«დასავლეთი და აღმოსავლეთი»



      გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები ალი ასლანიშვილი და ერიკ ბინდერი. შეიძლება გამოფენას პირობითად „დასავლეთი და აღმოსავლეთი“ ეწოდოს, რადგან ალი ასლანიშვილი ფერეიდნელი ქართველი, ხოლო ერიკ ბინდერი – ამერიკელი მხატვარია ფლორიდიდან. ორივე ხელოვანმა იმ კულტურის ტრადიცია, თვისებები, ხასიათი და დამოკიდებულება გაითავისა, რომლის წარმომადგენელიცაა.



      ალი ასლანიშვილის ორი სამშობლოს „პირველქმნილი ბუნება“ ისპაჰანურ პეიზაჟებში, ზაგროსის მთებსა და საქართველოს ხედებში აისახა, ორივე სამშობლოს წიაღიდან აღმოცენდა მცხუნვარე მზითა და საამო ფერებით გაჯერებული მისი ფერწერა.








      დასავლურ რაციონალურ კონკრეტიკაზეა დაფუძნებული ამერიკელი ერიკ ბინდერის საქართველოში შექმნილი ფერწერული ტილოები. მხატვრის მზერა ადამიანის ხელით შექმნილი ყოფითი საგნებისა თუ შენობა-ნაგებობებისაკენაა მიმართული. ქართული ყოველდღიურობა, ნაცნობი ნივთები, ნაცნობი ადგილები მის ნამუშევრებში ხელოვნების საუცხოო ობიექტებად იქცა და მაღალმხატვრულობა შეიძინა.















      ექსპოზიცია ორი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მხატვრის კონტრასტულ ხელოვნებაზეა აგებული, თუმცა ერთ საგამოფენო სივრცეში მათი შემოქმედება დიდი სამყაროს ერთ პატარა დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიად იკითხება.

„საქპატენტის“ საგამოფენო დარბაზი
თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი, I შესახვევი №31; ტელ.: 8(99) 72-88-01; 91-71-82
გალერეა მუშაობს ყოველდღე 12-დან 18 საათამდე. დასვენების დღე – კვირა.

* * *



ნაწილი I part


ნაწილი II part