ფერეიდნელი ქართველები ქართველ ფერეიდნელებთან

გაგრძელება – ნაწილი 5


       მთელმა დღემ ისე გაირბინა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. თბილისში დაბრუნებამდე ვაპირებდით გურჯაანის და თელავის ნახვასაც, მაგრამ ბავშვები ისე იყვნენ დაღლილნი და უფროსები ემოციებით დატვირთულნი, რომ გადავწყვიტეთ ეს დღე დარჩენილიყო სიღნაღის დღედ, ხოლო წინანდალის და ერეკლე მეორის სასახლის მონახულება სხვა დროისთვის გადავდეთ.
       დედას ჩვენთან განშორება აღარ უნდოდა, არც სტუმრებს ეთმობოდათ მასპინძელი და ყვავილნარად ქცეული ეზო, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა გვედო.