2010 წლის 9 მარტი, სამშაბათი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი

პოეზიის საღამო


      "დიალოგი პოეტთან – მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი)". მონაწილეობენ: პოეტები, მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, მხატვრები, მსახიობები. პოეტის მიერ წაკითხული იქნება ახალი ლექსები. ყველას მიეცემა საშუალება, დასვას შეკითხვები ნებისმიერ თემაზე. გაიმართება ფართო მსჯელობა პოეზიის, თანამედროვე სალიტერატურო პროცესების შესახებ.
      დასაწყისი: 17 საათი.
      მისამართი: ლ. გუდიაშვილის 7, ბიბლიოთეკის III (ადმინისტრაციული) კორპუსი.
      დასწრება და დისკუსიაში მონაწილეობა თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ!



          მიხეილ ღანიშაშვილს

ილტოსპირელის ზეიმზე
იხიბლებოდა გულიო.

ზოგს ფიქრი გაულამაზდა,
ზოგს გაახსენდა რჯულიო.

არც ლექსის დასაწყისი ჩნდა,
არც-მისი დასასრულიო.

ჩემი რა გითხრათ: სხვაგვარად
ამტკივდა ძველი წყლულიო.


            ვაჟა ხორნაული

  misha