|
შეიძლება ითქვას, რომ პოეტ რობერტ მესხის პოეზიის საღამოზე თავიდან გავიცანი მეტად სათნო ქალბატონი თამარ ბუკია. ამ საღამომდე ქალბატონ თამარს შორიდან ვიცნობდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქალბატონი თამარი უკვე 15 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში მუშაობს დაარსებიდანვე. 12 წელია ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი გახლავთ, 5 წელი კი ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. დაახლოებით ორი წლის წინ უნივერსიტეტი კოლეჯად გადაკეთებულა და ტერიტორიულად ჩემს მშობლიურ წნორში განთავსებულა! ამრიგად, აღმოჩნდა რომ ქალბატონი თამარი ჩემი "მიწა-წყალი" ყოფილა!
ქალბატონ თამარს მეტად პოეტური და მდიდარი სულიერი სამყარო აქვს, რაც კარგად ჩანს მისი პიროვნებიდან და მის მიერ გადაღებული ფოტოებიდან, ვიდეოებიდან და საკუთარი ხელით ნაქარგი ხატებიდან.
|