ბელა შალვაშვილი – «ფირდოუსი – შაჰნამე»




 


დრო
2011 წელი, 24 ივნისი, პარასკევი • 18:30 - 21:00
მდებარეობა
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლიდან მარჯვნივ)
ავტორი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
More Info
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.

კავშირ – პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა.

სპარსული სიტყვის ზეიმი


ფირდოუსის "შაჰნამეს" 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.

საღამოს სტუმარია: პოეტი და ირანისტი, "შაჰნამეს" ქართულად მთარგმნელი ბელა შალვაშვილი.

პირველად ექსკლუზიურად გამოიფინება ცნობილი მხატვრისა და მინიატურისტის, "შაჰნამეს" ილუსტრაციების ავტორის იოსებ გაბაშვილის ნამუშევრები და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს თემატური ექსპონატები;

ქართულ და სპარსულ ენებზე აჟღერდება გენიალური ფირდოუსის ეპოსის რჩეული სტრიქონები;

ღონისძიების მხარდამჭერი: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო.

მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლის მიმდებარედ, გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ახლოს). მეტი სიზუსტისათვის ლინკი ბიბლიოთეკის განლაგების გენგეგმით: http://www.sciencelib.ge/node/64


      ფირდოუსი, ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ტუსი (934 – 1030) სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი. ირანული ეროვნული ეპოსის "შაჰნამეს" ავტორი.
      „შაჰნამე“ შედგება დაახლოებით 50000 ბეითისაგან (100 000 სტრიქონი), დაწერილია მესნევის (წყვილად გარითმული ტაეპები) სალექსო ფორმით, მოთეყარების საზომით, ზოგადად მთელი მასალა მითოლოგიურ, საგმირო და ისტორიულ ნაწილებად იყოფა. პოემა გაჟღენთილია პატრიოტიზმის და ჰუმანიზმის იდეებით, გამოირჩევა მდიდარი და ორიგინალური პოეტური ხერხებით, იშვიათი მუსიკალურობით.
      ქართველები ადრიდანვე იცნობდნენ ფირდოუსის თხზულებებს, თუმცა პირველი თარგმანი, რამაც ჩვენამდე მოაღწია XVI-XVIII სს. თარიღდება. შაჰნამეს ქართლი ვერსიები ე. წ. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა, „როსტომიანი“, „ზააქიანი“, „უთრუთიან – საამიანი“ (პოეტური) და „ფრიდონიანი“, „წიგნი საამ ფალავნისა“ (პროზაული).
      ღონისძიებას დაესწრებიან: განათლების და მეცნიერების სამინსტროს; კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები; გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
      მისასალმებელ სიტყვებს წარმოსთქვამენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი მაჯიდ საბერი, ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ბატონი აიუბი, საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ეჰსან ხაზაი.



 

   

 

 

 

 

 

 

 


* * *


ფოტო–გალერეა 1
გიორგი ალავერდაშვილი



ფოტო–გალერეა 2
გიორგი ალავერდაშვილი



ფოტო–გალერეა 3
გიორგი ალავერდაშვილი



ფოტო–გალერეა 4
ია მშვიდობაძე



ფოტო–გალერეა 5
ია მშვიდობაძე



ფოტო–გალერეა 6
ია მშვიდობაძე



ფოტო–გალერეა 7
ნანა ჩიფჩიური



ფოტო–გალერეა 8
ნანა ჩიფჩიური



* * *

http://www.jadidonline.com/images/stories/flash_multimedia/Tabriz_bazzar_test/tabriz_high.html

ترايزني فرهنگي سفارت جمهوري اسلامي ايران-تفليس – Bazar Tebriz