თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ანდაზები

www.genatsvale.net
მურატ ძნელაძე


      001. გელი რომ დაბერებულა, ცხვარს დუტაკებია;
      002. გველი დატიალდება მოტიალდება კიდონ მის სახლში უკან მოვა;
      003. სხვას მოტანილით საჭმელი არ იქნება. ისის დროში არ იქნება;
      004. იყბალიან ქალი მუკტება. უიყბალიან ცხენი მუკცება;
      005. ტურას მე რომ მოვკტები საქათმეს კუთხეს თავი დიმიდევთ ვო უთქმიია;
      006. შენ არქშიია ზექერიია რომ მეგემშოს ჰელვა გიგიხთება ცივი ჭადი;
      007. ჩაჩნო შავ ყორანი არ გათეთთრება;
      008. ძაღლმა არს მან შიჭამა არს სხვას აჭამა;
      009. ძაღლს ძაღლის კიბილი არაწყენს;
      010. ყორანი გაღმაში გევდოდე თეთრ კვერცხ დავდეფ ვო უთქმიია, გაღმა გესულა კვერცხი დუდიია, კიდე შავი ყოფილა;
      011. ძემ გადმეიარა ნენეს ტრაკში ხებერი არაქ;
      012. ამოსულ ბზეს დილაზე დეტყობა;
      013. დათვ ბოკრები (ბარტყები) მოწრიია წტე წყალი ვერ უსმიია;
      014. ღმერთ რაცხა ემეტება იმას მოქცემს;
      015. ღორი რომ ყანაში შევა მუცელის გაძღომამდი ჭამს;
      016. ჟდის ღოღობი უმძრევს ქორი;
      017. ადე ზექერიავ მეიხედე მიმეიხედე (გეიხედე) გარში რამბავიია;
      018. ერთი გერი შვიდ გელზე ბეთიია;
      019. შვიდი გელი მესხრიკებოდა ტურას მე მიკიტინებდა;
      020. დედაბერ საქმე დალევია შალვარი უნგრიია შუკერია;
      021. ტყეში ხიიები ბევრი თუ იქნება, იქ გელი ვერ გეიარს;
      022. გელი რომ დაბერდება, ძაღლის სათამაში გახთება;
      023. დუნია იქცევა, ეშმაკი (შეითანი) ფარხულობს;
      024. დელს ჭკვა არ ექნება, ბუცუცსას ხარი;
      025. კაცი შინ ზის, მისთავ წისქვილში ლაპარიკობენ;
      026. ქვა ქვაზე მიგორდება;
      027. კატამ კუდზე დასაქმა;
      028. შიერი ფუში (მუცელი) მალე გაძღება, თვალი არა;
      029. ატეხვას თავი გატეხვა აქ;
      030. ბერი ხარის ქას ხნის;
      031. წყალ წაღებულ ხავს (ფხავს) ეკიდება;
      032. ხორგი ხორგ მიიედება;
      033. ზორით მოყვანული ძაღლი არ დაყეფს;
      034. ვირ ყურ ხევენ ე რა ეხახუნება (ეხატუნება ამბობს) ამბობს ვო უთქმიია;
      035. სხვას ცხენზე რომ შეჟდები, სოფლის შვაში ჩამოხვალ;
      036. შეშლილ ინსან ქოთანში ჩუკვია;
      037. დუნიია იქცევა ვოდა, ჭაყელიას თვალები დუქორია;
      038. თვალი გულის სარკე არი;
      039. უკბენელი ძაღლი არ იქნება. წრეხლი გუქნებელი ვირი (ცხენი) არ იქნება;
      040. ლეხთზე რომ მიარტყამ ტავ, მაშინ ჭკვა მოგივა თავში;
      041. გოგო ბერდებოდა ბეთს ელოდა;
      042. აზრაილი ცხვარს ყარში სიკტილი არი ვო უთქმია, ცხვარს ბალახის ჭამა გუგდია;
      043. მელას მუკითხიიან ქათამ ჭამ: მელას გუცინია;
      044. ძაღლი რომ ვერ დაყეფს, გელ კალოზე მეიყვანს;
      045. ინსანი ჯუვალში რომ ფეხ ჩადებს უკან არ დეიხედავს (ჯუვალში რომ ფეხი ჩადვეს ახლა არს მიყურებენ);
      046. გველი გველ იშოვნის;
      047. შიმშილ კათუღი არ უნდა, რომ მოგეძინება, ჯირში ბალიში არ უნდა;
      048. ათჯელ დაზომე და ერთჯელ გაჭარე;
      049. ქალამანი ძაღლის მოპარული კაცი, ძაღლს; ძაღლო! შენ ქალამანი მომპარე იმას ვერ ჩეიცვამ, მე კიდე ქალამან ევღებ და ჩევცვამ ვო ითქმიია;
      050. მსხალის კარქ დათვი შიჭამს;
      051. ჯინჭარიდან ჯინჭარი ამვა (ჯინჭარი გადაჭრი ჯინჭარი ამვა);
      052. რაცხას რომ დათესავ ის ამვა;
      053. შენ სხვას თუ ილაპარიკეპ სხვს შენ თავ ილაპარიკეპს;
      054. დუპაიჭველი (დუ პადიჭნელი) მოსლული, უბალიშო დაჟდება;
      055. როიცხა რომ და კვერცხევ ტავ, მაშინ ისაქმებ;
      056. სოფელივ ვნახე უძაღლო, შიან ვიიარები უგარგნო;
      057. ხე გულიდან, კაცი სიტყვიდან გეიგნება;
      058. წისქვილში პუწაი რომ ბევრი სიმინდის მარცვალი ჩაყრა, წისქვილი დადგება;
      059. კატა მოძორზე აცტომია, ფუი რა ძალვან ყარს ვო უთქმია;
      060. იმ დუნიაიდან ვინმე თავ მოტეხილი არ მოვდა;
      061. ბიჭი კაი იყოს, ხეს ჯირში სახლი იყოს;
      062. ღელეში წაკინტრებულან და ქვა (ჭალიკვა) ვერ უნახჟან;
      063. ძაღლ ქალამანი შუჭამია (მუპარია), უქალამანო (ნაცვეთაზე) დარჩენილა (დარჩენია);
      064. კატას ნიიორი არ უკატრიია;
      065. შიერის თვალი ნალიაზე იქნება;
      066. შიერ თვალიანი სხვას ნალიას შეხედავს;
      067. წისქვილში რომ შეხვალ უფქვილო ვერ გამოხვალ;
      068. დედა შვილისთინ, შვილი მის თავისთინ;
      069. სოფლის ქვედა კუთხეს ტყვილი (არი) იქნება ვთიქვი. ზედა კუთხეს მოველი (ამველი) მეს დევჯერე;
      070. სხვას საქმით შენი საქმე არ გაკეთთება;
      071. რაცხამდონი საბანი გაქ იმდონი გაწვედე ფეხები;
      072. ძროხა გადავარდნილა, ვირ ყლოყინია: რატონ ყლოყინობ ვო უთქმიიან, მედა ამატანიონნა ვო უათქმიია;
      073. დვანდელი საქმე ხვალზე არ და შაგდო;
      074. შიერი ძაღლი კალოს არ დაცავს;
      075. გველი დატიალდება მოტიალდება მის სახლში გაწორდება;
      076. ვარდი უეკლოდ არ იქნება;
      077. მოღალული ცხენს ქერი (რათუნდა) არ უნდა;
      078. დიდ სიცილს დიდი ტირილი ექნება;
      079. ვიყავ შენ დროს. მოხვალ ჩემ დროს (გენჯი ვიყავ შენსავენ, დაბერდები ჩემსავენ);
      080. გზა გძელი იყოს იმას ბოლო იქნება;
      081. ხარს ძროხისთან უთხრობია: იალი ჭამე! ძროხას რატონ ვო მუკითხია - ხარმა ძროხას გიგიბანნა ვო ოთქმიია - ძროხამას. ვინდა გუბანნა იმას ეტყობა ვო უთქმიია;
      082. გაგორვებული ქვა იონსულ (ხავვს) ვერ დეიკავებს;
      083. შვიდი გელი ერთ ცხვარს ესხრიკებოდა. ტურას იმას უკიდენობდა (აკრტინებდა, უჭიდინებდა);
      084. ნამეტარი საქონელი თვალ არ მოგხთრის;
      085. შენ სხვას უთითიებ, სხვა შენ თავ უთითიებს;
      086. ენ კაი ათი შვილი ერთ გონჯი (ბეთი) კაც იერ ვერ დეიკავებს;
      087. ძველი პრეწვას არ დალევს, ბერის კნესვას არ დალევს;
      088. თაფლ დამკავებული თით გეილოკავს;
      089. ბერი კაცი ბაღანასავენ იქნება;
      090. ყველა მის ბაღნისკენ დადგება;
      091. მამალი მოკტება თვალი ჩოფლუხში დურჩება;
      092. ქათამი რაცხას მეიჩხიკავს, იმა მოკეკავს;
      093. გონჯი (ბეთი) ენა მწაში გველ მოკლავს;
      094. ტყიდან მოსული. შინავს აძებს;
      095. შიერი ქათამს თვალი ნალიაში იქნება;
      096. დაჟდომილ იერზე ლაპარიკი ფუშ არ გაძღესბს;
      097. დუსველებლაი თევზი არ დეიკავება;
      098. ღმერთი ერთ კარ მიგიძრის, ერთ (სხვა) კარ გიგიღებს;
      099. ტირილას საქონელიდან რამე არ იქნება;
      100. ცხენიდან ჩამოვდა ვირზე შეჟდა;
      101. პირ აფჩენილს საქონელ თვალ გახილებული შეჭამს;
      102. ცხენის სიკტილი ჭვავიდან იყოს;
      103. საღამოს საქმეს დილის საქმე ჯოფს;
      104. ღვარი წევა ლილა დარჩება;
      105. სიტყვა დიდისა წყალი პაწაისა;
      106. სხვის ხელით გველი დეიკავო ისის ბრალიია;
      107. ჩაცმით დაბურვით ქალობა არ იქნება;
      108. კბენილი გველი ენას არ დანახიებს;
      109. ძღენერის შიან ბულკას (ხაპიგულსას) ეკიტრება;
      110. ცივო გეწურე (თბილი) თბილზე მიეწურე;
      111. შეშლილი ორდეკი ტრაკით წყალში შევა;
      112. ფთხმელას ღიორი (კვარჩხალი) გერს ოზი არ იქნება;
      113. ფთხმელას ღიორო, მალე დალენდება;
      114. გველს რომ ძავი ატკივდება ჭლიკებზე შამოგიხვევა;
      115. შავი მურგვი (კტომა) სუნყველას კუჩხეში მიგორდება;
      116. ვარდ ეკალი ექნება;
      117. ქვა ქვაზე რომ ვადებდი კაი ვიყავ, რომ დავბერდი ვინმეს არ უნდა ჩემი თავი;
      118. მომკტარი ძაღლი, გელიდან არ შეშინება;
      119. დოდოფალი შუშლელი სახლი იქნება, კტარის გამუსლელი სახლი არ იქნება;
      120. წისქვილი ღვარს წუღიია, ტინკილტაშაღს ეძებენ;
      121. ინსანი ხარის ქაში რომ შეხვიდე კიდე გნახვენ;
      122. სხვის კტარი, სხვისთინ ძინარიია (სხვის კტარი, სხვას ძინარე ეგონება);
      123. ცაიელი ნალიაზე (ნალიაში) თაგვი არ ევა;
      124. იაზმი ყურში გამეიკოჭე;
      125. კაცი კაი იყოს ხის ჯირში ვიყო;
      126. ძროხამ ძროხა დაბუჩქნა, საბალახოში გადაგდებს;
      127. კაც მუკითხიან, დევე დეინახე?, არა ვო უთხრობია. იქეთამ გვალი დევნახე ვო უთქმიია. იმ კაცის ერთათ საღმომდინ გვალი ეძებეს მეგრემ, იქეთამ მე არ დევნახე ვო ვუთხარ გადავჩი ვო უთხრობია …
      128. ჭაკვა ხელით ანჯა ტრაკი დეიბანვის;
      129. წისქვილში მივდოდი, ფხარის ჭვირთი მომეცით მეთქი ვთქვი, ვირის ჭვირთი მომცენ;
      130. ფხარის ჭვირთი არა, ვირის ჭვირთპი მომცენ;
      131. დედაშენი რომ მოკტება მამშენი გიავრი იქნება;
      132. ცოცხსას ჩააცვი, დააბურე იგზე მიაყუდე-აყუდე ლამაზი იქნება. ახლანდელი ქალების იცმენ, იბურვენ ქალი ვხთებით ვო გონიან, ახალი ქალები ცოცხსავენ ჩააცვი, დააბურე არუნიე სხვა რამე არ იციან;
      133. ტავშანს ბარტყი ეყოლა მეგრემ. უთხრობია ქი; სააააამ დღეს მი მოგაწვო, სამ თვეს მი ვო მუკითხია, ბარტყმას სააააამ დღეს რომ გუწიწა დედამისმა მეგრემ ბევრი ეგონა სამი დღე, საააამ დღეს მომაწვე უთხრობია;
      134. დედამისი რაცხაფრაით გეიარს გოგოს ისე გეიარს;
      135. ძაღლ დე დალევია ჯამე კარ მუფსმია;
      136. ათი ბაღანა ერთ ნენეს და ბაბს ვერ შეხედავს, ერთ ბაბაი და ნენეი ათ ბაღანას შეხედავს;
      137. ვირიდან გადავარდნილი მოკტება;
      138. გველი გაგძელებულა წევს მეგრემ, ჭაყელიას იმას მეს დევემგზავები ვო უთქმია, ჭაყელიაის გუგძელებია მისი თავი წელი მოეყდენია;
      139. ჭაყელიას მისი თავი გველზე დაზომობიხან წელი მოწყდენია;
      140. ჭაყელიას გველზე დაჯენგებიხან-დაჯენგებია, წელი მუწყვედია-მოწყდენია;
      141. ბევრი ცხვარი ბევრ კრავ იშოვს;
      142. ტურასთიმ მუკითხიან ქათმი ხორც ჭამ? გემეცინა ვი უთქმია;
      143. გველს სლაკვი დუტყვილებია; ცა იქცევა თვალები დავქოროთ ვო, სლაკვს თვალები;
      144. გამუთხრია, გველს არ გამუთხრია. გველს სლაკვი დუტყვილებია, სლაკვს თვალები დაქორებულა;
      145. ხირსი თაფლიდან გემიელია (კარკია);
      146. ღმერთმა ბევრი დღე მოქცეს;
      147. ღმერთმა არ დიგიწეროს, თუ არა რა მოგივა ხელიდან;
      148. ღმერთმა გადარჩინოს!
      149. ღმერთმა ნუ ქნას!
      150. ღმერთმა გახაროს!
      151. ღმერთმა შიგიბრალოს!
      152. ღმერთმა დეგეხმაროს!
      153. ღმერთო კაი დღიები დიგვიწერე!
      154. ღმერთმა წარჩინოს!
      155. ღმერთმა უშველოს!
      156. ღმერთმა ხელები იგიშენოს!
      157. ღმერთო, ლამაზი დღიები დაგვანახიე!