი თოლია ერთმანეთს ასე არასოდეს დაშორებია. ერთი მეორის მონატრებას ასე არასოდეს დაუდაგავს და ამდენი ცრემლი არ დაუღვრია. ერთ თოლიას მეორე ასე არასოდეს მონატრებია. სიყვარული რომ მონატრებაა და მონატრება კი – სიყვარული, არ სცოდნია. ღამით სიზმარში სხვა ქალაქში არ უხეტიალია, მის ქუჩებში დაკარგული სიყვარული არ უძებნია. დროის დინებაში სიყვარული არ განუახლებია.
      და ორი თოლია “გემრიელ ღრუბელსა და მარმელადის წვიმაში” ასე არასოდეს გაუჩინარებულა.”





* * *

წისქვილისკენ მიმავალი გზა...


      წისქვილისკენ მიმავალი გზა მაღლობიდან მდინარისკენ, თელებს, უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებს შორის მიიკლაკნებოდა და ყველა წისქვილთან მიჰყავდა. ბავშვობაში ეფრატულა ამ გვიმრებმა და დიდგულებმა დაიფარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ხუთი კაცი კი ამ ადგილას დაიღუპა. წისქვილისკენ მიმავალი გზა ამავე დროს საიდუმლოებებისა და ტკივილის გზაც იყო. უზარმაზარ გვიმრებსა და დიდგულებს თავის დროზე არა მარტო ადამიანის, დათვის დამალვაც კი შეეძლოთ. გზის ბოლოს წისქვილი რომ გამოჩნდებოდა, ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს იქიდან საცაა დათვი გამოვარდებოდა. რადგან გარშემო ყველამ იცოდა, რომ აქ ერთ დროს დათვები ცხოვრობდნენ.
      წისქვილი ხის მორებისგან იყო აშენებული. ბავშვის გარდა, თავდაუხრელად შიგ ვერავინ შევიდოდა. კარი გარედან ურდულით იკეტებოდა. ურდულის გაღება და შიგნით შესვლა არც ძაღლებს, არც ტურებს, არც მელიებს და არც მგლებს არ შეეძლოთ. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ურდულს დათვები აღებდნენ. ოღონდ დათვებს წისქვილის მიდამოები ახლად ჩამოსახლებული ადამიანებისთვის დაეტოვებინათ და მთებისთვის შეეფარებინათ თავი. წისქვილსა და დათვებს ახლა ერთადერთი რამ აკავშირებთო, – ამბობდნენ. წყალი, რომელიც წისქვილის ქვას ატრიალებდა, იმ მთებში იღებდა სათავეს, სადაც დათვები ცხოვრობდნენ. წისქვილის შემოგარენში მუდამ ტრიალებდა დათვების სუნი, თუმცა არავინ იცოდა, ამ სუნით მიწა გაჟღენთილიყო თუ მთებიდან წყალს მოჰყვებოდა.
      როცა მამა-შვილი ამ გზით წისქვილს მიადგა, ადრიანი დილა იყო. ნისლიანი ამინდი იდგა და გრილოდა. მიუხედავად იმისა, რომ სციოდა, ბიჭი გარეთ დარჩა და წისქვილის ირგვლივ ბორიალს მოჰყვა. თითქოს წისქვილს ყოველ ჯერზე ხელახლა აღმოაჩენდა ხოლმე, თუმცა მისი აღმოჩენები ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
      – ბორბალი წყალში რატომ არ ტყდება, მამი? – ჩვეულებისამებრ იკითხა ამჯერადაც... ბიჭმა კისერი წაიგრძელა და წისქვილის ქვეშ შეიხედა. ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა მამასთან ერთად წისქვილში მოდიოდა. ძალიან უყვარდა, როცა წისქვილის ჩარხიდან სახეზე წყალი ეშხეფებოდა და ტანსაცმელს უსველებდა...
      ქვას თუ არ ჩავთვლით, ჩარხი წისქვილის ყველაზე საინტერესო განყოფილება იყო. ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ ბავშვის გონება ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ბავშვისთვის ამ ჩარხზე სწრაფად მბრუნავი არაფერი არსებობდა დედამიწის ზურგზე.
      მამამ წყალი მიუშვა, წისქვილი აამუშავა, ნაფქვავის ზომა დააყენა და გარეთ გავიდა. ახლა სიგარეტს აბოლებდა. ბიჭს პასუხი ისე გასცა, თითქოს ეს შეკითხვა პირველად ესმოდა, ჩარხისთვისაც არ შეუხედავს...
      – კიკი ჩარხების ძალიან კარგი ოსტატი იყო, ისევე, როგორც კარგი მჭედელი... ჩარხი ბზისგან ისე მკვიდრად გაუკეთებია, რომ ვერც გიჟივით მოვარდნილი წყალი აკლებს რამეს და ვერც დათვები ამტვრევდნენ თავის დროზე...
      ეს რომ თქვა, სიგარეტის ბოლს მიაშტერდა და ჩაფიქრებული თავისი ბავშვობისკენ გაუდგა გზას... მამასთან ერთად წისქვილში მისულიყო ადრე დილით. ციოდა. ახლა მამას იმას ჰკითხავდა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. უბანში ბავშვები სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ წისქვილში დათვი ცხოვრობდა.
      – აქ დათვი არი?
      – დათვი? – გაიმეორა, სანამ პასუხს გასცემდა, – ჩემს ბავშვობაში დათვებით სავსე იყო აქაურობა, ფუტკრებივით დაფუთფუთებდნენ, და კიდე გარეული ღორები... კაცს გაეღიმა. ის დრო გაახსენდა, როცა აქ გადმოსახლების შემდეგ პირველ ხანებში, ღამღამობით ფანჩატურებში ისხდნენ, თუნუქს ახმაურებდნენ და ისე აფრთხობდნენ გარეულ ღორებს.
      – ჰაი, გიდი... გარეული ღორები... – ჩაიბუტბუტა თავისთვის.
      – გარეული ღორები კი არა, დათვი თუ არის - მეთქი, მამი, წისქვილში? – შეკითხვა გაუმეორა ბავშვმა.
      – მოეშვი მაგ გარეულ ღორებს... – უთხრა კაცმა, გეგონებოდა, გარეულ ღორებზე ლაპარაკი ბავშვს წამოეწყოს, – მთავარი დათვებია! პატარა რომ ვიყავი, ერთხელ მამაჩემთან ერთად მოვედი წისქვილში. დათვი შიგნით იყო, წისქვილის კარი კი - ღია. მამაჩემმა მაუზერი ჰაერში ისროლა და დათვი გარეთ გამოდევნა. დათვს დამნაშავის იერი ჰქონდა. სწორედ იქ დადგა, შენ რომ დგახარ. შემომხედა, გამიღიმა, თითქოს იმის თქმა უნდოდა: აჰა, შეგიძლია, კარგად დამათვალიეროო. მერე წისქვილის ქვეშ შეძვრა და ჩარხს სწვდა. მეგონა, მოაგლეჯდა. მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმოხდა, მეტი არაფერი. ჩარხი ისეთი მკვიდრი იყო, ვერაფერს გახდა. ერთხელ კიდევ შემომხედა და აღმართს შეუდგა.
      ბავშვი გაფართოებული თვალებით უსმენდა მამას. მიუახლოვდა და შარვლის უკანა ჯიბეზე ჩაებღაუჭა, თან წისქვილის ჩარხს უყურებდა.
      – და რომ გაეტეხა, – უთხრა მამას, – რომ გაეტეხა...
      მამის ჯიბეზე ჩაბღაუჭებული ბავშვის აზრით, დათვს იმდენი ძალა შესწევდა, რომ წისქვილის ჩარხი დაეფშვნა. მაგრამ, როცა დათვი ჩარხს დაეჭიდა და მოგლეჯა მოუნდომა, ჩარხმა თვალები დახუჭა და თითქოს შეევედრა: ამას ნუ იზამო.
      – ნუ მიზამ ამას, – უთხრა ჩარხმა, – ჯერ კიდევ ბევრი წყალი უნდა ვადინო, ბევრი საფქვავი დავფქვა. თუ გამტეხ, შენ რა ხეირი გექნება? ღონიერი რომ ხარ, ისედაც იცის ყველამ. ამ ბავშვმაც კი, ახლა რომ თვალს გვადევნებს...
      დათვი ცდილობდა, მისი სიტყვები არავის გაეგონა, რადგან ბავშვი მიშტერებოდა. ჩარხს კი ეს არ ენაღვლებოდა, რადგან ბავშვს ვერ ხედავდა.
      – ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, – მიუგო დათვმა, – მე მხოლოდ ლეგენდა მინდა შევქმნა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ხალხმა ილაპარაკოს, ზღაპრებში მოჰყვეს...
      – ესე იგი, დამამტვრევ, – დასძინა ჩარხმა, – ამდენი სიკეთის მიუხედავად...
      – ცდები, – უთხრა დათვმა, – ისე ვიზამ, ვითომ ვერ მოგერიე. ვითომ ვეცადე, მაგრამ ძვრაც ვერ გიქენი და წავალ.
      ჩარხი გაოცებული მისჩერებოდა დათვს. ვერ გაეგო, დათვის ნათქვამი რას ნიშნავდა. თუ ვერ მოერეოდა, ლეგენდა როგორ წარმოიშობოდა? დათვს, დიდი ხანია, იცნობდა და მისთვის ზიანი არასდროს მიუყენებია. ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან ისიც კი დაავიწყდა, რომ ჩარხი იყო.
      – თუ ვერ დამამტვრევ, ლეგენდარული დათვი როგორღა გახდები?
      – ლეგენდის დატოვება დათვზე კი არა, ჩარხზე მინდა, – აუხსნა დათვმა, – სხვა რომ არა იყოს რა, იმდენი ფქვილი მიჭამია შენი...
      დათვმა დაიკვნესა – აქაო და ჩარხს ვერაფერი დავაკელიო – და იქაურობას გაეცალა. ჩარხზე კი, მართლაც, ლეგენდები დადიოდა.
      ზაფხულობით, როცა არ წვიმდა და წყალიც ისეთი მარჩხი ხდებოდა, რომ წისქვილის ჩარხსა და ქვას ვეღარ ატრიალებდა, წისქვილიც ვეღარ წისქვილობდა. გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში, წყალი თუ არ იყინებოდა, არემარეში მცხოვრებლებს ფქვილის გარეშე დარჩენისა არ ეშინოდათ. დილაობით მოხუცები, რომელთაც უძილობა აწუხებდათ, საღამოს კი ახალგაზრდები ზურგზე მარცვლეულით სავსე ტომრებს მოიკიდებდნენ, ან ცხენებსა თუ ვირებს აჰკიდებდნენ და წისქვილს მიაშურებდნენ. ამიტომ წისქვილის გარშემო საქონლის გამოსაბმელად სოლები იყო ჩარჭობილი. ზოგს თავისი ცხენის თუ ვირის დასაბმელად ამ სოლებს წისქვილის მორები ერჩივნა, როგორც ბიჭის მამა მოქცეულიყო ახლა...
      – მამი, რატომ სოლებს არ გამოვაბით? – ჰკითხა ბავშვმა და თითი სოლებისკენ გაიშვირა...
      – რატომ უნდა გამომება, ჩვენი ვირი მათარ ოსმანის ვირი კი არ არის. თუ ძალიან უნდა, მათარმა გამოაბას ამ სოლს თავისი ჩოჩორა ვირი. ასჯერ ვუთხარი, ეგ სოლები აქ არ დაარჭო - მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა... ჩვენი ვირი ყოველთვის თავაწეული უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა ყროყინებს. როცა გაიზრდები, შენი ვირი მიწაში ჩარჭობილ სოლებს არასოდეს გამოაბა, გახსოვდეს!
      – კარგი, – მიუგო ბავშვმა მხიარული ღიმილით.
      სწორედ ამ დროს, თითქოს მათი სიტყვები გაიგოო, ვირმა თავი ასწია და ისეთ ყროყინს მოჰყვა, ცა და მიწა შეძრა... თან მოისაქმა კიდეც... ბავშვმა სახეზე ხელი აიფარა და: ფუუუჰო, – თქვა.
      – კარგი, მოეშვი ახლა მაგას, – უთხრა მამამ, – ხმას მიუგდე ყური, ხმას! განა ასეთი როყიო ხმა რომელიმე სხვა ვირს აქვს?
      მართლაც არ ჰქონდა...
      – არა აქვს, ვიცი. ჩვენი ყველაზე მაგარია... ხალიც ძალიან ლამაზი აქვს სახეზე, იმიტომაც მიყვარს.
      – რა თქმა უნდა, ასეა... ეს ვირი ყარაყუშში ვიყიდე, გზაში რამდენი სოფელი გამოვატარე, ვინ იცის?
      მამა ერთხანს ბავშვს შესცქეროდა. ბიჭმა იცოდა, რომ იგი კითხვაზე პასუხს არ ელოდა და ისევ საუბარს გააგრძელებდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა საერთოდ – შუა ლაპარაკში თითქოს შეკითხვას სვამდა და ისევ აგრძელებდა.
      – ამასთან შედარებით ჯორიც კი ვირია.
      – ყველა აქყუშს ეძახის და შენ რატომ ეძახი ყარაყუშს, მამი?
      მამამ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბიჭმაც იცოდა, რომ მშობლები ყოველთვის არ პასუხობდნენ ყველა კითხვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები კითხვას კითხვაზე სვამდნენ...
      მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, ბიჭმა კარგად იცოდა, რომ ის ადამიანები, რომელთა შორისაც ცხოვრობდა, ერთმანეთს ფარულად ეპაექრებოდნენ. მამამისის მიერ თავისი ვირის ეს გადაჭარბებული ქებაც ამის შედეგი იყო. ვის ჰქონდა სახლში რადიო, ვის რადიოს ჰქონდა უკეთესი ხმა, ვისი ძროხა მეტს იწველიდა, ვინ რამდენ ხანს უნდებოდა ყანის მოთოხნას... ვის ჰყავდა ცხენი, ვისი ცხენი უფრო სწრაფი იყო. ყველაფერი, რაც კი ადამიანს შეიძლებოდა თავში მოსვლოდა, ქიშპობის საბაბი ან ფარული კონკურენციის თემა იყო...
      რადიო ახალი ხილი იყო. ვინც მყიდველი იყო, “ფილიპსს” ან “გრუნდინგს” ყიდულობდა. მერე ყანაში თან მიჰქონდათ, ხმას ბოლომდე უწევდნენ და ერთმანეთს აჯიბრებდნენ; და ყველა იმას ამტკიცებდა, რომ მის რადიოს უკეთესი ხმა ჰქონდა, რადგან საკუთარ რადიოს ყველა ახლო მანძილიდან უსმენდა...
      ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ რადიოების შეჯიბრში არ მონაწილეობდა, ეფრატულა იყო. ეფრატულა საიდუმლოებებით აღსავსე ქალი გახლდათ, თუმცა ეს მარტო ასიემ იცოდა და სხვამ არავინ. უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებში ჩაფლული ეფრატულა ბავშვობაში მამისა და თავისზე სამი წლით უფროსი ძმის მკვლელობის მოწმე გამხდარა. რომ წამოიზარდა, მამისა და ძმის მკვლელი სამი კაცი იმავე ადგილას მოუკლავს. ოღონდ ამას ყველა მაშინ უყვებოდა ერთმანეთს, როცა გარშემო სხვა არავინ იყო. ეფრატულას ნამდვილი თავგადასავალი კი არავინ იცოდა.
      უკვე საკმაოდ ხანში შესულ ეფრატულას არაფრით შეეძლო იმის გაგება, ადამიანის ხმა ყუთიდან როგორ გამოდიოდა. მაგრამ ბოლოს მანაც გამოიტანა დასკვნა. თავი დაირწმუნა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი სიმაღლისა არ იყო და ისეთი დაბალი ადამიანები არსებობდნენ, რომელთაც რადიოში შეტევა შეეძლოთ... ეფრატულას ახლა ერთადერთი რამ აინტერესებდა – რითი იკვებებოდნენ ეს ჯუჯა ადამიანები... რადგან არასოდეს უნახავს, რომ მის ვაჟს, რომელსაც რადიო ეყიდა, სახლში მოეტანა და მთელი დღე აყვირებდა, ამ ადამიანებისთვის საჭმელი ეჭმია.
      – ჭო, რას აჭმევ შენ ამათ?
      – ვის? – ჰკითხა გაოცებულმა შვილმა.
      – ამ კაცებს, – უთხრა ეფრატულამ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა...
      – სიმინდს, სიმინდს, – მიუგო შვილმა.
      ეფრატულამ ეს სავსებით ლოგიკურად ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ ბიჭი სიმინდის მარცვლებს რადიოს პაწაწინა ნასვრეტებში ყრიდა.
      – ჰოო, მეტი გამიხარდა, – დასძინა მოხუცმა ქალმა. თუმცა ამ დიდი სიხარულის მიზეზი ის კი არ იყო, რომ შვილი ჯუჯა ადამიანებს კვებავდა, არამედ ის, რომ მათ არსებობაში დარწმუნებულიყო.
      მამამ მეორე პაპიროსი მოახვია, ჩარხი და წისქვილის ქვა ისევ ბრუნავდა. ბავშვი კი წისქვილის ირგვლივ ისრებს ისროდა. გონებაში ახალი შეკითხვა დაებადა და ვერ გადაეწყვიტა, ეკითხა თუ არა მამისთვის... სწორედ ამ დროს წისქვილის სახურავზე თაგვი შენიშნა, რომელიც მას მიშტერებოდა.
      – თაგვიიი... – წამოიძახა შეშინებულმა და აღელვებულმა. ბიჭმა, რომელიც ახალი შეკითხვის დასმას აპირებდა, სული მამის სიახლოვეს მოითქვა.
      – ხომ არ შემოგვახტება?
      – არა, – უთხრა მამამ.
      – და ბაბუას რომ შეახტა...
      – შენ რა იცი? – ჰკითხა მამამ სერიოზულად. ამ დროს, თვითონ ჰქონდა ნაამბობი. ბიჭმაც იცოდა, რომ ამ სერიოზული გამომეტყველების უკან ხუმრობა იმალებოდა.
      ახალგაზრდა კაცს ნეფისე უყვარდა. გოგოსთვის რომ თავი მოეწონებინა, გადაწყვიტა, ის ერთადერთი დათვი მოეკლა, წისქვილს რომ სტუმრობდა ხოლმე. მართლაც, ერთ დღეს წისქვილში რომ მივიდა, დათვი შიგნით დაუხვდა. წისქვილს ფრთხილად მიუახლოვდა. კარი გამოღებული იყო. მას ამოეფარა და ღრიჭიდან მიზანში ამოიღო. როცა დათვი გარეთ გამოსვლას დააპირებდა, ტვინს გაასხმევინებდა. დათვმა ფქვილის გარდა სხვა სუნიც რომ იყნოსა, აფორიაქდა. შიგნით ბორიალს მოჰყვა და კარს ვეღარ მიაგნო. ამასობაში წისქვილის ქვაზე პატარა წრუწუნა გამოჩნდა.
      – მთელი სიცოცხლე შენი მეშინოდა, ბიძია დათვო, – უთხრა თაგვმა, – მაგრამ ახლა საფრთხის წინაშე ხარ... ღმერთო, რა კარგია, რა კარგი... სახურავზე ავძვრები და იქიდან ვუყურებ შენს აღსასრულს. ცოტა ხნის წინაც სახურავზე ვიყავი. კარის უკან კაცი გელოდება ხელში თოფით, რომელსაც შენი მოკვლა უნდა. თავისთვის ამბობდა: შენი აღსასრულის დრო მოვიდაო, დათვო, თანაც ჩემი ხელიდანო. გმირი გავხდები, ჯერ ნეფისეს, მერე კი ყველას თვალშიო...
      ერთი ზღაპრის მიხედვით, თაგვები ადამიანების აზრებს კითხულობდნენ, ოღონდ ეს ადამიანებმა არ იცოდნენ. მარტო კატებმა იცოდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ, ადამიანებს ვერ ეუბნებოდნენ ამის შესახებ. კატების მიერ გამოცემული ყველა ხმა ადამიანებისთვის კნავილი იყო. კატები დაჟინებით ცდილობდნენ ადამიანებისთვის ამის შეტყობინებას, თაგვები კი ამის გამო კატებს დასცინოდნენ. ახლა კი თაგვმა იცოდა, რომ კატა არსად ჭაჭანებდა.
      – მაგრამ, – განაგრძო თაგვმა, – ეს საბრალო ადამიანი ამას რომ ამბობდა, თან შიშისგან ცახცახებდა.
      თაგვის სიტყვების გაგონებაზე დათვი გაშეშდა. თათი წისქვილის ქვას ერთი კი მოუსვა, მაგრამ თაგვი მაშინვე სახურავისკენ აძვრა. როცა დარწმუნდა, დათვი ვეღარ მისწვდებოდა, ხითხითს მოჰყვა.
      – რას მერჩი, ბიძაჩემო? მე მხოლოდ მაყურებელი ვარ, კართან ნახავ, რაც დაგემართება...
      როცა მამა ბაბუის ამბავს უყვებოდა, ბიჭი პირდაღებული უსმენდა. გაოგნებული იყო.
      – ეს ის თაგვია, მამი? – ჰკითხა ბოლოს და წისქვილის სახურავს მიაშტერდა. მაგრამ თაგვი აღარსად ჩანდა. წასულაო, – აღმოხდა გულდაწყვეტილს.
      დათვი ერთხელაც დატრიალდა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, რა ექნა... უცებ ღრიალით კარისკენ გაექანა და თავი სწორედ იქით გასწია, სადაც ახალგაზრდა ელოდებოდა. მასაც ის-ის იყო, ჩახმახი უნდა გამოეკრა, რომ თაგვი სახეში შეახტა. ისედაც შეშინებულ ახალგაზრდას მაუზერი გაუვარდა, მაგრამ ტყვია დათვს ასცდა და ჰაერში გაუჩინარდა. ახალგაზრდა კაცს მაუზერი ეფრატულასგან უთხოვია, თუმცა არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა. ამასობაში, დათვი მიწაზე გაგორებულ ახალგაზრდა კაცს დაადგა თავზე და, ის-ის იყო, მისკენ გადახტომას აპირებდა, რომ თაგვი განზრახვას მიუხვდა.
      – მომისმინე, ბიძაჩემო, – უთხრა თაგვმა, – მაგან ჭკუა უკვე ისწავლა. ეს გაკვეთილი სიცოცხლეში არ დაავიწყდება. ხომ ხედავ, შარვლის ტოტებიც კი დასველებია. ეს ამბავი ხალხში გავრცელდება და დათვის ხსენებაზე თმა ყველას ყალყზე დაუდგება. მაგრამ თუ მოკლავ, ეს ამბავი ყველას დაავიწყდება... თან ისიც გახსოვდეს, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი!
      მდინარე, რომელიც წისქვილისკენ მიედინება, იალაღების გავლით ტანმაღალ ნაძვებს, თელებს, უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებს შორის დაბლა მიიკლაკნება და ყველაფერი წისქვილთან მიაქვს. ახალგაზრდა დათვი, რომელსაც ზედმეტ სახელად ყველა ბორბალს ეძახდა, ამ მდინარეს იმ წისქვილისკენ გაუყვა, რომლის ჩარხიც, როგორც ამბობდნენ, პაპამისს ვერ გაეტეხა. მთელი ღამე შეუსვენებლად იარა წყალში. გვარიანად განათებულიყო, როცა შენიშნა, რომ წყალი მდინარის მარცხენა ნაპირიდან არხით სხვა მხარეს მიეშვათ. ეს ის წყალი უნდა ყოფილიყო, რომელიც წისქვილის ჩარხს აბრუნებდა. არხის ბოლოს რომ მიადგა, დაინახა, როგორ ეცემოდა მაღლიდან წყალი ღარის დახმარებით წისქვილის ჩარხს. წყალი ღარში მიდგაფუნებდა, მთელი ძალით ჩარხს ეცემოდა და მას ძალიან სწრაფად აბრუნებდა. ჩარხის მიერ დატრიალებული წისქვილის ქვა გამაყრუებლად ხმაურობდა. დათვი მაღლობზე შეჩერდა. ათიოდე მეტრით დაბლა, წისქვილთან, მისკენ ზურგით ორი ადამიანი ჩამომჯდარიყო. მათ სიტყვებს ღარიდან გადმოვარდნილი წყლისა და წისქვილის ქვის ხმაური ახშობდა.
      ახალგაზრდა დათვმა ხის პატარა ნაფოტი აიღო, ღარში გაარჭო და წყალს მიმართულება შეუცვალა. ჩარხმა და წისქვილის ქვამ მოძრაობა შეანელეს, ღარიდან გადმოვარდნილი წყლის ხმაურიც შეწყდა, ბოლოს კი ჩარხიცა და წისქვილის ქვაც გაჩერდა. მარტო ღარის მარჯვენა კიდიდან მდინარისკენ გადადენილი წყლის ხმაღა ისმოდა. გაოცებულიM მამა-შვილი ადგილიდან წამოვარდა. უკან რომ მოიხედეს, ღართან წამოჭიმული დათვი დაინახეს. ორივეს ერთნაირი ჩურჩული აღმოხდა:
      – დათვიიი...

თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ
მოთხრობა დაიბეჭდა გაზეთ "რეზონანსის" საკვირაო ნომერში
"გალაკტიონი" (30.05.2010).



http://www.facebook.com/l/b0286;unyezile.com/ciloglu.htm