რამდენიმე ხნის წინ ჟურნალ „სარკეში“ წავიკითხე ირინე მჭედლიძის ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან, გეოგრაფიის დოქტორ გიზო ვაშაკიძესთან – „დედამიწას უცხო პლანეტა უახლოვდება − რა გზავნილები დაუტოვეს ადამიანებს კოსმოსიდან“. შესავალ ნაწილში ლაპარაკია მის ნაშრომზე „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“, რომლითაც პენტაგონი და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტი დაინტერესებულა. მასში თეთრი პირამიდების საშუალებით ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევის ფაქტებზეა საუბარი...
დავიწყე წიგნის მაღაზიებში ამ ნაშრომის ძებნა, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე... გამომცემლობა „მეცნიერება“ საერთოდ გაუქმებულა (ცნობათა ბიურომ ასე მითხრა)... ერთად-ერთი იმედი საჯარო ბიბლიოთეკა იყო... ბიბლიოთეკის კატალოგებში კი ერთი მშვენიერი ქალბატონი გამომეცნაურა, რომელიც თურმე ჩემივე საიტიდან მიცნობდა! ეს ქალბატონი აღმოჩნდა ციური კოჭლაშვილი, რომელიც ბიძამისის, ჩემი უფროსი მეგობრის, აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის თქმით კოჭლაშვილების გვარში ყველაზე ლამაზი ქალბატონი გახლავთ. მე კი დავამატებდი, რომ ყველაზე გულისხმიერი და ყურადღებიანი.
ასე მოვიპოვე ნაშრომის ელექტრონული ვერსია, რომელსაც ქალბატონ ციური კოჭლაშვილის წერილიც ახლდა: „გიორგი, თქვენი საიტის შესახებ სამი წლის წინ შევიტყვე, როცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ირანული პოეზიის საღამო და ფოტო-გამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» (ქვეთავი 41). მის შემდეგ ხშირად ვსტუმრობ საიტს და ვეცნობი ახალ-ახალ ინფორმაციებს ჩვენი ფერეიდნელი ძმების თუ მსოფლიოში გაფანტული ქართველობის შესახებ. გულს მიხარებს აგრეთვე ბიძაჩემის, ნოდარ კოჭლაშვილის ჩანაწერებიც, რომლებიც ასე მრავლადაა საიტში. ამიტომაც ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა ჩვენს ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წიგნის ძებნისას გიცანით და დახმარებაც შემოგთავაზეთ. პირობისამებრ გიგზავნით გიზო ვაშაკიძის წიგნის „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ ელექტრონულ ვერსიას და მადლობას მოგახსენებთ თქვენს საიტში ეროვნული ბიბლიოთეკის ბანერის განთავსებისათვის! პატივისცემით, ციური კოჭლაშვილი. თბილისი“.
აღნიშნული წერილი დავამატე საიტში (“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 55). მეორე დღეს კი ასეთი შინაარსის წერილი მივიღე: „როგორ მიხარია ჩემო გიორგი, ამდენი საინტერესო ადამიანი რომ გეხმაურებათ და ყველა ასე კმაყოფილია თქვენი საიტის! ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, ციური კოჭლაშვილის წერილიდან შევიტყვე რომ გამოგიგზავნათ გიზო ვაშაკიძის წიგნის "პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის" ელექტრონული ვერსია. გიორგი იქნებ ატვირთოთ და თქვენი საიტის მეშვეობით ჩვენც გაგვაცნოთ. უმორჩილესად გთხოვთ, პატივისცემით, მედეა სიხარულიძე. აშშ."
![]() |
|
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
P.S. წიგნის რუსული ვარიანტის ელექტრონული ვერსიის ატვირთვა ბოლომდე არც კი მქონდა დამთავრებული, რომ თვით ბატონი გიზო ვაშაკიძე გავიცანი – ზეციური და ამავდროულად საოცრად მიწიერი! ბატონი გიზო მეტად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. გატაცებით მესაუბრა ახალ წიგნზე, რომელსაც გამოსაცემად ამზადებდა. დამშვიდობებისას მაჩუქა „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ (ქართულ ენაზე) ავტოგრაფით, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
![]() |
ღრმად მწამს – ადამიანთა შეხვედრა ღვთის განგებით ხდება! განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ადამიანები, რომლებიც განსაცდელის ან რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს მოგევლინება, სულიერ და მორალურ თანადგომას გაგიწევს და ისეთ ბიძგს მოგცემს, რომელიც ღვთის ნებას და განგებას ემთხვევა.
2000 წელს, სწორედ ამ სიტუაციაში გავიცანი ბაჩანა ადამია. იგი ძალზედ ერუდირებული და ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული ადამიანია. მასთან ურთიერთობამ დამარწმუნა, რომ ჩემი ნაშრომები ცნობილი უნდა ყოფილიყო საზოგადოებისთვის.
ასე დაიბადა პირველი წიგნი „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ამ ნაშრომს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. სწორედ ამ დროს ძლიერ გამახსოვრდება და უდიდესი პატივისცემით განიმსჭვალები იმ ადამიანის მიმართ, ვისი შთაგონებაც გადაწონის სკეპტიკოსთა მოსაზრებებს და სწორ ნაბიჯს გადაგადგმევინებს.
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე გავიცანი ბაჩანა ადამია. დღესაც ერთად ვართ და იმედია, კიდევ მრავალ საქმეს გავაკეთებთ ერთად: მეცნიერებისთვის, საზოგადოებისთვის, ერისთვის. მასთან ურთიერთობა და კონსულტაციები ღრმა კვალს ტოვებენ ჩემზე და შესაბამისად ჩემს წიგნებზე. ღმერთმა დალოცოს ბაჩანა ადამია და მისი ლამაზი ოჯახი. გიზო ვაშაკიძე. 2009 წ.
![]() |
![]() |
![]() |
საუბარში ბატონმა გიზომ გამოთქვა მოსაზრებები, რომლებსაც შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ „შენიშვნები საკუთარი წიგნის მიმართ“:
შენიშვნა 1 – 2003 წელს გამოცემულ ქართული წიგნის მე-19 გვერდზე საუბარია ფარაონ სნეფრუს წითელ პირამიდაზე, სადაც აღნიშნულია რომ პირამიდის კედლის დახრა 30 გრადუსის ტოლიაო. ზოგიერთ ახალ გამოცემაში კი აღნიშნულია, რომ ამ პირამიდის კედლის დახრა 43 გრადუსია. ორივე შემთხვევა წიგნში წარმოდგენილი თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს. ვინაიდან 45 გრადუსზე ნაკლები დახრის კედელზე დაცემული შუადღის მზის სხივი სივრცეში აირეკლება და არა გარემო ტერიტორიაზე.
შენიშვნა 2 – ეგვიპტელები იეროგლიფებს წერდნენ და კითხულობდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ამაში საქმეში ღრმად ჩაუხედავი ადამიანიც ადვილად დარწმუნდება. ვინაიდან სტელებზე და პაპირუსებში აშკარად ჩანს, როგორც ვერტიკალური რიგი იეროგლიფებისა, ასევე ჰორიზონტალური. წიგნში „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ იეროგლიფთა ჯგუფი წაკითხულია მარცხნიდან მარჯვნივ:
თუ ტექსტს დავალაგებთ მარჯვნიდან მარცხნივ, მისი შინაარსის ძირითადი ნაწილი არ შეიცვლება: „პირამიდაზე ციდან ეშვება სულის ამტაცებელი „რა“-ს მხედარი“.
როგორც ხედავთ, ეგვიპტური ლეგენდის შინაარსი არ იცვლება და ორივე შემთხვევაში პირამიდის და „რა“-ს მხედრის ანუ ტორნადოს ურთიერთკავშირზეა საუბარი, რაც ადასტურებს გაშიფვრების სისწორეს.
2003 წლის შემდეგ (წიგნის გამოცემის თარიღი) ავტორმა გააგრძელა მუშაობა აღნიშნულ თემაზე და რუსულ ენაზე გამოუშვა იგივე წიგნი 4 თავის დამატებით. ასევე დაბეჭდა რამდენიმე სამეცნიერო სტატია, რომლებსაც უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
გაშიფრულია თუ არა „როზეტის ქვა“? ამ თავში ავტორი წარმოგვიდგეს ეგვიპტური იეროგლიფების სიმბოლური მეთოდით და დღემდე უცნობი ფიგურების მნიშვნელობების მინიჭებით „როზეტის ქვის“ ცალკეული ეპიზოდების კითხვის შესაძლებლობებს. რაც აშკარად ეჭვის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, რომ „როზეტის ქვა“ უკვე გაშიფრულია 200 წლის წინ მსოფლიოში ცნობილი აკადემიკოს შამპოლიონის მიერ.
ავტორის მიერ შექმნილია რამდენიმე ორიგინალური კონსტრუქცია, რომლებიც წარმოდგენილი თეორიის სისწორის ლაბორატორიული ცდებით გამყარების საშუალებას იძლევიან.
ექსპერიმენტი 1 – კონსტრუქცია N1 წარმოადგენს გიზას პირამიდების მინი მოდელს და მზის (ხელოვნური) სხივის მოძრაობას დილიდან საღამომდე. პირამიდები სარკისგანაა დამზადებული, რაც იძლევა საშუალებას დავრწმუნდეთ იმაში, რომ 52 გრადუსით დახრილი პირამიდის კედელი მართლაც აირეკლავს შუადღის მზის სხივს პირამიდის გარე ტერიტორიაზე და ქმნის ჯამურ რადიაციას ანუ ტორნადოს წარმოქმნის წინაპირობას.
ექსპერიმენტის დროს ხდება შუქის ჩაქრობა, რადგან კარგად გამოჩნდეს თუ როგორ ეფინება პირამიდიდან არეკლილი მზის სხივები გარე ტერიტორიას.
ექსპერიმენტი 2 – იგივე კონსტრუქციით (N1) ჩატარებული ექსპერიმენტი გვაძლევს საშუალებას, დავრწმუნდეთ იმაში, თუ რაოდენ სწორად (ტორნადოს გამოწვევისათვის) იქნა განლაგებული გიზეს 3 პირამიდა ერთმანეთის მიმართ (ხეოფსი, ხეფრენი, მიკერენი). იგივე ექსპერიმენტით ცნობილი ხდება თუ რატომ აშენდა პირამიდები ერთმანეთის მიმართ წიბოებით. ასეთი განლაგებისას პირამიდებიდან არეკლილი მზის სხივები არ ეცემა მეზობელ პირამიდას. ამით სამივე პირამიდა ინარჩუნებს სიცივეს, რაც ტორნადოს ხელოვნურად წარმოქმნის ხელშემწყობი პირობაა.
თუკი მშენებლები პირამიდებს ერთმანეთის მიმართ გვერდიგვერდ დადგავდნენ, მაშინ ერთი პირამიდიდან არეკლილი სხივი მეორეს მიანათებდა და გაათბობდა მას, ეს კი მათ გეგმაში არ შედიოდა.
ექსპერიმენტი 3, 4 – იგივე კონსტრუქციით (N1) ჩატარებული ექსპერიმენტი ხსნის იმას, თუ რატომ არიან ეგვიპტის პირამიდები აშენებული გვერდებით გეოგრაფიული მხარეებისკენ (და არა წიბოებით)? ამ შემთხვევაშიც ეგვიპტელთა ჩანაფიქრს ტორნადოს გამოწვევამდე მივყავართ.
ექსპერიმენტი 5, 6, 7 – ავტორის მიერ შექმნილი იქნა კონსტრუქციები N2 და N3, რომლებმაც ლაბორატორიულ პირობებში მოგვცეს ტორნადოს ტიპის ჰაერის მოძრაობის მიღების საშუალება. ლაბორატორიული ცდის დროს იგივე კონსტრუქციით დადგინდა წითელი პირამიდის (სნეფრუს მეორე პირამიდა) დანიშნულება.
ექსპერიმენტი 8 – გიზო ვაშაკიძის მიერ შექმნილია მინი კონსტრუქცია, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, თუ როგორ ახერხებდნენ ეგვიპტელი მშენებლები უმძიმესი (2,5 ტონა) ქვის ბლოკების ატანას პირამიდის მაღალ საფეხურებზე.
ასევე წარმოგიდგენთ სტატიას, სადაც ავტორი ხსნის ტორნადოს ბუნებრივი წარმოშობის ფიზიკურ მექანიზმს (გამოქვეყნებულია ჟურნალში „საქართველოს გეოგრაფია“, N4, 2005. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს გეოგრაფიის კათედრა. გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ., 1.)
![]() |
![]() |
![]() |
|
ნებრასკა, 24 ივნისი, 1930 წ. | ბათუმის ტორნადო, 2002 წ. |
![]() |
![]() |
ტორნადო კანზასში. | ალჟირის სანაპიროსთან. |
![]() |
![]() |
![]() |
|
![]() |
![]() |
![]()
ბუნებრივი ტორნადოს სათარეშო ადგილები
|
P.S. რაც შეეხება გიზო ვაშაკიძის მეორე და მესამე წიგნებს: "ციური ექსპრესი" (The Heaven Express) და "მეშვიდე საყვირი" (აპოკალიფსი, გამოცხადება) – ორივე გამზადებულია დასაბეჭდად. წიგნების პრეზენტაციის თარიღს უახლოეს დროში შეგატყობინებთ. (აღსანიშნავია, რომ "ციური ექსპრესის" გარეკანზე ჩასმული ფოტო გადაღებულია ისრაელში, ხოლო "მეშვიდე საყვირის" გარეკანზე ჩასმული ფოტო – ვარძიის სამონასტრო კომპლექსში. ავტორი დიდ მადლობას უხდის უმშვენიერეს ქალბატონებს – ნინო ჭაღიაშვილს და მარიამ კიკნაძეს ამ მეტად ორიგინალური და იდუმალებით მოცული ფოტოების მოწოდებისთვის).
2009 წლის 9 ოქტომბერს, 18.00 საათზე, წიგნის მაღაზიაში «პარნასი» (ქ. თბილისი, ლესელიძის ქუჩა 33) გაიმართა გიზო ვაშაკიძის მეორე და მესამე წიგნების: «ციური ექსპრესი» და «მეშვიდე საყვირი» პრეზენტაცია.
გიზო ვაშაკიძის ტრილოგიის სამივე წიგნის შეძენა შეგიძლიათ «პარნასის» მაღაზიათა ქსელში შემდეგ მისამართებზე: ლესელიძის 33, პუშკინის 10, ჭავჭავაძის 22.
ფოტო-გალერეა 1 რობერტ მესხი |
ფოტო-გალერეა 2 გიორგი ალავერდაშვილი |
ფოტო-გალერეა 3 გიორგი ალავერდაშვილი |
ფოტო-გალერეა 4 ნანა ჩიფჩიური |
ფოტო-გალერეა 5 მაია გონჯილაშვილი |
ფოტო-გალერეა 6 მაია გონჯილაშვილი |
ფოტო-გალერეა 7 მაია გონჯილაშვილი |
ფოტო-გალერეა 8 გიორგი ალავერდაშვილი |
ფოტო-გალერეა 9 თამარ ბუკია |
ახალი 7 დღე მზეო ხუციშვილი |
ახალი ნამუშევრები New Works |
პორტრეტები Portraits |