ნოდარ კოჭლაშვილი − ფერეიდნული ხელნაწერები


       2008 წლის 10 დეკემბერს სამსახურში სტუმრად მეწვივნენ ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი და კახა ფერეიდნელი. განსაკუთრებული წარდგენა არცერთს არ სჭირდება, მაგრამ მაინც მინდა ზოგიერთი რამ შეგახსენოთ ბატონ ნოდარზე:

 

       ნოდარ გიორგის ძე კოჭლაშვილი 1927 წელს დაიბადა ქარელის რაიონში, სოფელ რუისში. 1945 წელს დაამთავრა თბილისის მე-11 ვაჟთა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. ერთი თვის შემდეგ თსუ-ში იხსნება საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, სადაც სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ გადადის სასწავლებლად (პარალელურად აგრძელებს სწავლას ისტორიის ფაკულტეტზე ექსტერნად საქართველოს ისტორიის ჯგუფში).
       1950 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა საქართველოს საზოგადოებაში, შემდეგ კი გაზეთ ”კომუნისტის” და ჟურნალ ”საბჭოთა ხელოვნების” რედაქციებში.
       1967 წელს მუშაობას იწყებს აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან სოლიდარობის საქართველოს კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ. იყო საკავშირო კომიტეტის პრეზიდიუმის წევრიც.
       1994 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა ცენტრში დირექტორის მოადგილედ. სამსახურეობრივად ხშირად უწევდა მივლინებებით სიარული ინდოეთში, ეგვიპტეში, სირიაში, თურქეთში, ირანში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
       ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მივლინებებით ყოფნისას სისტემატიურად ხვდებოდა ირანში მცხოვრებ ქართველებს. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ფერეიდნელ ქართველებთან, რომლებიც სპეციალურად ჩადიოდნენ თეირანში, ბატონი ნოდარი ხომ მათ ”დედის ენას” ასწავლიდათ.
       ბატონ ნოდარ კოჭლაშვილს დღესაც ”მამას” და ”მეორე გოგებაშვილს” ეძახიან.













ამირ მირ-ჯაზაის წერილი

ეს კი კახა ფერეიდნელის ხელნაწერია, რომლითაც მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ ჯგუფს.



       გიორგი! არ მჯერა და მომკალი. ახლა მთელი დედამიწა მიყვარს, მტრიან-მოყვრიანად... რა ბედნიერი ვარ შენ არც კი იცი. ხიდი რომ იყავი, ჩვენსა და ფერეიდანს შორის კი ვიცოდი, მაგრამ ამისთანა ბაჯაღლო-ოქროს ხიდი თუ იყავი, ამას რას ვიფიქრებდი. კახამ გაიხაროს და იბედნიეროს. "თქვენი ფერეიდნელი ძმა" – გვწერს კახა. გიორგი, ე.ი. მე ფერეიდანში ძმა მყავს და მას კახა ჰქვია. ნანა ფიცხელაური. გერმანია.