გივი ძამაშვილი და ჯგუფი «ერთად»

სიმღერა «ფერეიდანი»



      ჯგუფის შესახებ – ჯგუფი „ერთად“ შეიქმნა 2011 წლის სექტემბერში. ჯგუფის მუსიკალური მიმდინარეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე შესაბამისი აღწერა იქნება „ქართული როკი“ (როკი; ჰარდ როკი; სოფთ როკი; ფოლკის ელემენტები; რეგეი; კლასიკური როკის ელემენტები; ჩილაუთი და სხვა).
      ჯგუფის წევრები: გივი ძამაშვილი – ვოკალი, გიტარა; არჩილ მოლოდინაშვილი – გიტარა; ირაკლი ჯანაშია – დასარტყამი ინსტრუმენტები; აკაკი წერეთელი – ბას გიტარა; მარი გაბელაია – კლავიში, ვოკალი; ელენე გაბელაია – ვიოლინო. ვოკალში და კლავიშში დახმარებისთვის მადლობა ქეთი ბოჭორიშვილს.
      ჯერჯერობით მხოლოდ რეპეტიციაზე ცოცხალი შესრულება გვაქვს ჩაწერილი, თუმცა სტუდიური ჩანაწერებიც მალე იქნება. ჩვენი რეპეტიციის ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
      გადაღებული ვიდეო (7 სიმღერა): http://www.youtube.com/user/GIVIERTAD/videos
      MP3 ფორმატი (8 სიმღერა): http://soundcloud.com/givi-ertad/sets/ertad-live-26-06-12

      სიმღერა „ფერეიდანის“ ისტორია – მე, გივი ძამაშვილი, დავიბადე ქ. თბილისში 1983 წლის 25 დეკემბერს. წარმოშობით მამის მხრიდან ვარ ენისელიდან, ხოლო დედის მხრიდან (ზალდასტანიშვილი) ზემო მაჩხაანიდან. კახური ფესვების გამო ბავშვობიდან მიზიდავდა საქართველოს და განსაკუთრებით კახეთის ისტორია (საყვარელი წიგნი იყო „გმირთა ვარამი“). ფერეიდანის თემას ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცნობიერებაში და იწვევდა ჩემს აღფრთოვანებას, სევდას და სიამაყეს. სწორად ამ ემოციებით დამუხტულმა 16 წლის ასაკში დავწერე სიმღერა „ფერეიდანი“.
      ჩემი ბავშვობის ოცნებაა ვესტუმრო ფერეიდანს, იქ შევასრულო ეს სიმღერა და ფერეიდნელ ქართველებს ვაჩუქო ჩემი შემოქმედება. სანამ ფერეიდანს ვეწვევი მინდა ყველა შესაძლო გზით გავუზიარო ფერეიდნელებს ჩემი სიმღერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
      http://www.youtube.com/watch?v=6WWrtMPVVCg&feature=plcp
      http://soundcloud.com/givi-ertad/ertad-fereidani
      ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჯგუფის გვერდს Facebook-ზე, რომელიც მალე განახლდება და შეივსება:
      http://www.facebook.com/pages/Ertad/335130079914262?ref=hl

პატივისცემით, გივი ძამაშვილი