კონდრათ თავაძე მყინვარწვერზე



      2007 წლის ზაფხულში ფერეიდანიდან ჩამოსული იყო ხუთკაციანი ჯგუფი საქართველოს და თბილისის სანახავად და გასაცნობად. ერთ-ერთმა, კერძოდ კი ჩემი მეორე მოგზაურობის მასპინძელმა ფერეიდანში − კონდრათ თავაძემ გამოთქვა სურვილი მყინვარწვერზე ასვლისა! მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ კაპანაძემ ჩვენს სტუმარს ნატვრა აუსრულა და მათ მართლაც დალაშქრეს მყინვარწვერი. კონდრათ თავაძემ მყინვარწვერზე საქართველოს დროშაც კი ააფრიალა...


 
 

* * *

      ეს ლექსი ეძღვნება პირველ ქართველ ალპინისტ ქალს, ქალბატონ ალექსანდრა ჯაფარიძეს (დაიბადა 1895 წლის 11 თებერვალს (30 იანვარს ძვ. სტილით), სოფელ ხრეითში, ახლანდელ ჭიათურის რაიონში. გარდაიცვალა 1974 წლის 27 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია ჭადრაკის სასახლის ეზოში).

      ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს, მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს.
      ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს... ქალი ხარ, ალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?
      არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული? ახლა მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული.
      უფრთხილდი, ლამაზო, მთა განა გულია? მანდ ყველგან ქარიშხლის ფრთა განაბულია.
      და როგორც ლომები პირს რისხვით აღებენ, ნისლებში ნაპრალთა ვეება თაღები.
      უფრთხილდი, ყაზბეგიც ბერი ნუ გგონია, ჭაბუკის გული აქვს ჭაღარა გოლიათს.
      მაგ თვალთა ცდუნებას ვაჰ, თუ ვერ გაუძლოს, დაგტოვოს თავისთან, მყინვართა საუფლოს.
      ...მაგრამ შენ სრულიად არ უფრთხი არაფერს და როგორც კიბეებს, აბიჯებ ქარაფებს.
      პირველი მიუძღვი გამოცდილ მთამსვლელებს... ხან თოვლი გეყრება, ხან წვიმა გასველებს.
      მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია, წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია...
      და ფრთხილად მოგყვები, შენსავით ვიქცევი... რამდენჯერ აშკარა მარცხისგან მიხსენი.
      ფეხი თუ დამიცდა ხელს მიწვდი მაშინვე, რამდენჯერ დაღუპვას შენ გადამარჩინე.
      მაგრამ ძირს, ქალაქში, როდესაც ჩავდივართ, მთამსვლელთა ადათ-წესს ივიწყებ ადვილად.
      შემხვდები ქუჩაში, გულცივად მიყურებ, მანიშნებ: ბარშიაც მხსნელად ნუ მიგულებ.
      ვგრძნობ, მე არ ვეკუთვნი მაგ თვალთა არჩევანს და ვხედავ ჩვენს შორის ნაპრალის გაჩენას.
      მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები, ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები.
      მე ყველა ნაპრალზე ეს მეტად მაშინებს... კვლავ ხელი მომეცი, კვლავ გადამარჩინე.

იოსებ ნონეშვილი


 



თბილისში, მშენებლობაზე



წმ. ნინოს მონასტერში


წმინდა ნინოს წყარო


სიღნაღისაკენ


სიღნაღის ქუჩებში


ვაქირში


ისევ სიღნაღში



კონდრათ თავაძე მყინვარწვერზე