7. ჩემო ძვირფასო ძმაო და მეგობარო, გილოცავ ახალ, 2009 წელს. გისურვებ ულევ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას, სამშობლოს ძლიერებას, მტრის დათრგუნვას, მოყვრის გამრავლებას... აღორძინებულ საქართველოში ყველა შენი სურვილის ფრთაშესხმას... იხარე და იბედნიერე მონატრებული სამშობლოს უერთგულესო შვილო. ღმერთი ჰფარავდეს შენ სავალ გზას და საფრენ ბილიკებს. "დაგბედებოდეს ნატვრის ახდენა და სიყვარული, ბავშვივით წრფელი"... ღმერთმა ბედი და იღბალი არ მოგაკლოს.
ჩემს ფერეიდნელ ქართველებს და უცხოობაში გადახვეწილ ყველა ქართველს ვისაც არ ავიწყდება "ვისი გორის არის"! განსაკუთრებით კი, მივესალმები იმ ქართველებს, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა საქართველოში ცხოვრობენ, რათა ბედად გადარჩენილ ეკლესიის ნაწილს მაინც "ეშმაკები არ დაეპატრონონ".
ჩემო ფერეიდნელო თანაფესვებო! თქვენს გულისცემას ყურს რომ ვუგდებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სულ ერთია მტერმა როგორც არ უნდა აგვჩეხოს, მაინც ვერ ამოგვძირკვავენ. ჩვენ ჯიშს მაინც არ უწერია გადაშენება და ჩვენს სამშობლოს გაცამტვერება. ღმერთმა ადიდოს და აძლიეროს სრულიად საქართველო. გაუმარჯოს დედამიწის ყველა კუთხეში მიმოფანტულ ქართულ გენს, ვისაც ერთადერთ სალოცავად სამშობლო გაუხდიათ! გაუმარჯოს 400 წლის სამშობლოს უნახავად ნალოც, ნაფიც და ნანატრ სამშობლოს! გაუმარჯოთ 400 წლის უნახავ დედის ერთგულ შვილებს!
შობის სასწაულმოქმედი მადლი და ბრწყინვალება შენს ოჯახს, სახატეს, შენს ფესვებს და ნერგებს, შენს მარჯვენას, შენს გულს და საქმეს! ნანა ფიცხელაური. გერმანია.
8. კარგი ქართული გამარჯობა და გახარება! შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ! მრავალი მშვიდობიანი და ბედნიერი შობა გათენებულიყოს შენს ოჯახში! „შობის ღამე დგებაო, სასაწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ანთებენ ფანჯრის სარკმელზედაო. შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისი სტუმრობით, მადლით აგვევსებაო, შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო, ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო!“ ელზა ძაველური. აშშ.
9. ჩემო საყვარელო საქართველოს მოქალაქეებო! მინდა პირადად მოგილოცოთ ახალი წელი და საქართველოს ერთიანობა გისურვოთ! აუცილებლად დადგება დრო, როცა ჩვენი უთანხმოებანი წარსულს ჩაბარდება და კვლავ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ერთად, სიყვარულში და ურთიერთგაგებაში! HAPPY NEW YEAR! გიზო უჯარმელი. აშშ.
10. ყველას გილოცავთ ქრისტეშობას. მრავალს დაესწარით, გამრავლდით და გაძლიერდით! დიდხანს იცოცხლეთ! გფარავდეთ ღმერთი!
გუგუა! გახსოვს, რომ მთხოვე, დაწერე და გამომიგზავნეო. ბევრი მაქვს დაწერილი ჩემი ხელით. არავითარი მწერალი და შემოქმედი არ ვარ, უბრალო ქართველი კაცი ვარ, ქართველებს მონატრებული. ესეც გაუგზავნე ჩვენს და-ძმებს.
მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს. "ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ. ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს. ის ყველა, სოფლელი ბავშვის "სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე. ბევრი "თავგადასავალი" შემიძლია გავიხსენო. ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც, რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს სოფლისაკენ. მე, ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.
გავიდა დრო. სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, “გავარდნილიყავი"-ხოლმე, ჩემს ჯიგრებთან სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ. იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე. მყავს სანათესაო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად. უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც. საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში. მოვეკიდეთ ოჯახებს. გავმრავლდით.
ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს. ვეფხვია ჰქვია ჩემს ძმას. უფროსი შვილი, ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს. ვაჟკაცების მამაა. ნოემბრის თვის დასაწყისი იყო. ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ ვაშლის ხეები, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა. ვაშლის ხემ ამაგის დაფასება იცის. ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.
მივედი სახლში და რძალს ვეკითხები: – ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი? წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე არ ჩანს არაფერი. წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია. მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა. სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა. ბავშვს წაუღია სიგარეტი და "სპიჩკა". ამ დროს, წვიმას მოუსწრია. დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია. მაგ გაწამაწიაში მივუსწარი. თავსხმაა. მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი. მოვიხურე "პლაში" და გავუყევი. მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.
მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატარა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული, თვითონ-ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი – მშრალი. დამინახა და მიცნო: – მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო. ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო. ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა. დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი! გიორგი ელჩიბეგაშვილი. აშშ.
11. ძვირფასო ქართველებო! გილოცავთ ახალ, 2009 წელს და გისურვებთ თქვენს ოჯახებთან და ახლობელ ხალხთან ერთად ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. გისურვებთ, რომ საქართველოს მტერი მალე დამარცხებულიყოს და ისევ გაერთიანებული ვყოფილიყავით. ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობა ამა წლის პირველ ნახევარში საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად – არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ უნდა იდგეს ჩვენს მიწაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2009 წელს და დაესწარით მრავალს! პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ჩეხეთი. პრაღა.
|