ქეთი ღირსიაშვილი − გაეცანი წარსულს


      ბატონო გიორგი! ვნახე თქვენი საიტი − ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი! მან გამაცნო ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სევდიანი ნაწილი, რომელსაც ფერეიდანი ჰქვია!
      საიტის გაცნობისას გამიჩნდა სურვილი − ჩემი ხმა მივაწვდინო ფერეიდნელ ქართველებს და ასევე საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებსაც. მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ განხორციელებული პროექტი ”გაეცანი წარსულს”, რომელიც სტუდენტური პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი შეეხება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ექსპონატების გამოფენას. პროექტს მორალური და მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინა ბოლნისის გამგეობამ, რაზედაც მათ უღრმეს მადლობას მოვახსენებ.
      ბატონო გიორგი, თუ შესაძლებელია იქნებ ჩემი პროექტი თქვენს საიტზე განათავსოთ? ამით ჩვენი ქვეყნის შვილები − ფერეიდნელი ქართველები უკეთ გაეცნობიან საქართველოს წარსულს და აგრეთვე ქართველ სტუდენტობასაც.
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი ღვაწლისათვის! ბევრი რამ გავიგე თქვენი საიტის მეშვეობით.
      ბოლოს კი მინდა მოვუწოდო ყველა ქართველ სტუდენტს, რომ ითანამშრომლონ ბატონ გიორგი ალავერდაშვილთან. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე და ვაგრძნობინოთ ჩვენგან შორს მყოფ ჩვენს ძმებს, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს!
      





ბოლნისის სიონი


სიღნაღი


ნიკო ფიროსმანი


ვაჟა მოსულიშვილი