გულებით საუბარი კახეთში


       2010 წლის 26 მაისს, დილის 9 საათზე, მეტრო „ისანის“ მიმდებარედ შევხვდი ჩემს მეგობრებს: აქბარ მოყადასს (სპარსული, ქართული – ირანი, ყუმი), ჯანგირ სოლტანის (სპარსული, ინგლისური – ირანი, ფერეიდანი) და ნიაზ ამირხანოვს (აზერბაიჯანული, რუსული – საქართველო, მარნეული) და გეზი კახეთისკენ ავიღეთ. მათ დიდი ხანია აინტერესებდათ კახეთის, განსაკუთრებით კი სიღნაღის ნახვა, ამიტომ ასეთი მარშრუტი ავირჩიეთ: თბილისი – საგარეჯო – მაღარო – ბოდბე – სიღნაღი – წნორი – თბილისი. უახლოეს მომავალში კი მარტყოფში დავთქვით წასვლა, რადგან აქბარ მოყადასის მოგვარეები (ზუბიტაშვილები) ძირითადად იქ ცხოვრობენ.
       მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, გაირკვა რომ ჯანგირ სოლტანი ალავერდი-ხან უნდილაძის ბიძაშვილის – ასლანიშვილის შთამომავალი ყოფილა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფერეიდანში, მის ოჯახში ინახება და შემდეგ ჩამოსვლაზე ჩამოტანას დამპირდა. მე კი ვუთხარი, რომ ერთ-ერთი ვერსიით საქართველოში მცხოვრები ალავერდაშვილები შაჰ-აბასის ბრძანებით ალავერდი-ხან უნდილაძის დასჯის შემდეგ ირანიდან გამოქცეული ახლო ნათესავების შთამომავალნი ვართ-თქო. ამ სიტყვების შემდეგ კი საერთოდ მოიხსნა ყოველგვარი ენობრივი ბარიერი და უკვე გულების ენით ვსაუბრობდით.


თბილისი – საგარეჯო

 

 

 

 

 

 

 

 

 



საგარეჯო – მაღარო