ნატო ვაჩნაძე – ქართული კინოს დედოფალი



      14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა. დიდი მსახიობის უკვდავსაყოფად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში გამოფენა ეწყობა. წარმოდგენილი იქნება უნიკალური ექსპოზიცია, მათ შორის ბორის პასტერნაკის ხელნაწერი წერილი და ვლადიმერ მაიაკოვსკის ნატოსადმი მიძღვნილი წიგნი – ავტორის წარწერით, დამთვალიერებელი ასევე იხილავს ვაჩნაძის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს, ესკიზებს იმ ფილმებიდან სადაც მსახიობმა ითამაშა და ქართული კინოს დედოფლის აფიშებს.












ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო!

იოსებ ნონეშვილის ხელნაწერით

ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო,
ლამაზების დედოფალო!..
შენი ღვაწლი, შენი ქება,
პოემაშიც ვერ ითქმება,
ლექსად როგორ ჩამოვთვალო?!

წინათ ქართველ მშვენიერთა,
წინათ ქართველ ქალთა ქება
შორს გასტყორცნეს ჭავჭავაძის
საოცნებო ასულებმა.

და თუმც შემდეგ ასი წელი
ჩამოეშვა, როგორც ფარდა,
ალბათ მათი თვალთა შუქი
შენს თვალებში აბრიალდა.
noneshvili ალბათ სულში აგელანდა
ცივგომბორის ლურჯი მთები,
მიტომ მათებრ არასოდეს,
არასოდეს დაბერდები.

ალბათ რაც კი ეშხი ჰქონდათ
მსხმოიარე კახურ ვაზებს,
შენ გამოგყვა... მაშ რით ავხსნათ
ეგ უკვდავი სილამაზე?!

მუდამ ტრფობის ნათელს გვფენდე,
არასოდეს დაგვიბერდე,
საქართველოს ეშხის ფარო,
ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო,
ლამაზების დედოფალო!