2010 წლის 14 ივლისი კუს ტბა
2010 წლის 17 ივლისი ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, გელათი
ნაწილი 2 – თამარ ბუკია
|
გელათში
მზე ამოვიდა ისე ლამაზი...
ისე სხვაგვარი..., ვიდრე რომ არის.
მცირე მანძილით გადაიზლაზნა
და გაილაჯა...– მეფე დავითის,
როგორც მსტოვარი.
გადაგვიშალა ცხვირწინ ეტრატი,
გელათი... – ღვთისგან დანატოვარი... |
|
წყაროსთან
წყარომ ხელები გამომიწოდა,
მოგეფეროო, თავი გაიკლა...
სიცივე ისე ამომიცოცდა,
შევეცოდე და აღარ ჩამიკრა...
გული სიხარულს ვეღარ იტევდა
წყაროს ვუყვარვარ!... ვერ გამიმეტა! |
|