სკოლა «ლომისი» გამოეხმაურა პროექტს ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის", (რომელსაც ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებით) და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაიდარის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნონა არჩვაძის დახმარებით მოაწყო შეხვედრა აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან.
აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სემინარი ქართული ენის ისტორიაში. სკოლა «ლომისის» მოსწავლეებმა კი წარმოაჩინეს აზერბაიჯანული კულტურის უმნიშვნელოვანესი შტრიხები. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ფერეიდნელი ქართველები. საღამომ მეგობრულ და თბილ ვითარებაში ჩაიარა. სკოლა ,,ლომისი" და ბაიდარის არაქართულენოვანი სკოლა დამეგობრდნენ.
|