სიღნაღი – წნორი - თბილისი


       სიღნაღში მოვინახულეთ დიდ სამამულო ომში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა მემორიალური დაფა, სადაც გვარები სიღნაღის რაიონის სოფლების მიხედვით არის აღნიშნული. წნორის დაფასთან სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ, სადაც ჩემი ბიძების: ვიქტორ და გიორგი ალავერდაშვილების და ვასილ ბაგალიშვილის გვარები ეწერა...
       სამწუხაროდ იმ დღეს არც ერთი მუზეუმი ღია არ იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა სტუმრებისათვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4400 წლის „ოქროს ლომის“ მცირე ქანდაკება მეჩვენებინა. მხოლოდ ქუჩებში გავისეირნეთ, გალავანი დავათვალიერეთ, დავსტკბით ალაზნის ველის ბრწყინვალე ხედებით და შემდეგ წნორისაკენ დავეშვით, სადაც ჩემი მშობლიური ქალაქი, სახლ-კარი და დედა უნდა გვენახა.


 

 

 

 

 

 

 

 


       თბილისში რომ ვბრუნდებოდით ჯანგირ სოლტანიმ მანქანა გაგვაჩერებინა და გზასთან ახლოს მყოფ ვენახში მოისურვა გადასვლა. ფერეიდანში ვაზი მიწაზეა გაფენილი და ახლოდან მინდოდა მენახა ასე ამაყად როგორ დგანანო.
       ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...

გიორგი ალავერდაშვილი


http://www.youtube.com/watch?v=LRkk-o8Owrk


        ბელა შალვაშვილი

ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან, ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალავერდი, სიდინჯე, გახევება.
თუმცა უწყიან, რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო კახელებო!!!


 
გრემი
 
სიღნაღი

ანანური

პაატა ვარდანაშვილის ფოტოები

 


აქბარ მოყადასი და ჯანგირ სოლტანი სტუმრად ოთარ ბერიძესთან.
სტამბოლი. თურქეთი.