"გოლე ლაალე ვააჟეგუნ" − ფერეიდანის სავიზიტო ბარათი


      საქართველოში მცხოვრები ქართველების და ფერეიდანში მცხოვრები ქართველების წარსული ცხოვრება და თავს გადატანილი ჭირ-ვარამი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს... ეს ამბავი შეიძლება ტყუპების ცხოვრებასაც შევადაროთ, რომლებიც ტიალმა წუთისოფელმა გაჰყარა და სხვადასხვა ადგილზე ცხოვრება მიუსაჯა...
      ისინი სულიერად ყოველთვის გრძნობენ ერთმანეთს და მათი ცხოვრების ჩარხიც ასე თუ ისე, ერთნაირად ტრიალებს...
      1. ”ინებეთ ჩემი სისხლის ანალიზი” − უთხრა ერთ ექიმს ავადმყოფმა და გაუწოდა კრწანისის ველზე დაკრეფილი ყაყაჩოები.
      2. ”ჩვენ ჯეილების სისხლზე ყაყაჩო ამოსულა” − ფერეიდნული გამონათქვამი.
      ყაყაჩოები კი სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრია და ფერეიდანშიც...


 

 

 

   


      1. ”ვინც იტყვის რომ მე ვარო, მეც ვიტყვი, რომ მე ვარო! ყველა ისე წამოწვება, ახლა მე რომ ვწევარო!” − ეპიტაფია საფლავის ქვაზე. იყალთო.
      2. "უწვერულვაშო მამებს, ჭაღარა შვილებისაგან!” − თქმული ოზაანელი კახა ჯიქურიშვილის მიერ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მოსახსენიებელ სადღეგრძელოში 2008 წლის 15 ნოემბერს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გივი ალადაშვილის დაბადების დღეზე.

   



"მესამე თვალი"


"ეფექტები"