გიორგი ალავერდაშვილი

საიტის www.fereidani.ge-ს პრეზენტაცია


ეგზოტიკური ჩაიხანა «გულანშარო»
2011 წლის 25 ნოემბერი
თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14

საღამოს ორგანიზატორები: «გულანშაროს» კულტურის სფეროს ექსპერტი –
ხელმძღვანელი მაია სახოკია და მენეჯერი ლელა ჭეჭელაშვილი


* * *
























* * *
უღრმეს მადლობას მოვახსენებ დეა სოსელიას
პრეზენტაციის ამსახველი ფოტოების მოწოდებისათვის


       განათლება
       2004-2008 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველო (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი).
       2007-2008 – რომის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (Borsa di Studio-ს სტიპენდიით)
       დარგი ფერწერა
       გამოფენები
       2011 – გალერეა “Monod”, პარიზი. საფრანგეთი.
       2011 – Hotel “Imperial”, კარლოვი ვარი, ჩეხეთი.
       2011 – „ალექსანდრე ყაზბეგის კავკასიური საგა მხატვართა თვალით“, გ.ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, საქართველო.
       2010 – „Art en Kapital“, გრან პალე, პარიზი, საფრანგეთი.
       2009 – „Art en Kapital“, გრან პალე, პარიზი, საფრანგეთი.
       2009 – „იოზეფ ჰაიდნის ცხოვრება და შემოქმედება“, სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო.
       2008 – „Grand Marche“, პარიზი, საფრანგეთი.
       2007 – პროექტი „Pro Art“, ProCredit Bank, თბილისი, საქართველო.
       2007 – გალერეა "თინათინი", თბილისი, საქართველო.
       2005 – “ახალქალაქი”, სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო.
       ნამუშევრები დაცულია
       კერძო კოლექციები: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ინგლისი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, იტალია, საბერძნეთი, აშშ.
       საკონტაქტო ინფორმაცია: www.deasoselia.ge


* * *

ია მშვიდობაძე – როგორც ყოველთვის, შესანიშნავი საღამო ჩატარდა "გულანშაროში" თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამჯერად ჩვენი მასპინძელი ტკბილ-მოსაუბრე გუგუა იყო, ჩემი აზრი ორმაგად დამაჯერებელი იქნება! ყოჩაღ გიორგი! ნამდვილად კარგ საქმეს ემსახურები! მე მიხარია, რომ მყავს შენისთანა მეგობარი!

ბადრი წიქორაძე – ბრწყინვალედ ჩატარებული ღონისძიება იყო ბატონო გიორგი. ძალიან კარგი და საჭირო საიტია, ”მრავალმხრივ საინტერესო” და დიდი ინფორმაციის შემცველი. რა თქმა უნდა დამსწრე საზოგადოება ასევე, უშესანიშნავი პიროვნებებით იყო წარმოდგენილი. დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის.

მიხეილ ღანიშაშვილი – კიდევ ერთხელ გილოცავ, დაუცხრომელო მოღვაწევ, ჩემო ძმაო და მეგობარო! შენი მრავალმხრივ საინტერესო საიტის, fereidani.ge-ს პრეზენტაციას ეგზოტიკურ ჩაიხანა "გულანშაროში"! სულ წარმატებები და წარმატებები!

იზა ვეფხვაძე – გილოცავთ, ბატონო გიორგი, საიტის წარმატებით პრეზენტაციას, თქვენ ძალიან დიდ და ეროვნულ საქმეს აკეთებთ, მე დავესწარი საიტის პრეზენტაციას ბიბლიოთეკაში და დღემდე შთაბეჭდილებების ტყვეობაში ვარ. გისურვებთ წარმატებებს!

ვაჟა ხორნაული – ეს, მართლაც, საშვილიშვილო საქმეა. იგი წარსულის მხარეებშიც გვახედებს, დღევანდელობასაც ეხმიანება და მომავალზეც გვაფიქრებს. დიდი ხანია ბატონი გიორგი ამ მადლიანი საქმითაა დაკავებული... ბედნიერებაა, რომ აქა-იქ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომელთაც ძვლებზე აწერიათ: "სამშობლო, დედის ძუძუი, ერთია ქვეყანაზედა."

გიზო ვაშაკიძე – დიდ ქართულ საქმეს აკეთებს ჩემი ძმა და მეგობარი... დალოცვილი გატაროს ღმერთმა ამ გზაზე... გაიხარე გიორგი, კარგო ქართველო!


ნინო თოდუა – მადლობა ბატონო გიორგი ესოდენ დიდი და კეთილშობილური საქმის კეთებისთვის, თითქოს ამ მოუშუშებელ ტკივილს, რასაც ფერეიდანი ქვია, მალამოს უსვამთ!


ლელა ნინუა – გილოცავთ ბატონო გიორგი! დიდებული საქმეა! წარმატებები!


ცისანა ზურგაშვილი – არაჩვეულებრივი საღამო იყო, მშვიდ და წყნარ გარემოში ყველანი ანთებული გულებით ვისხედით და შევცქეროდით ეკრანს (მერამდენედ). ბევრი ცრემლი დამიღვრია მის თითოეული სტროფის წაკითხვაზე. გუგუ მადლობა, რომ ხარ და შენი მეგობარი მქვია, ვამაყობ შენით. მიხარია რომ ასეთი საქმისათვის იღწვი. უფალს ებარებოდე!!! ეს კლიპი კი ჩემგან სახსოვრად. http://www.youtube.com/watch?v=z1LOg6soP00

გიორგი გვიანიშვილი – გიორგი ალავერდაშვილისადმი ფერეიდნელი საიდ მულიანის სიტყვებს გავიმეორებ მხოლოდ: "თუ მთელი ტყეების ხეები კალამად და მთელი ზღვას წყალები მელანად მოიქცნენ ვერ შეუძლიათ დაწერონ შენი საქმის ღირსი. შენ დიდი საქმე გაგიკეთებია".

მამუკა დავითიშვილი-ბაგრატიონი – ანათებ, იკრებ და ასულდგმულებ, სულს აცოცხლებ და აბრწყინებ! გიორგი, არ ვიცი ხანდახან სიტყვები საიდან მომდის ხოლმე, თითქოს სულიდან მეკარნახება... მთელი გულით დავწერე რაც დავწერე და ეჭვიც არ მეპარება მაგაში. შენ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და საშვილიშვილო საქმეებს აკეთებ შენი ურთიერთობებით. გაიხარე გიორგი!

არმენ არუთინოვი – ღმერთი და ხალხი არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, ბატონო გიორგი! დედის თვალგატანებული რომ ხართ, ალბათ ამიტომ გვემშობლიურება თქვენი ყველა ნაწერი!


მედეა მოლოდინი – მიყვარს თქვენი საიტი! ვივსები სევდით... მენატრებიან...



დავით მოსაშვილი – ძალიან საინტერესო საიტია. კარგ საქმეს ადგახარ გიორგი! შენნაირი ხალხი სჭირდება დღეს საქართველოს და ყოველთვის სჭირდებოდა კიდეც...


ფიქრია ჩხარტიშვილი – თქვენს "ფერეიდანს" ხშირად ვათვალიერებ, ისევე როგორც ბევრი სხვა. მადლობა ქართული საქმის მოკრძალებული კეთებისათვის. ერთი ძირიდან წამოსულები ყოველთვის მოძებნიან გზას ერთმანეთის გულებისკენ! კარგ საქმეს აკეთებთ, ბატონო გიორგი თქვენი საიტითა და თქვენი თბილი გულით! წარმატებები!


რობერტ მესხი – ეს ხომ ჩვენს ბედუკუღმართ ისტორიასთან დაბრუნებაა, რომელიც აგერ როდის მხოლოდ სიყვარულით, გულისა და ხელის გაწვდენით, ალალი ღიმილითა და სიკეთით უნდა დავიამოთ – "ანქ" და "ინქ" მყოფმა ქართველებმა...

ელდარ ჭიჭიაშვილი – გიორგი, სულის სიმებს მითრთოლებ ყოველთვის. ფერეიდანი ჩვენი ერის უკურნებელი ტკივილია...


გია გალოგრე – ბატონო გიორგი, ღრმა პატივისცემით მოგესალმებით და მადლობას გიძღვნით თქვენი ღვაწლისთვის, www.fereidani.ge საუკეთესო საიტია. მადლობა!!!


მარი სადღობელაშვილი – ბატონო გიორგი! ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები ჩემი აქილევსის ქუსლია... დავპურდი მე აქ....


იმედი ჯახუა – ფერეიდანთან დაკავშირებული ამბები ბავშვობიდანვე მაინტერესებს და ეს საკითხი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს. მიხარია, რომ ასე გულმოდგინედ მუშაობთ ამ სფეროში! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მიგულეთ თქვენს თანამდგომად!