რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან


      1. ჩატარების დრო და ადგილი - 2006 წლის 16 სექტემბერი, სიღნაღის რაიონი, სოფელი ძველი ანაგა, ეკა და დორი ბასილაშვილების ოჯახი.
      2. მასპინძლები - ეკა და დორი ბასილაშვილები, ნუნუ და მედიკო ტალიაშვილები.
      3. მოწვეული სტუმრები - ვაჟა მახარაშვილი, თეა ჯოხაძე, რუსუდან და გიორგი ჩირიკაშვილები, გია გურული, გიორგი თათრიშვილი‚ კოტე ონაშვილი‚ რატი შველიძე, სერგო მეთოფიშვილი, გოგიტა და სალომე ზარიძეები, შალვა (ბუბა) ჯანიბეგაშვილი, ციცო და დარეჯან ცხადაიები, თათა კიკვიძე, ნონა ფარეხელაშვილი, ოთიკო და თაკო მახარაშვილები, ირმა მახარაშვილი, ნოდარ ჯალიაშვილი, გიორგი ალავერდაშვილი.
      4. უცხოელი სტუმრები - სუზანა მეჟიკოვა (ჩეხეთი), ნინო რაჩკოვსკაია (პოლონეთი).
      5. უცხოეთში მცხოვრები ქართველები - თორნიკე ფანიაშვილი (ირანი, ფერეიდანი), გიორგი ონიკაშვილი (ირანი, ფერეიდანი).
      6. განწყობილება - ზემაღალი.

      მარტო იმას აღვნიშნავ, რომ სიღნაღში გზად წმინდა ნინოს მონასტერში შევიარეთ, სადაც მასპინძლობა გაგვიწია დედა თამარმა. გზაში თორნიკე და გიორგი ხარბად ათვალიერებდნენ კახურ სოფლებს, მათ სახეებზე ნათლად ჩანდა, რომ ”მათი გული ზღვას ებრძოდა”, რომ არა ბედის უკუღმართობა, ისინი ნებისმიერი ქიზიყური ოჯახის შვილები შეიძლება ყოფილიყვნენ...
      დანარჩენი კი ფოტოებს მივანდოთ...


თორნიკე ფანიაშვილი, გიორგი ალავერდაშვილი და გიორგი ონიკაშვილი
სიღნაღის შესასვლელთან
 
სიღნაღის გადასახედი

      გვიან ღამით მე, თორნიკე ფანიაშვილი და გიორგი ონიკაშვილი ძველი ანაგიდან წნორში, ჩემს სახლში ტაქსით გადავედით, დედაჩემის, ქალბატონ მერის სანახავად. ტაქსის მძღოლმა, ნოდარ ღვედაშვილმა გაკვირვებულმა შემოგვხედა და თორნიკეზე მიმითითა - ამ კაცს ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ვუყურებდი‚ “იმედის” არხის კორესპონდენტებს ფერეიდანში მეგზურობას უწევდაო. მეც დავუდასტურე‚ რომ ეს ახალგაზრდები ნამდვილად ფერეიდანიდან იყვნენ ჩამოსულები თავიანთი ისტორიული სამშობლოს სანახავად. გახარებულმა ტაქსის მძღოლმა თორნიკეს და გიორგის იქაური ამბები გამოჰკითხა და ასე საუბარ-საუბარით სახლის კარამდე მიგვიყანა‚ რაც იმით დამთავრდა‚ რომ მგზავრობის საფასური არ გამოგვართვა.
      დედასთვის ჩვენი სტუმრობა მეტად სასიხარულო სიურპრიზი აღმოჩნდა. დედაჩემი თორნიკეს გადმოცემით და სურათებით იცნობდა. გიორგის კი პირდაპირ ჰკითხა, შვილო, ძალიან ნაცნობი სახე გაქვს და ვერ გამიხსენებია, ვისი შვილი ხარ და საიდან გიცნობო! გაოცებულ დედას ავუხსენით, რომ გიორგი თორნიკეს ბიძაშვილია და საერთოდ პირველად იყო საქართველოში, ჯერ 24 საათიც კი არ იყო გასული, რაც გიორგიმ თავის ისტორიულ სამშობლოში შემოაბიჯა...

             გიორგი ალავერდაშვილი





წმინდა ნინოს
მონასტერში



ძველი
ანაგა



სუფრასთან


რთველი


ისევ
სუფრასთან



“თათარაობა”
შუაღამისას