ფერეიდნელი ქართველების მიმართვა – ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...


            ბატონო გიორგი, ეს წერილი რამდენიმე ფერეიდნელმა დაწერეს სპარსული ენაზე და ახლა ამის გადათარგმნულს გიგზავნით, თუ ცალკე ქვეთავს გაუკეთებ და დაამატებ საიტს – კარგი იქნება!

      რუსეთმა უკვე მერამდენედ, ვერაგულად დაიპყრო საქართველო!
      ძველის-ძველიდან, რუსეთი ყოველთვის საქართველოს მტერი ყოფილა, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი კაცი მუდამ იცავს თავის ენას და მამულს მტრის წინაშე, რომელსაც სურს საქართველოს განადგურება.
      1990-იანი წლებიდან მოკიდებული, (200-წლიან წინა ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთი ყველანაირად ეცადა საქართველო დაეჩოქებინა და მისი სახელი აღეგავა დედამიწის ზურგიდან. ერთ-ერთი ამ ვერაგული საქმეებიდან, რაც რუსეთმა გაუკეთა ქართველებს, იყო გაზის შეწყვეტა ცივ ზამთარში. საქართველომ ადვილად გადაიტანა ეს დიდი პრობლემა თავისი ხალხის მოთმენით და მხნეობით (ფეხებზეც კი არ დაიკიდა რუსეთის ეს სულელური ნაბიჯი), ეს იყო ქართველი ხალხის გმირობა და ვაჟკაცობა, რაც რუსეთს უფრო და უფრო ახელებდა.
      მრავალი წელია, რუსეთი ქართველთა მოთმინებას ცდის აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტთა მხრიდან პროვოკაციების სახითაც. რუსეთის ეს მუხანათური საქციელი, რაც ამ ბოლოს გაბედა, ის არის, რომ შეაშინოს ქართველები, იქნებ შეძლოს საქართველოს დაშლა და გაუბედურება!.. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერაფერი შეძლო უფლის წყალობით და ქართველთა დიდი გამძლეობის და მხნეობის ძალით. თან მთელმა მსოფლიომ ხმა აიმაღლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და პატარა საქართველოს დაუჭირა მხარი. ამხელა მსოფლიოში ორი ქვეყანა არ მოიძებნა, რუსეთის მხარე რომ დაიჭიროს!
      რუსეთის გაუწონასწორებელმა ნაბიჯმა ძალიან გვატკინა გული ყველას და მგონი ამჟამად არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არ სძულდეს პუტინი და მედვედევი!
      6 მილიონიანმა ქვეყანამ იბრძოლა ზღვარდაუდებელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ეს ძალიან სირცხვილია რუსეთისათვის. მაინც და მაინც ქართველებს არგუნა ბედმა ამ მძვინვარე მხეცთან ომი. ჩვენ ვნახეთ, ქართულმა ჯარმა რა ვაჟკაცურად, როგორი შეუპოვრობით იბრძოლა, ჩვენ ვნახეთ გმირების უშიშარობა, ჩვენ ვნახეთ, ქართველმა ჯარისკაცებმა როგორ შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს და არ შეეშინდათ მტრისგან!
      ირანის ქართველები (ფერეიდნელი ქართველები) სამძიმარს უცხადებენ გმირულად დაღუპულ მეომართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებმაც შვილები და ახლობლები შესწირეს მამულს. ძალიან ვწუხვართ და გული გვიტირის დაღუპულების გამო, მაგრამ როგორ შეიძლება არ გვიხაროდეს ამ წმინდა მიწაზე და ისტორიაში კვლავ განმეორდა ქართველთა გმირული თავდადების მაგალითები სამშობლოსათვის, მამულისათვის, ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...
      ფერეიდნელი ქართველები ვგმობთ რუსეთის აგრესიას ერთ პატარა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე, ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს საქართველოს მთლიან საზღვრებს, შეასრულოს პირობა და სასწრაფოდ გაიყვანოს თავის ჯარი ქართული მიწებიდან, არ დაარღვიოს საერთაშორისო კანონები.


The Georgian Times, 21-28 აგვისტო, ხუთშაბათი, N034 (501)
ნინო ცხოიძე. 893 616511





* * *

      რა კარგია რომ ასე აღელვებთ ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს ბედი, გაახაროთ ღმერთმა, ამდენი წელია არ ივიწყებენ სამშობლოს და იმას თუ საიდან არიან! ბატონო გუგუა, თქვენც დიდი მადლობა ამ ინფორმაციებს რომ გვაწვდით და ასე მხარში უდგეხართ იმ ხალხს, ვისაც ენატრება სამშობლო... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს... მე უკვე ათი წელია წამოსული ვარ და ზოგჯერ ისე მინდოდა ხოლმე საქართველოში მცხოვრებლებს გაეგოთ ჩემი ტკივილი... თუ როგორი ძნელია სამშობლოდან სიშორე მაგრამ ეს ყველას არ ესმოდა... და კარგია რომ თქვენ სხვისი ტკივილი გესმით! უფალი დაგიფასებთ ამას და ის ხალხიც, ვისზეც ამდენს წერთ! ინგა. ისრაელი.


”მიწანიმც დაილოცებიან...”

      ”მიწანიმც დაილოცებიან, შიშველნი დაგიმალნა ხორცნი” – ეს ქართული დატირება, ჩვენდა საუბედუროდ, ალბათ, ზუსტად გადმოსცემს მამულისთვის მკერდგანგმირული ვაჟკაცების სამარის გარეშე ყოფნის სევდას... და ეს მაშინ, როცა ცხინვალიდან ტყვეები ჯერ კიდევ ვერ დაგვიხსნია და იქ, ბრძოლის ველზე დაცემული ზოგიერთი მეომრის ქართულ მიწაში დაფლვა ვერ შევძელით... ბევრი გმირი დავკარგეთ ასე უკვალოდ, უძეგლოდ, უსაფლავოდ... ნაომარ, დანაღმულ და დაბოღმილ ქვეყანაში კი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ "უაზრო მსხვერპლზე" და ზოგადად, ამ ომის აზრიანობა-უაზრობაზე...


რისი უფლება აქვთ შვილმკვდარ დედებს?

      ”ოდესმე ზამთარს თუ გადავურჩით”, ქვეყნის ხელისუფლებას რუსული ჩექმასავით მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ნიურნბერგის პროცესის გამართვას და ნაფიც მსაჯულობას ოპოზიცია გეგმავს. როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების პასუხი, ის ვერასოდეს იქნება შვება შვილებნაწამები, განადგურებული დედებისთვის.. მათთვის, ვინც შვილი ვერც ცოცხალი ნახა და ვერც მიცვალებული დაიტირა. რეალობა ყველასთვის ერთია, ჩვენთვისაც და ოპოზიციისთვისაც, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ოპოზიციის ვერდიქტის შინაარსი და ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციის და ხალხის წინაშე თავის მართლებას შეეცდება.


      ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ფავორიტი და მისგან კომპლიმენტებით არაერთხელ შემკობილი ნინო ბურჯანაძე სააგენტო ”როიტერს”, ორშაბათს, იმ ბრალდებებზე ესაუბრა, რასაც მოგვიანებით ხელისუფლების მისამართით, მკაცრად გააჟღერებს: ”ერთიანობა ომის დროს მთავარია, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს, უპასუხოს კითხვებს თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ქართველი დედები ძალიან მამაცები არიან და მზად აღმოჩნდნენ, შვილები ომში გაეგზავნათ, მაგრამ მათ ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა დედებს, აქვთ უფლება იცოდნენ, რისთვის აკეთებენ ამას. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ადვილი არ იქნება დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა. შეუძლებელი იყო წარმოდგენა იმისა რომ ასე უცებ ამდენი მსხვერპლი და ლტოლვილი გვეყოლებოდა. ხალხის ერთიანობა გასაგებია, აუცილებელია, მაგრამ ერთიანობა ერთია და ზეიმი მეორეა. ჩვენ საზეიმო არაფერი გვაქვს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილის მომხრეების მისამართით, რომლებიც პატრიოტულ მიტინგებზე დროშებს აფრიალებდნენ. ანალოგიური მოსაზრებები გაისმა დავით გამყრელიძისა და სხვა ოპოზიციური ლიდერების მხრიდან.
      ოპოზიცია ომის დამთავრებისთანავე კითხვების დასასმელად ემზადება. ნინო ბურჯანაძე კი საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს და ”როიტერს” უმხელს: ”მე ღრმად მწამს რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც ქვეყანაში ძალიან აქტიური როლი უნდა ვითამაშო”. რა როლს გულისხმობდა ”რკინის ქალბატონი”, რომელსაც პრეზიდენტობის არცთუ მწირი გამოცდილება უკვე აქვს? სააგენტოს წერილში ნათქვამია რომ გამორიცხული არ არის, ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის სერიოზულ კონკურენტად მოგვევლინოს. ამაზე მსჯელობა ჯერ ალბათ, ნაადრევია და სანამ ამასაც მოვესწრებით, ცოტა რამ ამერიკული პრესის პასკვილების შესახებ...


მაკ კეინის ფიქრები... და საქართველო

      რესპუბლიკელმა ჯონ მაკ კეინმა უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის მისამართით, ვიდრე დემოკრატმა ბარაკ ობამამ. ეს ერთ-ერთი იმ თავისებურებათაგანია, რითაც ”ვაშინგტონ პოსტი” ამერიკის პრეზიდენტობის ამ ორ კანდიდატს ერთმანეთისგან განასხვავებს. საერთო კიდევ ის აქვთო რომ ორივე პრეზიდენტ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრაო. ობამასგან განსხვავებით მაკკეინს მეგობარ მიშასთვის უთქვამს ”დღეს ყველანი ქართველები ვართო”. გაზეთი ხაზს უსვამს, მაკკეინი სააკაშვილს ”ნიკნეიმით”, ”მიშათი” მიმართავსო. ამის შემდეგ გაზეთი აგრძელებს მსჯელობას ამ უკანასკნელი კანდიდატის და მისი აპარატის ურთიერთობის შესახებ საქართველოსთან. მაკკეინს შიდა პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი ჰყავდა რენდი შეინემანი, რომელიც ადრე ვაშინგტონში ლობისტურ ფირმაში, მაიკ მიტჩელთან მუშაობდა. გაზეთის მიხედვით, ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში შეინემანი და მიტჩელი საქართველოს მთავრობისგან ასეულობით ათასობით დოლარს იღებდნენ რათა მაკკეინზე და მის აპარატზე გავლენა მოეხდინათ. `თანხის გადახდა ეთიკური ხასიათის კითხვებს ბადებს შეინემანის და მიტჩელის კერძო ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ისინი რჩევებს აძლევენ რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატს და ეს უკანასკნელი რუსეთის აგრესიის საკითხს საქართველოს მიმართ თავის კამპანიისთვის იყენებს, – წერს ”ვაშინგტონ პოსტი”.
      გაზეთი იუწყება რომ მიმდინარე წლის მარტში, მაკკეინის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეინემანმა ფორმალურად შეწყვიტა ფირმაში მუშაობა, ხოლო მისმა პარტნიორმა, მაიკ მიტჩელმა 17 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას 200 000 აშშ დოლარის გადაცემაზე. 2004-2007 წლებში შეინემანმა და მიტჩელმა საქართველოსგან მიიღეს 800 000 აშშ დოლარზე მეტი ლობისტური საქმიანობისთვის. იმავე 17 აპრილს სენატორი მაკკეინი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს. სენატორის წარმომადგენელმა, ბრაიან როჯერსმა განმარტა რომ ეს საუბარი შედგა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს თხოვნით. ”შეინემანის, როგორც ლობისტის მუშაობა სერიოზულ კითხვებს ბადებს იმაზე, თუ რატომ აირჩია მაკკეინმა მრჩევლად ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ფირმის მეშვეობით იღებს ფულს იმისათვის, რომ დაიცვას სხვა სახელმწიფოს ინტერესები, – თქვა ”ვაშინგტონ პოსტთან” საუბრისას ნიუ იორკის პროფესორმა სტივენ ჯილერსმა, – ღებულობს კი მაკკეინი მიუკერძოებელ რჩევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ამ ორ სახელმწიფოს ეხება?”. მოგვიანებით მაკკეინმა განაცხადა რომ საქართველოში აგზავნის დელეგაციას ორი სენატორის, ჯოზეფ ლიბერმანის და ლინდსი გრემის შემადგენლობით, რომლებიც მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში დაეხმარებიან.
      ამავე გვარებს ასახელებს გაზეთ ”ქრისჩენ საიენს მონიტორის” კორესპონდენტი, ლინდა ფელდმანი თავის სტატიაში სათაურით ”საქართველოს კრიზისი მაკკეინს ეხმარება”. ავტორი ამბობს რომ მაკკეინის მკვეთრი განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს კრიზისი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ”ზედგამოჭრილიც” კია. ”კონფლიქტის დროს მაკკეინმა წარმოთქვა დაუვიწყარი და შთამბეჭდავი გზავნილი ”დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ!” მოგვიანებით მან ”უოლ სთრით ჯორნალთან” საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა რომ ორჯერ იმოგზაურა სამხრეთ ოსეთში და ამით შეეცადა ამერიკელი ამომრჩეველი დაერწმუნებინა რომ ის უკეთ შეძლებს მსგავს კრიზისებს თავი გაართვას მომავალში, ვიდრე ბარაკ ობამა... თუმცა მაკკეინის საარჩევნო ცენტრი შესაძლოა ამომრჩევლებზე გავლენის სტრატეგიას სწორად ვერ საზღვრავს, რადგან მისი განცხადება ”ჩვენ ყველანი ქართველები ვართ!” ამერიკელთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ პოლიტიზირებულნი არიან ამერიკის საგარეო სამხედრო კონფლიქტების გამო, საშიშიც კია” – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ ენრიკსონი.
      არავინ იცის, რუსეთ-საქართველოს ომი ნებსით თუ უნებლიედ, ვის არგუნებს ამერიკის ან საქართველოს საჭეთმპყრობლობას. ამას მომავალი გვიჩვენებს. ”ოცნებას კაცი არ მოუკლავსო”, ეს ანდაზა კი ტყუილი ყოფილა. ჩვენ გმირებიც დავკარგეთ და მათი ოცნებებიც დასამარდა... მსოფლიოს ცნობილ ფიგურებს კი ამ ომმა ოცნება კი არა დასვენება არ აცალა. პირველი ცეცხლის გახსნის დროს კონდოლიზა რაისს და ანგელა მერკელს მხიარული არდადეგები ჰქონდათ, ჯორჯ ბუში კი პეკინში, ოლიმპიური თამაშების მზერით ტკბებოდა...

ლევან ცალუღელაშვილი. ”ვერსია”. 15-17 აგვისტო. N95


* * *

      ვაშინგტონში საქართველო-რუსეთის კრიზისის გაანალიზება უკვე დაიწყეს. ამერიკული პრესა ცდილობს ახსნა მოუძებნოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებებს და კონფლიქტის ესკალაციას. რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა შეერთებული შტატები ქართული ჯარების მობილიზებაში, ასევე იმაში რომ ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან გამოიწვიეს, როდესაც ქართულ და რუსულ სამხედრო ძალებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. თუმცა ”ნიუ იორკ თაიმსის” ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები ”სამხრეთ ოსეთში” ვაშინგტონისთვის სავსებით მოულოდნელი იყო.


რა მოხდა 9 ივლისს საღამოს ვახშამზე?

      ”ნიუ იორკ თაიმსის” მიხედვით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოსნები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლიდან არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, თუმცა ქართველმა ლიდერმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, დენიელ ფრიდი და სხვა თანაშემწეები ამბობენ, რომ 9 ივლისს, თბილისში, კერძო ვახშმის დროს კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა სააკაშვილი, არ ჩართულიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებდა. ”მან(კონდოლიზა რაისმა) გარკვევით უთხრა მას(მიხეილ სააკაშვილს) მიეცა დაპირება, რომ ძალებს არ გამოიყენებდა” – განუცხადა გაზეთს ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც რაისს თბილისში ახლდა. თუმცა, საჯარო გამოსვლებში რაისმა განსხვავებულ ნოტაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია იქონიოს ამერიკის მხარდაჭერის იმედი რუსეთის ზეწოლის და აგრესიის დროს.
      ”ნიუ იორკ თაიმსი” ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციის იმ ნაბიჯებსაც ასახელებს, რომლებმაც ოფიციალურ თბილისს თეთრი სახლის პოზიციის მიმართ არასწორი პოზიცია შეუქმნა. ესენია: საქართველოში ამერიკელი მრჩევლების გამოგზავნა, ივლისში ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება, რომლებშიც ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა, ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოების იძულება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად; ხმამაღალი განცხადებები იმის თაობაზე რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ”ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის და თეთრი სახლის ჩინოსნებთან ინტერვიუები მოწმობენ, რომ ბუშის ადმინისტრაცია არ აპირებდა მხარი დაეჭირა საქართველოსთვის რუსეთთან ომში”, – წერს ”ნიუ იორკ თაიმსი”.
      ”ქართველებმა გადაწყვიტეს რომ უკეთესია ითხოვონ პატიება მოგვიანებით და არ ითხოვონ ნებართვა დასაწყისში, – განუცხადა გაზეთს ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა – ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს. მათ (ქართველებმა) იცოდნენ რომ ჩვენ თავიდანვე ”არას” ვეტყოდით.


7 აგვისტოს გვიანი ღამის სატელეფონო ზარი

      ვაშინგტონში თითქმის ყველა ერთხმად იზიარებს იმ აზრს რომ 7 აგვისტოს ღამით ”სამხრეთ ოსეთში” სიტუაცია უმართავი გახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა დაურეკა დენიელ ფრიდს და უთხრა რომ საქართველოს თავს დაესხნენ და ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ხალხი. ”ჩვენ მათ ვუთხარით რომ უნდა გაეგრძელებინათ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – განუცხადა გაზეთს ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, – ჩვენ მათ ვუთხარით: ”ნუ ჩაიდენთ სისულელეს, ნუ წამოეგებით რუსეთის პროვოკაციებზე, ნუ იზამთ ამას.” ამის შემდეგ ქართველი სამხედროები, რომლებიც ამერიკელ ინსტრუქტორებთან მომზადებას გადიოდნენ, ვარჯიშზე აღარ გამოცხადდნენ და ამით ნათელი გახდა რომ მათ მიიღეს ბრძანება ”სამხრეთ ოსეთში” სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ – წერს გაზეთი. ”ეს იყო ჩვენთვის სიურპრიზი, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი, – ჩვენ უბრალოდ, სკამიდან გადმოვვარდით, როცა ეს გავიგეთ.” ”რამდენიმე საათის შემდეგ, 8 აგვისტოს, პარასკევს დილით ქართულმა ჯარმა შეტევა განახორციელა, რუსეთმა კი ამ შეტევას გაათმაგებული ძალით უპასუხა. კონდოლიზა რაისმა დაურეკა სააკაშვილს მაშინ, როდესაც ქართული არმია სამხრეთ ოსეთში შევიდა – წერს ”ნიუ იორკ თაიმსი”.
      ასეთივე სულისკვეთებით აფასებს მოვლენებს გასული კვირის ”ვაშინგტონ პოსტი”: ”დასავლეთ ევროპის ლიდერების საჯარო გამოსვლების მიუხედავად, სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერის შესახებ, ზოგიერთი დიპლომატი კერძო საუბრებში აცხადებს რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუსვა სერიოზული და შესაძლოა, დანაშაულებრივი შეცდომა, როდესაც ცხინვალში სროლები დაიწყო და რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა”. ”ნიუ იორკ თაიმსს” მოჰყავს მიხეილ სააკაშვილის პასუხი, როდესაც მან ვაშინგტონის ”ბრალდება” უარყო: ”მე ვერ დავეთანხმები ამ ცინიკურ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს. ჩვენი არმია ყოველთვის იქ იყო. ისინი ჩვენს ხალხს ხოცავდნენ. ჩვენ როგორ დავესხმებით თავს რუსეთს? ეს ხომ უბრალოდ, სასაცილოა”.
      მოხმობილი ციტატებიდან თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, ამერიკული პრესა თეთრი სახლის ჩინოვნიკების არასაჯარო პოზიციას ახმოვანებს. ”ვერსია” ქართველი ექსპერტების შეფასებებით დაინტერესდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ქართველი ექსპერტების ნაწილს სიტუაციის ანალიზი რატომღაც უჭირს ან გარკვეული მოსაზრებით თავს არიდებს.

ლევან ცალუღელაშვილი. ”ვერსია”. 20-21 აგვისტო. N97




WAR TOUCHES A NEW WISCONSINITE
By AL SMITH
Posted: Aug. 11, 2008

Some dreams are hard to kill, even when run over by invading tanks.
Advertisement

      As a youth, Gizo Ujarmeli of then-Soviet Georgia was drafted into the dreaded Interior Ministry. Posted as a border guard on the frozen steppe, he listened to Voice of America, taught himself English and dreamed of a day when he could live in freedom.
      Soon after the collapse of Communism and the disintegration of the Soviet Union, the Republic of Georgia declared independence, and Ujarmeli was on his way. In 2000, newly married, he and his wife Elena settled in Wausau. Gizo_ujarmeli

      Central Wisconsin welcomed them and, in turn, they fell in love with the community. Ujarmeli became a citizen, learned the real estate business and began a successful career.
      His family was recently blessed by the birth of a child, their first. His mother, who was still living in Georgia, came over last month to spend time with the growing family. Life couldn’t get much better — until, that is, the Russians launched a massive invasion of his birthplace.
      Russia today is a gangster kleptocracy ruled by ex-KGB thugs. Dmitry Medvedev may be president, but the real power lies with prime minister Vladimir Putin, who has unleashed on Georgia the same mechanized horde that raped, burned and murdered its way through Chechnya.
      For Ujarmeli, the news from the region is alarming. His father, sister and nephew remain in Georgia, and he has not been able to communicate with them since the conflict began. He has friends serving in the army, defending their country from the brutish aggression of Putin’s forces, and he doesn’t know whether they’re dead or alive.
      The nightmare being experienced by Ujarmeli will soon affect all of us in Wisconsin.
      Running across Georgia is the sole oil pipeline from the Caspian Sea not currently controlled by Putin. The Russians have already bombed it and have positioned their Black Sea fleet to prevent access to Georgian ports.
      In an already volatile energy market, this is going to drive the price of oil and, inevitably, gas at the pump back up. Americans of every political stripe have, de facto, become the victims of aggression.
      Both Barack Obama and John McCain have condemned this Russian assault. Fine words, but words alone won’t solve this. The United Nations is impotent. Nor will the European Union act; it has been utterly neutered by a supine dependence on Russian oil and natural gas. The duty falls to us, and the first thing that President Bush should do is reconvene Congress in emergency session.
      A massive airlift of humanitarian supplies should be organized. The transport planes should be escorted by U.S. fighter jets and Tbilisi airport protected by the American air defense units, to assure that the help arrives.
      If we allow naked aggression to snuff out a small democracy, we’ll pay a price far higher than a few more cents at the pump. We will, in fact, have forfeited the very meaning of this country and the reason why brave men like Ujarmeli dream of coming here.

      Al Smith of Elm Grove is a sales and marketing manager and a freelance writer. E-mail thereadypen@aol.com


* * *

      http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7547888.stm
      http://www.financialsense.com/stormwatch/geo/pastanalysis/2008/0808.html
      http://www.timesonline.co.uk/tol/news/world/europe/article4484849.ece
      http://www.jamestown.org/publications_details.php?volume_id=427&issue_id=4579&article_id=2373282
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373298
      http://www.rferl.org/content/South_Ossetia_Crisis_Could_Be_Russian_Chance_To_Defeat_Siloviki/1189525.html
      http://halldor2.wordpress.com/2008/08/09/joint-statement-by-presidents-of-poland-estonia-latvia-and-lithuania/
      http://www.reuters.com/article/europeCrisis/idUSL9355010
      http://www.youtube.com/watch?v=y2IhkpXdyjU
      http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/10/AR2008081000267.html?hpid=topnews
      http://www.nytimes.com/2008/08/11/world/europe/11georgia.html?_r=1&hp&oref=slogin
      http://www.un.org/News/Press/docs/2008/sc9417.doc.htm
      http://edition.cnn.com/2008/WORLD/europe/08/10/un.georgia/index.html
      http://www.rferl.org/content/West_Fails_To_Deter_Georgian_President_From_Playing_Into_Russian_Hands/1190098.html
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373304
      http://jamestown.org/edm/article.php?article_id=2373303
      http://www.globalpowereurope.eu/2008/08/georgia-next-yugoslavia.html
      http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/russia/2531270/Georgia-Russia-demands-to-be-regarded-as-number-one.html
      http://www.rferl.org/content/War_At_Home_Spinning_Conflict_In_Russia/1190090.html
      http://www.irishtimes.com/newspaper/world/2008/0812/1218477342079.html
      http://www.nytimes.com/2008/08/12/world/europe/12putin.html?ex=1376280000&en=66fcfb1c1c1c719e&ei=5124&partner=facebook&exprod=facebook
      http://www.nytimes.com/2008/08/12/opinion/12cornell.html?ex=1376193600&en=29db2b06025fa325&ei=5124&partner=facebook&exprod=facebook
      http://www.youtube.com/watch?v=Cu1vowrGV3I
      http://virtualcollector.blogspot.com/2008/08/urgent-russian-general-shamanov.html
      http://www.themoscowtimes.com/article/600/42/369695.htm
      http://www.ft.com/cms/s/0/eaac265a-66fc-11dd-808f-0000779fd18c.html
      http://www.ft.com/cms/s/0/d642092c-68a1-11dd-a4e5-0000779fd18c.html
      http://www.jamestown.org/edm/article.php?article_id=2373306
      http://georgiainfonews.blogspot.com/2008/08/estonia-poland-help-georgia-fight_12.html
      http://georgiainfonews.blogspot.com/2008/08/georgia-files-ethnic-cleansing-case.html
      http://www.icj-cij.org/docket/index.php?p1=3&p2=1&case=140&PHPSESSID=1c39c8cd85b7c5e8c3e8d9788a47f192
      http://ruben2008.wordpress.com/2008/08/11/comparing-south-ossetia-to-kosovo/
      http://newsweek.washingtonpost.com/postglobal/njoroge_wachai/2008/08/russias_dangerous_hypocrisy.html
      http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2008/08/12/AR2008081202480.html
      http://www.icj-cij.org/homepage/index.php?lang=en
      http://russiangeorgianwar.blogspot.com