|
ფერეიდნელი ქართველების მიმართვა – ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...ბატონო გიორგი, ეს წერილი რამდენიმე ფერეიდნელმა დაწერეს სპარსული ენაზე და ახლა ამის გადათარგმნულს გიგზავნით, თუ ცალკე ქვეთავს გაუკეთებ და დაამატებ საიტს – კარგი იქნება!
რუსეთმა უკვე მერამდენედ, ვერაგულად დაიპყრო საქართველო!
|
|
The Georgian Times, 21-28 აგვისტო, ხუთშაბათი, N034 (501) |
![]() |
![]() |
რა კარგია რომ ასე აღელვებთ ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს ბედი, გაახაროთ ღმერთმა, ამდენი წელია არ ივიწყებენ სამშობლოს და იმას თუ საიდან არიან! ბატონო გუგუა, თქვენც დიდი მადლობა ამ ინფორმაციებს რომ გვაწვდით და ასე მხარში უდგეხართ იმ ხალხს, ვისაც ენატრება სამშობლო... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს... მე უკვე ათი წელია წამოსული ვარ და ზოგჯერ ისე მინდოდა ხოლმე საქართველოში მცხოვრებლებს გაეგოთ ჩემი ტკივილი... თუ როგორი ძნელია სამშობლოდან სიშორე მაგრამ ეს ყველას არ ესმოდა... და კარგია რომ თქვენ სხვისი ტკივილი გესმით! უფალი დაგიფასებთ ამას და ის ხალხიც, ვისზეც ამდენს წერთ! ინგა. ისრაელი.
|
”მიწანიმც დაილოცებიან...””მიწანიმც დაილოცებიან, შიშველნი დაგიმალნა ხორცნი” – ეს ქართული დატირება, ჩვენდა საუბედუროდ, ალბათ, ზუსტად გადმოსცემს მამულისთვის მკერდგანგმირული ვაჟკაცების სამარის გარეშე ყოფნის სევდას... და ეს მაშინ, როცა ცხინვალიდან ტყვეები ჯერ კიდევ ვერ დაგვიხსნია და იქ, ბრძოლის ველზე დაცემული ზოგიერთი მეომრის ქართულ მიწაში დაფლვა ვერ შევძელით... ბევრი გმირი დავკარგეთ ასე უკვალოდ, უძეგლოდ, უსაფლავოდ... ნაომარ, დანაღმულ და დაბოღმილ ქვეყანაში კი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ "უაზრო მსხვერპლზე" და ზოგადად, ამ ომის აზრიანობა-უაზრობაზე...
”ოდესმე ზამთარს თუ გადავურჩით”, ქვეყნის ხელისუფლებას რუსული ჩექმასავით მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ნიურნბერგის პროცესის გამართვას და ნაფიც მსაჯულობას ოპოზიცია გეგმავს. როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების პასუხი, ის ვერასოდეს იქნება შვება შვილებნაწამები, განადგურებული დედებისთვის.. მათთვის, ვინც შვილი ვერც ცოცხალი ნახა და ვერც მიცვალებული დაიტირა. რეალობა ყველასთვის ერთია, ჩვენთვისაც და ოპოზიციისთვისაც, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ოპოზიციის ვერდიქტის შინაარსი და ის, რომ ხელისუფლება ოპოზიციის და ხალხის წინაშე თავის მართლებას შეეცდება.
|
|
რესპუბლიკელმა ჯონ მაკ კეინმა უფრო მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის მისამართით, ვიდრე დემოკრატმა ბარაკ ობამამ. ეს ერთ-ერთი იმ თავისებურებათაგანია, რითაც ”ვაშინგტონ პოსტი” ამერიკის პრეზიდენტობის ამ ორ კანდიდატს ერთმანეთისგან განასხვავებს. საერთო კიდევ ის აქვთო რომ ორივე პრეზიდენტ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრაო. ობამასგან განსხვავებით მაკკეინს მეგობარ მიშასთვის უთქვამს ”დღეს ყველანი ქართველები ვართო”. გაზეთი ხაზს უსვამს, მაკკეინი სააკაშვილს ”ნიკნეიმით”, ”მიშათი” მიმართავსო. ამის შემდეგ გაზეთი აგრძელებს მსჯელობას ამ უკანასკნელი კანდიდატის და მისი აპარატის ურთიერთობის შესახებ საქართველოსთან. მაკკეინს შიდა პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი ჰყავდა რენდი შეინემანი, რომელიც ადრე ვაშინგტონში ლობისტურ ფირმაში, მაიკ მიტჩელთან მუშაობდა. გაზეთის მიხედვით, ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში შეინემანი და მიტჩელი საქართველოს მთავრობისგან ასეულობით ათასობით დოლარს იღებდნენ რათა მაკკეინზე და მის აპარატზე გავლენა მოეხდინათ. `თანხის გადახდა ეთიკური ხასიათის კითხვებს ბადებს შეინემანის და მიტჩელის კერძო ფინანსურ ინტერესებთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ისინი რჩევებს აძლევენ რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატს და ეს უკანასკნელი რუსეთის აგრესიის საკითხს საქართველოს მიმართ თავის კამპანიისთვის იყენებს, – წერს ”ვაშინგტონ პოსტი”.
ლევან ცალუღელაშვილი. ”ვერსია”. 15-17 აგვისტო. N95
ვაშინგტონში საქართველო-რუსეთის კრიზისის გაანალიზება უკვე დაიწყეს. ამერიკული პრესა ცდილობს ახსნა მოუძებნოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებებს და კონფლიქტის ესკალაციას. რუსეთმა არაერთხელ დაადანაშაულა შეერთებული შტატები ქართული ჯარების მობილიზებაში, ასევე იმაში რომ ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან გამოიწვიეს, როდესაც ქართულ და რუსულ სამხედრო ძალებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. თუმცა ”ნიუ იორკ თაიმსის” ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები ”სამხრეთ ოსეთში” ვაშინგტონისთვის სავსებით მოულოდნელი იყო.
”ნიუ იორკ თაიმსის” მიხედვით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოსნები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლიდან არაერთხელ გააფრთხილეს სააკაშვილი, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, თუმცა ქართველმა ლიდერმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, დენიელ ფრიდი და სხვა თანაშემწეები ამბობენ, რომ 9 ივლისს, თბილისში, კერძო ვახშმის დროს კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა სააკაშვილი, არ ჩართულიყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რომელშიც საქართველო ვერ გაიმარჯვებდა. ”მან(კონდოლიზა რაისმა) გარკვევით უთხრა მას(მიხეილ სააკაშვილს) მიეცა დაპირება, რომ ძალებს არ გამოიყენებდა” – განუცხადა გაზეთს ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც რაისს თბილისში ახლდა. თუმცა, საჯარო გამოსვლებში რაისმა განსხვავებულ ნოტაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია იქონიოს ამერიკის მხარდაჭერის იმედი რუსეთის ზეწოლის და აგრესიის დროს.
ვაშინგტონში თითქმის ყველა ერთხმად იზიარებს იმ აზრს რომ 7 აგვისტოს ღამით ”სამხრეთ ოსეთში” სიტუაცია უმართავი გახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა დაურეკა დენიელ ფრიდს და უთხრა რომ საქართველოს თავს დაესხნენ და ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ხალხი. ”ჩვენ მათ ვუთხარით რომ უნდა გაეგრძელებინათ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – განუცხადა გაზეთს ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, – ჩვენ მათ ვუთხარით: ”ნუ ჩაიდენთ სისულელეს, ნუ წამოეგებით რუსეთის პროვოკაციებზე, ნუ იზამთ ამას.” ამის შემდეგ ქართველი სამხედროები, რომლებიც ამერიკელ ინსტრუქტორებთან მომზადებას გადიოდნენ, ვარჯიშზე აღარ გამოცხადდნენ და ამით ნათელი გახდა რომ მათ მიიღეს ბრძანება ”სამხრეთ ოსეთში” სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ – წერს გაზეთი. ”ეს იყო ჩვენთვის სიურპრიზი, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი, – ჩვენ უბრალოდ, სკამიდან გადმოვვარდით, როცა ეს გავიგეთ.” ”რამდენიმე საათის შემდეგ, 8 აგვისტოს, პარასკევს დილით ქართულმა ჯარმა შეტევა განახორციელა, რუსეთმა კი ამ შეტევას გაათმაგებული ძალით უპასუხა. კონდოლიზა რაისმა დაურეკა სააკაშვილს მაშინ, როდესაც ქართული არმია სამხრეთ ოსეთში შევიდა – წერს ”ნიუ იორკ თაიმსი”.
ლევან ცალუღელაშვილი. ”ვერსია”. 20-21 აგვისტო. N97 |
|
By AL SMITH Posted: Aug. 11, 2008 Some dreams are hard to kill, even when run over by invading tanks. Advertisement
As a youth, Gizo Ujarmeli of then-Soviet Georgia was drafted into the dreaded Interior Ministry. Posted as a border guard on the frozen steppe, he listened to Voice of America, taught himself English and dreamed of a day when he could live in freedom.
Central Wisconsin welcomed them and, in turn, they fell in love with the community. Ujarmeli became a citizen, learned the real estate business and began a successful career.
His family was recently blessed by the birth of a child, their first. His mother, who was still living in Georgia, came over last month to spend time with the growing family. Life couldn’t get much better — until, that is, the Russians launched a massive invasion of his birthplace. Russia today is a gangster kleptocracy ruled by ex-KGB thugs. Dmitry Medvedev may be president, but the real power lies with prime minister Vladimir Putin, who has unleashed on Georgia the same mechanized horde that raped, burned and murdered its way through Chechnya. For Ujarmeli, the news from the region is alarming. His father, sister and nephew remain in Georgia, and he has not been able to communicate with them since the conflict began. He has friends serving in the army, defending their country from the brutish aggression of Putin’s forces, and he doesn’t know whether they’re dead or alive. The nightmare being experienced by Ujarmeli will soon affect all of us in Wisconsin. Running across Georgia is the sole oil pipeline from the Caspian Sea not currently controlled by Putin. The Russians have already bombed it and have positioned their Black Sea fleet to prevent access to Georgian ports. In an already volatile energy market, this is going to drive the price of oil and, inevitably, gas at the pump back up. Americans of every political stripe have, de facto, become the victims of aggression. Both Barack Obama and John McCain have condemned this Russian assault. Fine words, but words alone won’t solve this. The United Nations is impotent. Nor will the European Union act; it has been utterly neutered by a supine dependence on Russian oil and natural gas. The duty falls to us, and the first thing that President Bush should do is reconvene Congress in emergency session. A massive airlift of humanitarian supplies should be organized. The transport planes should be escorted by U.S. fighter jets and Tbilisi airport protected by the American air defense units, to assure that the help arrives. If we allow naked aggression to snuff out a small democracy, we’ll pay a price far higher than a few more cents at the pump. We will, in fact, have forfeited the very meaning of this country and the reason why brave men like Ujarmeli dream of coming here. Al Smith of Elm Grove is a sales and marketing manager and a freelance writer. E-mail thereadypen@aol.com
|
|
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7547888.stm
|