ირანული პოეზიის საღამო
და ფოტოგამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» თბილისში


      2006 წლის 20 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ირანული პოეზიის საღამო და ფოტოგამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი»‚ რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საქართველოს ცენტრის მიერ.



      საღამო შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ‚ ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა. ფერეიდნელ და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი − ბატონი გიორგი ხევიაშვილი; ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში − ბატონი ჰოსეინ დამირჩიი; საქართველოს პარლამენტის წევრი − ბატონი მამუკა გაჩეჩილაძე; პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი; პროფესორი ნომადი ბართაია; პროფესორი გიორგი ლობჟანიძე და პოეტი ნოდარ ჯალაღონია. ფერეიდნელმა დაუდ აბასმა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს იმამ ხომეინის ლექსები ქართულ და სპარსულ ენებზე.





      გამომსვლელებმა ძირითადად ისაუბრეს ირან−საქართველოს ურთიერთობაზე‚ რომ ანალოგიური ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს და უფრო ფართო მასშტაბით.
      ირანული პოეზიის საღამოს შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტოგამოფენა‚ რომელიც ორგანიზებული იყო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საქართველოს ცენტრის დირექტორის ბატონ კახა ბარათაშვილის‚ მისი მოადგილის − ბატონ მალხაზ გაჩეჩილაძის‚ აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის და ფერეიდნელების‚ აჰმად მულიანის და დაუდ აბასის მიერ.
      დასასრულს გთავაზობთ ფოტოგამოფენის «ისპაჰანი და ფერეიდანი» ფოტოების ნაწილს‚ რომლებიც წარმოადგენს აჰმად მულიანის კუთვნილებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორთან შეთანხმების გარეშე ფოტოების გამოყენება, რედაქტირება და რეპროდუქცია აკრძალულია!




ფერეიდანის მისადგომებთან


ფერეიდანში


ფერეიდნელები


ფერეიდნელები
შეხვედრებზე



ფერეიდნელი
ჩოხოსნები



ქართული ენის პირველი
ყრილობა



ენავ ქართულო


მთების ნაჟური


ზამთრის ფერეიდანი


ფერეიდანი ღამით


ძველები


ქართული საფლავები