|
![]() |
![]() |
საუბრისას კონდრათმა გამოთქვა სურვილი კახეთის ერთ-ერთი ისტორიული და თვალწარმტაცი ქალაქის – სიღნაღის ნახვისა. მისი ინტერესი ჩემსავე საიტში ჩადებულ ფოტო-მასალას გამოუწვევია. ჩვენც მეტი რა გვინდოდა და შევთანხმდით, რომ მეორე დღესვე კახეთს გავმგზავრებულიყავით.
|
![]() |
![]() |
გზაში ჩვენი სტუმრები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ შემხვედრ ღირსშესანიშნაობებს, ახარებდათ ბაღ-ვენახებში სამუშაოდ გამოსული კახელების ნახვაც. ახლად მოხნული ნაკვეთების შემხედვარე ჩვენმა სტუმრებმა ასეთი ამბავი მოგვიყვეს: ფერეიდანში ჩვენს ძველებს ისევ ახსოვთ საქართველოს შავ-მიწა ნიადაგები, ამიტომ როცა დედა თავის შვილს უწყრება, ეუბნება – „შავ-მიწა კი დაგაყარეო!“ რაც უფრო დალოცვის ტოლფასია, ვიდრე გაწყრომისა, რადგან შავ-მიწაში დედა მხოლოდ ქართულ მიწას გულისხმობსო.
|
![]() |
![]() |
სიღნაღმა ჩვენს სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიაში კონდრათმა თავისი სიმამრისათვის, ალი-რეზა რაჰიმისთვის (რეზო დავითაშვილი) თექის შემოსაცმელიც კი იყიდა, რითიც ძალიან გახარებული იყო, რადგან ეს საჩუქარი სწორედ სიღნაღში იყიდა!
|
![]() |
დავათვალიერეთ სასტუმრო „სიღნაღის“ აპარტამენტებიც, საიდანაც ალაზნის ველი და კავკასიონის ბუმბერაზი მთები ხელისგულზე გადაშლილივით მოჩანს... დიდი ინტერესი გამოიწვია ძველი სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის აღმოჩენამ, რომელიც არტოს (ბებრების) ბაღში ზედაპირული მიწის შემთხვევითმა ჩანგრევამ გამოაჩინა. |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სიღნაღის შემდეგ ვახტანგ კვირიკაშვილის მშობლიურ სოფელს – ვაქირს ვესტუმრეთ, სადაც მე და ვახტანგის „ღვინის ქურდების“ მსგავსი თავგადასავალი შეგვემთხვა.
|
![]() |