არ დავივიწყოთ გმირები!


      2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად 2010 წლის 11 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართა ცის მანათობლების, skylanter-ების აქცია ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედანზე. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ დაახლოებით 170 მეტრის პერიმეტრის სიგრძეზე მოხდა საქართველორ რუკის დიდი კონტურის მოხატვა. აღნიშნულ კონტურზე ერთმანეთის გასწვრივ განთავსდნენ აქციაში მონაწილე ახალგაზრდები. თითოეულ მონაწილეს ეჭირა ცის მანათობელი და თითო ჩირაღდანი. ცის მანათობლებზე განთავსებული იყო თითოეული გარდაცვლილი ჯარისკაცის სახელი და გვარი. აქციის ყველა მონაწილემ ერთდროულად გაუშვა მანათობლები და მაშინათვე ხელში დაიჭირა ჩირაღდანი. შესაბამისად ერთდროულად საქართველოს რუკის კონტური წავიდა ცისკენ და აენთო მოედანზეც. ამავდროულად საქართველოს კონტურის შიგნით შესაბამის ფერებში სანთლებით აინთო საქართველოს დროშა.



 

 

 

 

 

 

 



საქართველო – რუსეთის ომში
გარდაცვლილ და დაკარგულ მებრძოლთა სია


      საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
      სულ: 170
      მ.შ. ოფიცერი: 23
      კაპრალ/სერჟანტი: 136
      რიგითი: 1
      რეზერვისტი: 9
      სამოქალაქო პირი: 1

      საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა სახელობითი სია:


      1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
      2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
      3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
      4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
      5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
      6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები
      7. სერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები
      8. ავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები
      9. კაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები
      10. ვადიანი ს/მ გურჩიანი სამსონ ფრიდონის ძე - სამხედრო-საჰაერო ძალები
      11. კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე - I ქვეითი ბრიგადა
      12. კაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე - I ქვეითი ბრიგადა
      13. კაპრალი ბეკურაშვილი მამუკა გოჩას ძე - I ქვეითი ბრიგადა
      14. ლეიტენანტი ხურციძე შოთა ოლეგის ძე - I ქვეითი ბრიგადა
      15. კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე - I ქვეითი ბრიგადა
      16. კაპრალი ნიკიტინი თამაზ ედუარდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      17. უმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      18. კაპრალი თეფანია ლევან ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      19. უმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      20. კაპრალი ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      21. კაპრალი ბოკუჩავა თემურ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      22. კაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      23. კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      24. კაპრალი აბაშიძე მალხაზ ილიას ძე - II ქვეითი ბრიგადა
      25. კაპრალი ბალაშვილი ზურაბ გივის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      26. კაპრალი დვალიშვილი მიხეილ დავითის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      27. კაპრალი ბერიძე თეიმურაზ ბეჟანის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      28. კაპრალი შეყლაშვილი ილია ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა
      29. უმცროსი სერჟანტი თურმანიძე ფრიდონ გიორგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      30. სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      31. უმცროსი სერჟანტი გელდიაშვილი ანზორ ვახტანგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      32. უმცროსი სერჟანტი კოხრეიძე ლევან რეზოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
      33. უმცროსი სერჟანტი ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      34. კაპრალი წულაძე რუსლან ვილორიკის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      35. კაპრალი ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
      36. კაპრალი კუპატაძე შმაგი როლანდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      37. კაპრალი კაცაძე ზვიად სერგოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
      38. უმცროსი სერჟანტი გაბუნია ილია ივანეს ძე - II ქვეითი ბრიგადა
      39. კაპრალი ჯანელიძე ირაკლი ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა
      40. კაპრალი ბარამია მარლენ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      41. სერჟანტი მელქაძე ლევან თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      42. კაპიტანი ლაგურაშვილი ლერი თენგიზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      43. კაპრალი მანძულაშვილი ლევან ოლეგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      44. კაპრალი წილოსანი ემზარ შუქრის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      45. ავიაციის უმცროსი სერჟანტი კაკაურიძე ფელიქს მიტუშას ძე - II ქვეითი ბრიგადა
      46. კაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      47. კაპრალი კოშაძე კახა აკაკის ძე - II ქვეითი ბრიგადა
      48. უმცროსი სერჟანტი გოგნაძე ვალერი სულიკოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
      49. უმცროსი სერჟანტი ეფაძე ზურაბ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      50. კაპრალი ტატუაშვილი გიორგი ზაურის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      51. კაპრალი ზაზაშვილი ალექსანდრე პავლეს ძე - III ქვეითი ბრიგადა
      52. კაპრალი გიგუაშვილი მალხაზ თამაზის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      53. კაპრალი ქამაშიძე ავთანდილ იოსების ძე - III ქვეითი ბრიგადა
      54. კაპრალი ხარჩილავა კობა რევაზის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      55. კაპრალი ბალახაშვილი არტემ გურამის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      56. უმცროსი სერჟანტი თუთისანი მერაბ მურმანის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      57. კაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე - III ქვეითი ბრიგადა
      58. კაპრალი გოგორიშვილი გიგა ტიტეს ძე - III ქვეითი ბრიგადა
      59. უმცროსი სერჟანტი სმირნოვი ვასილი იურის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      60. უმცროსი სერჟანტი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      61. უმცროსი სერჟანტი ბრეგაძე ფრიდონ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა
      62. უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მერაბ ტარიელის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      63. კაპიტანი სერგია კობა იურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      64. კაპიტანი კირაკოზაშვილი გიორგი ოთარის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      65. მაიორი დოლიძე შალვა ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      66. სერჟანტი მგალობლიშვილი ფილიპე ჰამლეტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      67. უფროსი ლეიტენანტი ბაბუციძე ილია გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      68. უფროსი ლეიტენანტი ნადარეიშვილი გიორგი გენადის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      69. ლეიტენანტი ბარდაველიძე ალია მერაბის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      70. კაპრალი დევდარიანი ლევან ცაგოს ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      71. კაპრალი ბაზაძე ირაკლი ომარის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      72. კაპრალი თენიეშვილი ზაურ ჯუმბერის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      73. კაპრალი ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      74. კაპრალი ყალაბეგიშვილი ნიკა გაბრიელის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      75. კაპრალი ჯიქია დავით დაზმერის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      76. კაპრალი დადვანი საბა შამილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      77. კაპრალი ირემაძე მურთაზ გურამის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      78. კაპრალი გზირიშვილი ვახტანგ ბადრის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      79. კაპრალი დვალიშვილი დავით რობერტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      80. კაპრალი დოიჯაშვილი ონისე ლევანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      81. კაპრალი მჟავანაძე რაულ ასლანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      82. კაპრალი ჩადუნელი დევი ჯონდოს ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      83. კაპრალი ქარჩავა გოგიტა ნუგზარის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      84. კაპრალი მახარაშვილი ზაურ მურმანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      85. კაპრალი წურწუმია კობა ამირანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      86. კაპრალი ჯავახიშვილი გიორგი გენადის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      87. კაპრალი ღვინიაშვილი სოსო თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      88. კაპრალი ბერიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      89. კაპრალი დავითაშვილი ვლადიმერ უშანგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      90. კაპრალი იოსებიძე ლევან შუქურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      91. კაპრალი ახალკაცი რეზო გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      92. კაპრალი აბრამიშვილი ზურაბ გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      93. უფროსი სერჟანტი ფერაძე ზაზა თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      94. უმცროსი სერჟანტი სოფრომაძე უშანგი ომარის ძე- I ქვეითი ბრიგადა
      95. მაიორი ჭედია გელა გივის ძე - V ქვეითი ბრიგადა
      96. სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ჭელიძე მერაბ თამაზის ძე - V ქვეითი ბრიგადა
      97. კაპრალი ღვინიაშვილი გიორგი თენგიზის ძე - V ქვეითი ბრიგადა
      98. კაპრალი მამალაძე ამირან გურამის ძე - V ქვეითი ბრიგადა
      99. კაპრალი ტოროშელიძე ჯიმშერ იაშას ძე - საინჟინრო ბრიგადა
      100. კაპრალი მურადაშვილი გიორგი პაატას ძე - საინჟინრო ბრიგადა
      101. სერჟანტი ახალკაცი ზაზა ბეგლარის ძე - საინჟინრო ბრიგადა
      102. პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი დავით ვალიკოს ძე - საინჟინრო ბრიგადა
      103. უფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      104. სერჟანტი ბადრიაშვილი გიორგი ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      105. უფროსი სერჟანტი მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      106. კაპრალი კვალიაშვილი ივანე მალხაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      107. კაპრალი განჯელაშვილი ვასილ გივის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      108. კაპრალი რომელაშვილი გიორგი ირაკლის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      109. კაპრალი დოთიაშვილი ზაზა ზაურის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      110. კაპრალი კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      111. კაპრალი მამუკაშვილი გიორგი ვალერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      112. კაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      113. სერჟანტი ინაური ელგუჯა ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      114. კაპრალი ურიგაშვილი ზურაბ თამაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      115. კაპრალი მეხატურიშვილი იოსებ გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      116. კაპრალი მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ ტარიელის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      117. კაპრალი ერაშვილი რამაზ გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      118. კაპრალი წულაია გიზო გულივერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      119. კაპრალი ელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      120. უფროსი სერჟანტი მაკრახიძე გოგიტა გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      121. კაპრალი ქარელი ოთარ პაატას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      122. სერჟანტი ცერცვაძე მიხეილ ქიშვარდის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
      123. კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
      124. უმცროსი სერჟანტი ასლანიძე ომარ ლეოს ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
      125. სერჟანტი თავგორაშვილი კახაბერ გიორგის ძე - სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
      126. ს/პირი რაზმაძე ამირან ავთანდილის ძე - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
      127. რეზერვისტი ხურცილავა დათა ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია
      128. რეზერვისტი ჭითანავა გოგა ტარიელის ძე - ეროვნული გვარდია
      129. რეზერვისტი კიკალეიშვილი ოთარ ბახვას ძე - ეროვნული გვარდია
      130. რეზერვისტი გაბუნია შალვა ემზარის ძე - ეროვნული გვარდია
      131. რეზერვისტი ბერაია გოგა რევაზის ძე - ეროვნული გვარდია
      132. რეზერვისტი იოსავა მიხეილ ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია
      133. რეზერვისტი ჭოჭუა ლევანი მძლავრის ძე - ეროვნული გვარდია
      134. რეზერვისტი მორბედაძე ირაკლი ოთარის ძე - ეროვნული გვარდია
      135. რეზერვისტი ბოჭოიძე ზაზა სავლეს ძე - ეროვნული გვარდია
      136. კაპრალი ბლიაძე დავით ბუხუტის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      137. კაპრალი ქამაშიძე ტარიელ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      138. ლეიტენანტი მამისაშვილი რეზო გელას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      139. კაპრალი წიქარიშვილი გიორგი ზაზას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      140. კაპრალი ჭაღალიძე თენგიზ შოთას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      141. კაპრალი გლუნჩაძე ზაზა თენგიზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      142. კაპიტანი ყულოშვილი ერეკლე მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
      143. კაპიტანი თანდაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      144. კაპრალი გოროზია სერგეი კონსტანტინეს ძე -IV ქვეითი ბრიგადა
      145. კაპრალი მიდელაშვილი ლევანი ავთანდილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      146. სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი ზურაბ თემურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      147. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      148. კაპრალი ქათამაძე გიორგი შირინის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      149. უფროსი ლეიტენანტი მელია სერგო თამაზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      150. უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი გელა მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      151. კაპრალი ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      152. უფროსი სერჟანტი ნაჭყებია ზურაბ სერგოს ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      153. კაპრალი ხუბულური კახაბერ ირაკლის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      154. კაპრალი უგრეხელიძე რომან გრიგორის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      155. კაპრალი ჭონიშვილი ოლეგ სერგოს ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
      156. კაპრალი რომელაშვილი გელა მურაზის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
      157. კაპრალი ბერანძე ბადრი ოთარის ძე - I ქვეითი ბრიგადა
      158. კაპიტანი ჯოჯუა გიორგი თეიმურაზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      159. უმცროსი სერჟანტი დანელია გოჩა გურამის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      160. უფროსი ლეიტენანტი ნატროშვილი ალექსი გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      161. კაპრალი ხაიკაშვილი შმაგი ამირანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      162. უფროსი სერჟანტი თიგიშვილი გელა ვაჟას ძე - IV ქვეითი ბრიგადა

      საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების სახელობითი სია:
      სულ: 8
      მ.შ. ოფიცერი: 2
      კაპრალ/სერჟანტი: 6

      1. კაპრალი ალავერდაშვილი რეზო გოჩას ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      2. სერჟანტი ტურაშვილი ზურაბ გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      3. კაპრალი ნოზაძე შმაგი გუგულის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
      4. ლეიტენანტი რომელაშვილი გიორგი მურაზის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
      5. კაპრალი ბირთველიშვილი ზაზა თამაზის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
      6. კაპრალი სუხიტაშვილი ოთარ დიმიტრის ძე - ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
      7. კაპიტანი ჯიშკარიანი ვეფხვია გიგუშას ძე - II ქვეითი ბრიგადა
      8. კაპიტანი ქარდავა პაატა იაშას ძე – ს/დ დეპარტამენტი, I ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი


არ დავივიწყოთ გმირები!

   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
   

9 აპრილი

      9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად გამოყენებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ასობით ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.
      სამხედრო ჯავშანმანქანების კოლონა, რამდენიმე ასეული ჯარისკაცის თანხლებით, იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. სადამსჯელო ჯარებმა, რომელსაც გენერეალი ი. როდიონოვი ხელმძღვანელობდა, ქართველი მამულიშვილების აქცია სისხლში ჩაახშო. საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ეროვნული მოძრაობა 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორად თვლის დღესაც დაუსჯელია! საბჭოთა არმიის სადამსჯელო ნაწილებმა გაუგონარი სისასტიკით დაშალეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც მოედანზე დარჩა 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. 9 აპრილს უღმერთო-კომუნისტურმა სადამსჯელო ორგანობმა ადამიანების მოსაწამლად გამოიყენეს მანამდე უცნობი ქიმიური შემადგენლობის მომწამვლელი გაზი, რომლის გამოყენებაც აკრძალული იყო საერთაშორისო კონვენციით.
      9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
      საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდაც დაჰკრავს… ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…


   


      1 – ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა. 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
      სკოლაში მასწავლებელს თემა მიუცია დასაწერად სათაურით: „ვის მივულოცავდი სახელსა და დიდებას?“ – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასო, – დაუწერია.
      დედა – მ. ბაშალეიშვილი.

      2 – ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლისა, კომაროვის სკოლის X კლ. მოსწავლე.
      წინა დღეებში მითხრა: – ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა, და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რაღას ნიშნავსო?
      – არ ვიცი-მეთქი, – ვეუბნებოდი. ვაითუ, ესეც სიკვდილს ნიშნავდა...
      ბებია – ქ. ბეჟანიშვილი.

      3 – თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა, 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
      აპრილში, ისევე როგორც ნოემბერში, თამუნას არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. სულ მოშიმშილეებთან იყო – მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი.
      დედა – ლია ჭოველიძე.


   


      4 – მანანა ლოლაძე, 33 წლისა, თბილისიდან.

      5 – მანანა მელქაძე, 23 წლისა, თბილისიდან. დიდი დიღომი.

      6 – გია გიორგის ძე ქარსელაძე, 25 წლისა, თბილისის სატყეო მეურნეობის თანამშრომელი.


   


      7 – ელისო ჭიპაშვილი, 25 წლისა, თბილისიდან. რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი.
      საოცრად მორწმუნე გოგონა იყო ელისო. ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო ელისო. ერთმა კაცმა ჩამომიტანა ამბავი ფასანაურში: იმ ღამით ვიღაც ბავშვისთვის დაურტყამთ სალდათებს და იმ ბავშვს გადაფარებია ელისო. ეხლა ელისოს რომ მოუტრიალდა სალდათი, შეუძახნია: – რას შვრები, მე ფეხმძიმეთ ვარო! იმას კიდევ უფრო გამეტებით დაურტყავს: – „ეშჩო ლუჩშეო!“
      მამა – გიორგი ჭიპაშვილი.

      8 – აზა ადამია, 22 წლისა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, გეგეჩკორის რაიონიდან.
      უსაზღვროდ მორწმუნე იყო აზა. ღამით, აზას ფანჯარაში რომ შევიხედავდი, სულ სანთლები ჰქონდა ანთებული, და დაჩოქილი ლოცულობდა. სამშობლო იყო მისი უმთავრესი სალოცავი! გამოსვლები რომ დაიწყო სულ სასახლესთან იდგა, მეც იქ უნდა ვიდგეო! 28 მარტს რომ წავიდა თბილისში, მას მერე ჩემი შვილი აღარ მინახავს. იმ ღამეს 11 საათზე მობრუნებულა სახლში და ისევ რომ გარეთ გამოსულა, დიასახლისს უკითხავს:-სად მიდიხარო? როცა გაუგია, რომ რუსთაველზე აპირებდა წასვლას, დიასახლისს შეშფოთებით უთქვამს: – შვილო, არ წახვიდე, რამე არ შეგემთხვესო.
      – მერე რა, ასეც რომ მოხდეს, თუ შევეწირებით, ჩვენს საქართველოს შევეწირებითო –უპასუხნია. მოგვიანებით, „9 აპრილის“ საზოგადოების წევრებმა მითხრეს: – რამდენი ვეხვეწეთ, წადით, ქალები, წადით – ფეხი ვერ მოვაცვლევინეთ ადგილიდანო. ჩემი გოგოს ამბავი რომ ვიცი – ის იქედან არ წამოვიდოდაო!
      დედა – ჟუჟუნა ადამია.

      9 – თამუნა დოლიძე, 28 წლისა, თბილისიდან.
      ნოემბრისა და აპრილის დღეებში თამუნა სამსახურიდან სახლში არ მოდიოდა, პირდაპირ მთავრობის სასახლეს მიაშურებდა ხოლმე მოშიმშილეებთან. თამუნას ოცნებად ჰქონდა, მოსწრებოდა თავისუფალ საქართველოს. აპრილის ტრაგედიის წინა დღეებში მეზობელს უკითხავს მისთვის: – იქ რომ დადიხარ, გოგო, არ გეშინიაო? – თამუნას უპასუხნია: – რას ბრძანებთ, თუ ჩემი სისხლი სამშობლოს რასმე არგებს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო!
      დედა – მერი დოლიძე.


   


      10 – ვენერა მეტრეველი
      რვა და – ძმა ვართ და ვენერა ყველასგან გამორჩეული იყო ბუნებით: კეთილი, უბოროტო, სათნო. ექთნად მუშაობდა და ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა – ნაცნობსა და უცნობს ღამეებს უთენებდა. პირადი ცხოვრებით გამწარებული იყო: ვაჟიშვილი ჰყავდა პატიმარი და ამით იყო შეწუხებული. მაგრამ ბოლო წლებში, რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, სულ გამოიცვალა. ასე ამბობდა ხოლმე: – ეს მამშვიდებსო მხოლოდ.
      და – ციალა მეტრეველი.

      11 – ნინო თოიძე, 25 წლისა, ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი, მახარაძის რაიონიდან.
      საინჟინროზე კი სწავლობდა ნინო, მაგრამ ჰუმანიტარულ საგნებს ეტანებოდა უფრო. გამსახურდია უყვარდა განსაკუთრებით. რომ ვეტყოდი, დაისვენე, ნუ კითხულობ ამდენს- მეთქი? მიპასუხებდა: – დედა, მომეშვები?
      28 მარტს, თბილისში წასვლამდე, მკითხა: – რას ნიშნავს, დედა, სიზმარში ვნახე, შავ ფეხსაცმელს ვყიდულობდი მაღაზიაშიო. ხალხმა მითხრა, ბედია, გათხოვდებაო. 4 აპრილს სურათი გადაუღია – 9-ში მოაკითხეო, დაუბარებია ფოტოგრაფს. – ცოტა ადრე ქენი, 9-ში ეგება არც ვიყო ცოცხალიო – უპასუხნია. ბედისწერა იყო თუ რა იყო... არ ვიცი.
      დედა: – ჟუჟუნა თოიძე.

      12 – შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი, თელავის რაიონიდან (სოფ. აკურა)
      სულ იქ იყო , იმ მიტინგებზე. ნოემბერშიც იქ იყო და აპრილშიც. რომ ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან, თბილისში ბრუნდებოდა. ქმარი ახალი დაღუპული მყავდა და გული კიდეც ცუდს მიგრძნობდა.
      დედა – თამარ ქვასროლიაშვილი.


   


      13 – ნანა სამარგულიანი, 30 წლისა, თბილისიდან.
      ბოლო წუთამდე მთავრობის სასახლის კიბეებთან იდგა. ვიღაც კაცი მისულა ნანასთან და უთქვამს, ახლა დარბევა მოხდება და გაერიდეთო. ის კი სწორედ საწინააღმდეგოდ, უფრო შუაგულისკენ წასულა – მე აქ უნდა ვიყოო. არადა ერთი კვირის წინ სიზმარი ჰქონდა ნანახი – ამხანაგი, რომელიც გარდაცვლილი ჰყავდა ეპატიჟებოდა.
      ლუბა სამარგულიანი.

      14 – მარინე ჭყონია-სამარგულიანი, 35 წლისა, თბილისიდან.
      ერთი წელი მიიწურა, რაც ბიჭი დედის გარეშე წავიდა სკოლაში. ლექსი დაუწერია. იმ ლექსში ღმერთს შესთხოვდა, არ დამეკარგოს დედაო – გული უგრძნობდა ალბათ. დილით მეზობლებში მოვძებნე, არ ვიცოდი, რა მეთქვა. თვითონ გამოიქცა და შემომტირა – დედა მოკლესო! რუსუდანიც ხვდება, რომ დედა აღარა ყავს, ოღონდ, სად წავიდა ვერ გაუგია – ყოველ ღამე ძილში დედას უხმობს.
      მეგობარი – ლალი ღაჭავა.

      15 – მამუკა ნოზაძე, 22 წლისა, ლაგოდეხის რაიონიდან.
      მამუკა თბილისში სწავლობდა ტექნიკუმში. ყოველ შაბათ-კვირას აქ იყო ხოლმე და ბოლო დროს აღარ ჩამოდიოდა, მატყობინებდა, ქორწილებში ვარ დაპატიჟებულიო. იგონებდა, დედას რომ არ შეშინებოდა. სინამდვილეში კი მიტინგებზე იყო. საქართველო უყვიროდა საოცრად და მისი ისტორიაც განსაკუთრებით კარგად იცოდა. 1 აპრილს, შაბათს, თავის მეგობართან, ზურაბ ხაჩიძესთან , ყოფილა და სუფრაზე ბოლო სადღეგრძელო უთქვავს: ძმებო, ეს იმათ გაუმარჯოს, ვინც ჩვენს შორის პირველი მოკვდებაო.
      დედა – ალექსანდრა ნოზაძე.


   


      16 – თამარ მამულაშვილი, 50 წლისა, თბილისიდან.
      თამარი ღრმად განათლებული ქალი იყო. რაც თავი მახსოვს, სულ მუდამ ეროვნული პრობლემებით იყო დაკავებული. აპრილის პირველ დღეებში მიტინგებზე არ გასულა, 8-ში კი დაიჟინა: – დღეს ჩვენ რომ არ წავიდეთ იქ, არაფრით არ შეიძლებაო. – ქალიშვილი ვერიკოც წაუყვანია. როცა ის საბედისწერო წუთები დამდგარა და რაკი ერთხელ უთქვამთ: – თუნდ, დავიხოცოთ, აქ უნდა ვიყოთო, – ხოცვა-ჟლეტის შუა გულში აღმოჩენილა. გულწასული ვერიკო მხატვრის სასახლეში შეუყვანიათ, თამარის გვამი კი შემდეგ უპოვნიათ.
      მული – მ. მამულაშვილი.

      17 – ზაირა კიკვიძე, 61 წლისა, კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, თბილისიდან.
      ზაკო ჭეშმარიტად ქრისტიანული სულის ადამიანი იყო: ღრმად მორწმუნე, მარხულობდა აპრილის დღეებში. ყველა ადამიანში ეძებდა სიკეთეს, ძვირს ვერავისზე ათქმევინებდი. განსაკუთრებით ემარჯვებოდა ბავშვებთან ურთიერთობა. როცა ქალაქში ტანკებმა ჩამოიარა, სახეშეშლილი დაბრუნდა სახლში: – არა, ეს არ უნდა ვაპატიოთ, ჩვენ ყველანი უნდა შევეწიროთ და ეს მაინც არ უნდა ვაპატიოთ!
      იმ დღეებში ორი უცნაური სიზმარი ენახა. მომიყვა: ერთში – გაშლილ ველზე ვიყავი, ისეთი ლამაზი იყო, სულ ყვავილები ყვაოდა გარშემო; მეორეში აივანზე გავედი და კარები დამეკეტა. თქვენ ყველანი სახლში ისხედით და მე აივანზე დამტოვეთო, მარტო...
      რძალი – ნანა კიკვაძე.

      18 – მზია ჯინჭარაძე, 43 წლისა, თბილისიდან, ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი.
      მზიას არაფერი ამ მთავრობის არ სწამდა. ვერ ეგუებოდა მის ბუნებას. ამიტომ, როგორც შეეძლო, ისე ებრძოდა მათ არსებულ ხელისუფლებას. ნოემბერში არც-ერთი მიტინგი არ გაუცდენია. 8 აპრილს ორჯერ მობრუნდა სახლში. მეგობრების ბავშვები ჰყავდა წაყვანილი და თავიანთ მშობლებს ჩამოურიგა. თვითონ კი მტრის ხელს ემსხვერპლა იმ ღამით. გული მიგრძნობდა, რომ ავი რამ უნდა მომხდარიყო – სიზმარი მქონდა ნანახი: შავი ქვა მედო გულზე და ვიბრძოდი.
      დედა – ალექსანდრა ჭინჭარაძე.


   


      19 – ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლისა, თბილისიდან, სპორტკლუბ „სინათლის“ მეთოდისტი.
      ნოდარის მამა-პაპანი თიანეთიდან იყვნენ წარმოშობით და ნოდარიც ნამდვილი მთის შვილი იყო. არავის და არაფრის არ ეშინოდა.
      აპრილის დღეებში უცნაურად იყო აღელვებული, ნაცნობი გოგონასათვის უთქვამს, ცუდი ამბები დატრიალდებაო ჩვენთან. მე კი ვიცოდი, რომ თუ ეს მოხდებოდა, ნოდარის აუცილებლად ხიფათი დაატყდებოდა. მოგვიანებით მისმა მეგობარმა მითხრა. ნოდარი, სულერთია, სამართლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპებოდაო.
      დედა – ემილია ჯანგირაშვილი.

      20 – ნატო გიორგაძე, 23 წლისა, ჩოხატაურის რაიონიდან.
      ვაჟკაცური ბუნების გოგო იყო ნატო. რაც ეს ამბები დაიწყო, სულ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე დაიარებოდა. ძმა ეჩხუბებოდა: „ ნუ ეხუმრები შენ ამ მთავრობასო“, მაგრამ ვინ უგონებდა. მეც სულ ამას ჩავჩიჩინებდი. ნოემბრის ერთ შაბათს, სუფრას ვაწყობდი და შეშფოთებულმა ვუთხარი: - შენ არ იცი, გოგო, ვის ეომები; შეეწირები ამ საქმეს, შვილო. – გუშინდელივით მახსოვს, შემოიყარა დოინჯი, წინ გადამიდგა და მითხრა: – თუკი საქართველოს შევეწირები, განა ჩემზე ნაკლები მამულიშვილები შეწირვიანო?
      – მე რას მიშვრები მერე, ჩემზე არ ფიქრობ – მეთქი?
      – შენ კი მეცოდები, დედაო, – გამიღიმა, მომეხვია და მაკოცა. ნატოს სურათის გადაღება არ უყვარდა და თავის თანამშრომლებს უთხრა: – გოგოებო, რომ მოვკვდე, ერთი სურათიც არ მაქვს გასადიდებელიო. მერე მომიყვა: ისევ ის მოხუცი გამომეცხადაო. – შენ ხარ ნატო გიორგაძეო? შენ ჩემთან უნდა წამოხვიდეო.
      დედა – ნუნუ გიორგაძე.

      21 – თინა ენუქიძე, 70 წლისა, თბილისიდან.
      უკანასკნელ წლებში ეროვნული მოძრაობით ცოცხლობდა და ხარობდა. აპრილში პატარა სკამი ჰქონდა წაღებული და მოშიმშილეებთან ერთად იჯდა. ეფერებოდა და ამხნევებდა, წყალს აწვდიდა მათ. ჩვენ გვსაყვედურობდა: – სახლში როგორ ჩერდებით, დღეს ყველა იქ უნდა იყოსო! იმ დღესაც დილის თერთმეტის ნახევარზე გავიდა სახლიდან. ტანთ სულ ყველაფერი ახალი ჩაიცვა, არ ვიცი, რა წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ ასე თქვა: „მე აღარ მოვალ! “
      ვაჟი – იური ლეკიშვილი.


 

 



მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო გოდერძიშვილს.