ჩეხურ-რუსული ჟურნალ ”Ikona”-ს ასლი.


      თემიდან: ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი (დაიბეჭდა 7 სექტემბრის კვირის პალიტრაში).








      ამა წლის 8 სექტემბერს, ქართული სათვისტომო ”სამშობლოს” მიერ გავრცელდა განცხადება (http://samshoblo.net/news.php), რომელიც ეხება ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებული ეკლესიის კუთვნილ ჟურნალ ”იკონაში” გამოცემული ანტიქართულ მასალას. ჩვენ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს (info@patriarchate.ge), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (info@mfa.gov.ge) და დიასპორის სამინისტროს (diaspora.ge@gmail.com).
      ზემოთ აღნიშნულ განცხადებაზე რეაქცია გააკეთა საქართველოს ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. რომელმაც გვთხოვა ჟურნალ ”იკონას” ასლი. (http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=109).
      პირველ რიგში ყველა დაინტერესებულ მხარეს მინდა შევატყობინო, რომ ჟურნალ ”იკონაში” ეს მასალა დაიბეჭდა ერთი წლის წინ. თუმცა არც სათვისტომომ და არც ოფიციალურმა სტრუქტურამ ამის შესახებ არ იცოდა. მე შევეცადე ძველის ნომრის მოძებნა, რაც ერთ კვირაში მოხერხდა. ჟურნალი მომაწოდა ქალაქ Mariánské Lázně (პრაღიდან ეს ქალაქი დაშორებულია 120 კმ-ით), ეკლესიის მოძღვრმა მამაო იოსეფ ჰაუსერმა, (Josef Hauser). რომელიც ასევე მუშაობს საპატრიარქოს მთავარ ოფისში. (http://www.pravoslavnacirkev.cz/schematismus.htm). ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება ჟურნალ ”იკონაში” გამოცემულ მასალას. მისი აზრით, რაც 2008 წელს საქართველოში განვითარდა - 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის ტოლფასია. ბატონი ჰაუზერი მზადაა შეხვედრა მოაწყოს ქართულ სათვისტომოსთან და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ეს პიროვნება მთელი ეკლესიის სახელით გამოვიდეს? შეხვედრა შედგება პრაღის ოფისში.
      იგივე თემაზე მქონდა საუბარი მამაო იაროსლავ შუვარსკისთან, (Jaroslav Šuvarský. http://www.army.cz/images/id_11001_12000/11516/14.jpg) რომელიც არის ქალაქ პრაღის მართმადიდებლური ეპარქიის საბჭოს ხელმძღვანელი. ბატონი შუვარსკი ლოცვებს აღავლენს ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მართმადიდებლურ ეკლესიაში - მდებარეობს პრაღის ცენტრში (ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო. 1942 წელს ეკლესიის მოძღვრებმა თავშესაფარი მისცეს დიდი ბრიტანეთიდან გადმოსმულ ჩეხ მეომრებს. მოგვიანებით მათ [მეომრების] მიერ (ქალაქ პრაღში) განხორციელდა თავდასხმა (http://druhavalkavychod.euweb.cz/atentat.htm), რასაც ნაცისტების მიერ დანიშნული ე.წ. პროტექტორატის ხელმძღვანელი შეეწირა… ღალატის გამო ეკლესიას გერმანელებმა ალყა შემოარტყეს და ჩეხ მეომრებთან ერთად, ეკლესიის პერსონალიც დახვრიტეს.... ეკლესიის დაცხრილული კედლის ერთი ნაწილი დღესაც შემონახულია და ყოველ წელს, საპატიო დაფასთან ჩეხეთის საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან. http://www.army.cz/scripts/detail.php?id=11516).
      მამაო შუვარსკიმ განაცხადა: ჟურნალი ”იკონა” მოსკოვის რუპორია ჩეხეთის, რესპუბლიკაში, ეგ ჩვენ კარგს არაფერ მოგვიტანს, მეტად შეწუხებული ვარ იმით, რომ ჩვენს საპატრიარქოში - რუსეთის ფულის მეშვეობით ვრცელდება დეზინფომაცია...დროულად უნდა შევეშვათ მაგ ხალხს... ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. მან ასევე დაადანაშაულა ეკლესიის ხელმძღვანელობა, რომელიც პრო-რუსულ ჯგუფს ვერ ჩამოშორდა. რის შესახებაც ის დიდი ხანია ლაპარაკობს: ჟურნალ ”იკონას” საერთოდ არა აქვს სიტყვის ულფება ჩეხეთის რესპუბლიკაში…
      შეიძლება ვივარაუდო, რომ ჩემი საპატრიარქოში ვიზიტის დროს სხვა სახის განცხადებებსაც მოვისმენ. მამაო ჰაუსერმა და სხვებმა იციან, რომ მათგან საუბარის შესახებ დაიწერება საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში.
      რაც შეეხება თვითონ ჟურნალს (ნახეთ დაზიპული ბმულები). საქართველოს შესახებ არის სამი სტატია, ჩეხურ და რუსულ ენებზე. ავტორთა მიხედვით, თურმე ალანთა სახელმწიფოს დედაქალაქი გორი ყოფილა....და ა.შ. შეგიძლიათ პირადად გაეცნოთ.
      გასულ კვირას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოჩნდა ჩეხურ გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ბმული: საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის ტელეფონოთ ესაუბრა ჩეხეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს. http://www.mzv.cz/jnp/cz/zahranicni_vztahy/z_medii/gruzinskou_pravoslavnou_cirkev_pobouril.html. ….მანამდე კი ჟურნალი ”იკონა” ”არხეინად” განაგრძობს მუშაობას (www.Ikonapress.info) და ფინანსური პორბლემების მიუხედავად ახერხებს მოღვაწეობას. რედაქტორია რომან ვიმმერი (Roman Wimmer). გამოიცემა: ჩეხეთის ეროვნული კულტური ფონდის მიერ, სააქციო საზოგადოება და პრაღის, ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტ ქრისტოფორის ხელშეწყობით. (vydáva Česky národní fond kultury a.s.pod záštitou Kryštofa, arcibiskupa pražského a metropolity Českých zemí a Slovenska)
      P.S. 8 სექტემბერს ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არ დაწერილა მხოლოდ ცარიელი ფურცლების შესავსებად. როგორც აღვნიშნეთ ველოდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და დიასპორის სამინისტროდან რეაქციას. ასევე მოხარული ვიქნები თუ საქართველოს საპატრიარქოც შეიტყობს ჩვენი 8 სექტემბრის შეთავაზებას და შეგვატყობინეს თავის აზრს. გთხოვთ გაავრცელოთ ქართულ მას-მედიაში.

პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
www.samshoblo.net
www.fereidani.ge 104 თავი
ტელ: + 420 721 647 748