«კავკასიის ხალხთა კავშირი»


      გამარჯობათ. სუყველას მოგესალმებით. მე გახლავართ ქეთევან წიქორიძე-კრებსერი. ვცხოვრობ თითქმის 20 წელიწადია შვეიცარიაში. 4 წლის წინ ჩამოვაყალიბე "ქართველთა თანადგომის საზოგადოება". თბილი და ხშირი კავშირები მაქვს საქართველოსთან. ჩემი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ სხვა დროს მოგახსენებთ, თუ ამის სურვილი გექნებათ. ახლა მსურს ერთი ინიციატივის გარშემო გესაუბროთ. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 10 ნოემბერს ჩემმა მეგობრებმა და მე სხვა დამფუძნებლებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ "კავკასიის ხალხთა კავშირი", რომლის მთავარია მიზანია კავკასიაში მშვიდობის დამყარებისათვის ქმედითი და სიცოცხლისუნარიანი ნაბიჯების გადადგმა. გიგზავნით ამ კავშირის დეკლარაციას და სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ დიდად მოხარულნი ვიქნებით, თუ ერთად ვითანამშრომლებთ და კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი გარემოს შექმნის მცდელობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ჩვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელი იქნება. თუ ამ ინიციატივას ქართული დიასპორების გარდა კავკასიის ხალხების სხვა დიასპორებიც შემოუერთდებიან, ჩვენი მონდომება და მოწადინება უფრო მალე გამოიიღებს ნაყოფს.
      თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ ყველაზე.

პატივისცემით, ქეთი წიქორიძე-კრებსერი



კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაცია


      ვითავისებთ რა, მშვიდობიანი, ერთიანი კავკასიის იდეას და ვგმობთ ხალხთა შორის აგრესიისა და შუღლის გაღვივების მცდელობებს, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრიობა, კავკასიური ოჯახის ხალხთა წარმომადგენლები, ვუერთდებით „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივას“ და
      მიგვაჩნია, რომ:
      • კავკასია ჩვენი საერთო სახლია;
      • ყველა ხალხი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად თანაბარუფლებიანია;
      • ყველა ხალხი მისწრაფებულია მშვიდობიანი თანაცხოვრების, თანაშრომლობის და თანაგანვითარებისკენ;
      • მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიის ხალხებს მჭიდროდ გვაკავშირებს საერთო ისტორიული ბედი, კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება;
      • კავკასიელ ხალხებს გვაერთიანებს საერთო სამომავლო ინტერესები;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხები „დროა, ერთად დავდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ გადარჩენასა და წინსვლაში. მუდმივად არ უნდა ვეძებდეთ გარედან დახმარებასა და ხელშეწყობას, დროა მივხვდეთ, რომ ჩვენს რეგიონს ყველა ჩვენგანისათვის ხელსაყრელი რესურსები და პოტენციალი გააჩნია. დროა დავეყრდნოთ საკუთარ თავს, ჩვენი მოქალაქეების ადამიანურ პოტენციალს და თავადვე მოვახდინოთ ჩვენი განვითარების ორგანიზება...“
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხებმა ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონში მშვიდობის დამყარებას და ამ მიზნით ეფექტური კოლექტიური ზომები მივიღოთ ყოველგვარ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხებმა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან საშუალებათა გამოყენებით უნდა მოვახდინოთ გაუგებრობათა, დაპირისპირებათა ან მშვიდობისათვის საშიშ სხვა გარემოებათა აღმოფხვრა;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხებმა, თანაბარუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპთა პატივისცემით უნდა დავიცვათ სამართლიანობა და განვამტკიცოთ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ კავკასიის ხალხებმა აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოსაგვარებლად;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ კავკასიის ხალხებმა ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად და მათ მიმართ პატივისცემის დასამკვიდრებლად ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ენის, სახელმწიფოებრივი და რელიგიური კუთვნილების განურჩევლად;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხები ერთად უნდა დავდგეთ, რისთვისაც აუცილებელია ვიმოქმედოთ შეთანხმებულად და კოორდინირებულად და ამ მიზნით მიზანშეწონილია - კავკასიის ხალხთა კავშირის შექმნა, რომელიც დაიკავებს სახალხოობის აუთვისებელ ნიშას და შეეცდება ერთიან სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონი.
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხები, საერთო კავკასიურ ინტერესთა გათვალისწინებით და დიალოგის გზით შევძლებთ ერთმანეთს შორის ურთიერთობათა დარეგულირებას და კონფლიქტურ სიტუაციათა განმუხტვას;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხები შევძლებთ ერთად, ობიექტურად მივუდგეთ არსებულ უთანხმოებებს თუ ურთიერთპრეტენზიებს და უზრუნველვყოთ მათი ცივილური და მშვიდობიანი გზით მოგვარება;
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, კავკასიის ხალხებს შეგვწევს ძალა, ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციათა და მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების თანადგომის პირობებში, დავამყაროთ მშვიდობა ჩვენს გეოპოლიტიკურ რეგიონში.
      მიგვაჩნია, რომ ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრიობა, კავკასიური ოჯახის ხალხთა წარმომადგენლები, ხელს ვაწერთ რა ამ დეკლარაციას საფუძველს ვუყრით მშვიდობიან და ერთიან კავკასიას.



კავკასიის ხალხთა კავშირი

დებულება


      I. პრეამბულა
      კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე, მაგრამ მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ გვაკავშირებს საერთო ისტორიული ბედი თუ კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება. კავკასია აზიის ევროპასთან შემაკავშირებელი, დიდი მომავლის მქონე რეგიონია და ბუნებრივია, რომ გლობალური პოლიტიკური ინტერესები ორიენტირებულია რეგიონში მშვიდობიანობის დამყარებისა და სტაბილურობისაკენ, ეს კი თავისთავადად ქმნის მისი ერთიანი განვითარების პერსპექტიულ გარემოს;
      მშვიდობა კავკასიის რეგიონში, უნდა ეფუძნებოდეს ხალხთა მიერ ერთმანეთის თვითმყოფადობის და უნიკალურობის ცნობას და შესაბამისად, უფლებათა აღიარებას, რაც თანაბარუფლებიანობის პირობას შექმნის და რეგიონს მშვიდობიანი განვითარების საშუალებას მისცემს.
      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითავისებთ რა მშვიდობიანი, ერთიანი კავკასიის იდეას და ვგმობთ ხალხთა შორის აგრესიისა და შუღლის გაღვივების მცდელობებს, ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრიობა, კავკასიური ოჯახის ხალხთა წარმომადგენლები, ვუერთდებით „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივას“ და „კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაციით“ ვაფუძნებთ - კავკასიის ხალხთა კავშირს (კავკასიის კავშირს);
      კავკასიის ხალხთა კავშირი - კავკასიის ხალხთა მოქმედებათა შემათანხმებელი, საკოორდინაციო ორგანოა, აქვს მუდმივმოქმედი სახე და კომპლექტდება რეგიონის ხალხთა ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებისგან;
      სამშვიდობო მიზნების მიღწევას, როგორც ზოგადსაკაცობრიო აუცილებლობას, სერიოზული გაანალიზება და დაგეგმვა სჭირდება, ამდენად კავკასიის ხალხთა კავშირი იმუშავებს როგორც მშვიდობის თეორიაზე, ასევე მისი რეალურად განხორციელების პრაქტიკულ გზებზე;
      კავკასიის ხალხთა კავშირი აქტიურად ითანამშრომლებს `გაეროსთან~, მსოფლიოს ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

      II. კავკასიის ხალხთა კავშირის მიზნები:
      • იმოქმედოს კავკასიის ხალხთა შორის ტერიტორიულ, ეთნიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებათა და გაუგებრობათა აღმოფხვრის მიზნით;
      • ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და ამ მიზნით ეფექტური კოლექტიური ზომები მიიღოს ყოველგვარ საფრთხეთა თავიდან ასაცილებლად;
      • მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან საშუალებათა გამოყენებით მოახდინოს გაუგებრობათა, დაპირისპირებათა ან მშვიდობისათვის საშიშ სხვა გარემოებათა აღმოფხვრა;
      • თანაბარუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპთა პატივისცემით დაიცვას სამართლიანობა და განამტკიცოს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები;
      • ხელი შეუწყოს ხალხთა თანამშრომლობას ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოსაგვარებლად;
      • განახორციელოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და დაამკვიდროს პატივისცემა „ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის“ მიმართ ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ენისა და რელიგიური კუთვნილების განურჩევლად;
      • განახორციელოს კავკასიის ხალხების ერთობლივ მოქმედებათა დაგეგმვა, შეთანხმება და კოორდინაცია;
      • იმუშაოს კავკასიის რეგიონში ერთიანი სამშვიდობო და სამართლებრივი სივრცის შექმნის მიმართულებით;

      III. კავკასიის ხალხთა კავშირის სტრატეგიული გეგმა
      კავკასიის ხალხთა კავშირის ქმედებები მიმართულია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბებისაკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ – კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონის ერთიან სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოქცევას;
      ასეთ ორგანიზაციებად მოაზრებულია კავკასიის ხალხთა საბჭო (კავკასიის მშვიდობის საბჭო), კავკასიის ხალხთა სასამართლო (კავკასიის სასამართლო) და კავკასიის `მშვიდობის ფონდი“;

      კავკასიის ხალხთა საბჭო
      • ფუძნდეba კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და ისტორიული სპეციფიკის გათვალისწინებით მის შემადგენლობაში შევლენ kaვკასიის ხალხთა ცნობილი, პატივცემული და ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.
      • სრულად აღიარებს, ითავისებს და წესდებაში ასახავს გაეროს მიზნებს, აქვს მუდმივმოქმედი სახე და ამყარebს მჭიდრო კავშირs `გაეროსთან~, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცდილობს კავკასიაში ერთიანი სამშვიდობო სივრცის ჩამოყალიბებას;
      • კავკასიის ხალხთა საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც კავკასიელ ხალხთათვის „მრგვალი მაგიდის“ როლს ასრულებს და რომელიც ცდილობს მოარიგოს, შეათანხმოს და კონსესუსამდე მიიყვანოს ისინი;
      • მუშაობს წესდების საფუძველზე;
      • დროთა განმავლობაში კავკასიის ხალხთა საბჭო შესაძლოა გარდაიქმნას კავკასიის ხალხთა პარლამენტად (კავკასიის პარლამენტი).

      კავკასიის ხალხთა სასამართლო
      • ფუძნდება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და მის შემადგენლობაში შევლენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენელი კვალიფიციური და ცნობილი მოსამართლეები;
      • სრულად აღიარებს „ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების ევროპულ კონვენციას“, საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოწოდებულია კავკასიაში ერთიანი სამართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებისკენ;
      • მოწოდებულია ობიექტურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით განიხილოს კავკასიელ ხალხთა შორის არსებული უთანხმოებანი თუ ურთიერთპრეტენზიები და სამართლებრივად უზადო გადაწყვეტილებათა გამოტანის გზით უზრუნველყოს კონფლიქტთა ცივილური და მშვიდობიანი დარეგულირება;
      • მუშაობს წესდებისა და რეგლამენტის საფუძველზე;

      კავკასიის "მშვიდობის ფონდი"
      • ფუძნდება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონგრესის დეკლარაციით და მის შემადგენლობაში შევლენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენელი ცნობილი მეცენატები, ბიზნესმენები და ფინანსისტები;
      • დაფინანსება წარმოებს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდების თუ დაინტერესებულ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობებით;
      • მუშაობს წესდების საფუძველზე და მისი საქმიანობა გამჭვირვალეა; ამ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბებით, იქმნება ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც კავკასიის ხალხებს საშუალებას მისცემს თავი იგრძნონ კავკასიური ძმური ოჯახის თანაბარუფლებიან წევრებად და ერთობლივი ძალისხმევით თვითონვე იბრძოლონ საკუთარ პრობლემათა გადასაჭრელად.

      IV. კავკასიის ხალხთა კავშირის პროგრამული ეტაპები:
      • დაგეგმოს, მოამზადოს და მოიწვიოს „კავკასიის ხალხთა კონგრესი“;
      • მოამზადოს „კავკასიის მშვიდობის დეკლარაცია“, რომელშიც აქცენტი დასმული იქნება კავკასიის ერთიან, სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოქცევის აუცილებლობაზე და დასამტკიცებლად წარუდგინოს „კავკასიის ხალხთა კონგრესს“;
      • შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის ხალხთა საბჭოს (კავკასიის მშვიდობის საბჭო) ჩამოყალიბება;
      • შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის ხალხთა სასამართლოს (კავკასიის სასამართლო) ჩამოყალიბება;
      • შექმნას იურიდიული საფუძველი და განახორციელოს კავკასიის „მშვიდობის ფონდის“ ჩამოყალიბება;
      • კავკასიის საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბების შემდგომ, როგორც სათათბირო ორგანომ განახორციელოს მათი შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება;

      V. კავკასიის ხალხთა კავშირის სამოქმედო საშუალებები დაგეგმილ მიზანთა მისაღწევად და პროგრამულ მოქმედებათა განსახორციელებლად, კავკასიის ხალხთა კავშირი დამფუძნებლებისა და წევრებისგან აყალიბებს მეცნიერთა და ხალხთა „პალატებს“: მეცნიერთა „პალატა“
      • აერთიანებს კავკასიის ხალხთა ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებს - კავკასიოლოგებს, ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, იურისტებს, ეთნოფსიქოლოგებს, პოლიტოლოგებს...
      • მუშაობს კონფლიქტთა მიზეზების გამოვლენაზე და ახორციელებს მათ საფუძვლიან კვლევა – ანალიზს;
      • სახავს სამართლიანობის აღდგენის და მორიგების რეალურ გეგმებს;
      • იკვლევს კავკასიელ ხალხთა საერთო ისტორიულ წარსულს, თანაგანვითარების ეტაპებს თუ ტრადიციათა თავისებურებებს;
      • მუშაობს კავკასიის ცალკეულ ხალხთა თუ ეთნიკურ ჯგუფთა თვითმყოფადობის შენარჩუნების პროგრამებზე;
      • კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის სამომავლო განვითარების გზებზე; ხალხთა „პალატა“
      • აერთიანებს კავკასიის ხალხთა ცნობილ წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ ავტორიტეტი თავიანთ ხალხებში;
      • ახორციელებს მუდმივ კომუნიკაციას ხალხებთან განსახლების ადგილებზე;
      • ადგილებზე ახდენს თავისუფლების და მშვიდობის იდეათა, როგორც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა პოპულარიზაციას;
      • მიზნად ისახავს სახალხო დიპლომატიის პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებას;
      • კრებს ინფორმაციას, მსჯელობს და გამოსავალს ეძებს ადგილებზე შექმნილი კრიზისული სიტუაციებიდან;
      • გეგმავს და ახორციელებს ხალხთა შორის კულტურულ, საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობრივ ღონისძიებებს;
      • ადგილებზე რეაგირებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებზე;
      • მშვიდობის დარღვევის საშიშროების შემთხვევაში, ადგილებზე, ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციებს;

      VI. კავკასიის ხალხთა კავშირის დამფუძნებლები:
      კავკასიის ხალხთა კავშირის შემადგენლობაში შედიან კავკასიის ხალხთა ნდობით და მხარდაჭერით აღჭურვილი წარმომადგენლები, რომლებიც:
      • მხარს უჭერენ "კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივას";
      • ხელს აწერენ „კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაციას“;
      • ეთანხმებიან კავკასიის ხალხთა კავშირის დებულებას, მის პროგრამას და არ გაურბიან თავიანთ ხალხთა წინაშე პასუხისმგებლობას.
      კავკასიის ხალხთა კავშირის პოტენციურ დამფუძნებლებად მოიაზრებიან 2010 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში ჩატარებული "კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივის" განხილვაში მონაწილე წარმოადგენლები.

      VII. კავკასიის ხალხთა კავშირის ფორმა და მმართველი ორგანოები
      კავკასიის ხალხთა კავშირი შექმნილია:
      • დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილების შესაბამისად;
      • საერთაშორისო კავშირის ფორმით და განუსაზღვრელი ვადით;
      • მისი დასახელებაა „კავკასიის ხალხთა კავშირი“, „Союз Народов Кавказа“, „Caucasus People’s Union“;
      • გააჩნია ღერბი, დროშა, რეკვიზიტები და საბანკო ანგარიში;
      კავკასიის ხალხთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა დამფუძნებელ წევრთა საერთო კრება:
      • კრება სარგებლობს მთავარ გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულების უფლებით;
      • კრების თვითმმართველობა დემოკრატიულია და კავშირის დამფუძნებელ წევრთა ურთიერთაღიარებას და პატივისცემას ემყარება;
      • კრების მუშაობას წარმართავს კრების თავმჯდომარე, რომელსაც კრება ირჩევს ხმათა უმრავლესობით;
      • კრება საწესდებო ცვლილებებს თუ საპროგრამო და სხვა განსაკუთრებულ გადაწყვეტილებათა მიღებას, ახდენს ხმათა უმრავლესობით.
      • განსაკუთრებულ გადაწყვეტილებათა მისაღებად, ანუ ხმათა უმრავლესობის მოსაგროვებლად, დასაშვებია დამფუძნებელ წევრებთან `სატელეფონო კონფერენციის~ განხორციელება;
      • დამფუძნებელთა კრება, იგეგმება სტაბილური პერიოდულობით, თუმცა შეკრებათა სიხშირის ცვლა შესაძლებელია საერთო შეთანხმებით;
      • დამფუძნებელთა კრების რიგგარეშე მოწვევა შესაძლებელია პრეზიდიუმის, პალატათა ან დამფუძნებელ წევრთა ინიციატივით;
      • ნებისმიერმა დამფუძნებელმა შესაძლოა დატოვოს კავკასიის ხალხთა კავშირი, რაც არ აისახება კავშირის ლეგიტიმურობაზე.
      კავკასიის ხალხთა კავშირის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის პრეზიდიუმი:
      • კავშირის დამფუძნებელთა კრება, ოთხი წლის ვადით და ხმათა უმრავლესობით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდიუმს;
      • პრეზიდიუმი ხმათა უმრავლესობით ირჩევს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს (პრეზიდენტს);
      • პრეზიდიუმის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
      • პრეზიდიუმი იდეების, პროექტების, გეგმების თუ რეკომენდაციების შესამუშავებლად და განსახორციელებლად უშუალოდ მუშაობს კავკასიის ხალხთა კავშირის მეცნიერთა და ხალხთა „პალატებთან“;
      • პრეზიდიუმი ასრულებს აღმასრულებელ ფუნქციას და ევალება დამფუძნებელთა კრების მიერ, ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება;
      • პრეზიდიუმი მუშაობს დაფინანსების წყაროების მოძიებაზე - შემოწირულობები, გრანტები, ფიზიკურ პირთა თუ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარებები;
      • იმ შემთხვევაში თუ პრეზიდიუმი ან პრეზიდიუმის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით მოახდინოს მათი ჩანაცვლება;
      კავკასიის ხალხთა კავშირის სარევიზიო კომისია
      • ფორმირდება დამფუძნებელთა კრების მიერ, ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით;
      • სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ირჩევა დამფუძნებელთა შემადგენლობიდან, კრების მიერ;
      • ამოწმებს პრეზიდიუმის ან სხვა სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას;
      • კონტროლს უწევს კრებისა და პრეზიდიუმის გადაწყვეტილებათა აღსრულებას;
      • აწარმოებს ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის კონტროლს, მატერიალურ ფასეულობათა რევიზიას და აღრიცხვას. ანგარიშვალდებულია წევრთა კრების წინაშე;

      VIII. კავკასიის ხალხთა კავშირის დამფუძნებელ წევრთა ვალდებულებები:
      • დაიცვას და შეასრულოს დებულების მოთხოვნები;
      • შეასრულოს კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
      • არ გაახმაუროს კონფიდენციალური ინფორმაცია;
      • შემოქმედებითად მიუდგეს კავშირში მუშაობის პროცესს;
      • კავშირის მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი (მათ შორის პირადი კავშირები);
      • აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის პრობლემათა გადაჭრაში;

      IX. კავკასიის ხალხთა კავშირის წევრობა
      კავკასიის ხალხთა კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი:
      • რომელიც აღიარებს კავშირის დებულებას და ეთანხმება მის პროგრამას;
      • რომელიც აკმაყოფილებს კავშირში მონაწილეობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს;
      • წევრთა მიღება ხორციელდება დამფუძნებელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით;
      • წევრის გარიცხვას ხმათა უმრავლესობით ახორციელებს დამფუძნებელთა საერთო კრება;
      • წევრებს ხმის უფლება ენიჭებათ კრების გაერთიანებულ სხდომაზე;

      X. დაფინანსება
      კავკასიის ხალხთა კავშირის პრეზიდიუმი მუშაობს შემოწირულობების, გრანტების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციათა დახმარებების თუ სხვა დაფინანსების წყაროების მოძიებისთვის;
      დასაშვებია ნებისმიერი სახის დაფინანსების ან დახმარების მიღება, თუ ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით;
      ანგარიში ფინანსური სახსრების თუ უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ, პრეზიდიუმის მიერ პერიოდულად ბარდება დამფუძნებელთა კრებას; კავშირის დამფუძნებელთა კრება, პრეზიდიუმის მიერ წარდგენილ მოთხოვნათა საფუძველზე ანხორციელებს ხარჯვით პოლიტიკას;

საინიციატივო ჯგუფის სახელით,
შიო არსენაშვილი



კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივა


      კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალტაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.
      მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობისა, კავკასიელებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს საერთო ისტორიული ბედი, კულტურებისა და ტრადიციების მსგავსება.
      სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ოსეთი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

      სამშვიდობო ორგანიზაცია.
      რადგან კავკასია, აზიის ევროპასთან შემაკავშირებელ, დიდი მომავლის მქონე რეგიონად მოიაზრება, ბუნებრივია, რომ გლობალური პოლიტიკური ინტერესები ორიენტირებულია რეგიონში მშვიდობიანობის დამყარებისა და სტაბილურობისაკენ, რაც თავისთავადად ქმნის მისი ერთიანი განვითარების პერსპექტიულ გარემოს და უბიძგებს მას მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრაციისაკენ.
      სამშვიდობო მიზნების მიღწევას, როგორც ზოგადსაკაცობრიო აუცილებლობას, სერიოზული გაანალიზება და დაგეგმვა სჭირდება, ამდენად აუცილებლად მიგვაჩნია ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს როგორც მშვიდობის თეორიაზე, ასევე მისი განხორციელების პრაქტიკულ გზებზე, ანუ მოახდენს პრობლემათა ღრმა მეცნიერულ ანალიზს და მოიძიებს ქმედით საშუალებებს მათ აღმოსაფხვრელად.
      ჩვენის აზრით მშვიდობა კავკასიის რეგიონში უნდა ეფუძნებოდეს ხალხთა მიერ ერთმანეთის უნიკალურობის ცნობას და შესაბამისად უფლებათა აღიარებას, რაც თანაბარუფლებიანობის პირობას შექმნის და რეგიონს მშვიდობიანი განვითარების საშუალებას მისცემს.
      რეგიონში სამშვიდობო პროცესის წამოწყება გულისხმობს:
      • თავისუფლების და მშვიდობის იდეათა, როგორც ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათ პოპულარიზაციას;
      • კონფლიქტთა მიზეზების გამოვლენას და მათ საფუძვლიან კვლევა – ანალიზს, სამართლიანობის აღდგენის და მორიგების რეალური გეგმის დასახვის მიზნით;
      • სახალხო დიპლომატიის პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებას;
      • სამშვიდობო „იდეების ბანკის“ შექმნას და სამშვიდობო ინიციატივათა სრულ მხარდაჭერას;
      • რეგიონის სახელმწიფოებში დემოკრატიულ პროცესთა ყოველმხრივ ხელშეწყობას და ადამიანის ძირითად თავისუფლებათა და უფლებათა საყოველთაო დაცვას;
      ორგანიზაციას უნდა მიეცეს მუდმივმოქმედი სახე და დაკომპლექტდეს რეგიონის ხალხთა ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისგან, დაამყაროს მჭიდრო კავშირები `გაეროსთან~, მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.



კავკასიის ხალხთა სამშვიდობო კონგრესი.


      სამშვიდობო ინიციატივის განხორციელება იწყება `კავკასიის ხალხების სამშვიდობო კონგრესის~ მოწვევით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონის ხალხების ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს დემოკრატიული სახელწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
      კონგრესზე განხილული იქნება სამშვიდობო მოსაზრებები და ინიციატივები, მოხდება აზრთა შეჯერება და თანაგანვითარების სამომავლო გეგმების დასახვა.
      კონგრესი ახდენს კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოს, როგორც მშვიდობისათვის აუცილებელ საერთაშორისო ორგანიზაციათა დეკლარირებულ დაფუძნებას.
      რადგან მშვიდობიანობის მთავარ გარანტად რეგიონში, ერებსა და ხალხებს შორის სამართლიანობის დამყარება მოიაზრება, შესაბამისად, კავკასიის მშვიდობის საბჭო და კავკასიის ხალხთა სასამართლო შეთანხმებულად და ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ.



კავკასიის მშვიდობის საბჭოს იდეა


      1. კავკასიის მშვიდობის საბჭო ფუძნდება ხალხთა უფლებათა შესაბამისად, განუსაზღვრელი ვადით და `კავკასიის ხალხთა კონგრესის~ დეკლარაციის საფუძველზე;
      2. კავკასიის მშვიდობის საბჭოს აფუძნებენ კავკასიელ ხალხთა - ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა, რუსთა, თურქთა, ირანელთა, ოსთა, აფხაზთა, ჩეჩენთა, ჩერქეზთა, კაზაკთა და სხვათა ნდობითა და მხარდაჭერით აღჭურვილი უფლებამოსილი წარმომადგენლები;
      3. კავკასიის მშვიდობის საბჭო კავკასიის ხალხთა სათათბირო ორგანოა, რომელიც ითავისებს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ („გაერო“) მიზნებს და ამას წესდებაში ასახავს:
      • ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და ამ მიზნით ეფექტური კოლექტიური ზომები მიიღოს მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, აგრესიის აქტების ან მშვიდობის სხვა დარღვევების ჩასახშობად და სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მშვიდობიანი საშუალებებით მოახდინოს საერთაშორისო დავების ან ისეთი სიტუაციებით მოგვარება ან გადაწყვეტა, რომლებსაც შესაძლოა მშვიდობის დარღვევა მოჰყვეს;
      • განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის ხალხების თანაბარუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, აგრეთვე მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად;
      • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტურული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართ პატივისცემის წასახალისებლად და გასავითარებლად ყველასათვის რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად; და
      • იყოს ერების მოქმედებათა შესათანხმებელი ცენტრი საერთო მიზნების მისაღწევად.
      4. კავკასიის მშვიდობის საბჭო მისწრაფებულია კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში ტერიტორიული, ეთნიკური, კულტურული, ეკონომიკური და იდეოლოგიური პრობლემების აღმოფხვრისაკენ, რაც გულისხმობს:
      • რეგიონში, კავკასიის როგორც „საერთო სახლის“ იდეის პოპულარიზაციას და მის როგორც საერთო საარსებო არეალად გააზრებას.
      • რეგიონის ერთიან სამართლებრივ სივრცეში მოქცევას;
      • სასაზღვრო თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმირებას;
      • რეგიონის ხალხთა შორის, კულტურულ ურთიერთობათ გაღრმავებას;
      • ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამედიცინო ორგანიზაციათა შექმნას;
      • კავკასიის ბიზნეს ცენტრის, ან უკეთეს შემთხვევაში კავკასიის „ბაზრის~ დაარსებას;
      • რეგიონული სამშვიდობო პროპაგანდის აქტიურ წარმოებას; და სხვა.
      5. სამშვიდობო პროცესების გააქტიურებასა და რეგიონში სამართლიანობის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, ტერტორიულ ერთეულებსა და ხალხებს შორის, დამყარდება ურთიერთგაგებრივი, თანასწორი, ურთიერთპატივისცემასა და საერთო მიზნებისაკენ სწრაფვაზე ორიენტირებული თანამშრომლობა, _ რაც საბოლოო ჯამში მშვიდობის მიღწევის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
      6. კავკასიის მშვიდობის საბჭო აქტიურად მუშაობს რათა მიიღწეს:
      • სამშვიდობო პროცესში „გაეროს“ აქტიური მონაწილეობა;
      • მსოფლიოს წამყვან, ეკონომიკურად და დემოკრატიულად მაღალგანვითარებულ ქვეყანათა თანადგომა;
      • სამშვიდობო ინიციატივებში კავკასიის რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებათა აქტიური ჩართულობა;
      7. კავკასიის მშვიდობის საბჭო ითავსებს `აკადემიურ~ და `ქმედით~ შესაძლებლობებს;
      8. კავკასიის მშვიდობის საბჭო დროთა განმავლობაში შესაძლოა გარდაიქმნას კავკასიის ხალხთა პარლამენტად, (რომელიც ორპალატიანია და შედგება ხალხთა და სახელმწიფოთა „პალატებისგან“).



კავკასიის ხალხთა სასამართლოს იდეა.


      1. კავკასიის ხალხთა სასამართლო იქმნება კავკასიის ხალხების სამშვიდობო კონგრესის მიერ მიღებული დეკლარაციის საფუძველზე.
      2. კავკასიის ხალხთა სასამართლოს მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობიანობის დამყარებას, კავკასიის ხალხთა შორის არსებული პრეტენზიების და ურთიერთბრალდებათა სამარათლიანად გადაწყვეტის გზით.
      3. კავკასიის ხალხთა სასამართლო იხელმძღვანელებს საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით შემუშავებული წესდებისა და რეგლამენტის ფარგლებში.
      4. კავკასიის ხალხთა სასამართლოს მუშაობასა და მის გადაწყვეტილებათა ობიექტურობაზე დაკვირვების მიზნით შეიქმნება საერთაშორისო დამკვირვებელთა საბჭო, რომელშიც შევლენ საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტები, დემოკრტიული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა უფლებამოსილი წარმომადგენლები.
      5. კავკასიის ხალხთა სასამართლო აქტიურად თანამშრომლებს გაეროსა და ევროპის საერთაშორისო სასამართლოებთან.
      6. კავკასიის ხალხთა სასამართლო იმუშავებს შემდეგი წესით:
      • საქმეთა შემოტანა მოხდება კავკასიის ცალკეულ ხალხთა (ან დიასპორათა) მიერ რწმუნებულ წარმომადგენელთა მეშვეობით;
      • შემოტანილი სარჩელები უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულ, სასამართლოს რეგლამენტში ასახულ კრიტერიუმებს;
      • პირველყოვლისა მიიღება: გენოციდის, საომარ დაპირისპირებათა, ტერიტორიულ პრეტენზიათა და სხვა სერიოზულ დანაშაულთა შემცველი სარჩელები;
      • საქმეთა რიგითობა განისაზღვრება მათი „ხასიათისა“ და „სიმძიმის“ მიხედვით;
      • განხორციელდება მოკვლევა და ჩატარდება გამოძიება შერჩეულ საქმეთა ფარგლებში;
      • საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა შესაბამისად დაიგეგმება და განხორციელდება სასამართლო პროცესები;
      • კავკასიის რეგიონის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება პროცესთა გაშუქება;
      7. კავკასიის ხალხთა სასამართლოს საქმიანობის წარმმართველი ორგანო იქნება სასამართლო საბჭო, რომელიც პარიტეტულად დაკომპლექტდება კავკასიის ერებისა და ხალხების წარმომადგენელი მაღალკვალიფიციური მოსამართლეებით.
      8. საქმეთა გადანაწილება მოსამართლეთა შორის მოხდება სასამართლო საბჭოზე, რათა გამოირიცხოს მოსამართლეთა პირადი დაინტერესება.
      9. მიზანშეწონილად მიგვაჩნია კავკასიის ერთა და ხალხთა წარმომადგენელთა პარიტეტული მონაწილეობით ნაფიც მსჯულთა კოლეგიის დაკომპლექტება.
      10. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიას ხმათა უმრავლესობით გამოაქვს ვერდიქტი კონკრეტულ საქმეზე. ხოლო მოსამართლე (ან მოსამართლეთა ჯგუფი) აქვეყნებს დასკვნას, რომელშიც ასახულია განსაკუთრებული აზრი.
      11. კავკასიის ხალხთა სასამართლოში საქმეთა შემოტანა ხორციელდება ხალხთა სახელით, მათ წარმომადგენელთა მიერ.
      12. კონკრეტულ საქმეზე ბრალდებას განახორციელებს მომჩივანი ხალხის წარმომადგენელი, დაცვას კი იმ ხალხის წარმომადგენელი, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ბრალდება.
      13. მიზანშეწონილია დამატებით ფაქტობრივ მასალათა და მტკიცებულებათა მოსაპოვებლად შეიქმნას კავკასიის ხალხთა სასამართლოს საგამოძიებო ნაწილი.
      14. კავკასიის ხალხთა სასამართლო პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც კავკასიის რეგიონში სამართლიანობის აღდგენას, მშვიდობიანობის დამყარებას და საბოლოოდ, კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

      რეზიუმეს სახით:
      1. ცნობილ ევროპელ პოლიტიკოსთა აზრით, ევროპის საბჭომ და სტრასბურგისა და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებმა, უდიდესი როლი ითამაშეს ევროპის დღევანდელი სახის ჩამოყალიბებაში, ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ კავკასიის მშვიდობის საბჭო და კავკასიის ხალხთა სასამართლო შეძლებენ კავკასიის ხალხთა ურთიერთობის ცივილურ ჭრილში გადაყვანას და მშვიდობიანი, დემოკრატიული და განვითარებული კავკასიის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილის შეტანას.
      2. „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივაში“ აქცენტი კეთდება სამშვიდობო პროცესებში კავკასიელ ხალხთა უშუალო ჩართულობაზე, ხოლო რეგიონული სახელმწიფოები მხოლოდ მხარდამჭერებად და თანამდგომებად მოიაზრებიან, ეს კი საშუალებას იძლევა მიუხედავად სახელმწიფოებრივი კუთვნილებისა, კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოში სათანამშრომლოდ, პირდაპირ მოვიწვიოთ - აფხაზ, ოს, ჩეჩენ, ინგუშ, ჩერქეზ, კაზაკ თუ კავკასიელ სხვა ხალხთა წარმომადგენლები.
      3. კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოს დაფინანსება წარმოებს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დაინტერესებულ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას კავკასიის „მშვიდობის ფონდი“, რომლის საქმიანობაც გამჭვირვალე იქნება.
      4. კავკასიის მშვიდობის საბჭოს, კავკასიის ხალხთა სასამართლოს და კავკასიის „მშვიდობის ფონდის“ სათაო ოფისი განთავსდება საქართველოში.
      5. კავკასიურ საერთაშორისო ორგანიზაციათა ჩამოყალიბებით იქმნება ქმედითი ინსტრუმენტი, რომელის საშუალებითაც კავკასიის ხალხები უშუალოდ მონაწილეობენ თავიანთ პრობლემათა მოგვარებაში. ამასთანავე გაეროს, ევროკავშირის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების ყურადღებას ამახვილებენ, ამ პრობლემათა სასწრაფოდ გადაჭრის აუცილებლობაზე.



ა. „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივის“ არსი


      1. ნებისმიერ სახელმწიფოში ხალხია „ხელისუფლების წყარო“, გამომდინარე აქედან, ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურება და მშვიდობიანი თანაგანვითარების ჭრილში გადაყვანა, აისახება რა სახელმწიფოთა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და მმართველობის ფორმაზე, ხელს უწყობს მათ დაახლოვებას, ურთიერთობების დარეგულირებას და მშვიდობიანობის დამყარებას.
      2. კავკასიიის ხალხთა კავშირი გლობალურ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სამშვიდობო ინტერესთა თანხვედრის პირობებში, ორიენტირებულია კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში სახალხოობის აუთვისებელი ნიშა დაიკავოს.
      3. კავკასიიის ხალხთა კავშირი ორიენტირებულია განახორციელოს კავკასიის ხალხების ერთობლივ მოქმედებათა დაგეგმვა, შეთანხმება და კოორდინაცია. იმუშაოს კავკასიის რეგიონში ერთიანი სამშვიდობო და სამართლებრივი სივრცის შექმნის მიმართულებით;
      4. კავკასიიის ხალხთა კავშირი ამ მიზნის მისაღწევად აყალიბებს კავკასიის ხალხთა საბჭოს (კავკასიის მშვიდობის საბჭო) და კავკასიის ხალხთა სასამართლოს.
      5. კავკასიის ხალხთა საბჭო (კავკასიის მშვიდობის საბჭო) სათათბირო ორგანოა, რომელიც კავკასიელ ხალხთათვის „მრგვალი მაგიდის“ როლს ასრულებს და რომელიც ცდილობს მოარიგოს, შეათანხმოს და კონსესუსამდე მიიყვანოს ისინი. დროთა განმავლობაში კავკასიის ხალხთა საბჭო გარდაიქმნება კავკასიის ხალხთა პარლამენტად.
      6. კავკასიის ხალხთა სასამართლო პირველ რიგში ემსახურება კავკასიის ხალხებში სამართლიანობის გრძნობის დამკვიდრებას და მოწოდებულია ობიექტურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით განიხილოს კავკასიელ ხალხთა შორის არსებული ურთიერთპრეტენზიები და სამართლებრივად უზადო გადაწყვეტილებათა გამოტანის გზით, უზრუნველყოს ურთიერთობათა ცივილური და მშვიდობიანი დარეგულირება;
      7. კავკასიის ხალხთა საერთაშორისო ორგანიზაცია ქმედითი ინსტრუმენტია კავკასიის რეგიონის ერთიან, სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცედ ჩამოყალიბებისათვის და ამ ნიშის ათვისების ჩვენეული ხედვა კონცეპტუალური და უპრეცედენტოა.

ბ. „კავკასიის ხალხთა სამშვიდობო ინიციატივის“
რეალიზების გეგმა


      1. 2010 წლის 10 ნოემბერს მოწვეულია კრება, რომელიც „კავკასიის ხალხთა მშვიდობის დეკლარაციის“ საფუძველზე დააფუძნებს კავკასიის ხალხთა კავშირს.
      2. ტარდება ორგანიზაციის პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეულ იქნებიან „გაეროსა“ და „ევროკავშირის“, აგრეთვე ამერიკის, ევროპის და კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების საელჩოთა წარმომადგენლები.
      3. კავკასიის ხალხთა კავშირი აქვეყნებს მოწოდებას კავკასიის სახელმწიფოთა მეთაურებისადმი, რომლითაც სთვაზობს მათ აქტიურად ჩაერთონ კავკასიის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო სახალხო პროცესებში. იგზავნება შესაბამისი წერილები და დოკუმენტაცია.
      4. იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრები „გაეროსა“ და „ევროკავშირის“, აგრეთვე ამერიკის, ევროპის და კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების წარმომადგენლობებთან.
      5. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შემდგომ მოქმედებათა დაგემვის, ორგანიზაციაში გაწევრიანების და საჭირო ფინანსური ბაზის შექმნის მიმართულებით.
      6. მიმდინარეობს კონსულტაციები კავკასიის რეგიონის ხალხთა პატივცემული და ღირსეული წარმომადგენლების მოძიებისა და „კავკასიის ხალხთა კონგრესში“ მათი მონაწილეობის მიზნით.
      7. ზუსტდება კონგრესის ჩატარების ადგილი და დრო. „კავკასიის ხალხთა კონგრესის“ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის იქმნება მუშა ჯგუფი.
      8. „კავკასიის ხალხთა კონგრესზე“ მიიღება „კავკასიის მშვიდობის დეკლარაცია“ და კავშირის შემადგენლობაში ფუძნდება კავკასიის მშვიდობის საბჭო, კავკასიის ხალხთა სასამართლო და კავკასიის „მშვიდობის ფონდი“.
      9. მიმდინარეობს მუშაობა კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოს იურიდიული ბაზის შექმნის მიზნით - წესდება, რეგლამენტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
      10. კავკასიის „მშვიდობის ფონდი“ იკრებს ცნობილ მეცენატებს, ბიზნესმენებს, ფინანსისტებს. იწყებს ურთიერთობებს ფონდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქმნის ფინანსურ ბაზას.
      11. ხორციელდება კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოს საერთაშორისო პრეზენტაცია. იგეგმება და აქტიურად მიმდინარეობს PR კამპანია.
      12. კავკასიის მშვიდობის საბჭო და კავკასიის ხალხთა სასამართლო იწყებენ მუშაობას. ფორმირებულია საერთაშორისო დამკვირვებელთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დემოკრატიულ სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათ წარმომადგენლები, საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტები.

საინიციატივო ჯგუფის სახელით,
შიო არსენაშვილი
საკონტაქტო მონაცემები:
peaceinstitution@gmail.com
895 20 94 03;    877 47 86 09;    895 23 86 06;     899 40 22 93;