|
საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით მოეწყო მომლოცველობითი გზა თბილისიდან გელათის მონასტრამდე.
მომლოცველთა ჯგუფი შედგებოდა წმინდა ილია მართლის პილიგრიმთა გაერთიანების ორი წევრისაგან (გოგიტა მელიქიძე – ხელმძღვანელი და უხუცესი პილიგრიმი – გიორგი ამუზაშვილი). ჯგუფის მიზანი იყო 6 თებერვალს მიკროავტობუსით ჩასულიყვნენ ქუთაისში, შემდეგ კი ფეხით მიახლებოდნენ წმინდა მეფის საფლავს.
დანიშნულ დროს ჯგუფი ჩადის ქუთაისში წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში, მოილოცეს და ღამე გაათიეს. დილით დაესწრნენ წირვას, ეზიარნენ და გაუდგნენ გზას გელათის მონასტრისაკენ. გზაზე დალოცეს ქ. ქუთაისის და სოფ. გელათის მოსახლეობა და დილის სამი საათისათვის მიეახლნენ დავით აღმაშენებლის საფლავს. ემთხვივნენ და გულმხურვალედ შეევედრნენ წმინდა მეფეს საქართველოს გადარჩენა-გამთლიანება. შემდეგ დაესწრნენ ლოცვას, რომელიც აღავლინა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.
დილით, 6 საათზე დაესწრნენ წირვას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ეზიარნენ, დაესწრნენ საზეიმო ტრაპეზს და იმავე დღეს მიკროავტობუსით დაბრუნდნენ თბილისში.
|