|
2. ბატონო გიზო! მთელი გულით გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში, რასაც ჩემი აზრით ასე წარმატებულად ართმევთ თავს. ამის საფუძველს მაძლევს თქვენი ნაშრომი "პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის". დიდი მადლობა გიორგი ალავერდაშვილს, რომ მომეცა საშუალება მისი საიტის საშუალებით გავცნობოდი თქვენს ნაშრომს, რაც დარწმუნებული ვარ უდიდესი შენაძენი იქნება საქართველოს სამეცნიერო კვლევის წრეებისათვის და საერთოდ მთელი საქართველოსათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და ულევ ენერგიას. უდიდესი პატივისცემით, მედეა პავლიაშვილი. აშშ.
3. ბატონო გიზო, სასიქადულო ქართველო კაცო, მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე! გისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა რაც მთავარია, წინსვლა და გამარჯვება თქვენს ყველა საქმიანობაში. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე. დაუსწრებლად გიცნობთ ბატონ გიორგისგან, რომელიც ასევე დიდ საქმეს აკეთებს ფერეიდნელ ქართველებსა და ჩვენს შორის. დიდ მადლობას გიხდით! თქვენი "პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის" დიდი გულისყურით წავიკითხე. კიდევ ერთხელ მადლობა, გაიხარეთ უფალს ებარებოდეთ! პატივისცემით, ცისანა ზურგაშვილი. საქართველო. თბილისი.
|