|
ილია მეორეს
მე მადლობას გულით ვწირავ უზენაესს,
სიხარულით ვეგებები განთიადს,
გულით ვლოცავ უწმინდესს და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს!
პატრიარქი მამულს ლოცავს,
ისმის რეკვა ზარების,
ივერიას მადლი მოსავს,
მადლი – წმინდა სამების.
ვაჟას მოტივზე. ეძღვნება ილტოსპირელს.
ჩვენ გავბრწყინდებით... ლაშარის გორი
ისევ მოუხმობს ზეზვას, მინდიას.
დღეს ეგ ომია ჩვენი დიდგორი,
ჩვენ ამ ძარღვებში ცეცხლი გვინთია.
დადგება ჟამი... დაიბადება
აღმაშენებლის დარი ქართველი.
დარდის ნისლები გაიფანტება,
აღმობრწყინდება ისევ ნათელი.
მარადჟამს იფრენს ზეცაში ქორი,
ბაგრატიონი წინ დასძრავს ლაშქარს.
დღეს ეგ ომია ჩვენი შამქორი,
და შემწეობას შევსთხოვთ დიდ ლაშარს.
ქალი
ქალი სიცოცხლეა, ქალი ცხოვრებაა,
ქალი მთვარეა და მზეა,
ქალი ოცნებაა, ქალი ცხონებაა,
ქალი სიყვარულის ტყვეა.
ქალი ცისკარია, ქალი ვარსკვლავია,
ქალი ყვავილია სულის,
ქალი სილამაზის დედოფალია და
ქალი რჩეულია უფლის.
აღსდექ ერო!
აღსდექ ერო! გამოფხიზლდი,
მტრები გარეჯს გვართმევენ.
ციხე-ტაძრებს გვიფეთქებენ
თავმომწონე ქართველებს.
დაიცავი საქართველო,
კვლავ ჩაიცვი ფარაჯა.
ქრისტიანულ სიწმინდეებს
დაუდექი დარაჯად.
მტკივა შენი სატკივარი,
გულს მიღრნიან იჭვები.
დაგელოცოს მარაბდაში
დაცემული ბიჭები.
აღსდექ ერო! გამოფხიზლდი,
მტრები ყაზბეგს გვართმევენ.
მაშ, დარაჯად დაგვიდექი
ამპარტავან ქართველებს.
მამულს.
დიდების შარავანდედი
გმოსავს და გმოსავს მამულო,
შენთვის დაეცნენ ბიჭები,
შენთვის... შენს სასიქადულოდ.
უსიყვარულოდ ვერ ძლებდნენ,
ვერ გაძლეს უსიყვარულოდ...
ბიჭებმა დასთმეს სიცოცხლე,
მამულის სასიქადულოდ!!!
ბაგრატიონთა ხანაში
ბაგრატიონთა ხანაში,
სიკვდილით სჯიდნენ ორგულებს.
ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ,
ჯვრებზე აკრავდნენ შეთქმულებს.
ოქროს გვირგვინებს ადგამდნენ,
რჩეულთა შორის რჩეულებს.
აფასებდნენ და იცავდნენ
ყველასგან გამორჩეულებს.
მეფეები და სარდლები,
ქებას ასხამდნენ ერთგულებს.
ერთურთს ანგარიშს უწევდნენ,
აქებდნენ გამარჯვებულებს.
ყოველთვის თანაუგრძნობდნენ
ბრძოლებში დამარცხებულებს,
პატივით იხსენიებდნენ,
ქრისტესთვის თავდადებულებს.
ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ,
ერკინებოდნენ ქარიშხლებს,
ადიდებდნენ და აქებდნენ
მსხვერპლად შეწირულ რაინდებს.
ბაგრატიონთა ხანაში,
ქალები აკვნებს არწევდნენ.
კეთილშობილი მხედრები,
ღვთის ღალატს სიკვდილს არჩევდნენ.
ერეკლეს ღალატს მხედრებმა,
ომში სიკვდილი არჩიეს.
მეფეებმა და მხედრებმა,
ქვეყანა გადაარჩინეს.
გადაარჩინეს ქვეყანა,
წარღვნას და გადაშენებას.
ვაშა, ქართველთა წინაპრებს,
დიდება ქვეყნის შენებას.
კოხტაგორის შეთქმულებს
თქვენ შეერკინეთ მედგარ ქარიშხლებს,
ერთგულად ზიდეთ ქვეყნის უღელი.
ძნელბედობის ჟამს ტანჯვა-წამებას,
საბედნიეროდ თქვენც გაუძელით.
უწინ თქვენზე და კოხტაგორაზე
მატიანეებს სწერდნენ ქართველნი,
სვეტიცხოველში სამარადისოდ
ყოველთვის ენთო ერთი სანთელი.
სამშობლო
ცაში აიჭრნენ მოლაღურები,
მზე აბრწყინებდა ზეგნებს, ლაჟვარდებს,
დასაბამიდან ამ ლაჟვარდებში
მოლაღურებმაც გაინავარდეს.
უწინ სამშობლოს ყველა ლოცავდა,
სამშობლო წმინდა სალოცავია.
ენძელები და ყაყაჩოები
საქართველოში დღესაც ჰყვავიან.
თავისუფლება.
სადღაც გაჰფანტა ქარმა ღრუბლები,
დრომ ეს ფურცლებიც არივ-დარია,
ჩვენ ვიცით ფასი თავისუფლების,
თავისუფლება საფიცარია.
მწუხარების საათი. (მამაჩემის ლექსი)
ირგვლივ სიჩუმე და დუმილია,
სადღაც შორს ისმის მწარე გოდება.
გულში ჩამესმის ხმა იდუმალი,
ეს სიზმარია თუ მოგონება.
ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება,
ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება.
ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი,
დროსტარება და სიამოვნება.
ამევსო გული დარდით, ნაღველით,
სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია.
მსურს ვიარსებო იმ სიხარულით,
ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია.
თამაზ რურუა. 1977 წლის 29 აგვისტო.
|