ია მშვიდობაძე


 


ია–ია

        თბილისის დილა

გარიჟრაჟია...
მთაწმინდის ბებერ, კუზიან ქუჩებს
თავისი ცოცხით ფხანს ქურთი ზარე...
ქარვის გუნდებად აგროვებს ფოთლებს,
საკმევლად ანთებს მერე ალიონს...
და შემოდგომაც თბილისის დილას
შემოგვაბოლებს როგორც ყალიონს...

        ჩუდ-ყვავილა

ჩემი სიყვარული ავადაა...
გუშინ შეეყარა ჩუდ-ყვავილა...
თურმე ეს სახადი იკურნება,
მაგრამ იარები არც ადვილად...

        შემოდი ჩემში...

შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
აღარ წახვიდე არასოდეს სხვაგან და სხვასთან...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი,
თორემ სიცოცხლე უშენობით დახმა, დახავსდა...

ნუ მეუბნები:
- განშორება ხარკია დროის!
სხეულს მიფატრავს ამ სიტყვების იდუმალება
და ეკარგება მოფარფატე სულს მყუდროება
და მტკივა უკვე ჩემი ცოცხლად გარდაცვალება...

განმისხეულდი...
მეთანადე...
გამიმარადდი...
და რაც ეკლებმა უშენობის ფიქრებში მკაწრეს,
ისევ ალერსის ჩანჩქერებით გამიფერადე
მარტოობის და უშენობის მწველი სიმკაცრე...

შემოდი ჩემში...
დარჩი ჩემში...
ჩემთან იყავი...
მეტად ასე შორს ამდენი ხნით ვეღარ გიგულებ...
გამომიცოცხლე წუთისოფლის ყალბი იგავი...
და მეც ბაგეებს ცხელი კოცნით მოგირიკულებ...

        ფანტომი

უცხო ქალაქი...
უცხო ოთახი...
უცხო დრო...სივრცე...განზომილება...
სანთლის მქრალი შუქი...
მაგიდაზე დაცლილი უცხო სასმისიანი ბოთლი...
და შენ ნაცნობი...
მარტო მე და შეენ...
ნაცნობი სახე...ნაცნობი კოცნა...
ნათითურები ნაცნობი შენი...
შეგრძნებები ნაცნობი...
და განცდა არნახული...
ჯერ არ განცდილი...
ორთქლდება ჩემზე შენი სისველე...
და ოთახს ავსებს ღრუბლის ქულები...
უწონობააა...და მე მივფრინავ....
მსურს გითხრა მი..მი…და ვერ ვასრულებ…
ბოლო ბგერების აკიდო ენიდან ვნებას მიყვება...
გული ჩემი_ სამოთხის პატარა ჩიტი...
ნეკნთა გალიაში...თრთის და ფართხალეებს...
კარი გაუღე… შენთან უნდაა…
მთებში მინდაა… და კიდე ფარდაგი მინდა მფრინავი.....
მყინვარზე ამიყვანე...
თოვლი დამიფინე მატყლის ფთილებად...
ფიფქები დამაყარე ალმასებად...
ტუჩის კუთხესთან ფანტელად დადნეს...ამ მონატრების კოცნა ფანტომი…
და მერე გამათბე...გამათბე შენით...
მზე დამიბრუნე...

        არცა რაი ვარ...

რისთვის მოვსულვარ?...რაი ვარ?...
ცხოვრების ლაბირინთებში გზაარეული დავდივარ...
ცის ცრემლი...იად მოსული...
ქალი ვარ...
არცა რაი ვარ...

        ისე მიყვარხარ...

ჩემი სამყარო –
ოაზისებით მოქარგული მცირე კუნძული...
უკაცრიელი – სანამ გამოჩნდი...
ეხლა სამნი ვართ ამ სამყაროში:
მე, შენ, კუნძული...
ვეღარ ვბრუნდები, ცურვა არ ვიცი...
კუნძულს გარს აკრავს
ზღვა – სიყვარული...

* * *

ისე მიყვარხარ,
რომ შენს სუნთქვას, როგორც პეპლებს
საყურედ ვიბნევ...
და მაჯისცემას, ეგრე არეულს,
ტაქიკარდიულს...
დიდ-პატარა ალმასის მძივად –
შიშველ გულ-მკერდზე...
ისე მიყვარხარ,
რომ მაგ თვალებს, ლურჯს, უნაპიროს,
ზღვად წარმოვიდგენ...
გადავეშვები და...
მე შენში აღვესრულები...
ისე მიყვარხარ...


      P.S. ეს არც პოეზიაა... არც პროზა... უბრალოდ ჩემი გულის სიმღერაა! ვიცი, ახლა წაიკითხავ... სევდიან თვალებს შემომანათებ და მეტყვი – ნეტა რა გემღერებაო... მე კი წაგიმღერებ: "შენთვიის, შენთვიის ვმღერიიი...ზღაპრის ბოლოოო კეთილიააააა!"... რა ვქნა?... მე ესე მიყვარხარ...