|
– სად ვარ ?
– რატომ ვარ?
– რისთვის ვარ?
– რა აზრი აქვს ცხოვრებას იქ, სადაც ვერავინ გიგებს, სადაც მარტო ხარ? და სადაც ყველას უნდა რომ შენზე მაღლა იდგეს?
– რატომ უნდა ყველას მიიღოს ის, რასაც არ იმსახურებს?
– სამყარო ამოუცნობია, მაგრამ კიდევ უფრო ამოუცნობი ადამიანია. . . არავინ იცის რა გვსურს?
– რისკენ მივისწრაფით?
– რას მოვითხოვთ ცხოვრებისგან?
– იქნებ გიჟები ვართ?
მაგრამ ჩემი აზრით, სიგიჟე არ არსებობს. . . ჩვენ უბრალოდ გიჟს ვუწოდებთ ადამიანს, რომელიც ჩვენსავით არ ფიქრობს, ან არ იქცევა… ან სიგიჟე უბრალოდ ადამიანების მიერაა გამოგონილი, რათა თავიანთი საქციელი გაამართლონ.
ჩვენ ერთი რამ არ გვესმის, არ გვესმის ის, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, თუნდაც არასწორის. ყველას თავისი პიროვნება და “მე” გააჩნია. ყველა სტერეოტიპს ადამიანი ქმნის. თუ გიყვარს უნდა თქვა – მიყვარს. თუ გძულს, უნდა თქვა – მძულს, თუ გეშინია, უნდა თქვა – მეშინია. იცით გრძნობების გამოუხატველობით რამხელა უნარს ვკარგავთ? გრძნობების გამოხატვა უდიდესი ნიჭია, რომელიც თუ საკუთარ თავში ჩაკალი, მერე თვითონვე ჩაგკლავს, ოღონდ შიგნიდან და შინაგანად. მგონი დროა გამოფხიზლების და დაფიქრების. ჩვენ უფსკრულისაკენ მივემართებით და ბევრს თან ვიყოლებთ. დროა! ღმერთმა საკმარისზე მეტი გვაცალა!
|