გენერალ-მაიორი გია თორაძე



      გიორგი! მე გია თორაძე ვარ. შენი საიტი ჩემმა შვილმა დათომ შემთხვევით ”იპოვა”. რამდენიმე დღის წინ მორიგი მივლინებიდან დავბრუნდი, დაღლილი ვიყავი და დასვენებას ვაპირებდი. სახლში რომ მივედი დათო ინტერნეტში რაღაც საიტებს ეცნობოდა. ჩემი ყურადღება ჯერ არაჩვეულებრივად გულდასათუთქმა ქართულმა სიმღერებმა მიიპყრო, მონიტორს რომ შევხედე, მაშინვე გიცანი... ჯერ ერთად გადავხედეთ საიტს ზოგადად, მერე კი რამდენიმე ქვეთავს ჩავუღრმავდი... ბევრი ისეთი რამ ვიპოვე, გულს რომ დაგიწვავს, ბევრი ისეთიც – გულს რომ გაგიხარებს... ფერეიდნელ ქართველებზე და საერთოდ, ირანში მცხოვრებ ქართველებზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრიც ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო.
      გიორგი, სამხედრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩანართები ჩემთვის საინტერესო სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან გადაღებული სურათი მომეწონა. მეც გამიჩნდა სურვილი პატარა წვლილი შევიტანო შენს კეთილშობილურ საიტში. ამიტომ გიგზავნი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ნამსახურებ ქართველი სარდლების და გენერლების სიას:
      1. ასლანი (დარჩიაშვილი) მანუჩარი — ირანის შეიარაღებული ძალების თვალსაჩინო მხედართმთავარი. 1972-დან ირანის ავიაციის სამხედრო ვერტმფრენების ნაწილების უფროსი. თადარიგშია 1992-დან. ავიაციის გენერალი (თიმსარი) – 1980. დაბადებული 16.09.1938 ფერეიდანში (ზემო მარტყოფი), ირანი.
      2. ბაგრატიონი თეიმურაზ გიორგის ძე — გამოჩენილი სარდალი და მეცნიერი. პირველი ქართველი აკადემიკოსი: 1937. არ დაემორჩილა რუსებს და 1803 გაიქცა სპარსეთში თავის ბიძასთან. 1810. ჩამოვიდა საქართველოში. შემდგომ კი ცხოვრობდა რუსეთში. მარი ბროსე მას თავის მასწავლებლად სთვლიდა. მეფე გიორგი XII-ის ვაჟი. სპარსეთის არტილერიის სარდალი (თოფშიბაში) 1803-1810. რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი: 1837 კოპენჰაგენის ანტიკვარული საზოგადოების და საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიკოსი. დაბადებული 1782 წელს, თელავში. გარდაიცვალა 1746 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი.
      3. ბაგრატიონი ქაიხოსრო ლევანის ძე — ”ვალი გურჯისტანისა” – ქართლის მეფე, მთავარსარდალი ირანისა და ბეგლარბეგი თავრიზისა და ბარდის. ევროპაში მას უწოდებდნენ ”სპარსეთის ჯარის გენერალისიმუსს”, ყანდაგარის გმირი. სპარსეთის ჯარის მთავარსარდალი. 1710. დაბადებული 1670 წელს, საქართველოში. გარდაიცვალა 27.09.1711 (დაიღუპა ომში).
      4. რაჰიმი (ონიკაშვილი) ალი რუსტამის ძე — ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის უფროსი. გენერალი (თიმსარი) 1980-იან წლებში. დაბადებული 1950 წელს ფერეიდანში, ირანი. გარდაიცვალა 1990-ის შემდეგ ირანში.
      5. რაჰიმი (ხარატიშვილი) მუჰამედი — ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეხლევის არმიის თიმსარი. ავიაციის გენერალი (თიმსარი) 1976 დაახლ. დაბადებული 1935 წელს ფერეიდანში ირანი. გარდაიცვალა 1980 წელს (დაპატიმრებული იყო 1978. დახვრეტილია ისლამური რევოლუციის დროს).


* * *


      გენერალ-მაიორი გია თორაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში მუშაობის დროს გავიცანი. მე, როგორც სამოქალაქო პირი, ხელშეკრულებით ვმუშაობდი სამხედრო თანამდებობაზე, კერძოდ ვიყავი გამოთვლითი ცენტრის უფროსი და მესამე კურსის კურსანტებს ვასწავლიდი საგანს ”გამოთვლითი ტექნიკა და პროგრამირება”. რადგან მე არ ვიყავი კადრის ოფიცერი, ყოველთვის უკმარისობის გრძნობა მქონდა. სამხედრო პირებთან სამოქალაქო პირი ვიყავი, სამოქალაქოებთან კი – სამხედრო.
      სამხედრო აკადემიაში ჩემი სამსახური თავიდანვე კურიოზებით დაიწყო. ჯერ იყო და პირველად სამხედრო აკადემიის ნაცვლად სამხატვრო აკადემიაში მივედი. როცა პირველად მომიხდა სამხედრო ფორმის ჩაცმა, რატომღაც მაიორის სამხრეებზე კაპიტნის წოდების შესაბამისად ოთხი ვარსკვლავი დავიმაგრე... სამოქალაქო პირები ვერ მიხვდებიან, მაგრამ ნებისმიერი სამხედრო ღიმილისაგან თავს ვერ შეიკავებს. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მეგობრებმა მწყობრიდან ჩუმად გამომაპარეს... ერთხელ ასეთი ამბავიც გადამხდა. ერთ-ერთმა გენერალმა, რომელიც აკადემიაში ხშირად დაიარებოდა, რომელიღაც კომპიუტერული პროგრამა მთხოვა თუ მიბრძანა. მე მაშინვე დისკზე ჩავიწერე და ყოველი შემთხვევისათვის ჯიბით ვატარებდი. ერთხელაც დირექციის შენობაში თვალი მოვკარი იმ გენერალს, როცა დერეფნის ბოლოში კიბეებზე ჩასვლას აპირებდა. რაც შემეძლო ხმამაღლა დავუძახე: ”ბატონო გენერალო!” და მისკენ გავეშურე. უცებ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მივხვდი რომ რაღაც ”საშინელება” ჩავიდინე! მაშინ ძლივს ”გადავურჩი” სამხედრო ტრიბუნალს... და ერთი კიდევ: 1997 წლის ივნისში აკადემიის სამშვიდობო ოცეულთან ერთად მივლინებული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრამაში ”პარტნიორობა მშვიდობისათვის” მონაწილეობის მისაღებად, როგორც დამკვირვებელთა ჯგუფის უფროსი. გასვლის წინა დღეს მეცადინეობების დაწყებამდე უნდა ჩატარებულიყო ჩვენი დათვალიერება. მაგრამ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოუცლელობის გამო დათვალიერება საღამოს 19.00 საათისთვის გადაიდო. მთელი დღე გამოწკეპილები დავდიოდით. საღამოთი როგორც იქნა მობრძანდა მინისტრი თანმხლები გენერლებითურთ. მინისტრმა პირველივე შეხედვაზე მწყობრიდან გამომიყვანა და თქვა: ეს კაპიტანი აქავე გვარცხვენს და იქ რაღას იზამსო? ჩემი ”დანაშაული” კი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა რომ კახელი ვარ, მაშასადამე შავი და თანაც წვერი მალე მეზრდება... დილის 7 საათზე გაპარსული საღამოთი უკვე მართლა გასაპარსი ვიყავი... სახლში რომ დავბრუნდი ოჯახში მხიარული ყიჟინით შემხვდნენ. მეუღლე მიყვებოდა სიცილით, შემთხვევით ტელევიზორი გადავრთეთ და უცებ შენ დაგინახეთ გათეთრებული რომ იდექი და თვალებს აფახულებდი, ვიღაც გენერალი კი თითს გიქნევდაო... მოკლედ, კარგად იხალისეს...
      აი, ასეთი სამხედრო ვიყავი! ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდი გენერლებთან შეხვედრას. როცა გენერალ-მაიორმა, ბატონმა გია თორაძემ სამხედრო აკადემიაში დაიწყო მუშაობა, თავიდან ქვეცნობიერად ყოველთვის თავს ვარიდებდი, მაგრამ ერთხელაც პირისპირ შევხვდი:
      – ბატონო კაპიტანო, რამდენი ხანია თქვენი ნახვა მინდა!
      გამიკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა გენერალს უბრალო კაპიტანთან? აღმოჩნდა რომ ბატონ გიას პატარ-პატარა კონსულტაციები სჭირდებოდა კომპიუტერთან დაკავშირებით. იმ დღიდან ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა – მე ჩემი თავი ვიპოვე სამხედრო აკადემიაში! ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიღაცას სჭირდები! მალე ბატონმა გიამ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტების სამართალში სამხედრო ინსტრუქტორებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წერა. ცოტა ხანში პირველი ნაწილიც დაიბეჭდა, რომელსაც წამძღვარებული აქვს ა. მეიროვიცის სიტყვები:
      ”საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი მიზანია ის, რომ მშვიდობიანობის დროს შეძენილ იქნეს ადამიანურობის ისეთი მარაგი, რომელიც ომისათვის დამახასიათებელ არაადამიანურ პირობებში ადამიანურობას შეგვანარჩუნებს”.

 


      და წინასიტყვაობა: ”გენერალ გია თორაძის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ცდაა მიაწოდოს სამხედრო საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ჰუმანიტარული სამართლის ძირითად პრინციპებსა და დებულებებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც შეიარაღებული კონფლიქტების უშუალო მონაწილეა და თავისი სიცოცხლის ფასად მოწოდებულია დაიცვას ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები. ამ ნაშრომის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ ”მიძინებულ” პრობლემებს, რომლებიც თავის გამოხატულებას შეიარაღებულ კონფლიქტებში პოულობენ. ამიტომ ჰუმანიტარული სამართლის შესწავლა და მისი ძირითადი იდეებისა და დებულებების განხილვა დღეს საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანია და შინაარსობრივად ახალ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
      უნდა აღინიშნოს, წიგნი დაწერილია სამხედრო პიროვნების თვალთახედვით, რაც საკმაოდ საინტერესოს და აქტუალურს ხდის მას. ავტორი გენერალია და სამხედრო აკადემიის ლექტორი. აქედან გამომდინარე, ის კარგად ერკვევა შეიარაღებული ძალების მიერ, როგორც საბრძოლო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე მისი სწავლებისა და მომზადების საქმეში. ნაშრომიდან კარგად ჩანს, ავტორის პროფესიონალიზმი. მის მიერ განსახილველად არჩეული თემები არ წარმოადგენს მხოლოდ თეორიული მასალის გადმოცემას, არამედ შეიცავს შეიარაღებული კონფლიქტების დროს წამოჭრილი პრაქტიკული საკითხების ანალიზს.

 


      სახელმძღვანელოში დიდი ადგილი აქვს დათმობილი შეიარაღებული კონფლიქტების არსისა და მისი გამომწვევი მიზეზების განხილვას. ამავდროულად, ავტორი ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის აქტებზე დაყრდნობით განსაზღვრავს საერთაშორისო და არასაერთაშორისო სამართლებრივი კონფლიქტების დროს სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
      დამხმარე სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტი ბრძოლის აკრძალული ან შეზღუდული მეთოდებისა და საშუალებების საკითხებზე, ეგრეთ წოდებულ ”ჰააგის სამართლის” საკითხებზეა გაკეთებული.
      ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შეიარაღებული კონფლიქტების მსვლელობის დროს სამხედრო თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, რაც უფრო აქტუალურსა და საინტერესოს ხდის ნაშრომს.
      ნაშრომში მოცემული ფაქტობრივი მასალის ცოდნა დიდად დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ უფლებებსა და ინტერესების დაცვას.
      დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ნაშრომი ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეთა სამართლებრივ ცოდნის შეძენას. ამავდროულად, გარკვეულ დახმარებას გაუწევს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, სამხედრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და კურსანტებსა და მსმენელებს შეიარაღებული კონფლიქტების სამართლებრივი რეგულირების, ბრძოლის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების გაცნობაში. საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის სამხედრო პირთა უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე კონფლიქტში აღმოჩენილი სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების თაობაზე.
      გია თორაძის დამხმარე სახელმძღვანელო ნამდვილად კარგ სამსახურს გაუწევს სამხედრო მოსამსახურეთა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადებას. ვფიქრობ, აღნიშნული სახელმძღვანელო სამაგიდო წიგნი გახდება სამხედრო სამსახურში მყოფ პირთათვის და ინტერეს მოკლებული არ იქნება საზოგადოების ფართო ფენებისათვის”.

მარინა კვაჭაძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,
მსოფლიო სამართლებრივი სისტემების კათედრის გამგე,
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი


      შემდეგ დაიბეჭდა მეორე და მესამე ნაწილებიც, რომლებიც ცალკე წიგნადაც გამოიცა.
      აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემი პირველი სტუმრობა თორაძეების ოჯახში. ბატონ გიას ყავს მეტად მოსიყვარულე მეუღლე, სამი შვილი და დედა – ქალბატონი ნანა. კომპიუტერთან მუშაობის დროს ზოგჯერ გვიხდებოდა შესვენებების გაკეთება. პირველი შესვენების დროს კომპიუტერის ეკრანიც ”გაითიშა” და დასვენების რეჟიმში გადაირთო. მონიტორზე გამოჩნდა წარწერა: ”მიყვარხარ კარინა!”. ამ წარწერის შემდეგ კი ბატონი გია ჩემს თვალში ერთი ათად გაიზარდა, როგორც კეთილშობილი ადამიანი, ძლიერი პიროვნება, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი მამა.



* * *

გია ედუარდის ძე თორაძე

დაიბადა 1957 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა
და იმავე წელს ჩააბარა თბილისის უმაღლეს საარტილერიო სასწავლებელში.


მოსვლის წასვლის
თანამდებობა დაწესებულების,
ორგანიზაციის, საწარმოს ჩვენებით
დაწესებულების ადგილმდებარეობა
31.07.74
21.09.78
კურსანტი - თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი.
ქ. თბილისი
21.09.78
31.10.80
საცეცხლე ოცეულის მეთაური - 120 მმ ნაღმტყორცნელთა ბატარეის უფროსი ოფიცერი, მე-6 მოტომსროლელი პოლკის მე-13 სატანკო დივიზია (ეგრეთ წოდებული გენერალ როდიმცევის დივიზია).
უნგრეთი. სოფელი ტაბორფალვა.
31.10.80
11.08.81
საცეცხლე ოცეულის მეთაური - 120 მმ ნაღმტყორცნელთა ბატარეის უფროსი ოფიცერი, 114 სატანკო პოლკის მე-13 სატანკო დივიზიის.
უნგრეთი,
ქ. შარბოგარდი.
11.08.81
27.10.83
120 მმ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაური, 114 სატანკო პოლკის მე-13 სატანკო დივიზიის.
უნგრეთი,
ქ. შარბოგარდი.
27.10.83
08.12.83
საარტილერიო ბატარეის მეთაური (122 მმ ჰაუბიცების), 275 თვითმავალი საარტილერიო პოლკის, მე-4 გვარდიის სატანკო დივიზიის (კანტემიროვის დივიზია).
მოსკოვის
სამხედრო ოლქი,
ქ. ნაროფომინსკი.
08.12.83
30.08.85
საარტილერიო დივიზიონის მეთაური, ს/ნ 22189 მოტომსროლელი დივიზია.
მოსკოვის სამხ.
ოლქი, ქ. კლინცი.
30.08.85
08.07.88
ფრუნზეს სახელობის საერთო-საჯარისო აკადემიის მსმენელი.
ქ. მოსკოვი.
08.07.88
07.09.88
მოტომსროლელი კადრის ბატალიონის მეთაური, 127 მოტომსროლელი დივიზია.
ამიერკავკასიის ს.ო.
ქ. ლენინაკანი.
07.09.88
10.02.89
მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური, 128 მოტომსროლელი პოლკი.
127 მოტომსროლელი დივიზია.
ამიერკავკასიის ს.ო.
ქ. ლენინაკანი.
10.02.89
31.07.89
მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსი, 348 მოტომსროლელი პოლკი,
მე-15 მოტომსროლელი დივიზია.
ამიერკავკასიის ს.ო.
ქ. დილიჟანი.
31.07.89
20.04.91
საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი ოფიცერი.
ქ. თბილისი
20.04.91
15.07.92
ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი.
ქ. თბილისი
01.07.92
30.04.93
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი მექანიზირებული ბრიგადის მეთაური.
ქ. თბილისი
30.04.93
28.05.94
პირველი კორპუსის მეთაურის მოადგილე.
ქ. თბილისი
28.05.94
26.07.94
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
ქ. თბილისი
26.07.94
21.09.94
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
ქ. თბილისი
21.09.94
23.11.95
შსს შინაგანი ჯარების სარდალი.
ქ. თბილისი
23.11.95
15.04.98
შსს კადრების სამმართველოს განკარგულებაში.
ქ. თბილისი
15.04.98
23.07.98
სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში.
ქ. თბილისი
23.07.98
04.11.98
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.
ქ. თბილისი
04.11.98
01.04.99
აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი. თავდაცვის სამინისტრო.
ქ. თელავი
01.04.99
22.11.02
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის უფროსის პირველი მოადგილე.
ქ. თბილისი
22.11.02
დღემდე
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალური ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში უშიშროების და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში.
საქართველო
აზერბაიჯანი
სასომხეთი
2003 წ. მარტიდან
დღემდე
სანრემოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო კლასის ლიდერი (პედაგოგი).
სანრემო - იტალია
2000 წ.
2003 წ.
თბილისის ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ქ. თბილისი

 
 

პარტნიორობა მშვიდობისათვის – გაერთიანება «ნაგეტ-97»
Partnership for Peace – Cooperative «NUGGET 97»