მალხაზ ხუნდიაშვილი საქართველოში


      2008 წლის 25 ივლისიდან 31 ივლისამდე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ისრაელის მოქალაქე მალხაზ ხუნდიაშვილი (ფინხაზ ხენ), რომლის ოჯახმაც დაახლოებით 40 წლის წინათ ქუთაისიდან დატოვა საქართველო. მალხაზი თავისი სამშობლოს ხელმეორედ გასაცნობად ჩამოვიდა და თან ჩამოიტანა თითქმის ყველა ეროვნების და აღმსარებლისათვის წმიდათა-წმიდა ისრაელის მიწა და სანთლები.
      მალხაზ ხუნდიაშვილს თბილისში მასპინძლობდნენ: ეკა ბასილაშვილი, ლევან და ნანუკა ცალუღელაშვილები.

   

 

   

 

   


      „ქუთაისში, შაუმიანზე, ებრაელებიდან თითქმის აღარავინ დარჩა“ – ვეუბნები ჩვენს თანამგზავრსა და მეგობარს, მალხაზ ხუნდიაშვილს, რომელიც ექვსი წლის ყოფილა, მისმა ოჯახმა საქართველო რომ დატოვა და ისრაელს გაემგზავრა...
      – ჰო, ვიცი... ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ისრაელში ძირძველი ებრაელები მაინც ქართველებს გვეძახიან... მამაჩემთან და დედაჩემთან დღესაც ქართულად ვსაუბრობთ, ქართულს ქუჩაშიც ხშირად გაიგონებთ... რაც დრო გადის, ჩვენში საქართველოს სიყვარული კი არ ნელდება, პირიქით, უფრო ღვივდება ეს სიყვარულის ცეცხლი და მეც იმიტომ ჩამოვედი რომ ვნახო თბილისი, ვნახო ქუთაისი, ჩემი წინაპრების საფლავები... სხვათა შორის ქართველები ბარათებს წერენ და ისრაელში მატანენ გოდების კედელში ჩასატანებლად... ძალიან მინდა რომ მათ უფალმა უსმინოს და თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ... მალხაზს ასევე დიდი სურვილი ჰქონდა, აკაკი წერეთლის საფლავთან ფოტო გადაეღო, რადგან აკაკი წერეთელი მამამისს, აბრაამ ხუნდიაშვილს განსაკუთრებით ჰყვარებია.
      მალხაზმა აგრეთვე მთხოვა, იქნებ იეთიმ გურჯის ლექსებზე შესრულებული ბაიათები მომიძებნო, ძალიან მიყვარსო... დავპირდი რომ აუცილებლად გავუგზავნიდი...

ლევან ცალუღელაშვილი


...და ამერიკაში