|
|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
|
|
გრიალებს ქარი, ბობოქრობს ქარი, ცა რისხვას უთვლის ხრიოკ ალაგებს ფერეიდანში ქართველი ქალი პირჯვარს იწერს და კვნესის, ღაღადებს... სადა ხარ ჩემო ქართლის ბაღებო ზურმუხტოვანო ალაზნის ველო ჩემთა წინაპართ ნაფუძვარებო ჩემო ლამაზო სამშობლოვ ძველო! ო, როგორ მინდა მე მისი ნახვა ძველი ალაგი მაჩვენა ერთი ტკბილი ნანინა ზედ დავამღერო დავატკბო ჩემი ქართლი, კახეთი. მის გვერდით ადგა პატარა ბიჭი კარგი მალხაზი და ცუგრუმელა სახე უღიმის დედის სიტყვებზე თუმცა სიცივით კანკალებს გელა. ამ დროს დაჰბერა ძლიერმა ქარმა დედას მოსტაცა თეთრი მანდილი შორით გასტყორცნა, გააფრიალა გააწყვეტინა თვისი წადილი. ახედა დედამ მანდილს წამიერ სიხარულისგან იწყო ძახილი. „ქართში მივფრინავ“ მანდილს ეწერა ფერეიდანის ამოძახილი. სიღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიაანი |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |