საქართველო დღეს... 09.08.2008 – 17:06


ჟურნალისტები საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტოში ერთიანდებიან

      – ”ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი საომარი ვითარებიდან გამომდინარე სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტთან შეიქმნა თბილისის დროებითი საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტო, სადაც გაერთიანდნენ პროფესიონალი ჟურნალისტები და ექსპერტები.
      სააგენტო მოწოდებულია, გაარღვიოს ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც მიზანმიმართულადაა შექმნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც თავის მხრივ იწვევს არააობიექტური ინფორმაციის გავრცელებას, საქართველოში მიმდინარე დრამატული მოვლენების შესახებ, რასაც ემმატება რუსული (და არა მხოლოდ), საინფორმაციო საშუალებების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი.
      მოგმართავთ თხოვნით, შევეცადოთ შევავსოთ არსებული საინფორმაციო ვაკუუმი ინტერნეტის საშუალებით, გამოვიყენოთ თითოეული ჩვენთაგანის ხელთ არსებული საინფორმაციო რესურსი და შევეცადოთ მაქსიმალურად ოპერატიულად გავავრცელოთ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია.
      გთხოვთ, ასევე, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციები ცხელი ხაზის მეშვეობით”.

საკონტაქტო პირი ნინო ცხოიძე, ტელეფონი: +995 32 969-905




ქართველი ემიგრანტები პროტესტს გამოთქვამენ

      საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები. მითუმეტეს, რომ ბევრ მათგანს სამშობლოში დასასვენებლად გამოგზავნილ შვილებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირება უჭირთ.
      ამის თაობაზე თბილისის საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტოს ყოველ წუთში შემოსდის ინფორმაცია სკაიპის მეშვეობით.
      სააგენტოს წარმომადგენლის ნინო ცხოიძის განცხადებით, ჰოლანდიის დიასპორის ხელმძღვანელმა მარეხ ტოგონიძემ გუშინვე მოახერხა სათანადო ნებართვის აღება, რათა დგეს, ქალაქ დენ ჰააგში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია ჩაეტარებინათ. სავარაუდოდ, იგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
      ასევე შეშფოთებას გამოსთქვამენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, მალტიდან, საფრანგეთიდან.
      მათ სურვილი აქვთ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა საკუთარი ხალხის მიმართ და პროტესტი რუსეთის აგრესიის მიმართ. ასევე უკმაყოფილებას გამოსთქვამენ ისინი იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაცია დიდი მსხვერპლით მიმდინარეობს და პროგნოზი გაურკვეველია, რაც ზოგიერთი მათგანის აზრით, საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ მოქმედებას უკავშირდება. მაგრამ დასვენების დღეების გამო, აქციების ჩატარებას ვერ ახერხებენ. ამიტომ მხოლოდ საქართველოზე ლოცვით იოხებენ გულს და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს მსხვერპლი, საქართველოს გამთლიანებისათვის გაღებული, ამჯერად მაინც არ იქნება უშედეგო.


ცხინვალის ცენტრში მოსახლეობა სარდაფებიდან ვერ გამოდის

      თბილისის საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტოს ტელეფონით დაუკავშირდა ახალგაზრდა მანდილოსანი, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი ნათესავები ცხინვალის ცენტრში ორი დღეა ერთ-ერთი სახლის სარდაფში იმალებიან და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სარდაფში 25 ადამიანია, მათ შორის არიან ბავშვებიც და 2 დაჭრილი.
      ”ამ დილით რამდენიმე მამაკაცმა მოახერხა სარდაფიდან გამოსვლა, რათა საკვები ეშოვა და თბილისისაკენ გადაადგილების საკითხი მოეგვარებინა. მაგრამ მათ ახლო-მახლოს ქართველი მეომრები ვერ იპოვეს. ნახევარი საათის წინ ველაპარაკე ერთ-ერთ მათგანს და მითხრა, რომ ცხინვალის ცენტრში ქართველი მეომრები არსად ჩანან. რუსების დანახვაზე კი ისევ სახლის სარდაფში დაიმალნენ და ახლა აღარ იციან რა ქნან” – გვითხრა ახალგაზრდა მანდილოსანმა, რომელმაც დახმარება ითხოვა.
      სამწუხაროდ, მის მიერ დასახელებულ ნომრებზე დაკავშირება უკვე შეუძლებელია. მაგრამ ჩვენთვის მათი ადგილსამყოფელი ცნობილია და შესაბამის სტრუქტურებს მივაწვდით ინფორმაციას, რათა დროულად აღმოუჩინონ დახმარება უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს.

თბილისის საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტო
საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე 899 509121, +99532 969-905.


სენაკში დასაბომბი აღარაფერი დარჩა

      ”სენაკში ორი დღის განმავლობაში განხორციელებული დაბომბვის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ზუსტი რიცხვი არც ტელევიზიით ცხადდება და არც ჩვენ ვიცით. რადგან ქუჩაში გასვლას აქამდე ვერ ვახერხებდი” – აცნობა სენაკელმა ქალბატონმა თბილისის საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტოს.
      მისი თქმით, ამჯერად სენაკში სიმშვიდეა, რადგან ყველა სტრატეგიული ობიექტი დაბომბეს: სამხედრო ბაზა, რკინიგზა და მშვიდობიანი მოსახლეობაც კი. მიუხედავად ამისა, სენაკში მოსახლეობის ევაკუაციაც შეიმჩნევა. ხალხი ნათესავებთან სოფლებში აფარებს თავს, სადაც მათი აზრით საფრთხე, თითქოს უფრო ნაკლებია.


ფოთელები ქალაქს ტოვებენ

      სააგენტოს ფოთიდან აცნობეს, რომ დაღუპულთა რაოდენობამ ქალაქის ახალგაზრდებში 30-ს გადაჭარბა. მათი უმეტესობა, 27 ახალგაზრდა სენაკში განხორციელებული დაბომბვისას დაიღუპა, 6 კი პორტის მეშვიდე ტერმინალში მომხდარი აფეთქებისას. ასევე ბევრია დაჭრილი.
      რამდენიმე სანდო წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა 18-20 წლის ბიჭები არიან. ისინი მოულოდნელად ქუჩებში აიყვანეს მოხალისეებად და რეზერვისტებად. ხოლო დაბომბვის დროს, ტყეში გახიზნულმა ოფიცრებმა უპატრონოდ მიატოვეს.
      იმავე წყაროს ცნობით, მარტო სამი საათის განმავლობაში ფოთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 30 მანქანა გავიდა, რომელმაც ევაკუირებული მოქალაქეები გაიყვანა. ფოთელები სახლებს ტოვებენ და როგორც გურიის, ისე სამეგრელოს მიმართულებით, ნათესავებთან აფარებენ თავს.
      სამაგიეროდ, ფოთში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სენაკში დაკრძალვაზე წასული ფოთელები. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ტრასაზე და ფოთისაკენ წამსვლელ მანქანებს უშედეგოდ ელოდნენ. ტაქსის მძღოლებიც კი უარს ამბობენ, დიდძალი გასამრჯელოს ფასად გადაადგილდნენ ფოთისაკენ.


ერგნეთიდან თბილისში ჩამოსვლა შეუძლებელი გახდა

      ორი დღეა სოფელ ერგნეთიდან თბილისში უშედეგოდ ცდილობენ ჩამოსვლას ის ადამიანები, რომლებიც ზაფხულის შვებულებით სარგებლობდნენ და მშობლიურ სოფლებში იმყოფებოდნენ.
      როგორც თბილისში დარჩენილი ოჯახის წევრები სააგენტოს ატყობინებენ, გორიდან თბილისისაკენ ტრანსპორტის მოძრაობა გუშინვე შეწყდა. შემთხვევით გამვლელი ავტობუსები კი ხალხის ნაკადს ვერ იტევს.
      ”ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ სამსაათიანი მორატორიუმის გამოცხადებით მაინც მოვახერხებდით, მშობლები სახლში დაგვებრუნებინა. მაგრამ მათ ამის შესახებ არც გაუგიათ. მობილური ტელეფონები გამორთულია და მათთან დაკავშირება შეუძლებელია. რად გვინდა ასეთი დაბრუნებული ცხინვალი, მთელი ქვეყანა თუ შეეწირა?!” – განაცხადა სატელეფონო საუბრისას ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

თბილისის საზოგადოებრივ-საინფორმაციო სააგენტო
საკონტაქტო პირი: ნინო ცხოიძე 899 509121, +99532 969-905.








პარიზში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

      დღეს, 17 აგვისტოს, პარიზის წმინდა ნინოს ქართულ ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია, მამა არჩილმა (დავრიჩაშვილი) საკვირაო წირვის ჩატარების შემდეგ, დაღუპული მეომრების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
      ეკლესიაში წირვაზე ტრადიციულად უმეტესობას ძველი, ისტორიული ემიგრაციის შთამომავლები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი ოთარ პატარიძე, ახლანდელი ხელმძღვანელი ოთარ ზურაბიშვილი და მისი და, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.
      მრევლში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებიც არიან, მაგრამ ბევრი მათგანი ახლა საზაფხულო არდადეგებზეა საქართველოში.
      როგორც ეკლესიაში მრევლისათვის გახდა ცნობილი, 20 აგვისტოს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-სა და კანადაში გაიმართება ქართული ხელოვნების კონცერტი, უცხოეთში მოღვაწე ქართული ჯგუფებისა და მომღერლების მონაწილეობით, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ქართველი ერი, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, სულიერად მაინც არ დაცემულა.
      აქვე გაწვდით პარიზიდან მიღებულ მიმართვას ამასთან დაკავშირებით.

ნინო ცხოიძე, ჟურნალი ”ემიგრანტები”.





ლუკა მელუა ბარნოვი. საფრანგეთი - Luka Melua Barnovi. FRANCE


ოთარ ზურაბიშვილი. საფრანგეთი - OTHAR ZOURABICHVILI. FRANCE


* * *

SOS! STOP RUSSIAN AGRESSION IN GEORGIA - Buba Kudava

      Dear colleagues, Two days ago Russian troops intruded into Georgia's territory. At this moment, when you are reading this letter, they are bombing peaceful civilians. Several Georgian towns (not situated in the conflict zone!) are being intensively bombed. Thousands of peaceful Georgians got killed. People flee from their homes in Gori and Tskhinvali region and try to find shelter in Tbilisi, the Capital of Georgia which might also become the next target for Russian air force.
      Stop Russian agression in Georgia!
      Please, transmit this information to all your contacts as a sign of protest against Russian agression!



მეგობრისგან მიღებული ბმულები. ბუბა კუდავა.

      Here is a collection of links that shows true picture of the aggression agains Georgia. You may wish to distribute it to your friends. Alternatively these will help you in a debate over the war.

      http://a-ingwar.blogspot.com/2008/08/blog-post_1617.html
      http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7547888.stm
      www.financialsense.com/stormwatch/geo/pastanalysis/2008/0808.html
      www.timesonline.co.uk/tol/news/world/europe/article4484849.ece
      www.jamestown.org/publications_details.php?volume_id=427&issue_id=4579&article_id=2373282
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373298
      www.rferl.org/content/South_Ossetia_Crisis_Could_Be_Russian_Chance_To_Defeat_Siloviki/1189525.html
      http://halldor2.wordpress.com/2008/08/09/joint-statement-by-presidents-of-poland-estonia-latvia-and-lithuania/
      www.reuters.com/article/europeCrisis/idUSL9355010
      www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU
      www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/10/AR2008081000267.html?hpid=topnews
      www.nytimes.com/2008/08/11/world/europe/11georgia.html?_r=1&hp&oref=slogin
      www.un.org/News/Press/docs/2008/sc9417.doc.htm
      http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/08/10/un.georgia/index.html
      www.rferl.org/content/West_Fails_To_Deter_Georgian_President_From_Playing_Into_Russian_Hands/1190098.html
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373304
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373303
      www.globalpowereurope.eu/2008/08/georgia-next-yugoslavia.html
      www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/russia/2531270/Georgia-Russia-demands-to-be-regarded-as-number-one.html
      www.rferl.org/content/War_At_Home_Spinning_Conflict_In_Russia/1190090.html
      www.irishtimes.com/newspaper/world/2008/0812/1218477342079.html
      www.youtube.com/watch?v=Cu1vowrGV3I
      http://virtualcollector.blogspot.com/2008/08/urgent-russian-general-shamanov.html
      www.themoscowtimes.com/article/600/42/369695.htm
      www.ft.com/cms/s/0/eaac265a-66fc-11dd-808f-0000779fd18c.html
      www.ft.com/cms/s/0/d642092c-68a1-11dd-a4e5-0000779fd18c.html
      www.jamestown.org/edm/article.php?article_id=2373306
      http://georgiainfonews.blogspot.com/2008/08/estonia-poland-help-georgia-fight_12.html
      http://georgiainfonews.blogspot.com/2008/08/georgia-files-ethnic-cleansing-case.html
      www.icj-cij.org/docket/index.php?p1=3&p2=1&case=140&PHPSESSID=1c39c8cd85b7c5e8c3e8d9788a47f192
      http://ruben2008.wordpress.com/2008/08/11/comparing-south-ossetia-to-kosovo/
      http://newsweek.washingtonpost.com/postglobal/njoroge_wachai/2008/08/russias_dangerous_hypocrisy.html
      www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/12/AR2008081202480.html
      www.icj-cij.org/homepage/index.php?lang=en
      http://russiangeorgianwar.blogspot.com

      საინტერესო კლიპები:
      http://grani-tv.ru/entries/428/
      www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU&feature=related



ქართული საზოგადოების მიმართვა მსოფლიო საზოგადოებას

      ჩვენ უძველესი ევროპული კულტურის მქონე ახალგაზრდა, დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ომი! რუსეთის აგრესიამ საზღვარი არ იცის, დღეს უკვე იბომბება საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რუს სამხედროებთან ერთად ომი გამოგვიცხადა რუსულმა მედიამაც. ჩვენს ქვეყანაში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა. არ ვიცით, რა მოხდება ხვალ. ხვალინდელი დღე უნდა იყოს მშვიდობიანი, გამარჯვება მშვიდობისათვის!
      მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ ერთად! ჩვენ ერთიანი მსოფლიოს ნაწილი ვართ!
      შევაჩეროთ რუსეთი! ამ საუკუნეში თუ ჩვენ ვიქნებით პირველები, შემდეგი იქნებით თქვენ! არ განმეორდეს ისტორიული შეცდომები. როცა პასიურია ევროპა, რეაქციული ხდება რუსეთი.
      საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ცივილიზაციის გადარჩენაა!
      რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 1650-იანი წწ.
      რუსეთი ყირიმი - 1783 წ.
      რუსეთი - პოლონეთი - 1795 წ.
      რუსეთი - აღმ. საქართველო - 1801 წ. 12 სექტემბერი, 1802 წ. აპრილი
      რუსეთი - იმერეთი (დას. საქართველო) - 1810 წ.
      რუსეთი - გურია (დას. საქართველო) - 1828 წ.
      რუსეთი - სამეგრელო (დას. საქართველო) - 1856-57 წწ.
      რუსეთი - სვანეთი (დას. საქართველო) - 1857 წ.
      რუსეთი - აფხაზეთი - 1864 წ.
      რუსეთისაგან 1 მილიონი კავკასიელის გაწყვეტა - 1859-1880 წწ. (მუხაჯირობა)
      რუსეთი - იაპონია - 1904-1905 წწ.
      რუსეთი - პოლონეთი - 1920 წ.
      რუსეთი - აზერბაიჯანი - 1920 წ.
      რუსეთი - სომხეთი - 1920 წ.
      რუსეთი - პოლონეთი - 1939 წ.
      რუსეთი - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი - 1940 წ.
      რუსეთი (სსრკ) - ფინეთი - 1940 წ.
      რუსეთი (სსრკ) - უნგრეთი - 1956 წ.
      რუსეთი (სსრკ) - ჩეხოსლოვაკია - 1968 წ.
      რუსეთი (სსრკ) - ავღანეთი - 1979-1989 წწ.
      რუსეთი - საქართველო - 1919 წ. 1920 წ. (აპრილი-მაისი), 1921 წ. 1924 წ. 1991-93 წწ.
      რუსეთი - საქართველო - 2008 წ. აგვისტო .......................???????
      რუსეთი - ...................................... ?


მარეხ ტოგონიძე. ჰოლანდიის სათვისტომოს ხელმძღვანელი

      ქართველებო, დებო და ძმებო, თანამემამულენო, ჩვენს სამშობლოს ანგრევენ, ჩვენს თანამემამულეებს უმოწყალოდ ხოცავენ, მარტოდმარტო ვართ დარჩენილი მსოფლიო ჯალათის წინააღმდეგ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა რათა მსოფლიოს შევაგნებინოთ რომ დღეს საქართველოს დაჩაგვრა ხვალ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეუქმნის გარდაუვალ საფრთხეს. აუცილებელია ჩვენი პროტესტი იყოს ხალხმრავალი და ხმამაღალი. ამიტომ გთხოვთ განსაკუთრებული მზრუნველობით მოემზადეთ აქციისთვის.
      ამა წლის 11 აგვისტოს ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ. აქცია დაიწყება რუსეთის საელჩოს წინ 13 საათზე (სასურველია 13:50 შეკრება რომ აქცია დროულად დაიწყოს მედიის ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით) მისამართია: Russische ambassade, gevestigd op de Andries Bickerweg 2, 2517 JP Den Haag. მასიური მსვლელობით ჩამოვივლით ყველა საელჩოების წინ და გაგრძელდება გაეროს შტაბთან ვრედესპალაინზე. გთხოვთ ყველას, ყველას და კიდევ ყველას გააგებინოთ და შევეცადოთ მოვახერხოთ ხალხის მაქსიმალური მობილიზაცია, რადგან დღეს ვჭირდებით საქართველოს ყველაზე მეტად და დღეს სჭირდება საქართველოს თანადგომა ისე როგორც არასდროს.
      გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ. აქციის ეფექტურობისთვის წამოიღეთ საქართველოს სახელმწიფო დროშები და ტრანსპარანტები . სასურველია ტრანსპარანტებზე დაწერილი ტექსტები შეგვითანხმოთ.
      საყურადღებოდ მათთვის ვინც ვერ ახერხებს დროულად მოსვლას - დაგვიკავშირდით მობილურ ნომერზე 06 23 99 66 70, რომ მიგითითოთ იმ მომენტისთვის ჩვენი ადგილი.



მარეხ ტოგონიძე.

      გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია ახლობლებში და მოუწოდეთ ყველას შემოგვიერთდეს და მთელი ძალისხმევა ვიხმაროთ იმისათვის რომ ყველას გავაგებინოთ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, როგორ უმოწყალოდ ინგრევა ჩვენი სამშობლო და ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან.
      Could you please forward this petition to everyone you know http://www.petitiononline.com/557799/petition.html to support Georgia and please vote on CNN website (at the bottom) http://edition.cnn.com ლინკი ჩვენი ვებსაიტიდანაც აქტიურია ხელმოწერებისთვის www.geo-diaspora.nl



გამარჯობათ საყვარელო თანამემამულენო!

      გთხოვთ შეხვიდეთ ქვემოთ მითითებულ ვებ-გვერდზე ინტერნეტში და დააფიქსიროთ თქვენი ხმა ვებ-გვერდის ქვემოთ მარჯვნივ მითითებულ გამოკითხვაში ჩვენს ქვეყანაში გამართულ ომში დამნაშავეობის წვლილის შესახებ.
      მონაცემების მიხედვით ჯერჯერობით მხოლოდ დაახლოებით 35%-ს ჰგონია, რომ ამ ომში რუსეთია დამნაშავე, ხოლო 52% კი ჩვენს ქვეყანას - საქართველოს ასახელებს დამნაშავედ.
      გასათვალისწინებელია ქართველი და რუსი ერის რაოდენობრივი თანაფარდობა! მით უფრო უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა დაფიქსირდეს. ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ერთი კომპიუტერიდან რამდენჯერმეა შესაძლებელი ხმის დაფიქსირება, ასე რომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობაც!
      გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია თქვენს თანამეგობრებშიც!
       http://newsvote.bbc.co.uk/hi/russian/news/default.stm?dynamic_vote=ON#vote_voterosetia0708
      მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ გააგრძელოთ აქტიური მოძრაობა საქართველოს მხარდასაჭერ გამოსვლებში, მიტინგებში, მჯდომარე თუ მსვლელობით პროცესიებში! მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აქტუალური რეაქცია დასტურია იმისა, რომ ჩვენს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა თავდადებულ ბრძოლას ინფორმაციული ომის მოგების თვალსაზრისით უკვალოდ არ ჩაუვლია!
      მშვიდობას გისურვებთ ყველა თქვენთაგანს!
      საუკეთესო სურვილებით, მაკა ბაუერი.


Maka Bauer Dipl.-Germanistin Öffentlich bestellte und allgemein beeidigte
Dolmetscherin/Übersetzerin für die georgische Sprache
maka.bauer@gmx.de www.dolmetscher-georgisch.de
Tel.: 09521/958459; Fax: 09521/1258; Mob.: 0160/92223212 Industriestr. 23, 97437 Hassfurt
Büro in Nürnberg: Schultheissalle 36, 90478 Nürnberg
Büro in München: Thierschstr. 28, 80538 München



* * *





* * *

      მეგობრებო, ხუთშაბათს, 15 აგვისტოს, 14 საათზე, გერმანიის საკონსულოს წინ აღმაშენებლის გამზირზე იმართება აქცია გერმანიის მთავრობის რუსული პოლიტიკის და მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ვაპირებთ, საპროტესტო ნოტა გადავცეთ საკონსულოს წარმომადგენელს.
      ძალიან გთხოვთ, მობრძანდეთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, ვისაც აწუხებს საქართველოზე გავრცელებული ცინიკური და ყალბი ინფორმაცია და ვისაც უბრალოდ აწუხებს საქართველოს ბედი.
      გთხოვთ, ინფორმაცია გაავრცელოთ.
      პატივისცემით, ქეთი გურჩიანი.



ღია წერილი

      საქართველოს საზოგადოებას
      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოროს
      საქართველოს ბეჭვდით საინფორმაციო საშუალებებს
      არასამთავრობო ორგანიზაციებს

      დღეს 23 აპრილს, ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომო "სამშობლო" აპროტესტებს ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიიზით გადაცემულ პრო აფხაზურ-რუსულ რეპორტაჟს და მოითხოვს საქართველოს საელჩოს არაკვალიფიცირებული და არაკომპენტენტური მუშაობის შეჩერებას ჩეხეთის რესპუბლიკაში.
      გასული კვირის ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში გადაიცა (დღე 19. 4. 2008, დრო 17:57, autor: Pavla Šimka , droj: ČT24 ) ჟურნალისტ პაველ შიმეკის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის საკითხს და სადაც საქართველოს ხელისუფლების მოქმედება შეფასებული იქნა როგორც აგრესიის მცდელობა. და ეს ყველაფერი ხდება მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას, მეორე მხრივ რუსულმა პროპაგანდამ, საგარეო უწყებებმა, სოლიდური საინფორმაციო პაკეტი შექმნეს საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დღეს რუსეთთან ვაგებთ „საინფორმაციო ომს“.
      ამავე დროს, უნდა ავღნიშნოთ ის რომ ჩეხეთის მას-მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ობიექტურად აშუქებს კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ საქართველოში არსებული კონფლიქტების გაშუქებისას, ის უმთავრესად რუსულ წყაროს ეყრდნობა. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში კი, ამ დროს სრულიად უმოქმედო მდგომარეობაშია.
      ამის ნათელი მაგალითია ბაღაფშის ინტერვიუ, რომელიც გადაიცა 19 აპრილს აფხაზეთიდან, სადაც რეპორტაჟის ბოლოს საქართველოს მიერ აჭარის „დაპყრობის„ სიუჟეტი იქნა მოთავსებული, რითაც საქართველო როგორც ოკუპანტი სახელმწიფო ისე წარუდგინეს ჩეხეთის საზოგადოებას. რეპორტაჟი იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.ct24.cz/svet/12520-abchazie-a-jizni-osetie-se-pripravuji-na-ozbrojeny-stret-s-gruzinskou-armadou/
      მესამე წელია რაც ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო და ამ ხნის განმავლობაში, ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობას მხოლოდ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე არსებული საელჩოს მისამართი და იქვე მითითებული e-mail მოწმობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვით საელჩოს თანამშრომლებმა ამ e-mail –ზე გაგზავნილი წერილების მიღება არ იციან.
      ქართულმა სათვისტომომ ჩეხეთში საქართველოს საელჩოს არაერთხელ შესთავაზა საინტერესო პროექტების განხორციელება და დაფინანსება. ერთ–ერთი ასეთი პროექტი იყო „ინტერნეტი სამაჩაბლოში“ რაზეც სათვისტომოს დღემდე პასუხიც არ მიუღია.
      საქართველოს საელჩომ არ გამოიჩინა ინტერესი ქართული სათვისტომოს წარმომადგენლების ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტების გამოყენება, ამ დროს კი თვით საელჩო ასეთი კონტაქტების დეფიციტს განიცდის.
      საქართველოს საელჩოს უკვე მესამე წელიწადია ვთავაზობთ საქართველოს პრეზენტაციისა და ქართული კულტურის პროპაგანდის მიზნით ვებ–საიტის უსასყიდლოთ შექმნას, მაგრამ დღემდე, საელჩოს მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა.
      21 აპრილს, ტელეფონის საშუალებით შევატყობინეთ საელჩოს თანამშრომლებს ზემოდ ხსენებული რეპორტაჟის შესახებ და შევახსენეთ, რომ ამგავრი პრო-რუსული სატელევიზიო გადაცემის უკან დგას ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ძლიერი რუსული საინფორმაციო მანქანა. ასევე ვთხოვეთ დაუყონებლივ გაეკეთებინათ რეაგირება მომხდარი რეპორტაჟის თაობაზე. ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ საელჩომ არამც თუ არ იცოდა ამის შესახებ, არამედ, წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ როგორ მოეძიათ ამ სახის ინფორმაცია. საელჩოს თანამშრომელთა პასუხი ჟღერდა ამგვარად: "არ ვუყურებთ, არ ვკითხულობთ, ვერ ვიპოვეთ, აბა თქვენ თუ გამომიგზავნით".
      აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ საჯაროდ გაგვცეს პასუხი საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა:
      1. გაუგებარია თუ რისთვის იხარჯება, უკვე მესამე წელია, ათობით ათასი ევრო ძვირად ღირებული შენობის დასაქირავებლად, ავტომანქანებში, ძვირად ღირებულ მივლინებებში , როდესაც საელჩო ელემენტარულ მოვალეობებსაც ვერ ასრულებს და ერთგვარი ტურისტული მივლინების დასასვენებელი ადგილი გახდა.
      2. რატომ არ ჩატარდა არც ერთი სერიოზული ღონისძიება საქართველოს საელჩოს სახელით?
      3. რატომ არ ჰყავს საელჩოს ჩეხური ენის მცოდნე და ელექტრონული თუ სხვა სახის ინფორმაციის მოძიების მცოდნე სპეციალისტები.?
      4. მოვითხოვთ გადამოწმებულ იქნას ჩეხეთში საქართველოს საელჩოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და ზოგადად მდგომარეობის გამოსწორებას.
      თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება სურვილი იმისა რომ საელჩოს მომავალში ეფექტიური და საქმიანი მუშაობა წარმართოს, ჩვენ მზად ვართ უანგაროდ დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხთებთან დაკავშირებით.


პატივისცემით, სათვისტომოს თავმჯდომარე ჯიმი დაბრუნდაშვილი
საბჭოს წევრი გიორგი ალანია
ჩეხეთის ქართული სათვისტომო "სამშობლო"




* * *

      დიდი მადლობა გიორგი! ამ ყველაფერს სხვებსაც ვაჩვენებ, სპარს მეგობრებსაც, რომ ნახონ რუსების გარეულობა და სულელობა. პირუტყვნი ყოფილან ეს რუსები და არა ადამიანებიიიიიი........
      სეხნიავ, მჯერა მე რომ ამ ომში მაინც და მაინც საქართველოა გამარჯვებული, იმიტო რო აჩვენა რუსებს თავისი ჯავრი და რუსებმაც კარგად მიხვდეს ამას თავიანთ საქციელით, რომლითადაც ყოველი დღე ბომბავენ მთელი საქართველოს. ეს ნიშნავს ქართველების ჯავრს და რუსების საზიზღრობას და გარეულობას... რუსეთმა არ იცის რა ძნელი საქმეს შეუდგა ამ შუაში და რა შეცდომა დაუშვა საქართველოზე, ოდესღაც მიხვდება, როცა უკვე გვიანი იქნება და მოგებაც აღარ ექნება.
      მე მჯერა, ქართველების გამარჯვება! დღესავით ეტყობა რომ საქართველო არის გამარჯვებული, აჩვენა მთელი მსოფლიოს რუსები რა არაობა არიან, აჩვენეს მსოფლიოს ეს პატარა საქართველოს რამხელა სულიერი ძალა აქვს, რომ მაგხელა რუსეთს ეჩხუბება. იცოდეთ, ღმერთი ჩვენთანაა და არასდროს არ დაავიწყდება ჩვენი საქართველოოოოოოო!



The war in Georgia and the reactions of Iranians
dear fellow Georgians,

      I hope you are all fine now. The actions of big powers and some politicians again made civilian victims in the Caucasus. However it is sad to say, I think the conflict is not over yet. It is also obvious now that the West sold Georgia and the whole Caucasus to Russia.
      wish peace and prosperity for the Caucasian peoples, Georgians, ossetians, Abkhazians, Chechens, Ingush, all....
      I hope you are all safe and will be safe.
      This sounds interesting:
      The Paniranist party in Iran anounced its support for the peoples of the Caucasus and sees Russia as an agressor who has occupied South Ossetia and Chechnya. They had asked for mobilization of Iranians to help Georgians and Ossetians, as according to them Iranians have a moral duty to help the Caucasian peoples.
      They also (correctly) see the west and the USA as an instigator of the conflict.
      This while the official Iranian TV's statement is: that they are sad about the conflict but they speak of Western instigation of conflict without calling the names of politicans and without much harsh words to Russia. They just say tskhinvali, Gori, Tbilisi got bombed. They do not say who. They say the politicians who started the war with the hope of Nato military involvement, but do not say who.... Just a careful politics.
      But having spoken to many Iranian people, they are angry at Russia more than anyone else and feel connection to the Caucasians.

Beka



გაუმარჯოს საქართველოს!

      ძმაო გიორგი! ძალიან ვწუხვარ ამ ცუდ რუსების საქციელის გამო და დასაწყისიდან სულ ვნერვიულობ და ვიტანჯები. რა თქმა უნდა სადაც ვხდები ნათესავებს და ახლობლებს საქართველოს გამო მელაპარაკებიან და ძალიან გაბრაზებულები არიან... ის რომ ჩვენც აქედან ვართ თქვენი გვერდით მთელი სულით და გულით, დღეს კიდევ რამდენიმე კაცს დავხვდი, რომელებმაც მითხრეს, მზად ვართ საქართველოში ყოფნისას მაინც თუ იარაღის დაჭერა არ შეგვიძლიაოო, მათი გვერდით ვიყნეთო, რომ არ იგრძნონ მარტოობაო, ის რომ იცოდნენ ფერეიდნელი ქართველებიც მათთან არიან ამ სიტუაციაში.
      გიორგი, ძალიან არაჩვეულებრივია ეს ამბავი იმიტო რო ქართველმა ხალხმა აჩვენა რუსეთს რომ მათი არაფერი არ ეშინია და ის დრო დამთავრებულია უკვე როცა თბილისს იკავებდნენ წითლები და ხოცავდნენ ხალხს, დღეს საქართველო ერთიანად შეკრებილი და თავისი ჯარით შვილები და მაგრად უდგას ბოლომდე რუსებს, ან სიკვდილი ან სრულად საქართველო, ეს ქართველის ხასიათია რომ მამულის გარეშე არ აინტერესებს სიცოცხლე, ანუ სიცოცხლე უნდა თავისი ერთიანი მამულთან და სამწუხაროდ ეს არ იცის მტერმა, რომ ალბათ ოდესღაც მიხვდება ძალიან მალე.
      გიორგი, შენ გამაგებინე თუ რა შეიძლება ჩამოსვლა თქვენთან, ოღონდ არა სტუმრად არამედ ის რომ მაინც თქვენთან გვერდით ვიყვნეთ, აუცილებლად გამირკვიე ეს ამბავი (სამინისტროდან) რომ თუ წამოვიდე საზღვარზე ხომ არ იქნება პრობლემა ის რომ თითქმის არ შემიშვებენ მეთქი და გთხოვ, გეხვეწები, გამირკვიო ეს ამბავი.
      გიორგი, მე მჯერა ჩვენი გამარჯვება და მტრის დამარცხება, ფაქტიურად მტერმა უნდა დაცალოს დაპყრობილ თავისუფალ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
      გაუმარჯოს საქართველოს სოხუმიდან ცხინვალამდე!!!!!!!!
      ”ისევაც დაიბადებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისინი არ ამოსწყდებიან, არ შეჭამონ ჯავრი მტრისანი”

ფერეიდნელი ქართველი.



ბუბა კუდავას! თუ შეგიძლია, იქნებ ეს ინფორმაციაც გაავრცელო?
წინასწარ დიდი მადლობა! თამუნა.

      1. მიდიხართ მიცკევიჩის 29ა-ში, მიცკევიჩის ბოლოშია, საირმის ასახვევთან, მეორე სართულზე.
      2. მერიაში დარეკვას აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, მე პირდაპირ მიცკევიჩზე დამამისამართეს.
      3. დევნილებს ჭირდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, საჭმელი, ტანისამოსი, ჰიგიენის საშუალებები, პირველადი მოხმარების საგნები.
      4. ჩამოგიწერთ მიახლოებით სიას რისი მიტანა შეგიძლიათ:
      ტანისამოსი: რაც გაქვთ და არ გენანებათ ყველაფერი და ყველანაირი, მთლად ზამთრის ქურთუკები მე მგონი ჯერ არ ჭირდებათ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი. ქალების, კაცების და რაც მთავარია ბავშვების, ძალიან ბევრი ბავშვიაო, ყველა ასაკის, მათ შორის თოთო ბავშვები.
      თეთრეული: ძალიან ჭირდებათ. თეთრეული, პირსახოცები, პლედები, საბნები, თუ გაქვთ და შეგიძლიათ ლეიბები.
      ჰიგიენის და პირველადი მოხმარების საგნები: საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი.
      პროდუქტი: შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, მანის ქაში, კონსერვები ყველანაირი, ტუშონკები, ძეხვეული, მოკლედ ყველაფერი ისეთი რაც შეიძლება მალფუჭებადი არ იყოს და ოჯახებს დაუნაწილონ. პურის მიტანაზე გვითხრეს რომ თუ უნდა იყიდოთ არ გინდათო, ჯობია სხვა რაღაცეები იყიდოთ, პურით ქარხნები მოგვამარაგებენო. ასევე გვთხოვეს მიგვეტანა წყალი.
      ბავშვებისთვის: დევნილებში არის ძალიან ბევრი ბავშვი, მათ შორის თოთო ბავშვები და რამოდენიმე თვის ჩვილები. შესაბამისად შეგიძლიათ მიიტანოთ მათთვის რძის ფხვნილი, პატარა ბავშვების ფაფები, ლაპარაკია ჩვილი ბავშვებისთვის, 4-6 თვის და ა.შ. პამპერსები და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები.



* * *

      თბილისის 23-ე სკოლაში განთავსებული არიან გორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა, დაახლოებით 200 ადამიანი, გთხოვთ გამოიჩინოთ გულმოწყალება და რითიც შეგიძლიათ დაეხმაროთ უმწეო ადამიანებს.
      თბილისი, 23-ე სკოლა (თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ფილიალის უკან მხარეს).
      გთხოვთ გაავრცელოთ!



* * *

      2008 წლის 14 აგვისტო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის 29ა, 12 საათი და 20 წუთი.
      გუშინ საღამოს ჩემი მეუღლის მიერ გადარჩეული და ჩანთაში ჩაწყობილი ბავშვების გამონაცვალი, მაგრამ სუფთა და დაუთავებული ტანსაცმელი მივიტანე... შენობაში აღარ შევსულვარ, რადგან ლტოლვილები ქუჩაშიც ბევრნი იყვნენ... ერთი ახალგაზრდა ქალბატონი შევამჩნიე, ორ პატარა ბიჭთან ერთად იდგა...
      – ქალბატონო, სადმე ოფიციალურად უნდა ჩავაბარო, თუ... კითხვა ვეღარ დავამთავრე...
      – რა გაქვთ ბატონო მოტანილი? – ჩურჩულით მკითხა და თავი დახარა...
      – ჩემი შვილების ტანსაცმელია, რადგან ბავშვებთან ერთად დგახართ, თქვენთან მაგიტომ მოვედი...
      – მე და ჩემს ბიჭებს რაც დაგვჭირდება, მხოლოდ იმას ავიღებ... თავის მართლებით ჩაილაპარაკა დედამ...
      – ბიძია ამ ადიალასაც გვაჩუქებ? მკითხა ერთ-ერთმა ბიჭუნამ და ხელი წაატანა წითელ და ლურჯ კვადრატებიან საწოლის გადასაფარებელს... (გამახსენდა, რამდენჯერ ტკბილად ჩაუძინია ჩემს ვაჟს ამ გადასაფარებლის ქვეშ, გოგონა კი იქამდე არ იძინებდა, სანამ კარგად არ ”აღრუჭუნებდა” გადასაფარებლის ბოლოებს...)
      ვიგრძენი რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი და პირი ვიბრუნე...
      სანამ ცენტრალურ ქუჩამდე გამოვიდოდი, ბევრი ჩვეულებრივი ქართველი მხვდებოდა ჩანთებით ხელში, რომლებიც მიცკევიჩის 29 ნომერს კითხულობდნენ...



მეგობრებო, კოლეგებო, თანამემამულეებო

      გვჭირდება პერსონალური ისტორიები, ფოტოები, ვიდეოები, წერილები, სმს-ები და ნებისმიერი მასალა, რომელიც ასახავს რუსეთის აგრესიას ამ დღეების განმავლობაში და მის შედეგებს საქართველოში. ასევე თუ გაქვთ რაიმე სახის კარიკატურა, პლაკატი ან სხვა. ამ მასალის გავრცელება მოხდება ორგანიზებულად მსოფლიოს მრავალ საიტზე.
      ტექსტი სასურველია იყოს ინგლისურად - იქნება ეს წერილი, ისტორია თუ ფოტოს წარწერა, მაგრამ თუ არ გექნებათ ინგლისური ვერსია - ჩვენ თვითონ ვთარგმნით. მასალა გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე - georgiawar@gmail.com
      გიორგი გახელაძე. საზოგადოებრივი მეცნიერებათა ექსპერტი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. დიმიტრი უზნაძის ქუჩა 52; 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 99532 957988 ელ. ფოსტა: sjanashia@ganatleba.org



* * *

      გიორგი, რაც ხდება საქართველოში, ყველაფერი ცნობილია! შენ აზრზეც არა ხარ რა ამბავია აქ... მე მგონი მთელმა ბრაზილიამ გაიცნო საქართველო! ძალიან ბევრმა საერთოდ არც კი იცოდა ასეთი ქვეყანა თუ არსებობდა! ახლა ყველა გაზეთი ამას ლაპარაკობს და არა მარტო გაზეთები, ტელევიზიაც... ჩემთან სახლში ყოველ დღე გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან რეკავენ, მოსვლა უნდათ და ინტერვიუების აღება, როგორც საქართველოდან ჩამოსული, აქ რომ ვცხოვრობთ, კარგად რომ მოვეწყვეთ და დღე და ღამ რომ არ გვძინავს საქართველოს თავს დამტყდარი ამ რუსული აგრესიის გამო ... ორ დღეში სამი ცენტრალური ტელევიზია გავისტუმრე.
      გიორგი, ნახე საიტი www.mundorecord.com.br აქ არის ჩვენი ერთ-ერთი ინტერვიუ 13 რიცხვის ინფორმაციებში. სულ ღმერთს ვევედრები, რომ გადაგვარჩინოს და უშველოს ჩვენს ქვეყანას. ნათელა თანდაშვილი. ბრაზილია.
      



პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისათვის.
ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი:

      ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მოიწვდომელო ძლიერებაო, მამაო უოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელთა შენსა. სამებაო წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!
      ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღვთისმშობლისა, ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმინდისა მოციქულთა სწორისა ნინოსითა, წმიდისა ნიკოლოზ დიდი სასწაულმოქმედისა, წმიდისა ძლევამოსილისა გიორგისა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა დიდთა მოწამეთა, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილისა მამათა და ყოველთა ზეციურ ძალთა თანა. ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, ეყავ მფარველ ერსა ჩვენსა, ეკლესია-მონასტრებს ჩვენსას, დაიფარე და დაიცავ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი შინაური და გარე მტრებისაგან, ცეცხლისა და მახვილისაგან, სიკვდილისაგან, შიმშილისაგან, სტიქიური უბედურებისაგან, მოწამლულ ჰაერისაგან, წყლისგან, ეპიდემიით ავადმყოფობისაგან, ცოდვებში დაცემისაგან, ანტიქრისტესაგან და ყოვლისა ბოროტისაგან გვიფარვიდე და გვიცავდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!



გიორგი, გაავრცელეთ იქნებ დახმარების სურვილი ჰქონდეთ კომპანიებს Support the Victims

      Dear colleagues,
      As you all know, due to the current situation in Georgia one of the primary issues is providing aid to more than 30,000 (and their number is growing) internally displaces persons. Bank of Georgia was first to come up with the initiative to establish a fund to support these people and made an initial contribution of GEL 1 million. The bank has created a special monitoring group which will oversee and coordinate the spending of the finances from the fund.
      Numerous companies in Georgia and abroad, as well as individuals have already made donations to the fund. It is also noteworthy, that several organizations in Georgia have followed our initiative and have set up similar funds.
      Herewith we ask you too to make any contribution you can to the fund. Provided below is the account information:

      For transfers in US$
      Beneficiary Bank
      Citibank N.A., New York, US
      Swift: CITIUS33
      Beneficiary
      Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
      3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
      Corr. Account: 36204072
      Details of Payment
      Account: 45118404300400000030
      For the Fund to Support the Victims of South Ossetia

      For transfers in EUR
      Beneficiary Bank
      Commerzbank, Frankfurt, Germany
      Swift: COBADEFF
      Beneficiary
      Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
      3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
      Corr. Account: 400 88 81 054 01EUR
      Details of Payment
      Account: 45119784300400000005
      For the Fund to Support the Victims of South Ossetia
        For transfers in GBP
      Beneficiary Bank
      JP Morgan Chase Bank, London, UK
      SWIFT: CHASGB2L
      Beneficiary
      Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
      3 Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
      Details of Payment
      Account: 45118264300400000006
      For the Fund to Support the Victims of South Ossetia

      Thank you in advance for your support!
      Giorgi Cherkezishvili
      Senior Relationship Banker
      Corporate & Investment Banking
      JSC Bank of Georgia
      Tel: (+995 32) 444 344
      Fax: (+995 32) 444 278
      Cell: (+995 99) 178221
      3 Pushkin Str.
      Tbilisi 0105, Georgia
      Email: gcherkezishvili@bog.ge
      www.bog.ge


ეს ომი შექმნის ეპოქას ახალს

      ეს ომი შექმნის ეპოქას ახალს, ეს სისხლი ვარდად გადაიშლება.
      მიწა კვლავ ნახავს სხვა დროს და სხვა ხალხს და მზე ზეცაზე არ წაიშლება.
      ომიც ჩადგება, ვით ქარიშხალი, მოვლენ დღეები მშვიდი და მყუდრო,
      მკერდს დააჩნდება ბრძოლის ნიშანი და სიყვარული ილაღებს უფრო...
      ეს ომი მრავალ გმირობას ბადებს... მიტომ იბრძვიან გოლიათები,
      რომ ხალხსა და ცას, მიწას და ბაღებს ადგეთ სიმშვიდე, როგორც ნათელი!

1943 წ. დავით პატატიშვილი.