![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ვახუშტი კოტეტიშვილი დედა ენა, აბა ენა! პაპები წავიდეს, პაპები წავიდნენ. უწინდელს ვნატრობთ ყოველ დღეს და ღამეს. ?ვისიზმრებთ საუკუნეებს. მაგრამ ჭეშმარიტი მომავალში იმარცხებს. აბა გაიღვიძეთ, როდისამდე ძილში? ჩემო ძმაო, ჩემო დაო. ვეძებთ, ვეძებთ, სად მოვნახოთ დედა ენა. აოთქლდა და ავიდა, ჩაჟონა თუ ჩავიდა? არსად კაცო! დედა ენის მძებნელო, იპოვე გულში, მაგრამ დაბნეული და ჩაფხვნილი რომ ცხოვრობს უცხოსთან. აბა რა ბრალი აქვს დედა ენას, იკარგების და ვეძებთ, არ არის. ცრემლი გახმა ტირილით. ავადად ვარჩევ გაშლილ ქართულ სიტყვებს. მიშველე, საქართველოს მთებო, ცაო და სახელო, მიშველე! ხოსრო მოყადასი (სეფაშვილი) ციხის კალთა მთაო მაღალო, კლდოვანო, მაგარო, გვიამბე რაიმე წარსულ-წამოსულისა, მთაო, შენს კალთებს რათა აქვს ვარდები? ანდა რით ხარ ასეთი მაგარი? არ გვიამბობ, არა, რატომ არაო? რით შეღებილია შენი კალთა? ვერ იტყვი არა, თუ ვერა, მარა ისტორია მეტყვის მე ყველას, ანდა რად მინდა! მიამბობს პაპა. პაპას ჯერაც ახსოვს ყოველი. აბა! - ჰე შვილო, რა გითხრა! დასაჯერია, ვყოფილვართ ქართველნი მარტყოფად, ძალიან ბევრი; ამაზეც ბევრნი. მედგარნი, მაგარნი, სტუმართმოყვარენი, გვყოლია ვაჟკაცნი მეომარ მთაბარის, მარა გვყოლია ცუდი, ავი ქართველიც, მათს ღალატს ვაბრალებ ჩვენს ბედსა, რბევას, ჟლეტას, გადასახლებას. ჰე შვილო, რა გითხრა დასაჯერია?! დადგა დრო, გაშენდა მარტყოფი, გაცოცხლდა შიშველი მინდორიც, ქართველთა ალერსის ხელით, ადგილად სამი მთას შორის, იმ საშიშ ადგილას ვყოფილვართ, აღმოსავლეთით კარი იღება შაჰების, ტახტის ასაღებელად მტრისათვის, სწორედ ამიტომ ყიზილბაშ სპარსებმა, იხილეს ჩვენი მარდობა, რომ დავიცვათ თავი და, არა პირდაპირ ისინიც. პაპა გვიამბობს ამას ყველას. ოდესღაც ზანდების ქარიმ-ხანს, მოუწადნია ჩვენი გაჟლეტა, ხარკის ძალით წამოსაღებადა, მოსულა დიდი ამალით, და ყველა რომ შეხვევია, კლდოვანი მაღალი ციხე გორასა, და შეღებილა ციხის კალთები, წითელი სისხლით ჩვენი პაპების. პაპა მეტყვის ამას ყველას: - ჰე შვილო, პაპები რომ არა, ქართველი აღარ გადაურჩათ, ვინც ცოცხალი გაუვიდათ, მტერმან ისიც აქედან აჰყარა, დაარბია. სწორედ ამიტომ ციხის კალთებსა, შერჩენიათ სისხლის ფერი ვარდის წრთობა. ამიტომაა, შვილო, ციხის კალთა ფერით ვარდის, ხელით მარდის. ამიტომაა ზოგჯერ ჩვენ ქართველნი, ძალიან ცოტად, თუმცა ყველა, ვეფიცებით მის კალთებს, მის წყაროს, ქართველ კაცის საფლავად, მტრისგან ქცეულ სამარეს, სასახელო ციხის კალთებს. ემამყული ბათავანი უბედურება ბარათაშვილს დაუმშვენებია მთაწმინდა ქებურ მშვენიერი ლექსითა, ყველა ლხინი მოუხმარებია ამ ლექსის დასაწერითა. დილიდანვე თბილისი დაინახა, ძველი ეროვნებაზე დაიკვეხა. გულში ცეცხლი ანთებულიყო, თვალები ცრემლით აჰსებია. მაიგონებია, რა ტანჯები თბილისის ხალხს რგებია, მოღოლებიდან, თურქებიდან, ირანის სულელი მეფებიდან. რამდენი ომი დასცემიათ, ტურფა მშობელი დაინგრევიათ, დედა კახეთი მიწასთან მაიერთებიათ. რამდენი ქართველი მეზობელი კახური, იმერელი და მეგრელი, ბინა-მწვარი, გულ-დამწვარი ტყვეობაზე დაჰკარგვიათ, რამდენი არხი წითელფერა წყალიანი, რამდენ დედა შვილისათვის გლოვარი. ოთხას წელია არ დაჰკარგვიათ კვნესი თანამემამულეებისათვის უცხოეთში. სამარეში არ მაისვენოს შაჰაბაზმა, აღამაჰმადხანმა და ოსმალეთის ფაშებმა, სიყვარული არ იცოდნენ პრიტყულად მცხოვრებლები. ნიკოლოზი თავისუფლებისათვის მებრძოლე სამშობლოში დამარხული. მე რა გითხვრა, ძვირფასო, სამშობლოსთვის გამოიტირი. ჩემებურად შევისწავლე ქართულ ენა ღარიბობით. ჩემ თავს მგოსანს დავეძახი ემ ყმაწვილური ლექსებით. ბოლოს ის კი მიხარიან, ჩემი გული დავიცალე. საქართველოს სიყვარულით პატარა ლექსი დავწერე. მეჰდი ლაჩინაშვილი სამშობლო ჩემო ოცნებო, ჩემო სიყვარულო, ჩემო სამშობლო, დაგიკივლეფ შვენა, რადგან ხარ სიყავრულო, სიყვარულის ქუჩებში შვენი სიყვარულსაყენ, დავარდნილვარ მე. წუთებსა ვთვლი მე, იქნებ ნახვას დროს მაიდეს ერთ დღესა. საიდ მოყადასი ახჩაველნი ყმაწვილებს უკითხავენყე გოგო, გოგო, ნაზო გოგო, სად იყავო? - დედიანთას. რა დაგიგეს? - ეკალ-მეკალი. რა გაჭამეს? - ჟავე წელა. რა გაფარეს? - საღერღელა. საიდ მოყადასი ლექსი მე თუ ირანელი ვარ, ქართველი ვარ, სადაც რო ვიყო, ქართველის შვილი ვარ. თვალები გზაზე მაქ საქართველოსთი, იმის უკან რო ანქით მოსლელი ვარ, ლამაზი ხალხსათი ვარდსა ვარიგებ, სულ ყელგან მტერსათი, ლომი, მგელი ვარ, საქართველოს ენას ფასი მე ვიცი, იმისთი ეგ ენას შამნახველი ვარ, გაზაფხულო, მოდი საქართველოსთი, ლამაზი საუბარი მაქ, მეღყალი ვარ. ირანში ქართველი ეხლა მიდის წინ, მე ერთი ირანელ მარტყოფელი ვარ, მელიქა სახელი, გვარი რაჰიმი, ფერეიდუნ შაჰრელი სოფლივერი ვარ. მალექ მოჰამად რაჰიმი ეს ლექსი დამიწერია, რო ყმაწვილებმა ხეხილის სახელები იცოდნენ კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ატმის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ჭერმის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ალუბალის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ტყემლის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ბრეწევლის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ნუშის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, თხილის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, მსხალის ტოტის ვარდია. კონა-კონა ვარდია, დედას გულის ვარდია. კონა-კონა ვარდია, ქლიავის ტოტის ვარდია. ჰაიდარ ასლანი (დარჩიასშვილი) ლექსი ჰოიჰოი ქათამ-ვარია, შავარდით საქათმოში, მაგრამ რო არ შაივარდეთ, ბატონო მელა მოგვარდეს. მაგრამ რო ვერ მოგვარდეს, შიშით კერცხი ჩაგვარდეს. ჰაიდარ ასლანი (დარჩიასშვილი) თორეილენი ან თელავნი თავით ყმაწვილებს უკითხავენყე მზე, მზე, ამოდი, წავალ ყუმში ოქრო დანას მოგიტან, გირჭი წელში, გადი ბოინში, გამო თორილში, წადი შიშბანს, აფუშჩი, ხჩაიში, ჩუღრუთში, სიბაქს, ჯაყჯაყს, ზევით მარტყოფში, ქოვით მარტყოფში. მოდი დაშქასანას. აჭიჭყინე შენი ტოლებსა. მოგვაწოდა ჰაიდარ ასლანმა (დარჩიასშვილი) ჩვენთვის აქ ფრინველები არა გალობენ, მთები ჩამქრალებულან, და საქართველოც ჩუმად არის. სიყვარული არაფერს არა ნიშნავს, ყველგან გლოვას ფერია, მხოლოდ კვნესას ხმა ისმის. ჭეშმარიტების კვნესა, პიროვნებას კვნესა, საწუთროს ჭმების კვნესა, სამშობლო, გიხმობ და გეძახი. მეჰდი სეფიანი ციხევ ციხევ, მოვალ გულისთვის შენთან. მესმის ხმალის ხმა ყველგან. შენთვის ვგალობ, ვერ ვიცინი. მოდის ცრემლი, განა ვტირი. რა თვალები ცრემლით სველი. ვარსკვლავებიც შავი ფერი. შენ ამბვები არის ბნელი. ტურფა ჩიტი, მგელიც მტერი. ია ვარდიც, თავ დახრილი. ციხევ გახსოვს ის ღამები? ღამეს მტერი და ბავშვები? ცას მთვარე და ვარსკვლავები? ციხეს მიწავ შენ მითხარი. მტერის ომი და არწივი. მაინც მაჩვენე ის ქართველი, რომ დამუჭა იქა თვალი. მაგრამ ემას მე შენ გეტყვი. ოცნება მაქვს, ბევრ იმედი. ეხლა ვნახოთ ის სოფელი. რომ დღეს არის ერთ ქალაქი. ეხლა ემას მე ვპირდები. სანამ მიდგეს ტანში სული! შავინახო დიდის გული! განა არ ვარ მე მგოსანი, ხოლო მე ვარ მარტყოფელი. ციხევ, ხოლოდ შენთვის ვმღერი, მინდა ვიყნეთ ბედნიერი. ჰოსეინ თავაზოჰი დამიხსოვრე, თანაფესვო ოთხას წელი გაყრილი ვართ, მაგრამ გულით შაყრილი ვართ ჩემო ძმაო, ერთები ვართ, მართლობაში ღმერთები ვართ წინაპრების ყველა ფერი, მანთ რჯული და კანის ფერი, მანთ ტანჯვები და ბრძოლები, საქართველოს შავ თოლები. ეს რამები ერთი ქონია, ეს რამები ერთი ქონია, ახლა საქართველო თქვენი, ეს მარტყოფიც არის ჩვენი. როგორ გითხრა, ჩემო ძმაო, არ ამოდის ჩემი ხმაო. ჩემი გული საქართველო, ჩემი სული საქართველო. თბილისი და ქუთაისი, რუსთავი და დემანისი. თამარა და ნინო წნიმდა, ქეთევანი ისიც წმინდა. ყველას იცნობ შენ კი კარგად, ყველას ვიცნობ მე კი კარგად. შოთას ლექსი მუდამ მინდა, ქართულ ენა მხოლოდ მინდა. მაშ მე კი თუ ესები მაქვს, იმ ქვეყანის ფესვები მაქვს. საქართველო არის ჩვენი, საქართველო არის თქვენი. თუმც საცხოვრე არის აქა, ჩემ ნატვრები არის იქა. იმ ქვეყნის აშენება, დამშვიდება, აყვავება. გენაცვალო, საქართველო, გენაცვალო, საქართველო. დამიხსომე მე, ქართველო, დაგიხსოვრე შენ, ქართველო. გავამრავლოთ ძმობილობა, ურთიერთად ყოფილობა. ჩემო ძმაო, გენაცვალე, აბა დაიწყევ ესე მალე... საიდ მულიანი თბილისო, ჩემო სანატვრელო ნეტავ თბილისს დავდიოდე, ღამითც შინ არ შავდიოდე. მეტეხზედა, მთაწმინდაზე, დავმღეროდე დავდიოდე. გორგასალის ძეგლის გვერდზე ვამაყობდე მის საქმებზე. მან აშენა ეს ქალაქი, მან დაარსა ეს ქალაქი. თბილისო, ჩემი გული ხარ, თბილისო, ჩემი სული ხარ. თუ მალამი, თუ დარდი ხარ, საყვარელი და კარგი ხარ. მსოფლიოში ყველა ქალაქებზე კარგი ხარ, კავკაზში თაიგული და ლამაზი ვარდი ხარ. ნიავქარს ყველა დილით მივაბარეფ, უსალმო თბილისის გვერდზე ნუ გაუარეფ. საიდ მულიანი საქართველოს ელჩს მოდი, მობრძანდი, იყოს კეთილი შენი მობრძანება, კეთილი იყოს შენი ნაბიჯი ამ სოფელ მარტყოფჩიგა. მოდი, მოვტანე ხალღს კეთილი ამბავები, ხალღს ენტერესება შენი ნახვაო. შენი მობრძანება ხალღის გულს გაახარებს, როგორც ხაფხულის მზე ხეს სულს უყვენებს, გაამწონებს დედა მიწას ყვავილით, დაამშვენებს ქვეყანას, მისცემს ხეს სულსა, ხორბალსა და პურსა, აშენებს ვაზის ტოტებსა, გამაიყვანს ტოტებზე ტევალ-ტევალ ყურზენსა, დაამწიფებს ხეზე ატამსა და ვაშლებსა გაახარებს ყველა ხალღის გულებსა. ალიმარდან იოსელიანი მიყვარხარ დედა მიყვარს დედა და ვლოცავ მუდამ გულადა, რაც მავ ქონება უჩუქებია ჩემზე ყველადა. ცხრა თვეს მატარა მუცელში ძნელადა, მაითმო დარდი, არ დაიკვნესა ცუდადა. აკვანის ფეხზე გათენა ღამე დილადა, სულის წენი მაწოვა ძუძუსკე ტკბილადა. ყველა ძნელები დაითმო გმირადა, და აღზარდა შვილი სიყვარულადა. ხელზე მამკიდა, მამდივა ფეხ და ფეხადა, ყველაზადი მამიმზადა, ვიყო სიხარულადა. სიტყვა მასწავლა მიკითხა ლაპარაკადა, სკოლაში დამსო შავქნდე მეცნიერებელადა. დედას ნატრია, ნახოს შვილი გამარჯვებადა, გოგო და ბიჭის მეუღლე ჰყვანდეს გვარადა. ემ ეფდენ სიკეთეში რასა მთხოვს მადლადა, სამსახურება რა ვქნა, გავახარო კარგადა. ცხოვრებაში გამადეგ დედას ვაჟი კაცადა, იმის მოხუცებაში შენ მეხმარე დედადა. სამოთხეს კლიტე არის დედას ფეხთ ქეშადა, დედას მიმართვა გახარებს ღმერთს მეტადა. მოჰსენ ხუციანი ხალხური ლექსები ქალბატონო, დანიშნულსა ვაჩუქებ ტკბილ სიმღერსა. ვენაცვალო სანდომიანსა, ხალხში იჭერს მაღლად ყელსა. ღმერთმა მაიცეს საქონელი, შემოგავლებ უღელ ხარსა. ქუჩებშიგა ვეტარები, ველოდები შენ ნახვასა. ვერ მოითმენავ ცალკობასა, ნუ დამწარებ ცხოვრებასა. შენთან ვიყო მეუღლედა, არ გაიგებ დაღლვასა. ღმერთსა ვთხვავ ლოცვაზეგა, მოგაშორვოს შურია თვალსა. წითელ ვარდო, საით მოსულხარ, დაჰრჩომიხარ ღმერთის ბაღსა. ღამით მუვალ სანახველად, ბეჭედს მოიტან საჩუქარსა. ლამაზად და სუფთა კალთად, შენ უდარებ ცას ანგელოზსა. ცას ანგელოზი იმალების, რომ უჭვრეტავს შენ თვალებსა. ბედნიერელია შენ პატრონი, ცხადვით ნახავს სამოთხესა. თუ გიჟი და უდარდე ვარ, არ დაიცინოთ შეყვარულსა. ნუ გაჰჩნდები ეზოშიგა, შენ სინათლე გაქრობს მზესა. მოგვაწოდა მასუდ ესფანანიმ * * * ერთხელ წაველ მინდორში, კურდღელი ვნახე ანქებში. ქუვა აიღე ხელებში, გავაჟუჟუნე ფეხებში. წიმა, წიმა მოიდა, ხოხონაში ჩაიდა. ხოხონა რა ქნდა? თაგმა გამოხრიტა. თაგი რა ქნდა? ციცამ გემედევნა. ციცა რა ქნდა? აიდა ხეზენ. ხე რა ქნდა? უსთამ მოჭრა. უსთა რა ქნდა? ომრი (ომრ - სიცოცხლე) მეჭრა. (ვარიანტი) ერთხელ წაველ მინდორში, კურდღელი ვნახე ანქებში. ქუვა აიღე ხელებში, გავაჟუჟუნე ფეხებში. იმიში წაველ ბაღებჩი, პაპა ვნახე ანქებჩი. პაპას ბაღჩი ეძინა, გამუვაღიძე ეწყინა. პაპა, აჰა, კამპეტი, ნუღარ გამაიჯავრდები. მოგვაწოდა საიდ ესფანანიმ * * * ჩარშანბაე სური, დედა, ერთი პური. კილტე დაკარგული, კიდობანი სავსე პური. მოგვაწოდა არია ხოსრავიმ * * * გადვიხედე ბახჩაჩი, ციცა ტლინკავს თახჩაჩი. ღმერთო მამე მზისწერი, აღარ გუნდა მთისწერი. მოგვაწოდა ნანა ნუშა ლაჩინელმა ანდაზები არამჭირდა ჭირი, ცხვირში ჩაყვე ჩხილი. შიში მაჩვენე, რათა გაქცევა გაჩვენო. ბარი დადვა და წერაქვი აიღო. ექ რათა ტარაბუზანამდი. ჩემი კბილები დოთვლია. ის თავის დედას ძუძუსაც მაჰჭრის. ეგ სამარხვეს რომ უტირი, კდარი შიგ არ არი. სავბარი გულში მოხარშე და მერე თქვი. ნასკი რომ ხელით იხსნების, კბილით ნუ ხსნი. კარგი ჰქენ და ცოტა. მოგვაწოდა საიდ გუგუნანიმ * * * ჭკოზე მოდი, ხიდზე გადი. ისეთი გახარებულია, როგორც სომეხს ტაპიკი მიჰცე. ბალახი ფესვებზე მშონდება. მოშუღარე ბიჭი მამას არ დოყურებს. ვირმა რომ წიხლი გაიქნივა, ფეხს არ მოჰჭრიან. წვერები ხო წისქვილში არ გამითეთრებია. მიწა რო მაგარი შეიხდა, ხარი ხარის თვალით დაინახავს. ხუთი თითი ერთი არ შაიქნების. გარდაგდო უღელი, მოკდა კურდღელი. ჭინჭველამ თქვა: თუ წელი მქონდა, ამთას იმთაზე დავდებ. წინა კაცი უკანათის ხიდია. ქვა არი, რომ ქვას სტეხავს. შრომა უნდა ჭინჭველასაკენ ისწავლო. კაკალი თუ არა გუდაკი. ამის ქილაით არმინ არ რწყავს. ვირი რო მიწას ჭამს, მუცელს აიტკივებს. სპილოს ყურში ძინავს. ობელი ყმაწვილი, მალე ფეხზე დგება. დღევურ საქმე ხვალისთვის არ დაგდო. ღამე და დღე ერთმანეთს დასდევს-დაიდევს. ძინარე მე მაღვიძებს. სიცოცხლე როგონაც დაიჭირო, გატარდება. სადაც შენი თქვა, ჩვენიც არ დაივიწყო. თხას მიჰხედვენ და რძეს მაჰთხოვენ. ციცას რო ძალა მიატანო, მოგაფრინდება. ხცვარი სულმუდამ ერთ მატყლში არ არი. მუტრუკი რო დედასკენ წინ გიქცევის, მგელი გაჰხევს. ვერიავი ოვრჯერ მაჰფსომს. წყალი რამდენიც იდღებო, კარაქს არ მოიგდებს. სომეხმა რო სოფელი უძაღლო ნახოს, უჯოხო ივლის. ღამე და დღე ერთი აქვს. სადაც იქნები, იქავრ ქუდი დაიხურეო. მოგვაწოდა ნათელა ყალანიმ * * * ასი ჯერ ათასი კაცჩი ერთ კაცი კაცია, ისხვები ამ ერთის ჩირდილჩი ცოცხლობენ. ერთი აშენებულ სოფელი ღირს, ასი დანგრეულ ქალაქს. ზემოთ ხარას დაჯიდომით არკაცი კაცი ვერ შეიქნების. არკაცის საბელით ჭაში არ ჩახიდეთ. არკაცს თუ თაფლიან თითი პირშინ ჩადუა, თოთსაც მოკნეტავს. გველის ბარტყი თუ სახლჩინ გაიზარდო, ბოლოს და ბოლოს პატკნებს დაგიხევს. გველს თავი უნდა გოჟეჟო. მოგვაწოდა მუხთარ ასლანმა მასალა შეკრიბა პროფესორმა ჯემშიდ გიუნაშვილმა გამოსაცემად მოამზადა პროფესორმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი, მედია ჰოლდინგი ”ჯორჯიან თაიმსი” თბილისი 2003 |