«ქართული ელიტა» – 2011 წლის ივნისი #5(73)



      2011 წლის 2 ივლისს, სპარსულ ჩაიხანაში «გულანშარო» ბატონ ნომადი ბართაიას წიგნის «ქართულში შემოსული სპარსული ლირიკა» პრეზენტაციის დროს ქალბატონმა მანანა გაბაშვილმა მაჩვენა ჟურნალი «ქართული ელიტა»-ს ივნისის #5(73), სადაც დაბეჭდილი იყო მასთან ინტერვიუ – «მხატვარი, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, თავისას ითხოვდა...». თან დაამატა, რომ იგივე ნომერში თქვენი საიტის – www.fereidani.ge პრეზენტაციის შესახებაც წერიაო.
      მეორე დღესვე ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში დავიწყე აღნიშნული ნომრის ძებნა, მაგრამ ვეღარ მივაკვლიე... საღამოთი კი მირეკავს ჩემი მეგობარი გიორგი გვიანიშვილი და მეუბნება, რომ თუ ჩემთან გამოივლი, სასიამოვნო სიურპრიზად ჟურნალ «ქართულ ელიტას» გადმოგცემო.


გიორგი გვიანიშვილი
«ნიღაბი»


          ჟურნალის დათვალიერების შემდეგ რამდენიმე საინტერესო სტატიას გავეცანი, რომლებსაც თქვენც გთავაზობთ:



      ფოტოზე გამოსახულია კახა ფერეიდნელი, რომელმაც ფერეიდნელი ხალხის სახელით დედამისის ხელით მოქსოვილი ხალიჩა მაჩუქა წარწერით: «ისმინე სწავლის მძებნელო».



გიზო ვაშაკიძის რომანტიკა




მანანა გაბაშვილი






როინ აბუსელიძე





* * *

      აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის ეს საგაზეთო (კვირის პალიტრა) ჩანახატი კი ჩემმა მეგობარმა ოთარ ჩაჩანიძემ მომიტანა, რომელიც თავის 7 წლის ვაჟთან, ნიკოლოზ ჩაჩანიძესთან ერთად მესტუმრა. პატარა ნიკოლოზმა პატარა კონცერტიც ჩაგვიტარა, რომელიც სალამურზე შესანიშნავად უკრავს.




* * *

      ეს კი რობერტ მესხის ახალი ლექსია ფერეიდანის თემაზე. ფოტოზე: რობერტ მესხი თავის ბებოსთან, ქალბატონ ვალენტინა ქოიავასთან ერთად.



ფერეიდნელის ნაამბობი


ბებია მყავდა,
იტყოდა ყე:
– შუახნის მერე ანქ ერთნაირ სიზმრებს ვხედავთო, –
ხან ვაზის რიგებს ჩაუვლიდა თვალდანამული...
ცისარტყელის ქვეშ გავძვერი და
სწორედ ასეთი,
ლამაზ სიზმრებში არეკლილი
დამხვდა მამული.

რობერტ მესხი. 2011.06.27.