ნიკო ფიროსმანი − Niko Pirosmani

1862 − 1918

აქტრისა მარგარიტა, 1909 წ.
Actress Marguerite. 1909.
თავადი ყანწით (მელიტონ ჩხეიძის პორტრეტი), 1906 წ.
A Man with a Horn (a portrait of Meliton Chkheidze). 1906.
გოგონა აერბუშტით, 1910-12 წწ.
Little Girl a Balloon. 1910-12.

      1909 წელს ნიკო ფიროსმანი ქმნის სურათს ”აქტრისა მარგარიტა”. პორტრეტი მხატვრის სახელთან დაკავშირებულ რომანტიკულ ისტორიას უკავშირდება. მისი ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი კ. ზდანევიჩი გვიამბობს: ”ფიროსმანი შეხვდა ქალს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე უყვარდა − კაფე-შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა − მშვენიერი და დახვეწილი, რომელმაც აღტაცება მოჰგვარა მხატვარს. იგი ვერ ახერხებდა გონს მოსვლას: მარგო ”მიწაზე დაშვებულ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა”. ბედნიერმა ნიკომ, არც კი დაფიქრებულა, სიხარულით უბოძა მას თავისი გული და მთელი თავისი ქონება. შემდეგ კი მადმუაზელ მარგარიტას უზარმაზარმა შავმა თვალებმა უკანასკნელად იხილეს ფიროსმანი: მარგარიტა სამუდამოდ გაქრა”.
      ეს ლეგენდა არაჩვეულებრივად პოპულარული გახდა და წარმტაცი წვრილმანებითაც შეივსო, რომელთაგან უმთავრესი საყვარელი არსებისათვის მიძღვნილი ვარდებით სავსე ურმებია.
      მარგარიტას პორტრეტი ცივია. კაფე-შანტანის მოცეკვავის ტანისამოსი აქ ვულგარულობას კარგავს და სიწმინდისა და უმანკოების სამოსად იქცევა. უმანკო პატარძალი ჯვრისწერის მოლოდინში, თაიგულით ხელში. დგას უძრავად, ხელგაშლილი და სევდანარევი შეცბუნებით გვიმზერს − ამ სამყაროსავით უცხო, დამაბრმავებლად ნათელი, როგორც ცის ფონზე მოციმციმე თოვლიანი მწვერვალი. მისი პორტრეტი კიდევ ერთი უპასუხოდ დარჩენილი გამოცანაა.

      In 1909 Niko Pirosmani creates his “Actress Marguerite”. The portrait has close ties with painter's romantic love store. One of his first biographers, K. Zdanevich, recollects: “Pirosmani met a woman whom he loved for the rest of his life. A French café-chantan singer and dancer, beautiful and refined, she provoked Pirosmani's admiration. He entirely lost himself. She seemed a beautiful angel descended on the ground to him. Without any hesitation, a felicitous Niko gave her his heart and fortune. Soon after, she vanished and he never saw her large black eyes again”.
      The legend has become very popular and acquired pretty details: like a cartful of roses Pirosmani gave to his beloved.
      The portrait of Marguerete is cold. Her dress of a café-chantan dancer loves its vulgar air and turns into a garment of a pure and innocent woman: a bride with a bouquet waiting for her wedding. Her figure is static, hands stretched; she is staring at us with a kind of sad confusion. Her exceedingly bright portrait appears to be another enigma to coming generation.

შეშის გამყიდველი ბიჭი, 1908 წ.
Little Boy – a Firewood Seller. 1908.
მეაქლემე თათარი, 1909 წ.
A Tatar Cameleer. 1909.
ბიჭი ვირზე, 1916 წ.
Little Boy Riding a Donkey. 1916.
გიორგი განდეგილი, 1907 წ.
St. George Anchorite. 1907.
შოთა რუსთაველი, 1913 წ.
Shota Rustaveli. 1913.
გლეხი და მისი ვაჟი, 1908 წ.
Peasant with His Son. 1908.
ბიჭი ვირზე, 1916 წ.
Little Boy Riding a Donkey. 1916.
შეძლებული გლეხის პორტრეტი
Portrait of Wealthy Peasant. 1895-1903.
მეარღნე, 1905 წ.
An Organ-grinder. 1905.
მზარეული, 1905 წ.
Chef. 1905.
ძიძა, 1905 წ.
Nurse with a Baby. 1905.
ახალგაზრდა მეთევზე, 1914 წ.
A Young Fisherman. 1914.
ქალი წველის ძროხას, 1916 წ.
Women Milking a Cow. 1916.
ქართველი ქალი დაირით, 1906 წ.
Georgian Woman with a Tambourine. 1906.
აბრა, ცივ-ცივი პივა, 1895-1903 წწ.
Sign for Cold Beer. 1895-1903.
სააღდგომო ბატკანი, 1914-15 წწ.
Lamb of God. 1914-1915.
ლომი და მზე, 1915 წ.
A Lion and the Sun. 1915.
ტახი, 1906 წ.
A Wild Boar. 1906.
არწივმა კურდღელი დაიჭირა, 1914 წ.
Eagle with Captured Hare. 1914.
სამი ირემი წყაროსთან, 1913 წ.
Three Deer at a Stream. 1913.
შველი პეიზაჟის ფონზე, 1913 წ.
A Roe against a Landscape. 1913.
მამალი და კრუხ-წიწილა, 1914-15 წწ.
Cock, Hen and Chickens. 1914-1915.
დათვი მთვარიან ღამეში, 1914 წ.
A Bear, Moonlit Night. 1914.
შველი ნუკრით წყალზე, 1917 წ.
A Roe at a Stream. 1915.
პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანიშვილის პორტრეტი,
Pirosmanishvili's portrait by Pablo Picasso, 1972.
* * *


ლუკა მელუა ბარნოვი. საფრანგეთი – Luka Melua Barnovi. FRANCE