ჰერული პოეზიის საღამო
მიხეილ ღანიშაშვილი




      კავშირ – პოეტურ ორდენ „მარად ახალი ქნარის“ მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ შეხვედრები, რომელიც უკვე აგერ მეორე წელია, რაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (დირექტორი – ირაკლი ღარიბაშვილი) სხდომათა დარბაზში იმართება, უამრავ მსმენელს იზიდავს და დღითიდღე მისადმი დაინტერესება განუზომლად მატულობს.
      „მარად ახალი ქნარის“ მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ჰერეთის სიყვარულით – „საინგილოს ანდამატი“ ამა წლის 20 მაისს გაიმართა. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა ამ დამოუკიდებელ სამწერლო გაერთიანების თავმჯდოამრემ, პოეტმა მიხეილ ღანიშაშვილმა, რომელიც მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ჰერეთის თემაზე დაწერილი თავისი რამდენიმე ლექსი წაიკითხა.
      ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა ჰერელ პოეტებს, მომღერლებს და მსახიობებს. დარბაზში გაიჟღერა თამარ შიოშვილის, ამირან ნუროშვილის, ლექსო გელაშვილის, შორენა თამაზაშვილის, ზურაბ პაპიაშვილის, რომა რამაზანოვის, მარიზას, ნანა ყიყიშვილის, მანანა ბერიკაშვილის, ქეთი ოთარაშვილის, ამირან ბარიხაშვილის და ზაზა სუყაშვილის ლექსების სტრიქონებმა.
      იმ ჰერელი პოეტების, რომლებმაც ვერ შეძლეს თბილისში ჩამოსვლა, ლექსები გააჟღერეს რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობმა ლერი შიოშვილმა, ლეონტი შიოშვილმა და თათია ყიყიშვილმა.
      განსაკუთრებით იმოქმედა მსმენელზე მარიამ გაჯიშვილისა და ქეთი ქავთარაძის მიერ ნიჭიერად შესრულებულმა ჰერულმა „ნანამ“ და კახის ვაჟთა ანსამბლ „ლაზარეს“ მიერ ნამღერმა ჰერეთულმა ხალხურმა მელოდიებმა.
      ცალკე უნდა აღინიშნოს ნიჭიერი ახალგაზრდა ჰერელი პოეტის ზაზა სუყაშვილის გამოსვლა, რომლის ლექსებსაც დარბაზიდან მსმენელთა დიდი აღფრთოვანება და მოწონება ხვდა წილად. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ადამიანის სახით თანამედროვე ქართულ პოეზიას თამამად შემოუერთებს თავის კოლორიტულ ხმას ჩვენგან მივიწყებული ჰერეთი.
      სტუმრებს თავიანთი, ჰერეთის თემაზე დაწერილი ლექსებით მიესალმნენ დედაქალაქელი პოეტები და მსმენელი საზოგადოება: მიხეილ ტიბანელი, ნინო ლარცულიანი (რომელმაც წაიკითხა გელა არაბულის ლექსი), რიტა ლაბაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ოთარ რურუა, სოფიკო ჯაფარიძე, ეთერ აფაქიძე. საპატრიარქოს სახელით სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა.
      ღონისძიებაზე იმყოფებოდა ჰერეთის დიდი პატრიოტი და მოამაგე პროფესორი გია დვალიშვილი.
      ამ საინტერესო ღონისძიების მომზადებაში კავშირ - პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარს“ აქტიურად და ბეჯითად ედგნენ გვერდით ახალგაზრდული გაერთიანების – „ჰერეთის სიყვარულით“ – წევრები: თემურ სუყაშვილი, ირაკლი სარდალაშვილი, მარიამ ჭაჭაშვილი და ზაზა სუყაშვილი.
      საღამოს დასასრულს მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების სულის ჩამდგმელსა და წარმმართველს პოეტ მიხეილ ღანიშაშვილს, დამსწრე საზოგადოებას და გააჟღერეს თავიანთი დიდი სურვილი, მიმართონ განათლების სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელმა, სახელმწიფო ხარჯით, დააფინანსოს ჰერელი მაგისტრანტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება, რასაც იქ დამსწრენიც ერთსულოვნად დაეთანხმნენ.






ფოტო-გალერეა 1
რობერტ მესხი



ფოტო-გალერეა 2
ბადრი წიქორაძე



ფოტო-გალერეა 3
მაია გონჯილაშვილი




ფოტო-გალერეა 4


ფოტო-გალერეა 5


ფოტო-გალერეა 6