გიორგი ოჩკუროვი – საქართველოს სიყვარულით...


      2007 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, ჩემი სეხნია და მეგობარი – გიორგი ოჩკუროვი. როდესაც მან პირველად ნახა ჩემი ”შინაურული” საიტი ფერეიდანის შესახებ, მომწერა რომ მართალია არ შეუძლია ქართულ ენაზე ტექსტების წაკითხვა, მაგრამ ჩემი გაცისკროვნებული ფოტოებით ხვდება, რომ საიტში ძალიან მნიშვნელოვან და ამაღელვებელ თემებზეა საუბარი.
      ამის შემდეგ საიტზე ყოველი ახალი ქვეთავის დამატებისას გიორგის ყოველთვის ვუგზავნიდი მოკლე ანოტაციებს რუსულ ენაზე ხან კიევში, ხან კანადაში, ხან ატლანტაში და ხანაც სან-ფრანცისკოში. გიორგი ოჩკუროვს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში მივლინებებით სიარული, ამჟამად კი გიორგი საქართველოს სტუმარი იყო.

მცხეთა. ჯვრის მონასტერი. ეკა ბასილაშვილი და გიორგი ოჩკუროვი

      გიორგი ოჩკუროვი გიორგობასაა დაბადებული, ამიტომაც ატარებს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის წმიდათა-წმიდა, ქრისტეს რაინდის – წმინდა გიორგის სახელს!
      საქართველოს სიყვარულით სავსე გიორგი ოჩკუროვმა თითქმის მთელი თბილისი ფეხით შემოიარა. აღფრთოვანებული დარჩა ქაშვეთით, სიონით, მეტეხით, სამებით... განსაკუთრებით ქართველი ხალხით მოიხიბლა. მისი სიტყვები რომ მოვიშველიო, ყოველთვის გრძნობდა ქართველების მხრიდან დიდ სითბოს და ყურადღებას, რასაც სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ვერცკი ამჩნევდა...
      “Polon vospominaniami i misliami. Tiazhelo opisat v odnom pisme. U menya ostalos v ety strane kusochek serdza dlya ee naroda! Georgiy.” ამონარიდი გიორგი ოჩკუროვის მიერ კიევის აეროპორტიდან გამოგზავნილი მესიჯიდან.

 
Hotel BRITISH HOUSE
 
ინტერნეტ-კაფეში
 
ეკა ბასილაშვილი და გიორგი ოჩკუროვი VERA STEAKHOUSE-ში
 
VERA STEAKHOUSE-ში
 
Kaisep Bräu-ში
 
სუვენირების მაღაზიაში
 
კონკასთან, შარდენზე


მცხეთა.
სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი



სიღნაღი.
წმინდა ნინოს დედათა მონასტერი



From the Collections of the
Georgian National Museum



ნიკო ფიროსმანი
Niko Pirosmani



* * *

 




 

* * *
ძველი თბილისი

   

   

   

   

   

   

ძველი თბილისის სურათების მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებ ჩვენს თანამემამულეს,
დროებით შვეციაში მცხოვრებ ბატონ ოთარ ჯავაშვილს