ოფიციალური სახელწოდება: ირანის ისლამური რესპუბლიკა.
ფარსი: Jomhuri-ye Eslami-ye Iran.
ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან – "არიელების ქვეყანა" (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.
ქვეყნის კოდი: IR.
გეოგრაფია: ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი, ერაყი.
ფართობი – 1.648.000 კვ.კმ.
მოსახლეობა – 66,4 მლნ. კაცი (2000 წ.)
ბუნება: მთები – ელბრუსი და ზაგროსი, უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი 5.604 მ; უდიდესი მდინარე – ქარუნი 830 კმ; მთავარი ტბები (კვ.კმ) – კასპიის ზღვა 371.000, ურმია 5.800, ნამაქი 1.800; უდიდესი კუნძული – ყეშმი 1.330 კვ.კმ;
კლიმატი – კონტინენტური, მშრალი.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, ქრომი, სპილენძი, რკინის მადანი, ტყვია, მანგანუმი, თუთია, გოგირდი.
გაზისა და ნავთობის მოპოვების უდიდესი რაიონია სპარსეთის ყურე, კერძოდ ხუზისტანი.
|