2010 წელი


2010 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

      ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გაეცნოთ 2010 წლის ანგარიშს. მთლიანობაში, თუკი წინა წლებს გადავავლებთ თვალს, 2010 ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი წელიწადი გამოდგა. კვლავ პრიორიტეტად რჩება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და დარჩება მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრჯერ ეს ჩემს კომპეტენციასა და შესაძლებლობებს აღემატება. ახლაც მაგიდაზე მიდევს ჩეხეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან თითქმის ერთი წლის წინ მიღებული წერილი, სადაც მთხოვენ, კონკრეტულად ავხსნა 2008 წლის ივლის-აგვისტოში სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენები. ასეთი მასალების (რომელთა გამოყენება შემგდომ ლექციებზე იქნება შესაძლებელი) აკადემიურ დონეზე შედგენა უკიდურესად ბევრ დროსა და ცოდნას მოითხოვს. დროის სიმცირის გამო კი სასურველის მეათედის გაკეთება თუ ხერხდება მხოლოდ.
      მიუხედავად ამისა, ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ერთი-ორი ქართველი, რომელიც მზადაა გამოთქვას მხარდაჭერა და რაიმე აქციის ორგანიზებაში დახმარების მზადყოფნა. მათ შორის, არიან ქართველი სტუდენტები, ჩეხური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები. საინტერესო ინფორმაციას მაწვდიან საქართველოში და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც. ინფორმაციის ამგვარი გაცვლა ორმხრივია. მაგალითად, ჩემს მიერ მიწოდებული ფოტომასალა ქართულმა სათვისტომომ ლატვიაში რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე გამოიყენა. ამგვარი მასალის დაარქივებამ საკმაოდ ბევრი სარგებელი მოიტანა. შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე ადეკვატური და ობიექტური ინფორმაციით მიწოდება.
      სიტყვას აღარ გავაგრძელებ და მოგაწვდით გასული 2010 წლის მოვლენების მოკლე მიმოხილვას და ფოტო მასალას.
      • 2009 წლის დეკემბრის ბოლოს პრაღაში, ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებულ ეროვნულ უმცირესობათა სახლის კინოდარბაზში http://www.dnm-praha.eu/index.php გაიმართა ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის “უცნობი ჯარიკაცის” ჩვენება. ფილმი 2008 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეძღვნება. დარბაზის დაკავება უკრაინის სათვისტომოს დახმარებით მოხერხდა. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული სხვადასხვა კულტურული ცენტრები ცდილობენ კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. არიან ისეთი ქართველებიც, რომლებიც ფაქტების რუსულ ინტერპრეტაციას იჯერებენ. ამიტომ ასეთი სახის ღონისძიებების რეგულარული ჩატარება მეტად აუცილებელია. ეს ცნობა ამ წელს გადმოვიტანე, ნახეთ ფოტო და ვიდეო მასალა.
      • 2010 წლის თებერვალს ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს საქართველოდან დევნილი, საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენი თეიმურაზ ბორჩიაშვილის საქმე. მედიის ცნობით, მოცემულ პიროვნებას, როგორც ჩეჩენ ტერორისტს, საქართველოში გაძევების შემთხვევაში თურმე რუსეთში დეპორტაცია და კადიროვის რეჟიმის რისხვა ემუქრებოდა. ეს ინფორმაცია უმალ აიტაცეს ჩეხეთის მემარცხენე საპარლამეტნო პარტიებმა და საქართველო მწვავე კრიტიკის ობიექტად აქციეს. ბორჩიაშვილის დასაცავად, 13 თებერვალს, ჩეხმა სენატორმა, ყოფილმა ჟურნალისტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა ბატონმა იარომირ შტეტინამ გამართა პრეს-კონფერენცია http://www.jaromirstetina.cz/fotogalerie/cesta-za-timurem/, რომელიც ლამის ანტი-ქართული ხასიათის ღონისძიებად იქცა. ბორჩიაშვილის მხარდასაჭერად ნორვეგიიდან ჩამოვიდა ჩეჩნეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ვაჟიც (ნახეთ ფოტოზე). პრეს-კონფერენციას ესწრებოდა ჩეხეთის ყველა წამყვანი სინფორმაციო სააგენტოს, ასევე რადიო თავისუფლების ჩეჩნური და ქართული რედაქციების წარმომადგენლები. სენატორთან შეთანხმებით, კონფერენციას მეც ვესწრებოდი, რადგან მიმაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ რუსული მხარისთვის რომელიმე პიროვნების გადაცემა სრულიად გამორიცხულია. პირიქით, საქართველომ უნდა შეიფაროს ისინი. მაგალითად, რუსი სამხედრო გლუხოვი და სხვები დღესაც ლტოლვილის სტატუსით სარგებლობენ. ბორჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოვთქვი მოსაზრება, რომ მას ჩეხეთში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურდა, ამიტომაც საემიგრაციო სამსახურებს მიზეზად საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, რუსეთში დეპორტაციის მუქარა დაუსახელა. ეს აზრი კონფერენციის დაწყებისთანვე დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ინფორმაცია გადამოწმებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მასხადოვის ვაჟმა თავისი მეგობრის დაცვა ისევ ამ ფსევდოარგუმენტით გააგრძელა. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც მას კონფერენციის შემდეგ. საქართველოზე ტალახის სროლა მაშინ, როდესაც თავად მასხადოვის ვაჟი იმყოფებოდა საქართველოში ქართული მხარის მოწვევით – უზნეობა და უსამართლობაა, ე.წ. აზილანტი მეგობრის დასახმარებლად უამრავი სხვა გზა არსებობს. ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოებს პრეს-კონფერენცია აღარ გაუშუქებიათ. ამის შემდეგ საქართველოს საელჩოს დავუკავშირდი და რეაგირება ვთხოვე, რაც მოგვიანებით გააკეთეს კიდეც.
      • 16 მარტს ჩეხეთის სენატში ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის “რუსულის გაკვეთილების” ჩვენება გაიმართა. ჩეხმა სენატორმა იარომირ შტეტინამ ქართული დიასპორაც მოიწვია. ფილმის ჩვენებას ორმოცამდე ქართველი დაესწრო. დიასპორის წევრებს პირველად მიეცათ საშუალება (ეს ხალხი დილიდან საღამომდე მუშაობს, საზოგადოებრივ ღონისძიებებს ბევრად ვერ ესწრება) გაცნობოდნენ ჩეხეთის სენატის შენობას, გასაუბრებოდნენ ფილმის რეჟისორს ანდრეი ნეკრასოვს და ცნობილ ჟურნალისტს ოლეგ პანფილოვს. აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს საელჩოს მხედველობიდან გამორჩა ჩეხეთში მცხოვრები თანამემამულეების ინფორმირება და, შედეგად, დარბაზის მხოლოდ ნახევარი იყო სავსე. არადა, ინტერესი ამ ფილმის მიმართ უდაოდ დიდი იყო და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დამწსრე ქართველმა მაყურებლებმა მოახერხა ღონისძიებაზე მოსვლა.
      • 17 მარტს ჩეხეთში იან გარიკ მასარიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “Human is the reason, human is the answer“, თემაზე “Current political chalenges in Georgia, Armenia and Turkey“. ღონისძიება ევროკომისიამ დააფინანსა და მისი ორგანიზატორი სტუდენტური კავშირი “Be inernational“ იყო. http://www.beinternational.cz/2009/11/zastavme-ruskou-agresi-kampan-pro.html კონფერენციაზე ლექციით გამოვედი. ჩემს გარდა, ქართული მხრიდან, ღონისძიებას ჩეხეთში მყოფი ქართველი სტუდენტები და ნატოს ახალგაზრდული კავშირის http://www.atlantic-youth.org/ ქართველი წევრებიც ესწრებოდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ახალგაზრდების გამოსვლის მაღალი დონე. წინასწარ მომზადებული იყო ფოტომასალით ილუსტრირებული პრეზენტაციები. ღონისძიებას წესისამებრ, რუსული მხარეც ესწრებოდა.
      • 26 მაისს საერთასორისო ორგანიზაციის “მსოფლიო ომის გარეშე”-ს http://www.nenasili.cz/cs/4752_praha-zostreno-na-rusko-gruzinsky-konflikt. პრაღის ფილიალში გაიმათა დიკუსია თემაზე - “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი”. ეს ორგანიზაცია ცნობილია თავისი მძლავრი მემარცხენე ორიენტაციით და გამოდის განიარაღების - მაგალითად, ჩეხეთში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების წინააღმდეგ. მათ მიერ მომზადებულ იქნა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობების მოკლე მიმოხილვა, რომელიც ინტერნეტში განთავსებული მასალებიდან საკმაოდ ნაჩქარევად იყო შედგენილი. შედეგად, მოხსენება გამოვიდა უზუსტო და ალაგ-ალაგ ანტიქართულიც კი. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ - იურისტი ვახტანგ დარჩიაშვილი, ეუთოს ჩეხეთის ოფისის წარმომადგენელი იზოლდა ტოროტაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი ვაჟა მთავრიშვილი და სხვა ქართველები. ნახეთ ფოტოები.
      • ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ რეგიონია ლიბერეცი . ამ რეგიონში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, http://www.handforhelp.cz/cs/mise/help-gruzie რომელიც მსოფლიოს ე.წ. მესამე ქვეყნებში ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს. ეს ხალხი მნიშვნელოვან დახმარებას რეგიონის ადმინისტრაციისგანაც იღებს. გახსოვთ ალბათ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სწორედ მათთან ერთად მოვახერხეთ სოფელ წეროვანში (ლტოლვილთა დასახლებაში) მობილური კლინიკის განლაგება, http://www.handforhelp.cz/cs/mise/help-gruzie . მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ფერეიდანი http://www.fereidani.ge/ ამ რეგიონს აგვისტოს დასაწყისში წყალდილობა დაატყდა თავს. ჩვენ, სათვისტომოს სახელით, გადავწყვიტეთ სიმბოლურად დავხმარებოდით დაზარალებულ რეგიონის . ასევე კვლავ გამოვხატეთ “ჰენდ ფორ ჰელფ”-ისადმი მხარდაჭერა, რათა მომავალშიც შეეძლოს ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაცია საქართველოში. ქვემოთ მოცემულ ფოტებში ნახავთ ჩვენი ხუთკაციანი ჯგუფის სურათებს. ამ აქციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჩეხეთის ტელევიზიამ სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნა. განსაკეთრებული მადლობა მინდა მოვუხადო ქართველ სტუდენტს ელიზბარ როდონაის, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია. მან არა მარტო გულმოდგინედ იმუშავა, არამედ წყალდიდობით დაზარაებული ოჯახები შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: “თქვენ დანგრეულ სახლებს ხედავთ, დატბორილ კარ-მიდამოს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენს ხელშია, ისევ საკუთარ მიწაზე დგახართ. ყველაფერს აღადგენთ. მე კი ჩემს დანგრეულ სახლში დაბრუნების უფლებაც არ მაქვს”... ნახეთ ბმული ფოტოები.
      • ჩეხეთში, ტრადიციულად, ყოველ წელს ეწყობა ე.წ. ეთნოფესტივალები. მიზანია რესპუბლიკაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქებში იმართება. წელს ამ ღონისძიებებში სამჯერ მივიღეთ მონაწილეობა. ვინაიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიის, ახალი პარტნიორების პოპულარიზაცია და ქართული ალკოჰოლური სასმელების უფასო რეკლამირება და რეალიზაცია. ყოველი ფესტივალის შემდეგ ქართული ღვინის გაყოდვის ბრუნი სამჯერ იზრდება. სასმელის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ბატონ სერგო ახვლედიანს ვუხდით, რომელიც დროს არ იშურებს და მთელს ოჯახთან ერთად მონაწილეობს ფეტივალში. ამ ღონისძიებებში ჩვენი პარტნიორებია ჩეხი პოლიტიკოსები, სხვადასხვა არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები. ამ დროს თანხმდება მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომლებიც შემდგომ მთელი წლის განმავლობაში იმართება. ჩვენ ასევე ტურისტებისათვის განკუთვნილი ინფორმაციის გავრცელებას ვუწყობთ ხელს. ნახეთ ფოტოები. (ერთ-ერთზე ქართულად გამოწყობილი ჩეხი ახალგაზრდა არის აღბეჭდილი).
      • ოქტომბერში დამიკავშირდა ჩეხეთის ტელევიზიის მეორე არხი და შემომთავაზა პროგრამა "კოსმოპოლისში" დოკუმენტური ფილმის გადაღება ქართული სათვისტომოს შესახებ და საერთოდ ჩეხეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა დავთანხმდით. ფილმის გადაღებას დაჭირდა ერთი თვე და გამოვიდა სახელით, "ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა" და "ჯიმი დაბრუნდაშვილი, პორტრეტი". ფილმი გავიდა ნოემბრის დასაწყისში http://www.ceskatelevize.cz/ct2/.
      • ოქტომბრის თვეშივე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფებოდა ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი. რეგიონალური მედია. ასევე საქართველოს ოთხი რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ტრეინინგი. მათ შორის მუშაობის გამოცდილების გაზიარება ჩეხეთის ტელევიზიაში, რადიოში, ასევე ჟურნალ ეკონომისტში და სახელმწიფო ინსტიტუტებში. ჩეხი ორგანიზატორების თხოვნით მე ვითავე თარჯიმნობა. იმ დროისთვის ჩეხეთის ტელევიზიამ მოგვმართა თხოვნით რომ ჩაეწერა ქართველი ჟურნალისტების შეხედულება ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. პირდაპირ ეთერში 10 წუთიან პროგრამაში ქართველმა ჟურნალისტებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩეხ მაყურებელზე (ე.წ. ონლაინ სტატისტიკის მიხედვით). ბედნიერი ვარ რომ ასეთი შესანიშნავი ხალხი გავიცანი. ნახეთ ფოტოები (ვიზიტი ჩეხეთის ტელევიზიაში, ჟურნალ ეკონომისტში და სახელმწიფო რადიოში). მნიშვნელოვანია რომ ქართველ ჟურნალისტებს გააჩნდეთ მჭიდრო კავშირი ევროპელ კოლეგებთან.

      ფოტოები: ქართული დოკუმენტური ფილმის "უცნობი ჯარისკაცის" ჩვენება პრაღაში ეროვნული უმცირესობათა დარბაზში. სულ დაესწრო 40 მაყურებელი. შემდეგ არის ფოტო ჩეჩნეთის პრეზიდენტის ვაჟის, მასხადოვის და ჩეხი სენატორი შტეტინას ერთობლივი კონფერენცია.





      ფოტოები: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონფერენცია იან გარიკ მასარიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქი ბრნო. თემა "Current political chalenges in Georgia, Armenia and Turkey“.





      ფოტოები: 26 მაისი, დისკუსია თემაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ფოტოებზე ნახავთ პრორუსული სახის პრეზენტაციას რომელიც მიწვეულმა ჰუმანიტარულმა ცენტრმა მოამზადა. შემდეგ ფოტოებზე აღბეჭდილია წყალდიდობა ლიბერეცის რეგიონში (ჩრდილოეთ ჩეხეთი).






      ფოტოები: ეთნო ფესტივალები ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონებში. ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებულია საქართველოში მოგზაურობით, ჩეხეთის ტელევიზიის მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესი. პროგრამა კოსმოპოლისი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გავიდა ეთერში.





      ფოტოები: ქართველი ჟურნალისტების ვიზიტი პრაღაში: ვიზიტი ჩეხეთის სახელმწიფო რადიოში, ბბს რედაქციაში, ჩეხეთის ტელევიზიის 1 და 4 არხზე, ჟურნალ ეკონომისტში.







* * *

დოკუმენტური ფილმი ქართველების შესახებ
ჩეხეთის ტელევიზიაში

      ძვირფასო მეგობრებო, ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ჩვენი დიასპორის "სამშობლოს" შესახებ. ჩეხ დრამატურგ პეტრ სლაბთან ერთად შეიქმნა ფილმი, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად. ფილმი გავიდა გუშინ, 12 ნოემბერს 18.25 საათზე. გთავაზობთ ჩანაწერს.


http://www.ceskatelevize.cz/ivysilani/1095908415-kosmopolis/obsah/132589-portret-jimi-dabrundasvili/


      პირველ ნაწილში "პორტრეტი: ჯიმი დაბრუნდაშვილი" გაეცნობით ჩემს ოჯახს, საქმიანობას და დიასპორის საკითხებში ჩეხეთში საზოგადოებასთან ურთიერთობას. მაგალითად პროექტი, რომელიც განხორციელებულია ჩეხ მეგობრებთან ერთად: სოფელ წეროვანში ლტოლვილთათვის პირველი კლინიკის მშენებლობა, ჩემი პუბლიკაციების შესახებ. ასევე ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ დავეხმარეთ წელს აგვისტოში წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონს ლიბერეცში (ჩრდილოეთ ჩეხეთი). ეს დამხარება იყო სიმბოლურად მადლობის მოხდა ამ რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელმაც ჩვენთან ერთად წეროვანში 2009 წლის დასაწყისში ჩამოიტანა კლინიკა. ასევე ნაჩვენებია ე.წ. ოსი მილიციელების მიერ სოფელ თამარაშენის დანგრევის პროცესი. განადგურებული ქართული სოფლები. ამის შესახებ არის ჩემი კომენტარებიც. ფილმში ასევე ნახავთ ქართველ სტუდენტს ელიზბარ როდონაიას, რომელიც წყალდიდობის დროს ეხმარებოდა დაზარალებულ ჩეხებს. პროექტი დააფინანსა ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიამ.
      პ.ს. მესამე ნაწილში "რეპორტაჟი: მწვადი, ღვინო და თავისუფლება" ნაჩვენებია ქართული სუფრა და ტრადიციები.


პატივისცემით
ჯიმი დაბრუნდაშვილი

* * *

      ჯიმი, ძალიან მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა სიკეთე, ჯანმრთელობა და სიხარული მოგცეთ. ძალიან გამეხარდა ფილმის ამბავი, თითქოს ახლოს გნახეო; იცოდე მაგრად მიყვარხარ და ნებისმიერ დროს გელოდები რომ შემომეხმიანო. ჩეხეთში თუ ვიქნები აუცილებლად დაგირეკავ. მომწერე ხოლმე შენი ამბები. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა საურთიერთობოდ, მაგრამ ხშირად გიხსენებ ხოლმე!!!! ღმერთმა გაგაძლიეროთ და გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოკითხვებით, დათო გირგვლიანი.


ძვირფასო მეგობრებო,

გიწვევთ პრაღაში არსებულ საკმაოდ ცნობილ ე.წ. მოგზაურთა კლუბში

http://www.velehory.cz/archiv/velehory-vas-zvou-na-kavkazsky-vecer.

      4 ოქტომბერს 18.30 საათზე გაიმართება შეხვედრა კავკასიაზე. add: Masarykovo nábřeží 239/22, klub cetovatelu. Praha
      1. ბილეთი ღირს 99 კრონი (5 ლარი) გვექნება ქართული ღვინო, არაყი და ძალიან ბევრი საინტერესო სურათები. რა თქმა უნდა ქართული სიმღერაც. იმედი მაქვს ასეთი შეხვედრები დაეხმარება საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც მიუხედავად უამრავი სახელმწიფო ხარჯებისა, ძნელად იმკვიდრებს თავის ადგილს ევროპაში. ასეთი შეხვედრები კი საკმაოდ იაფი და ეფექტურია. უკვე არსებობს ჩეხურ ენაზე ვებ გვერდები სხვადასხვა დასახელებით, მაგალითად "აბრეშუმის გზა", სადაც მსურველს შეუძლია შეიტყოს ჩვენი რეგიონის შესახებაც. სამწუხაროდ ქართული ორგანიზაციებიდან ასეთი საინფორმაციო მასალა გვაკლია. ჩვენი დიასპორის ფარგლებში შეხვედრების ხელშეწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგალითად, პირადად ჩემი კონტაქტებით გასულ წლებში ათობით ჩეხი წავიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: შატილი, სვანეთი, კახეთის რეგიონი, რაჭა, ყაზბეგი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, აჭარა, იმერეთი და ა.შ. შემდეგ მათ მიერ გამართული საღამოები სხვადასხვა სკოლებსა და კლუბებში კიდევ უფრო მეტ მოსახლეობას იზიდავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის პირობებში ხაზგასმით აღინიშნოს საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. რუსული მხარე ამ მხრივადაც ცდილობს ხელის შეშლას და იყენებს უამრავ პრო-რუსულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჩეხურ-რუსული კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი, რუსული მართმადიდებლური ეკლესია ჩეხეთის რესპუბლიკაში ..
      2. ამავე დღეებში ჩეხეთის ტელევიზიის მეორე არხთან ერთად ვიღებ დოკუმენტურ ფილმს ჩვენ - ჩეხეთში ქართული დიასპორის შესახებ. სცენარის მიხედვით მომიწია ყველა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემთან ერთად მეტ-ნაკლებად თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა ქართული ტრადიციები, სტუამრთმოყვარეობა, ქართული ღვინო, ხალხური სიმღერები არ გამოგვრჩენია. დოკუმენტური ფილმი ეთერში გავა სადღაც ერთ თვეში, ხანგრძლივობა 30 წუთამდე, იმედი მაქვს მაყურებელი კმაყოფილი დარჩება და კიდევ უფრო მეტს შეიტყობს საქართველოს შესახებ.


პატივისცემით
ჯიმი დაბრუნდაშვილი
Mob: 724 124 981. 721 647 748


Gruzínská komunita pomůže povodněmi postiženému Libereckému kraji.

Drazí přátelé

      Po bleskových povodních v Libereckém kraji se tisíce rodin ocitlo bez střechy nad hlavou, poničená je velká část infrastruktury.
      Přesně před dvěma roky ruská agrese proti Gruzii vyhnala desítky tisíc gruzínských rodin z Abcházie a Samačablo (Jižní Osetie). Liberecký kraj a v něm působicí nezisková organizace „Hand for Help Europe“ (http://www.handforhelp.cz/) ve spolupráci s naší komunitou byli první, kteří postavili zdravotnické zařízení v uprchlickém táboře poblíž města Gori. Toto zařízení dodneška funguje a pomáhá uprchlíkům.
      Citíme naši povinnost pomoci naším přátelům. Proto jsme se rozohodli v ramci možností vypravit malou skupinu dobrovolníků pod vedením „Hand for Help Europe“. Uvítáme každého, kdo by se k nám chtěl přidat. Sraz v sobotu 14. srpna v 8.00 v kacleáří HfH adresa: Orlí 139/5, 460 07 Liberec III-Jeřáb. Tel: 485 105 654.


Jimi Dabrundashvili
Gruzínská komunita „Samshoblo“
Mob: 724 124 981. 721 647 748


ძვირფასო თანამემამულენო!

      პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვიდა ჩეხურ ენაზე ნათარგმნი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული, ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს პროგრამა ყველა მნახველს გააცნობს არა მარტო ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებსაც.
      ჩემი პირადი ინიციატივით ეს პროექტი დავიწყე 2009 წლის იანვარში და მოვანდომე სამ თვეზე მეტი. ამ თემის მოსამზადებლად მოვიშველიე ქართველი ისტორიკოსის ბატონ დავით მუსხელიშვილის ”საქართველოს ისტორიის ნარკვევი” (ინგლისური ენაზე).
      თვრამეტ გვერდიანი ნარკვევის ჩეხურ ენაზე თარგმნა, რთული ისტორიული ლექსიკონის გამოყენებით იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი. მე არ ვარ ისტორიკოსი, თუმცა გავბედე და საქართველოს ”ახალი ისტორია” (1990 წლიდან დღემდე) ჩემი შეფასებებით ”გავამდიდრე”. ჩეხური ენის (პროფესიულ დონეზე) კორექტირებაში დამეხმარა რამდენიმე ჩეხი სპეციალისტი. მათ შორის ჩემი მეუღლეც. რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი.
      საქართველოს ისტორიის ასეთი სახით გამოცემა ძალიან დიდ უპირატესობას იძლევა, რადგანაც მსურველს შეუძლიათ ინტერნეტის შეერთებით ნებისმიერ დროს გახსნან პროგრამა. გასული ერთი წლის განმავლობაში მოვახდინე ამ პროგრამის წარმატებით ”გამოცდა” ჩეხეთის საზოგადოებაში – სხვადასხვა ქალაქებშიც: ბრნო, ტრუტნოვ, სამჯერ პრაღაში. იგივეს გაკეთების საშუალებას ვაძლევთ ჩეხეთის და სლოვაკეთის ათასობით ბიბლიოთეკას და საგანმანათლებლო ცენტრებს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში ასევე შეიძლება ჩეხურ ენაზე ამ პროგრამის გაშვება (ენობრივად ძალიან მცირეა განხვავებაა). მაშასადამე ორივე ქვეყანაში შეგვიძლია მოვიცვათ დაახლოებით თექვსმეტ მილიონიანი აუდიტორია.


      ასევე პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვუშვი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი მოვლენების ელექტრონული ვერსია. ამ პროგრამის მომზადება 2008 წლის ბოლოს მოვახერხე. ფოტო მასალასთან ერთად მოცემული მაქვს მეტად მნიშვნელოვანი მონაცემები და თარიღები, რომელსაც ბევრჯერ ურევენ ჩეხი ჟურნალისტები. მაგალითად რა ხდებოდა სამაჩაბლოში 2008 წლის ივლისი-აგვისტოს დასაწყისში. ამ პროგრამის შედგენას მოვანდომე დაახლოებით ერთი თვე. ისევე როგორც საქართველოს ისტორია, ეს პროგრამაც გავუშვი ჩეხეთის რესპუბლიკის ოთხ ქალაქში. დღესაც ბევრია მსურველია. პროგრამები უკვე გადავეცი სამი ორგანიზაციას, რომლებიც დამოუკიდებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა ჩეხეთის რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა საქართველოს შესახებ ამ პროგრამების გამოყენებით ლექციების ჩატარებაც.
      რადგანაც მსურველი არ გვაკლდა, გადავწყვიტეთ ორივე პროგრამა დაგვედო ჩვენი სათვისტომოს ვებ გვერდზე. გასული წლის ნოემბერში http://www.samshoblo.net/news.php. დაიდო როგორც ბმულები: 1. Historie Gruzie და 2. Hronologie války. (პროგრამის გასახსნელად რამდენიმე წამი დაგჭირდებათ). პროგრამა ჩატვირთა გიორგი ალანიამ (ტექნიკური სიძნელეების დროს მიმართეთ მას devnilig@seznam.cz ).
      ბოლოს მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, ვინ ამ მამულიშვილური საქმის გაკეთებაში დამეხმარეთ: არასამთავრობო ორგანიზაცია ”აისს”. არასამთავრობო ორგანიზაცია ”რე-აქციას”. ბატონ ზაზა მაჭარაშვილს. რადიო თავისუფლებას, ბატონ ოქროპირ რუხაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანეთა მოძრაობას”, ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს. ქართულ ”სერვერს” fereidani.ge-ს, ბატონ გიორგი ალავერდაშვილს. ქართულ ”სერვერს” sizmara.com-ს. ქართულ სერვერს qartvelo.net-ს, გიორგი გაბაიძეს. საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩეხეთში სახელმწიფო უნივერისტეტის უცხო ენების ფაკულტეტის თანამშრომლებს. ასევე ჩეხეთის ”ხარიტატის” პრაღის ოფისს. ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტალიას”.
      ჩვენი მუშაობის შემდეგი ეტაპია იქნება ამ პროგრამის გავრცელება ჩეხეთის და სლოვაკეთის სამი ათასზე მეტ ბიბლიოთეკაში. მე, როგორც პროგრამის ავტორი უფასოდ გადავცემ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. ნურც ქართველებს მოგერიდებათ ფოტო თუ სხვა სახის მასალის გადაღება.
      ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი დიასპორის დღის წესრიგში და ეხება საქართველოს ისტორიას.


პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი.
ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთის რესპუბლიკაში
www.samshoblo.net
www.fereidani.ge (104 ბლოგი)

მობ: + 420 721 647 748, ტელ: + 420 220 982 261




გამარჯობათ ყველას!

      გიგზავნით რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ რეპორტაჟს http://www.tavisupleba.org/content/article/1944744.html, რომელიც ეხება გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მარიკა ლაფაურის მოღვაწეობას.


მოკითხვით, ჯიმი დაბრუნდაშვილი.