«ნოვრუზი» – ახალი წლის დღესასწაული

ეგზოტიკური ჩაიხანა «გულანშარო»
2011 წლის 25 მარტი
თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14


      ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ" – ახალს, ხოლო მეორე – "რუზ" დღეს ნიშნავს. დღისა და ღამის გათანასწორების, ფრინველთა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ 21 მარტს მიიჩნევენ. ერთი სიტყვით, "ნოვრუზი" მრავალ ქვეყანაში (ახალი დღის) მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
      ნოვრუზს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ და შესაბამისი წესებით აღნიშნავენ.


* * *