|
|
გამარჯობათ გიორგი ბიძია! მე ბაია ლომსაძე ვარ. დავიბადე 1991 წლის 17 აგვისტოს. ამჟამად ვარ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს'' მე-12 კლასის მოსწავლე. ვარ მოყვარული ფოტოგრაფი. ვოცნებობ საქართველოს შემოვლაზე. ყოველი კუთხე-კუნჭულის ნახვა მინდა, ქართული სულის შეცნობა. ჩემი ფოტოებით ვცდილობ გადმოვცე ის გრძნობა, რასაც ჩვენი უმშვენიერესი სამშობლო იწვევს ჩემში.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ფოტოების ვებ-გვერდზე განთავსებისათვის. იმედია მნახველი მოგვიწონებს და ჩვენს ლამაზ საქართველოს უფრო მეტად შეიყვარებს, იამაყებს რომ ქართველად დაიბადა, ამ დალოცვილ მიწა-წყალზე დააბიჯებს. მე კი ვეცდები დროდადრო მოგაწოდოთ ჩემს მიერ გადაღებული ახალი ფოტოები.
|